საზოგადოებრივი
104.5 FM

მედიატორი

“მედიატორი” - გადაცემა უფროსებისა და მოზარდების ურთიერთობის შესახებ.
არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც ამ ურთიერთობის პროცესში ჩნდება და გროვდება. შესაბამისად, რთულდება ურთიერთგაგება და პრობლემური საკითხების მოგვარება-გადაწყვეტა.
ძნელია შეეგუო აზრს, რომ მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში არ არსებობს ბავშვის აღზრდის აბსოლუტურად სწორი მეთოდები, ზუსტი და მარტივი პასუხები... წარმატების სრული გარანტიით...
და ჩვენ ჯიუტად ვეძებთ მარტივ პასუხებს რთულ შეკითხვებზე, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცედ გვწამს: არაფერია უფრო რთული და ამოუცნობი, ვიდრე “ბუნების გვირგვინად” წოდებული ადამიანი.
“მედიატორი” ელის თქვენ კითხვებს.
“მედიატორი” შეეცდება გაპოვნინოთ საჭირო პასუხები, რადგან ჯერ კიდევ არისტოტელემ შეადარა ბავშვის ცნობიერება სუფთა დაფას, რომელზეც აისახება ის, რასაც მოზარდს გარემო სთავაზობს და რომელზეც უფროსები, ნებით თუ უნებლიედ, წარუშლელ კვალს ტოვებენ.
სუფთა დაფაზე შეცდომის დაშვება ადვილია, გამოსწორება_ძნელი, თუმცა შეუძლებელი არაფერია, თუ მოვინდომებთ, ერთმანეთს ვენდობით და ერთად ვეცდებით.
პროექტი მზადდება საქართველოს ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მხარდაჭერით.  
ავტორი და წამყვანი მაია მაცხონაშვილი