საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
გადაცემა
ჭიათურის მანგანუმი - რეგიონის ეკოპრობლემად ქცეული შეუფასებელი ბუნებრივი რესურსი!
ეკომეტრი | 7 ივნისი, 2017
რატომ გააჩერა და დააჯარიმა ჭითურის მანგანუმის მომპოვებელი კომპანია "ჯორჯიან ამერიკან ელოიზი" საქართველოს უმაღლსმა სასამართლომ?რატომ ქმნის მანგანუმი ორი დიდი ინდუსტრიული ქალაქის-ჭითურა- ზესტაფონისა და მისი მიმდებარე სოფლებისთვის მოუგვარებელ ეკოლოგიურ პრობლემებს! მდგომარეობა საგანგაშოა!  სტუმრები: ნელი კორკოტაძე - გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი ინსპექტორი.ზაქარია ზალიკშვილი - კომპანია" ჯორჯიან ამერიკან ელოიზის"მთავარი პიარ-მენეჯერი.ნინო გაფრინდაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია CEN-ის პროექტების კოორდინატორი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ბიომრავალფეროვნება და აგრობიომრავალფეროვნება-საქართველოს სიმდიდრე!
ეკომეტრი | 24 მაისი, 2017
მთელი მსოფლიო აღნიშნავს ბიომრავალფეროვნების დაცვის დღეს-22 მაისს. საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნება მსოფლიოს სიმდიდრეა . რა მდგომარეობაა დღეს, რა დაგვრჩა როგორ ვიცავთ და რა საფრთხის წინაშეა მსოფლიო ბიომრავალფეროვნების კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ცხელი წერტილი?სტუმრები: კარლო ამირგულაშვილი - გარემოსა და ბუნებრივირესურსების დაცვის, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო სააგენტოს ტყის პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი.მზია ბერუაშვილი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის "ბიოაგრო" წარმოების სამსახურის მთავარი სპეციალისტი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
საქართველოს მეწყერული ზონები. რისკები და დაცვის მექანიზმები
ეკომეტრი | 17 მაისი, 2017
რომელი რეგიონებია მეწყერებისადმი მოწყვლადი, როგორია შეტყობინების ქსელი, როგორ და რა სისტემით იმუშავებს მეწყერული პროცესების განვითარებისას სამაშველო სამსახური. რას ითვალისწინებს ქვეყნის თავდაცვის ფარი- კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნულ სტრატეგია.სტუმარი: მერაბ გაფრინდაშვილი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსი. წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ჩვენ და გარემო! ახალგაზრდული ინიციატივები ეკოპრობლემების მოსაგვარებლად!
ეკომეტრი | 10 მაისი, 2017
როგორია მომავალი თაობის გარემოსდაცვითი პოზიცია,რას ითვალისწინებდა ნიკო კეცხოველის სახლეობის პრემია, რომელიც რეგიონის სკოლების მოსწავლეებს გადეცა•რას სთავაზობს ახალგაზრდებს მწვანე იდეების გენერირების ქართული მოდელი.სტუმრები: ნინო გაფრინდაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია CENN -ის პროექტის მენეჯერი.ნინო ბრეგაძე - პროექტის კოორდინატორი.ნათია ლაგურაშვილი - 153-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბის დამფუძნებელი .სატელეფონო ჩართვა :ირაკლი არიშვილი - ჭიათურის მეორე საჯარო სკოლა გვანცა ლაფაჩი - გორის პირევლი საჯარო სკოლა.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
სანიტარულ-ჰიგიენური სამსახური და ნორმები
ეკომეტრი | 3 მაისი, 2017
მუშაობს თუ არა ქვეყანაში სანიტარიული- ჰიგიენური სამსახური,სჭირდება თუ არა დედაქალაქს და ვინ, რომელმა უწყებამ უნდა შეასრულოს დაავადებებისა და ინფექციური დაავადებისგან დამცავი ფარის ფუნქცია ქვეყანაში? რას გვთავაზობს ევროპული მოდელი.სტუმრები: გულიკო ზუმბაძე-თბილისის მუნციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე.მარინა გიორგაძე - თბილისის სახელწიფო სამდიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.მიწისძვრასთან დაკავშირებით - რას ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კამპანია - დაიხარე, შეეფარე, მოეჭიდეჩართვა: თეა გოდალაძე - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის დირექტორი.წამყვანი. ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
მაკულატურა-შეგროვებისა და გადამუშავების მასშტაბები იზრდება!
ეკომეტრი | 26 აპრილი, 2017
მაკულატურის შეგროვება გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით! და არამარტო გადამუშავებისთვის - უნიკალური რარიტეტები გადეცემა ბიბლიოთეკებს, გარკვეული რაოდენობის სამაგიეროდ- ახალი წიგნები! რომელი საწარმოები აგროვებენ ოჯახებსა და სამსახურებში მორჩენილ ქაღალდს, რა დასახელების პროდუქციაზე მუშაობენ გადამამუშავებელი კომპანიები. რას თვალისწინებს “რესურსეფექტური და სუფთა წარმოების საინვესტიციო პროექტი-მწვანე ეკონომიკის განვითარება".სტუმრები: მარიკა დარჩია - მედია "პალიტრის" კრეატიული დირექტორი, პროექტის "მაკულიტერატურას" ხელმძღვანელი.არჩილ თვარაძე - შ.პ.ს "ნეოპრინტის დამფუძნებელი. წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ახალი ტექნოლოგიური სერვისები- უახლესი, მოსახერხებელი, მიმზიდველი, მაგრამ საშიში!!!
ეკომეტრი | 19 აპრილი, 2017
როგორი საოჯახო ტექნიკა ან ჭურჭელი გაქვთ სახლში, როგორი სამშენებლო მასალითაა აშენებული სახლი, საძინებელი, სამზარეულო? რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ შევქმნათ ეკოლოგიურად უსფრთხო საარსებო არეალი...სტუმარი: რამაზ გახოკიძე - თბილისის ივ.ჯავახიშვლის სახელობის სახ. უნივერსიტეტის, ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი, პროფესორი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
ახალი ეროვნული პარკები და პროექტი-გადავარჩინოთ ქურციკი!
ეკომეტრი | 12 აპრილი, 2017
საქართველოს ეროვნულ პარკების რიცხვი გაიზრდება. ვაშლოვნის ეროვნული პარკის ფარგლებში დაიწყება ქურციკის აღდგენის პროექტი.ეროვნული პარკები,ტურიზმის რამდენიმე მიმართულების განვითარების ბაზაა. აქ დასვენება და მოგზაურობა განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს.სტუმრები: ნუგზარ ზაზანაშვილი - WWF საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე, თომა დეკანოიძე - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.სატელეფონო ჩართვა: დედოფლისწყაროდან: ვაჟა ჩერქეზიშვილი - ვაშლოვანის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
SOS! ბზა და ბიომრავალეროვნება!
ეკომეტრი | 5 აპრილი, 2017
ბზობა და კოლხური ბზის პრობლემები, როგორ გავამრავლოთ და როგორ გადავარჩინოთ უნიკალური ქართული ენდემი, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს დაავადებული ბზის ტოტებით ჩვენს იგვლივ არსებული მწვანე საფარი, ოთახის მცენარეები და ხეხილი. როგორ გავამრავლოთ ბზა და ჯარიმები?!- ბზობის მერე დაყრილი ტოტებით დაბინძურებისთვის!სტუმარი: კარლო ამირგულაშვილი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის სამართველოს უფროსი.სატელეფონო ჩართვა: დავით დოლიძე - შ.პ.ს. "თბლსერვის "ჯგუფის დირექტორის მოადგილე. წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
კლიმატის ცვლილება და ადამიანის ჯანმრთელობა
ეკომეტრი | 29 მარტი, 2017
სტატისტიკა მძიმეა! კლიმატის გლობალური ცვლილება აშკარაა. უარყოფითად აისახა ბიომრაფალფეროვნებაზე და უკვე ადამიანის ჯანმრთელობაზეც. როგორია დაავადებების სტატისიკა საქართველოში, განსაკუთრებით გაუდაბნოებისადმი მოწყვლად რეგიონებში.სტუმრები: კახა მდივანი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის უფროსი;მაკა მაღლაკელიძე - საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, დამოუკიდებელი ექსპერტი;ნანა ნინაშვილი - დაავადებათა კონტროლისა და საზ.ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
კატასტროფები, რისკები და შემცირების ეროვნული სტრატეგია
ეკომეტრი | 22 მარტი, 2017
ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული პროცესები, რომლითაც დღეს საქართველო გამსაკუთრებით მოწყვლადია, სურსათის უვნებლობა - უსაფრთხოება - ეს კატასტროფული. პროცესებია, რომლის არიდება ხშირად შეუძლებელია, შერბილება აუცილებელი....როგორია კატასტროფების რისკების შემცირების ეროვნული სტრატეგია საქრთველოსთვის.სტუმრები: რუსუდან კახიშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის უფროსი მრჩეველი, თემურ მელქაძე - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაგეგმვისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.გადაცემის ავტორი და წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
2020 წლისთვის თბილისი გახდება ენერგოეფექტური ქალაქი! ათვლა დაიწყო!
ეკომეტრი | 15 მარტი, 2017
ენერგოდამზოგავი ტრანსპორტი, საზოგადო და კერძო შენობები,ენერგოეფექტური გარეგანათება... ალტერნატიული ენერგიების ათვისება უახლესი ტექნოლოგიებით! შესაბამისად ახალი სტანდარტი და კანონმდებლობა - ევროპული შეთავაზება და პროგრამა თბილისისთვის, საიდან უნდა დავიწყოთ?სტუმრები: მარიტა არაბიძე - საქ. ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიების ათვისების სამმართველოს უფროსი, ნატალია ჯამბურია - საქ. ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიების ათვისების სამმართველოს თანაუფროსი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
ყვავილები...ჩვენს სახლში, აივანზე, აგარაკზე
ეკომეტრი | 8 მარტი, 2017
რომელი ყვავილი მივართვათ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულებზე, როგორი შევარჩიოთ სახლისთვის - საძინებლისთვის, სასტუმრო ოთახისა და საძინებლისთვის...აგარაკისა და აივნისთვის! შევქმნათ ჯანმრთელი მიკროსამყარო იქ, სადაც ვიქნებით!სტუმრები: ალექსანდრე ბაინდურაშვილი - მებაღე - კოლექციონერი, ცირა ოქროპირიძე - დიზაინერი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
გარემოს დაცვის ევროპული მოდელი საქართველოსთვის
ეკომეტრი | 22 თებერვალი, 2017
ნარჩენების მართვა, ტყეებისა და ბიომრავალფეროვნების გადარჩენა-კონსერვაცია,წყლის რესურსების სააუზო მართვა, ჰაერი და ტრანსპორტი, ენერგოეფექტურობა და ენერგორესურსები, "მწვანე ეკონომიკა" მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის,საზოგადოების ინფორმირება და აღსრულება-მდგრადი განვითარების ევროპული მექანიზმები საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების უცილობელი პირობა! შესრულების ეტაპები, ვადები და პრობლემები.სტუმარი: მაია ჯავახიშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
რადიო - მნიშვნელოვანი რგოლი გარემოსდაცვითი ინფორმაციის გასავრცელებლად
ეკომეტრი | 15 თებერვალი, 2017
ინფორმირებული ხარ ე.ი. გაფრთხილებული ხარ! ამ სისტემით მუშაობს ნებისმიერი ინფორმაცია და ამ მიზნით შეიქმნა გადაცემა ეკოლოგიაზე. და მან შეასრულა თავისი მისია-გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელებაში რადიომ შეიტანა დიდი წვლილი. ეს აისახა მსმენელზე,როგორც მომხმარებელზე. დინამიკა იზრდება.სტუმრები: რუსუდან სიმონიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები საქართველოს"თანათავმჯდოომარენანა მეფარიშვილი - პროფესორი ტექ.მეცნიერებათა დოქტორი. ენრგოეფექტურობისა და სამშენებლო ტექნოლოგიების მიმართულების ექსპერტი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
მონადირე თუ ბრაკონიერი?
