საზოგადოებრივი
104.5 FM

დიდი შესვენება

ყოველ პარასკევს, დილის 11:10 დან 12:00 საათამდე ჟურნალისტი ნატო ნიჟარაძე დიდ შესვენებაზე გიწვევთ. დიდი შეხვედრა სკოლის მეგობრებთან, მასწავლებლებთან და ბავშვობის საუკეთესო მოგონებებთან; ეპიზოდები კლასის ცხოვრებიდან, ცნობილი ადამიანები თანაკლასელების თვალით და დაუვიწყარი სასკოლო ისტორიები.

შეისვენეთ ყოველდღიური საქმეებისგან, მოძებნეთ კლასელები, კურსელები, მოიწვიეთ თქვენი კლასელები პარასკევის დიდ შესვენებაზე და გაიხსენეთ ყველაზე უდარდელი წლები საზოგადოებრივი რადიოს მსმენელებთან ერთად.

გადაცემის წამყვანი ნატო ნიჟარაძე
პროდიუსერი ლელა ვაშაკიძე