საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
გადაცემა
პელეტი - ალტერნატიული ბიოსაწვავი ტყეების გადასარჩენად
ეკომეტრი | 17 აგვისტო, 2016
პელეტი - ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად დარჩენილი ბიომასისგან დამზადებული საწვავი ბრიკეტია, რომელსაც დიდი ხანია აქტიურად იყენებენ ა.შ.შ, ევროპასა და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში. პელეტის დამზადება დაიწყო საქართველოშიც.სტუმრები: ნინო ანთაძე - გაერო-ს განვითარების პროგრამის, გარემოსა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ავთანდილ გელაძე - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრები - საქართველოს" წარმომადგენელი, პროექტის მენეჯერი.ჩართვა: ხათუნა სიჭინავა - ორგანიზაცია "მდგარადი ენერგეტიკა და გრემოს" დირექტორი, ტექნიკურ მეცნიერაბათა დოქტორი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ტურისტული სეზონი-დასვენება პრობლემების გარეშე!
ეკომეტრი | 10 აგვისტო, 2016
როგორ მოვიქცეთ რეკრეაციულ ზონებში ისე, რომ არ დავაზინოთ გარემო, განსაკუთრებით ბუნებრივი წყალსატევების მიმდებარე ტერიტორიებთან,ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებში, არის თუ არა საშიში ონოფილესი და ზიკა! სტუმარი: შოთა კვარაცხელია - საქართველოს მეთევზეთა ასოციაციის პრეზიდენტი.სატელეფონო ჩართვა: ნინო გუჯაბიძე - კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ხელმძღვანელი.სატელეფონო ჩართვა ფოთიდან: ალექსანდრე ხაბეიშვილი - კოლხეთის ეროვნული პარკის დირექტორი.
წაკითხვა
გადაცემა
თბილისის გამწვანება
ეკომეტრი | 3 აგვისტო, 2016
რატომ ხმება ვერეს ხეობაში ახლადდარგული წიწვოვანები? რომელი კომპანია მუშაობს თბილისის მწვანე საფარის შევსებაზე? რა სახეობებით შეივსება დედაქალაქის განადგურებული მწვანე ზონები?სტუმარი: ლაშა ფურცხვანიძე - კომპანია "გრინსერვისი"-ს გენერალური დირექტორი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ქალი და ზაფხული
ეკომეტრი | 27 ივლისი, 2016
ციკლიდან ადამიანის ეკოლოგია - როგორ და რატომ უნდა დავისვენოთ ისე, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, და რაც მთავარია არ დავაზინოთ გარემო. ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომელსაც იზიარებენ ქართველი სპეციალისტებიც.სტუმრები: ეკა უგრეხელიძე - ექიმი-დერმატოლოგი, საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
გ.ზ.შ - პრიმა დოკუმენტი გარემოს გადასარჩენად!
ეკომეტრი | 20 ივლისი, 2016
გ.ზ.შ- გარემოზე ზედამხედველობის შეფასების დოკუმენტი - რატომაა აუცილებელი ნებისმიერი მშენებლობის დაწყებამდე მისი შედგენა, რა მიმრთულების კვლევებია წინასწარ ჩასატარებელი ამ დოკუმენტის შედგენისას ,ვინ მუშაობს და რა მეთოდოლოგიით,რამდენად ელასტიურია, რომელი საწარმო შეიძლება განთავისუფლდეს ამ ნებართვისგან და რატომ? როგორია მონიტორინგის სისტემა პროექტის განხორციელებისა და საწარმოს მუშაობის პროცესში?სტუმრები: ნინო ჩხობაძე - ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-საქართველოს" თანათავმჯდომარე.ნინო თანდილაშვილი - საქრთველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს,პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ახალი სატყეო პოლიტიკა
ეკომეტრი | 13 ივლისი, 2016
რას ნიშნავს ტყეების ევროპული მართვის სისტემა, მდგრადი გამოყენების პრინციპები, რატომ უნდა აირჩიოს ახალგაზრდობამ მეტყევის პროფესია...ტყის მართვის ახალი კოდექსის გამოწვევები და რეგულაციები.სტუმარი:კარლო ამირგულაშვილი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი.რეპორტაჟი ბათუმის მინისტერიალიდან.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
შავი ზღვის აუზის ქვეყნების ტურისტული პოტენციალი
ეკომეტრი | 6 ივლისი, 2016
შავი ზღვა არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი რეგიონული ზღვა მსოფლიოში ღია ოკეანესთან შეზღუდული წყლის გაცვლისა და კონტინენტური ევროპის დიდი ფართობის დრენაჟის გამო. დამბინძურებლად ითვლებიან განვითარებადი ქვეყნები, მათ შორის საქართველოც. პოსტსაბჭოური და პოსტსოციალური ქვეყნების ეკონომიკის გაძლიერების მიზნით მუშაობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი, მათ შორის, რეგიონებში ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობის პროექტი...შედეგები სახეზეა.სტუმრები: მარინა მეტრეველი - პროექტის კოორდინატორი, ვასილ გაბუნია - სპელეოლოგი.ჩართვა ქობულეთის საოჯახო სასტუმროდან: დავით მჭედლიშვილი - მეპატრონე
წაკითხვა
გადაცემა
SOS! - კოლხეთის ბიომრავალფეროვნება
ეკომეტრი | 29 ივნისი, 2016
კოლხეთის დაბლობის მნიშვნელოვანი მონაკვეთის, სამეგრელოს მდიდარი ბიომრავალფეროვნების იშვიათი სახეობების რაოდენობა შემცირდა! კონსერვაციისა და აღდგენის სამუშაოები დაიწყო!სტუმრები:მარინა ჟორდანია - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი.გიორგი არაბული - შვეიცარიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის Pro-Natura - დედამიწის მეგობრების წარმომადგენელი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
წყალი - ხარისხი, მიზეზი, შედეგი
ეკომეტრი | 22 ივნისი, 2016
დაიწყო სააგარაკო სეზონი, როგორია შავი ზღვის სანიტრული მდგომარეობა, როგორია არტეზიული წყლები და ე.წ ბოთლის წყალი. როგორ და რომელზე გავაკეთოთ არჩევანი. ვინ ამოწმებს წყლის ხარისხს და როგორ ვრცელდება ინფორმაცია.სტუმრები: მანანა გრძელიშვილი - გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, პროექტების მართვისა და რისკის შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;თამარ ნიკურაძე - წყალმომარაგების კომპანია GWP-ის ლაბორატორიის ხელმძღვანელი;თამარ ნებიერიძე - საქ.გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის,წყლის ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
"მწვანე ეკონომიკა"- სტრატეგია ევროპისთვის და საქართველოსთვის
ეკომეტრი | 15 ივნისი, 2016
რა მნიშვნელობა ჰქონდა ბათუმში გ.ა.ე.რ.ო-ს ეგიდით გამართულ მინისტერიალს საქართველოსთვის, რას ითვალისწინებს პროგრამა "გარემო ევროპისთვის", რომელიც "მწვანე ეკონომიკას" სთავაზობს ევროპას და განვითარებად ქვეყნებს. რით დაიწყებს საქართველო.სტუმრები: ნანა მეფარიშვილი - ექსპერტთა კავშირის "მდგრადი ენერგია და გარემო"-ს მთავარი ექსპერტი; ნოე მეგრელიშვილი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისრტოს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
სატყეო განათლება ახალი სატყეო კოდექსის ჭრილში
ეკომეტრი | 1 ივნისი, 2016
როგორი მეტყევე ჭირდება საქართველოს, რას ითვალისწინებს ახალი სატყეო კოდექსი. რა უნდა იცოდეს ტყიანი რეგიონის მოსახლეობამ იმისთვის რომ შეინარჩუნოს ესკორომები.მოიპოვოს, განაახლოს და დაიცვას.სტუმარები: ნათია იორდანიშვილი - ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე. ნატო სულთანიშვილი - განათლების პროექტების სამასახურის უფროსი.კარლო ამირგულაშვილი - გარემოსა და ბინებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
მწვანე წარმოების ევროპული მოდელი საქართველოსთვის
ეკომეტრი | 25 მაისი, 2016
რატომ ითხოვს და რას გვთავაზობს ევროპა მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის, ფანტაზია თუ რეალობა განვითარებადი ქვეყნისთვის. პერსპექტივები და გამოწვევები.სტუმრები: მალხაზ ადეიშვილი - რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების პროექტის კოორდინატორი საქართველოში;მანანა პეტაშვილი - ამავე პროექტის პროფ.კოორდინატორი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
თბილისის ისტორიული უბნების ეკოლოგიური კონცეფცია
ეკომეტრი | 18 მაისი, 2016
ძველი თბილისის განახლებული უბნები იქნება მიმზიდველი ტურისტებისთვის და ეკოლოგიურად საიმედო თვითონ იმ უბნის მობინადრეებისთვის.როგორ აისახა ეს თბილისის განვითარების ფონდის კონცეფციაში. სტუმრები: გიორგი ბაიდარაშვილი - თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი.გიორგი გოცირიძე - კომპანია "გეოგრაფიკის" დამფუძნებელი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
თბილისისა და მიმდებარე რეკრეაციული ზონების სანიტარული მდგომარეობა
ეკომეტრი | 11 მაისი, 2016
როგორ ემზადებიან დედაქალაქის მერიის დასუფთავების, თბილისის დაქვემდებარებაში არსებული სააგარაკო დასახლებების სამსახურები ზაფხულისა და ახალი საკურორტო სეზონისთვის, მუშაობს თუ არა გარემოს დაცვითი კანონმდებლობა დასუფთავების სექტორში. სად იგეგმება ახალი ნაგავგადამაუშავებელი ქარხნის მშენებლობა.სტუმარი: დავით დოლიძე-შ.პ.ს "თბილსერვის"ჯგუფის დირექტორის პირველი მოადგილე.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
საქართველოს ბუნების ძეგლები-შეუცვლელი ფასეულობა.რაც დარჩა და რჩება ფოტოზე.
ეკომეტრი | 4 მაისი, 2016
სტუმრები:გოგა ჩანადირი-ფოტოჟურნალისტიკუკური მეტრეველი-ფოტოჟურნალისტი (ახალციხიდან)ჩართვა:გიორგი თარხნიშვილი-ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების უფროსი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ჰიბრიდული ძრავაზე მომუშავე ანუ "მწვანე ავტომობილების"ფასი შემცირდება..5%-დან 10%მდე!
ეკომეტრი | 27 აპრილი, 2016
სტუმრები: ირაკლი იზორია - ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების",დირექტორი.ვასო ურუშაძე - "ეკოტრანპორტ ცენტრი"- ს აღმასრულებელი დირექტორი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
კარანტინი 22 აპრილის, დედამიწის საერთაშორისო დღისა და ბზობის დღესასწაულის წინ!
ეკომეტრი | 20 აპრილი, 2016
კოლხური ბზის გადასარჩენად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა კანონმდებლობაში, დედამიწის საერთაშორისო დღის,22 აპრილისთვის იგეგმება მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ტყიანი ფართობების განაშენიანებას და პირველ რიგში, უნიკალური ენდემის, კოლხური ბზის შენარჩუნების პროცგრამებს.სტუმრები: ნათია იორდანიშვილი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს,ეროვნული სატყეო სამსახურის ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი.რუსუდან სიმონიძე - საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე.გოჩა არონიშიძე - საპატრიარქოს ფომნდი "გაამწვანე საქართველო"-ს აღმასრულებელი მდივანი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ყველაზე მწვანე ეზო - კონკურსი მხოლოდ თბილსისთვის
ეკომეტრი | 13 აპრილი, 2016
თბილისის მერია აცხადებს კონკურსს ,,თბილისის ყველაზე მწვანე ეზო’'-ს გამოსავლენად...გამარჯვებული ფიზიკური პირები,, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და კერძო კომპანიები, დაჯილდოვდებიან...თბილისობის ზეიმზე. რა პირობებს გთავაზობთ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური...ერთი იდეის ორი ავტორი!სტუმრები: ლელა ებრალიძე - მოყვარულ მებაღეთა კლუბი " სოსანი" ;მარიამ ზედგენიძე-ფლორისტი;სატელეფონო ჩართვა :ქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი. წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ქართული ნაგაზი-შევინარჩუნოთ, გავამრავლოთ!
ეკომეტრი | 6 აპრილი, 2016
ქვეყნის ბიომრავალფეროვნების იშვიათი წარმომადგენელი ქართული ნაგაზი,სულხან-საბას განმარტებით თართი, შესანარჩუნებელია! დასავლეთ საქართველოში გავრცელებული" "ჩაქირა" გადაშენების ზღვარზეა,მხოლოდ რამდენიმე მოყვარულის გადარჩენილია ქართული გრძელბეწვა და ყაზბეგური ქოსა. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ უნიკალური სახეობის კონსერვაციისა და გამრავლებისთვის! ის ჭირდებათ მეცხვარეებს, მეჯოგეებს და ჭირდება სასაზღვრო დაცვას!სტუმარი:გია გიორგაძე-საერთაშორისო ორგანიზაცია "საქართველოს კინოლოგთა ფედერაციის" პრეზიდენტიწამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
კოლხური ბზა განადგურების ზღვარზეა!
ეკომეტრი | 30 მარტი, 2016
საქართვლოს ბიომრავალფეროვნების უნიკალური სხეობა -კოლხური ბზა ფაქტობრივად, განადგურებულია! მხოლოდ ერთეულ ადგილებშია შემორჩენილი, როგორც ახალი ნარგავები, ასევე 500-600 წლოვანი ხეები დაავადებულია!,წინასწარი მონაცემებით, სადღაც 3-5 პროცენტია გადარჩენილი!…გაავადება გავრცელებულია აჭარა-სამეგრელოს რეგიონში, უკვე ვრცელდება კახეთშიც! იქ კი, სადაც ბზა ჯერ კიდევ მწვანედაა შემორჩენილი, ადამიანები უკანონოდ ჭრიან! ახალი საკანონმდებლო და სამკურნალო ინიციატივები ენდემის გადასარჩენად. იყიდეთ ქოთნის ბზა ბზობისთვის-ჩაერთეთ გადარჩენის აქციაში!სტუმრები: ლია გიორგაძე - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის იურისტი.სტუმრები: ლალი გოგინავა - ენტემოლოგი, საპატრიარქოს აგრარული კოლეჯის პროფესორიკარლო კიკორია - კომპანია "ბიოაგროს დირექტორი.წამყვ: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა