საზოგადოებრივი
104.5 FM

ტელლა

ყოველ კვირა დღეს, 23:10 საათიდან, მხატვარი გია ბუღაძე ხელოვნების სამყაროში გეპატიჟებათ და გესაუბრებათ მარადიულ ფასეულობებზე. გაიგეთ, როგორ ცოცხლდება მხატვრის ხელით ჩვეულებრივი ტილო – ტელლა და როგორ იწყება ახალი რეალობა; იგრძენით ის, რაც ხელოვანს აღელვებს და აძლევს შემოქმედებით აღმაფრენას; გავიხსენოთ, რას ვხედავთ და რას ვგრძნობთ, როცა ტილოს ვუყურებთ; ვიპოვოთ მხატვრობის გზით შეხების წერტილები ხელოვნების უდიდეს დარგებთან – მუსიკასა და ლიტერატურასთან.

გია ბუღაძის “ტელლა” გიამბობთ, როგორ იბადება ხელოვნება ყოველდღიურობაში.