საზოგადოებრივი
104.5 FM

სოფლის დილა

გადაცემა „სოფლის დილა“ სოფელში მცხოვრები და სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანებისათვის, ქალაქელებისთვის, ვისაც ქოთანში ჩარგული წიწაკით ან მწვანილით სურს შეიგრძნოს სოფლის სურნელი, ყველასთვის, ვისაც უყვარს მთა-ბარი, სოფელი და მიწა! ვისაც გსურთ გახდეთ ფერმერი, შექმნათ საკუთარი მეურნეობა,  ჩაერთოთ აგრობიზნესში და მიიღოთ სასურველი შედეგი  „სოფლის დილა“  მოგაწვდით საჭირო და სასრგებლო ინფორმაციას!  „სოფლის დილა“ იქნება თქვენი აგროგზამკვლევი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში! 

 რუბრიკა „აგროკალენდარი“ გაგაცნობთ მიმდინარე აგროღონისძიებებს, რუბრიკით „აგროინფო“ შეიტყობთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ტექნოლოგიურ სიახლეებზე, ბაზრის ფასებზე, საკანონმდებლო ცვლილებებზე, ექსტენციის ცენტრების სერვისებზე და აგრარულ სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.

რუბრიკაში „სტუმარი“ მოწვეული ექსპერტების და წარმატებული ფერმერებისგან გაიგებთ იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე იცოდით!

 სოფლის პასტორალის მოყვარულებს კი „ბუხრისპირა ამბები“-თ  გაგათბობთ!

 „სოფლის დილა“ თქვენს განწყობაზეც იზრუნებს და ყოველი გადაცემის ბოლოს სასიამოვნო სიმღერას შემოგთავაზებთ!