ეკომეტრი | 8 თებერვალი, 2017
ვინ ნადირობს წითელ წიგნში შესულ სახეობებზე? მგელი?კანონო ნადირობა სისხლის სამართლის კოდექსის 301–ე მუხლით ისჯება. ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში ან სხვა დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ნადირობა მთლიანად აკრძალულია, ანდა მექანიკური სატრანსპორტო ან მასობრივი განადგურების საშუალებით, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ნადირ–ფრინველზე, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.სტუმარი: მაია ჩხობაძე - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნების სამსახურის უფროსი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
WMTR -ელექტრონული ნარჩენების მართვის პროგრამა იწყება!
ეკომეტრი | 1 თებერვალი, 2017
WMTR-ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვის ერთ –ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. აღნიშნული მიდგომა წარმატებით მუშაობს ევროკავშირის და სხვა განვითარებულ ქვეყნებში და ხელს უწყობს ელექტრონული ნარჩენების მინიმიზაციას, ხელმეორედ გამოყენებასა და გადამუშავებას.დაიწყება საქართველოშიც!სტუმრები: ალვერდ ჩარქსელიანი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენების მართვისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი.ოლგა პარსონსი - კომპანია "ენვიროსერვის"მთავარი ოპერატიული დირექტორი საქართველოში.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
კომფორტი - გარემოს დაბინძურებისა და დაავადების გარეშე!
ეკომეტრი | 25 იანვარი, 2017
ვიბანთ, ვრეცხავთ - სარეცხს, ჭურჭელს, მოგვყავს წესრიგში ყველაფერი,ვწმენდავთ - სისუფთავე კომპორტია, ახალი ენერგიაა, მაგრამ როგორ ვარჩევთ ამ კომფორტის სშუალებებს? როგორ მოვიხმართ და რა დოზით? რატომ თვლიან სპეციალისტები რომ ეს ყველაფერი უნდა შევარჩიოთ ყურადღებით! რომ ეს ქიმიური საშუალებებია.. საზიანოა ადამიანისთვის და გარემოსთვის...სად მიდის ეს ყველაფერი, როგორ იფილტრება და რა სისტემით ამ საშუალებებით დაბინძურებული წყალი!სტუმარი: ინგა ღვინერია - საქართველოს შრომის, მედიცინისა და ეკოლოგის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, პროფილაქტიკური ტოქსიკოლოგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნ. დოქტორი.ჩართვა: თამუნა ნიკურაძე - კომპანია GWP - ის წყლის ხარისხის ცენტრალური ლაბორატორიის ხელმძღვანელიწამყვანი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
ტრანსცხიმები - პრობლემა ადამიანისთვის და გარემოსთვის
ეკომეტრი | 18 იანვარი, 2017
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ დაიწყო ტრანს-ცხიმების რაოდენობის განსაზღვრა. მარგარინები, სპრედები და მათი გამოყენებით დამზადებული პროდუქტები ე.წ დიეტური საკვები შეიცავს ტრანს-ცხიმებს, მისი გამოყენების არეალი ფართოა ,შედეგი- მავნე ადამიანისთვის და გარემოსთვის! 2004 წლიდან თითქმის ყველა განვითარებულმა ქვეყანამ დაიწყო კონტროლი, საქართველოშიც ამოქმედდა კანონი.სტუმრები: ირაკლი გულედანი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი, ზურაბ ცქიტიშვილი - ექსპერტი,სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების დამოუკიდებელი საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, სტილიანოს კულორესი - ევროკავშირის სურსათის უვნებლობის უმაღლესი ორგანოს ექსპერტ-ოფიცერი, ერეკლე სილაგაძე - თარჯიმანი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
მყარი ნარჩენის შენახვა და განთავსება
ეკომეტრი | 11 იანვარი, 2017
ქლორის უმეთვალყურეოდ დატოვებული კონტეინერები და ბალონები... აქტუალური და დროულად მოსაგვარებელი პრობლემა საქართველოს საჯარო და კერძო სექტორისთვის. არასათანადო პირობებში განთავსებული ქიმიური ნივთიერებების და მასალების იდენტიფიკაციის, აღრიცხვის, შენახვის, გამოყენების, ადგილზე ნაწილობრივი უტილიზაციის, ტრანსპორტირების და საბოლოო განთავსების თანამედროვე მეთოდები...სტუმრები: არჩილ ჭირაქაძე - ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ხათუნა ჩიკვილაძე - საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა