საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
გადაცემა
კანონში მთის შესახებ ცვლილებებია!
ფერმერის საათი | 22 იანვარი, 2017
ჭერემი,ღორღა ,კოტორაანთკარი..ნუკრიანი, ძიბახევი...მთის სოფლების ჩამონათვალს დონეების გასაზღვრის შემდეგ კიდევ 99 დასახლება დაემატა, ჩამონათვალი მოიცავს თითქმის ყველა რეგიონს! 38 000 მაცხოვრებელზე კანონით განსაზღვრული სოციალური შეღავათები დაუყოვნებლივ ამოქმედდება.როგორია დარეგისტრირების ფორმა, მოდელი, ვისზე გავრცელდება ეს შეღავათები და როგორია კრიტერიუმები. სტუმარი : ოთარ კონჯარია - ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს, რეგიონებთან და თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უროსისი მოადგილე, მთის კომისიის საბჭოს მდივანი.სატელეფონი ჩართვა: უკანა ფშავიდან, ნოდარ თოხოსაშვილი-ფერმერიწამყვანი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
მთის მეცხოველობა - 2017 წლის ძირითადი პრიორიტეტი მესაქონლეობაში
ფერმერის საათი | 15 იანვარი, 2017
სოფლს მეურნეობის სამინისტრო ახალი წლიდან დაიწყებს ალპური ანუ მთის მომთაბარე მეცხოველეობის რეაბლიტაციას. როგორია ბაზა-გენოფონდი ენდემური ჯიშების,რა მდგომარეობაშია საძოვრები და გადასარეკი ტრასები, როგორი მიმართულებით უნდა დავიწყოთ ძველის აღდგენა.სტუმრები: სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო ცენტრის მეცხოველეობის ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტები.ცისანა ქილიფთარი - პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.იოსებ სარჯველაძე - პროფესორი, ეკოაკადემიის წევრი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
წარმატების საწინდარი აგრარულ სექტორში
ფერმერის საათი | 8 იანვარი, 2017
როგორ და რომელი მიმართულებით დავიწყოთ საქმიანობა სოფლის მეურნეობაში, რომელ ეტაპზე ჭირდება ახალგაზრდა, დამწყებ მეურნეს სახელმწიფოს დახმარება...რატომ უნდა დავბრუნდეთ სოფელში.სტუმრები:  თამთა მამულაიძე - მცხეთიდან,  გიორგი ალადაშვილი - რუისპირიდან,წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ბიოპროდუქცია და რეალიზაცია
ფერმერის საათი | 25 დეკემბერი, 2016
ბიომეურნეობათა ასოციაცია "ელკანა"-ს მიერ გამართულმა საახალწლო გამოფენა-გაყიდვამ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ბიოპროდუქციის გაყიდვამ უნდა მიიღოს სისტემატიური სახე.თბილისის და სხვა დიდი ქალაქების თვითმართველობებმა, უნდა უზრუნველყონ ერთი კონკრეტული ადგილი სადაც, გაიყიდება ბიოპროდუქცია უშვუალოდ ბიოფერმერებისგან.ტექნიკურ უზრუნველყოფას ფერმერები აიღებენ თავიანთ თავზე, ასვევე გადაიხდიან საშემოსავლოს.სტუმრები: ანზორ მაისურაძე - ბიოფერმერი ხაშურის რაიონი სოფელი ნაბახტებიდან.ირმა გოგობერიძე - ბიოფერმერი კასპიდან.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ბიოპროდუქცია, კოოპერირება და საკარმიდამო მეურნეობა
ფერმერის საათი | 18 დეკემბერი, 2016
24-25 დეკემბერს ბიომეურნეები გიწვევნ ყოველწლიურ ტრადიციულ გამოფენა -გაყიდვაზე თბილისში,ე.წ. ბუკიას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე!, ბიოპროდუქციის ბაზარი, მოთხოვნა და რესურსი, , როგორია განვითარების სტატისტიკა, ეხმარება თუ პირიქით, აზარალებს მცირე, ტრადიციულ, შერეულ მეურნეებს სურსათის რეგულაციების ახალი რეგლამენტი. რატომაა ადვილი და მომგებიანი ბიოკოოპერატივების შექმნა..სტუმრები: მაკა ჯორჯაძე - ბიომეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" დირექტორი, ელენე შატბერაშვილი - ასოციაცისს წევრი, პროექტების ხელმძღვანელისატელეფონო ჩართვა თელავიდან: გიორგი ალადაშვილი - ბიოფერმერიწამყვანი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
ქართული აგროპროდუქცია-ხარისხი, ფასი, არჩევანი
ფერმერის საათი | 11 დეკემბერი, 2016
როგორია ასაქართველოში წამროებული აგროპროდუქცია,რა თანხა სჭირდება მოყვანას-შენახვას, დაფასოებას და ბაზარზე გატანას.აკმაყოფილებს თუ არა სტანდარტს. რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი მხოლოდ ქართულზე? როგორი კანონმდებლობა ჭირდება ქართულ წარმოებას განვითარებისთვის,..ევროპული გაკვეთილები საქართველოსთვის- მოვბაძოთ საფრანგეთს და ბრიტანეთს სადაც მიდის ადგილობრივი წარმოების პროდუქციის აქტიური რეკლამა.სტუმრები: ტარიელ ზივზივაძე - კომპანია MARNET Associates LLC-ის დამფუძნებელი.ეკატერინე ბურკაძე - სურსათის უვნებლობის კონსულტანტი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
მეფუტკრეობა და ფუტკრის პროდუქტები
ფერმერის საათი | 4 დეკემბერი, 2016
როგორ მოვუაროთ ფუტკარს ზამთარში, კვება და დაავადებების პრევენცია, სამკურნალო საშუალებები და სტანდარტები. და რაც მთავარია-თაფლი! როგორ შევარჩიოთ საახალწლოდ და არამარტო!სტუმარი: თემურ ღოღობერიძე - მეფუტკრე,საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
როგორ შევარჩიოთ და როგორ შევინახოთ ზამთრის მარაგი
ფერმერის საათი | 27 ნოემბერი, 2016
ახლოვდება დღესასწაულები, ბარბარობა, შობა...აღსანიშნავია ახლი წელიც!..ახლით, ძველით!... გარდა ამისა, ცივ და გრძელ ზამთარს გვპირდებიან სინოპტიკოსებიც...ბევრმა უკვე გააკეთა მარაგი, ახლაც დაამატებს...ნებისმიერი პროდუქტი შეიძლება შევინახოთ ისე, რომ არ დაკარგოს კვებითი ღირებულება;მთავარია დავიცვათ სწორად შენახვის მეთოდი..სტუმარი: მერაბ ჟღენტი - აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორიწამყვანი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
ცხოველი, ხორცი, ხარისხი-მიკვლევადობა ხარისხის გარანტია!
ფერმერის საათი | 20 ნოემბერი, 2016
სტუმრები:კახა სოხაძე - სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსი. ჩართვები - შიდა ქართლის, კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან.(კვირისთვის გვეცოდინება!) წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
"ჯეოფერტი"ცეოლითის ბიოსასუქის ახალი საწარმო
ფერმერის საათი | 13 ნოემბერი, 2016
უნიკალური ბუნებრივი მინერალი ,„ცეოლითი“! გამოყენების არაჩვეულებრივად ფართო სფერო - სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, სამშენებლო ინდუსტრია, მედიცინა, გარემოს დაცვა. კასპის ცეოლითის საბადოს ათვისება ისევ აღსდგა და ფართო მასშტაბით; თითქმის ერთ წელიწდში აშენდა უახლესი დანადგარებით აღჭურვილი საწარმო შ.პ.ს GeoFert LLC- "ჯეოფერტი", რომელიც ბიოსასუქით ამარაგებს ქართველ ფერმერებს, და არამარტო. „ჯეოფერტი“ ეს გახლავთ პროფესიონალების გუნდი, განვითარების დახვეწილი სტრატეგიით, ეფექტური ბიზნეს-მოდელით, რაც უზრუნველყოფს კომპანიის ზრდას და ფართო პერსპექტას.სტუმარი: თამაზ ღლონტი - შ.პ.ს "ჯეოფერტის" დირექტორი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ბროწეული-სად და რატომ გაქრა ენდემური სახეობები?
ფერმერის საათი | 6 ნოემბერი, 2016
ბროწეული უნიკალური მცენარე, რომელიც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლის ყველაეტაპზე. მოთხოვნა დიდია, ბაზარი აკმაყოფილებს მოთხოვნას სანახევროდ, გაქრა საქართველოში, კერძოდ კახეთში,ქართლში, იმერეთსა და აჯარაში გავრცელებული„ვარდისფერი გულოშა“, „ყირმიზ-ყაბუხი“, „შაჰ-ნარი“, „სალავათური“.,...მომჟავო-მოტკბო ჯიშები. როგორ დავაბრუნოთ ეს მივიწყებული ჯიშები... სტუმარი: სულხან თურმანიძე - შ.პ.ს "ქართული ბაღების " დირექტორი, აგრონომი-მეხილე. ნანა მიროტაძე - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.სატელეფონო ჩართვა ვარდების მოედნიდან "ყველის ფესტივალი 2016": ლელა მნათობლიშვილი უკანაფშავიდანწამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
საშემოდგომო სამუშაოები ხილის ბაღებში
ფერმერის საათი | 30 ოქტომბერი, 2016
ნადრევმა თოვლმა თუ ხელი შეგიშალათ და ვერ ჩაატარეთ საშემოდგომო სამუშაოები ხილის ბაღებში, შეგიძლიათ ისევ დაიწყოთ გასხვლა- გადახალისების, განახლების სამუშაოები. რომელი და როგორი სახეობებით შეიძლება ჩანაცვლება, რომელი სანერგე გთავაზობთ სანდო და სასურველ ნერგს, იქნება თუ არა ეს სახეობა თქვენი რეგიონისთვის, თქვენი კაპიტალდაბანდებისთვის მომგებიანი.დაიწყეთ ინტენსიური ბაღების გაშენება, მაგრამ იზრუნეთ ადგილობრივი ხილის შენარჩუნებაზეც!სტუმარი: ზვიად ბობოქაშვილი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, მარავალწლიანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის უფროსი.სატელეფონო ჩართვები ქარელი. სოფელი ბუბნისიდან: გიორგი ჭონიშვილი - კომპანია "კომპლექსაგროს" დირექტორი. გორი. სოფელი კვარხეთიდან: ტარიელ მუნჯიშვილი - სენერგის დირექტორი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
სათბური და სასათბურე კულტურები
ფერმერის საათი | 23 ოქტომბერი, 2016
გაერომ 2016 წელი პარკოსნების გავრცელება პრიორიტეტად გამოაცხადა, რატომ შეარჩია, რომელი სახეობები და ჯიშები გამოდგება კლიმატის ცვლილების პროცესის საადაფტაციოდ, რომელი შეიძლება მოვიყვანოთ სათბურში, როგორი ტიპის სათბურისთვის და უნიადაგო სოფლის მეურნეობის რა ტექნოლოგიებს გვთავაზობს დღეს ბაზარი. ვისაუბრებთ ჰიდროპონიკის მეთოდით მოყვანილი პროდუქციის ხარისხსა და საიმედოობაზეც.სტუმარი:გელა ბატატიშვილი-აგრონომი. შ.პ.ს-ების: "გრინ გარდენისა" და "ჩვენი ბაღის" დირექტორი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
რატომ უნდა დავლიოთ კარგი ღვინო...
ფერმერის საათი | 16 ოქტომბერი, 2016
ღვინის დადებითი თვისებები, დაყენების ტექნოლოგიები, შენახვა და ხარისხი. შერჩევა და მიმდინარე რთველი რაჭა-ლეჩხუმში, რამდენი ლიტრი ღვინო შეუძლია ჩამოასხას დღეს ქვეყანამ.როგორია მოთხოვნა და მიწოდება.სტუმრები: გიორგი სარაჯიშვილი - ისტორიკოსი; ბონდო კალანდაძე -მეღვინე. ღვინის ფესტივალის მედალოსანი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ნიადაგი და პრობლემები
ფერმერის საათი | 9 ოქტომბერი, 2016
საქართველოს ბევრ რეგიონში ნიადაგის საფარის სტრუქტურა იცვლება,მცირდება პროდუქტიულობა ! ეს უახლოეს მომავალში მკვეთრად აისახება ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებაზე... რატომ მცირდება ნაყოფირება,რატომ და რა შემთხვევაში ირღვევა ნიადაგის ჰუმუსოვანი ფენის სტრუქტურა, და როგორ შეიძლება აღდგენა-შენარჩუნება.სტუმარი: ზაურ ჩარქსელიანი - აგრარულ მეცნ.დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი.სატელეფონო ჩართვა: ზურაბ ლიპარტია - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ცხვარი,მატყლი და მეცხვარე
ფერმერის საათი | 2 ოქტომბერი, 2016
სეზონური სამუშაოები მეცხვარეობაში,გადარეკვა,და გადასარეკი ტრასები,დაავადებები და აცრები,მატყლი და ბაზარი, ხორცი-სასაკლაოები, გასაყიდი ობიექტები. ჭირდება თუ არა დარგს შევსება- განახლება (საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე!)როგორ და რა ნაირად შევინარჩუნოთ ადგილობრივი ჯიშები.სტუმრები: ბექა გონაშვილი - მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე.ლაშა ავალიანი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი.ჩართვები ყაზბეგიდან და ახმეტის რაიონებიდანწამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ყურძენი და ყურძნის პროდუქტები
ფერმერის საათი | 25 სექტემბერი, 2016
ყურძნის პროდუქტები გამოიყენება ფარმაკოლოგიაში, მედიცინაში, კოსმეტიკასა და საკონდირტო მრეწველობაში, ეს დიდ შემოსავალს აძლევს ევროპელ მეღვინეებს, დაინტერესდებიან ამით თუ არა ჩვენი, ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები, არსებობს გეგმა, პროგრამა მთავარია სურვილი!სტუმარი: დავით ჩიჩუა - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის პროდუქტების პროდუქტთა შენახვა - გადამუშავების სამსახურის უფროსი.ჩართვა: გიორგი სამანიშვილი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
კოოპერირება - აწმყო და მომავალი
ფერმერის საათი | 18 სექტემბერი, 2016
როგორ მიდის კოპერირების პროცესი; აგრარული სექტორის რომელ მიმართულებას დაეტყო კოოპერირების დადებითი შედეგი; რომელ კომპონენტს აფინანსებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელს საქართველოს მთავრობა; რა სიახლეებს სთავაზობს კოოპერატორებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო; გაგრძელდება თუ არა პროცესი. სტუმარი: გიორგი მიშელაძე - სასოფლო-სამეურნეო ოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ზამთრის მარაგის შეანხვის ტექნილოგიები
ფერმერის საათი | 11 სექტემბერი, 2016
ყველაფერი იცვლება. იცვლება პროდუქტის შემადგენლობაც... რომელი პროდუქტი.შევინახოთ,როგორი სახით და მეთოდოლოგიით.რატომ და რა პრობლემები შეიძლება გაჩნდეს!სტუმრები: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენეხვა-გადამუშავების კვლევის მთავარი სპეციალისტები. ეკა კაციტაძე - ტექნიკის დოქტორი. ზაირა შაფათავა - სოფლის მეორნებოსის მეცნიერებათა დოქტორი.
წაკითხვა
გადაცემა
ზამთრის საკვების მარაგი ცხოველებისთვის
ფერმერის საათი | 4 სექტემბერი, 2016
როგორ დავამზადოთ კომბინირებული საკვები ზამთრისთვის,რა სახისა და ხარისხის საკვებდანამატებს გვთავაზობს ბაზარი, აქვს თუ არა მნიშვნელობა მიმართულებას და ასაკს, განსაკუთრებით ლაქტაციის პერიოდისთვის საჭირო საკვების დამზადებისა და შენახვის მნიშვნელოვანი კომპონენტები..სტუმარი: გიული გოგოლი - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა