საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოსავალი არის ე.წ. მეორე თაობის რეფორმებში და ასევე არაპოპულარულ რთულ გადაწყვეტილებებში, რომელიც აუცილებლად არის მისაღები

გამოქვეყნებულია 2015-05-14 11:08:00


ამის შესახებ ეროვნული  ბანკის  პრეზიდენტმა  განაცხადა.   თუმცა   გიორგი ქადაგიძე   არ  აკონკრეტებს   რას   გულისხმობს    იგი ე.წ. მეორე თაობის რეფორმებში და რთულ გადაწყვეტილელებში.
        როგორც ქადაგიძე   აცხადებს   ამის   შესახებ    ის ისაუბრებს პარლამენტში, როდესაც ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება.
       ეს გამოსვლა და წლიური ანგარიში, რომლის განხილვაც მომდევნო კვირიდან დაიწყება პარლამენტში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში მისი ბოლო წლიური ანგარიშია.
      რაც შეეხება ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ის ეროვნული ბანკის ადგილას რეფინანსირების განაკვეთს კიდევ უფრო გაზრდიდა, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მონეტარული ინსტრუმენტებით და ეროვნულ ბანკში გასაღების ძიება ფუნდამენტურ პრობლემებზე, რომელიც დაკავშირებულია უცხოური ვალუტის ნაკლებ შემოდინებასთან, სწორი არ არის.

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე

უახლესი