საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
გადაცემა
ჩვენ ვიცავთ გარემოს
ეკომეტრი | 4 იანვარი, 2017
სტუმრები: თეა სუბელაინი - საზოგადოებრივი მოძრაობა "მწვანე საქართველო - ჯანმრთელი მომვალი"-ს წევრი; შოთა ბალარჯიშვილი - სტუდენტი, თბილ-სერვის ჯგუფის თანამშრომელი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ტყებისა და ბიომრავალფერონების მართვის სისტემა 2017 წლისთვის
ეკომეტრი | 28 დეკემბერი, 2016
მომავალი წლიდან შეიცვვლება ტყეებისა და საქართველოს ბიომრვალფეროვნების მართვის სისტემა,,მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა კანონში ნადირობის შესახებ,დაიწყება ქარსაფარების მშენებლობა...ამ ცვლელებების ეტაპებსა და დინამიკაზე, და რაც მთავარია, ისევ ნაძვისხეების პრობლემებზე.სტუმარი: კარლო ამირგულაშვილი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსინათია იორდანიშვილი -  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
საქართველოს წყლები და იქტიოფაუნა
ეკომეტრი | 21 დეკემბერი, 2016
რამდენი და როგორია ქვეყნის წყლის რესურსი, როგორია იქტიომრავალფეროვნება,რომელი კანონმდებლობა იცავს ამ თითქმის შეუფასებელ რესურსს,შემორჩა თუ არა ჩვენს წყალსატევებში ატლანტური ზუთხი-ფორენჯი, რატომ უნდა აღვადგინოთ საქართველოში ზუთხსაშენი.სტუმრები: აკაკი ფანჩულიძე - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.თ.ს.უ პროფესორი.მამუკა კვარაცხელია - იქტიოლოგი, ექსპერტიწამყვანიუ: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
თბილისის ტრანსპორტი
ეკომეტრი | 14 დეკემბერი, 2016
თბილისის ტრანსპორტის განვითარების 2017 წლის კონცეფცია.სტუმრები: მამუკა მუმლაძე - თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი. წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
პიროტექნკა - სიამოვნება თუ საფრთხე!
ეკომეტრი | 7 დეკემბერი, 2016
გადაცემა დაეთმობა საზოგადოების, უფრო სწორად მშობლების მოთხოვნას, რომელიც გაჩნდა სოციალურ ქსელებში- შემოგვიერთდით! ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას ასაფეთქებლების წინააღმდეგ! როგორ უნდა მოვექცეთ საახალსწლო პიროტექნიკას, როგორ შევარჩიოთ, როგორ მოვიხმაროთ,სტუმრები: თეა სუბელიანი - ექიმი, პედიატრი, გრიგოლ მურაჩაშვილი - კომპანია "არტ ივენთის"კონსულტანტი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
"თბილისი- 2017-2020" ეკოლოგიური განვითარების პროგრამა
ეკომეტრი | 30 ნოემბერი, 2016
აქვს თუ არა მანქანებით, შემცირებული მწვანე საფარით, გაუაზრებელი მშენებლობებით დამახინჯებულ და დაავადებულ თბილისს პერსპექტივა, რომ იქცეს ეკოსაიმედო ქალაქად?!რას გეგმავს დედაქალაქის მერია?სტუმარი: ნინო სულხანიშვილი - თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვნების სამსახურის უფროსი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
SOS! სათამაშოები!
ეკომეტრი | 23 ნოემბერი, 2016
სათამაშო - დღეს ფართო არჩევანია, თითქმის ყველა უბანში,ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება შეიძინო სათამაშო-მიმზიდველი, იაფი.. პატარა თამაშობს, უფრო ცნობისმოყვარე შლის, მარტო ხელით არ ეხება-ხანდახან გემოსაც უსინჯავს! დაფიქრებულხართ რისგან არის დამზადებული ეს სათამაშოები, განსაკუთრებით ჩინური?ტყვია, ვერცხლისწყალი, კადმიუმი, ნიკელი-ეს იმ ნივთიერებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც „მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ელიმინაციის გლობალურმა ქსელმა“ (IPEN) ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სათამაშოების უსაფრთხოების შემოწმებისას აღმოაჩინა.158 სახეობის სათამაშო შეიცავს ამ საშიშ ნივთირებებს და ამოსაღებია გაყიდვიდან...მაგრამ...როგორ? რომელი საკანონმდებლო რეგულაციით? გავკეთოთ არჩევანი ეკოლოგიურად საიმედო სათამაშოებზე! თანაც ქართულზე!სტუმრები: ინგა ღვინერია - ტოქსიკოლოგი, ლია თოდუა - მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი, კოტე სვანაძე - სოციალური საწარმო "კოდალას"დამფუძნებელი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ენერგოეფექტურობა და ცვლილებები სამშენებლო წესებში
ეკომეტრი | 16 ნოემბერი, 2016
ახლადაშენებული შენობების ენერგომახასიათებელები ევროპულს გაუტოლდება! 2017 წლის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს სამშენებლო წესებში ცვლილებები შეიტანოს ამ მიმართებით, ახალაშენებული შენობების ეფექტურობა მოიტანს შედეგს - ეკონომიურ და ეკოლოგიურ გაუმჯობესებას, მაგრამ პრობლემურ საკითხად რჩება უკვე აშენებული შენობები,რომელთა საექსპლუატაციო ვადა, უკვე ამოწურულია, დღის წესრიგში დგება მათი უსაფრთხოების საკითხიც. კაპიტალური შეკეთების დროს, იქნება ეს საზოგადოებრივი თუ კერძო შენობა, გათვალისწინებული უნდა იყოს ენერგოეფექტური სისტემები.არსებობს პროექტი - როდის დამტკიცდება და როდის ამოქმედდება.სტუმრები: ნინო ლაზაშვილი - ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მდგრადი განვითარების სამმართველოს უფროსი, ნიკა თორთლაძე - სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის , მშენებლობის საქმეთა სამმართვლოს უფროსი სპეციალისტი, გიორგი აბულაშვილი - ორგანიზაცია"ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართვლოს"დირექტორი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
ქარსაფარები-აქტუალური პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელია!
ეკომეტრი | 9 ნოემბერი, 2016
რატომ შემცირდა მოსავლიანობა რეგიონებში, რატომ შეიცვალა კლიმატი დიდ და პატარა ქალაქებში, რატომ გახშირდა ქარები და მოიმატა ტემპერატურამ? კლიმატის ცვლილების გლობალური პრობლემის ფონზე, სპეციალისტების აზრით, ამის ერთერთი მიზეზი ქარსაფარი ზოლების შემცირებაა! ამ პრობლემის მოგვარებაზე დღეს რამდენიმე სამინისტრომ უნდა იზრუნოს, უნდა იზრუნონ ფერმერებმაც.როგორ აღვადგინოთ და რა ვადებში განადგურებული ქარსაფარები?როგორი ტექნოლოგიით და რომელი სახეობებით დავიწყოთ ამ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება?სტუმრები: კარლო ამირგულაშვილი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო,ს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი. ნანა გოგინაშვილი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.სატელეფონო ჩართვა: ფანცქვალა ნაცვლიშვილი - თელავის სანერგის დირექტორი.
წაკითხვა
გადაცემა
სიგარეტი, მწეველები და კანონი!
ეკომეტრი | 2 ნოემბერი, 2016
მორიგი გადაცემა ციკლიდან "ადამიანის ეკოლოგია".მოწევა მვნებელია ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის! საქართველოში კატასტროფულად იზრდება ნიკოტინით გამოწვეული დაავადებების რიცხვი, განსაკუთრებით მოზარდებში. თამბაქოს მოხმარების შემცირების რა საშუალებებს გვთავაზობენ სპეციალისტები და მედიკოსები,რას გვთავაზობს ბაზარი, მეთოდოლოგია და პროდუქციის ხარისხი.სტუმრები:კახა ღვინიანიძე - თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენელი, ზურაბ ფაღავა - კარდიოლოგი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ეკონომტექნოლოგია ზამთრისთვის-დავზოგოთ ოჯახის ბიუჯეტი
ეკომეტრი | 26 ოქტომბერი, 2016
სინოპტიკოსების ვარაუდით ზამთარი იქნება გრძელი და ცივი...როგორ გავათბოთ სახლები ისე,რომ ნაკლებად აისახოს ოჯახის ბიუჯეტსა და გაერმოზე...საქართველოში ენერგიის უდიდესი წილი სწორედ საცხოვრებელ სახლებს ხმარდება. შენობების გათბობა-გაგრილებისთვის კოლოსალური თანხა იხარჯება. თბოიზოლაცია დღეს შენობის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად იქცა, რადგან ის ენერგიას ზოგავს. . გვაქვს თუ არა არჩევანი?სტუმრები: ნანა მეფარიშვილი - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ენერგოაუდიტორი.ხათუნა სიჭინავა - ოგანიზაცია "მდგრადი განვითარება და გარემოს"დირექტორი. ტექ. მეცნ.დოქტორი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ფიზიკური აქტივობა-ადამიანის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფაქტორი
ეკომეტრი | 19 ოქტომბერი, 2016
რამდენ დროს ვატერებთ კომპიუტერთან, რამდენს ტელევიზორთან და ტელეფონთან...ჩვენ,უფროსები და ჩვენი შვილები...რგორია თქვენი ან მათი ფიზიკური აქტივობის კოეფიციენტი?გულსისხლძარღვთა და ძვალ- სახსროვანი დაავადებები, დეპრესიები, დიაბეტი, სიმსუქნე და სხვ.-ეს მოკლე ჩამონათვალია იმ დაავადებების , რომელსაც იწვევს პასიური ფიზიკური აქტივობა... როგორ უნდა გამოსწორდეს და რატომ უნდა იზრუნოს ამაზე სახელმწიფომ.სტუმრები: კახა ღვინიანიძე - ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის ხელმძღვანელი.ლელა სტურუა - დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი.გიორგი ჭინჭარაული - საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
მგელი - პრობლემები და კანონმდებლობა
ეკომეტრი | 12 ოქტომბერი, 2016
მგლები სოფლების საძოვრებზე ჩასვლას აღარ უფრთხიან და რქოსან პირუტყვს თავს ესხმიან. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ მგლის რიცხოვნობა ქვეყნის მასშტაბით გაზრდილი არ არის. საქართველოში 1400-დან 1500-მდე მგელი ბინადრობს.რატომ გახშირდა სოფლებზე მგლების შემოსევის ფაქტები, რა არის საბინადრო დაახლოების მიზეზი?მგელებია თუ გაველურებული ძაღლები, ჰიბრიდიზაციის შედეგები და კერები, როგორ იცავს კანონი ადამიანს და კავკასიის რეგიონის ბიომრავალფეროვნების ჭკვიან და მნიშვნელოვან წარმომადგენელს-მგელს!სტუმრები: კარლო ამირგულაშვილი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.ნონა ხელაია - იგივე სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ნარჩენები, ნაგავი და განთავსება
ეკომეტრი | 5 ოქტომბერი, 2016
გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელების (პოლიგონების) მიერ გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შემცირება; როგორ იმართება ქვეყნის მასშტაბით მოქმედი მუნიციპალური ნარჩენების 54 პოლიგონი; აშენდება თუ არა ახალი სანიტარული ნაგავსაყრელები ევროკავშირის გარემოსდაცვითი და ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ რა ინტერვალით და თანამიმდევრობით დაიხურება არსებული ობიექტები, კანონმდებლობა და მიმართულებები.სტუმრები: ელბერდ ჩარქსელიანი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი;ხათუნა ჩიკვაიძე - მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის უფროსი მრჩეველი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
თბილისი მანქანების გარეშე - მხოლოდ ერთი დღით!
ეკომეტრი | 21 სექტემბერი, 2016
"დატოვეთ ავტომობილი სახლში და იარეთ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით!", ყოველ 22 სექტემბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი ერთი დღით მანქანით გადაადგილებაზე უარს ამბობს. თბილისი აქციას წელს პირველად უერთდება. რატომ ვერ განხორცილედება "მწვანე ქალაქების" იდეა თბილისში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაცვლელია!სტუმრები: მამუკა მუმლაძე - თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი ჩუტკერაშვილი - საგზაო უსაფრთხოების პროექტების კოორდინატორი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
როგორი მწვანე საფარი ჭირდება დღევანდელ თბილისს...
ეკომეტრი | 14 სექტემბერი, 2016
როგორი სახეობის და წარმოშობის ხემცენარით უნდა შეივსოს დღეს, მანქანებით გაჯერებულ, გაუაზრებელი მშენებლობებით დამახინჯებული და დაავადებული მილიონიანი ქალაქი,რატომ არ მუშაობს მერის მიერ, ძველ უბნებში მშენებლობის შეჩერების შესახებ დაწესებული მორატორიუმი....რატომ იჭრება ასწლოვანი ხეები და არის თუ არა სამშენებლო კომპანია პასუხისმგებელი იმაზე რაც გაანადგურა.სტუმრები: ილო ფალავანდიშვილი - ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომელი.ნინო შენგელია - ლანდშაპტის არქიტექტორი, კომპანია "ორქიდეა და ბამბუკი"-ს დირექტორი.ნინო სულხანიშვილი - თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი.
წაკითხვა
გადაცემა
სანიტარული ჭრები ბორჯომის ხეობაში დაიწყო
ეკომეტრი | 7 სექტემბერი, 2016
2008 წლის აგვისტოს ომის დროს დამწვარი ბორჯომის ტყის კორომებში თვითგანახლება დაიწყო, მზადაა სანერგე,აქ გამრავლებული ენდემური წიწვოვანებით შეივსება დამწვარი ადგილები....ბორჯომის პლატო სავსეა ასწლოვანი წიწვოვანების მორებით....სანახავად მძიმეა, მაგრამ მხოლოდ სანიტარული ჭრებით- ტყის განახლებისთვის საჭირო ტექნოლოგიით შეიძლება შეიძლება მავნებლისგან გამხმარი უნიკალური ტყის მასივის გადარჩენა. დაიწყო პროცესი, რომელიც 1991 წლის მერე აღარ ჩატარებულა-ტყეების ინვენტარიზაცია და სანიტარული ჭრები. სტუმრები: კარლო ამირგულაშვილი - ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ნათია იორდანიშვილი - ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ეკოპოლიტიკა და საზოგადოება
ეკომეტრი | 24 აგვისტო, 2016
მოვითხოვოთ ჯანმრთელი საცხოვრებელი და საარსებო გარემო- მოვითხოვოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლების დაცვა! საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს ეკოპროცესებში.სტუმრები: თეა სუბელიანი და ანზორ ხიდაშელი - თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, თეა ქუთათელაძე - საზ.მოძრაობა "მწვანე საქართველო-ჯანმრთელი მომავალი"წამყვანი:ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
პელეტი - ალტერნატიული ბიოსაწვავი ტყეების გადასარჩენად
ეკომეტრი | 17 აგვისტო, 2016
პელეტი - ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად დარჩენილი ბიომასისგან დამზადებული საწვავი ბრიკეტია, რომელსაც დიდი ხანია აქტიურად იყენებენ ა.შ.შ, ევროპასა და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში. პელეტის დამზადება დაიწყო საქართველოშიც.სტუმრები: ნინო ანთაძე - გაერო-ს განვითარების პროგრამის, გარემოსა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ავთანდილ გელაძე - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრები - საქართველოს" წარმომადგენელი, პროექტის მენეჯერი.ჩართვა: ხათუნა სიჭინავა - ორგანიზაცია "მდგარადი ენერგეტიკა და გრემოს" დირექტორი, ტექნიკურ მეცნიერაბათა დოქტორი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ტურისტული სეზონი-დასვენება პრობლემების გარეშე!
ეკომეტრი | 10 აგვისტო, 2016
როგორ მოვიქცეთ რეკრეაციულ ზონებში ისე, რომ არ დავაზინოთ გარემო, განსაკუთრებით ბუნებრივი წყალსატევების მიმდებარე ტერიტორიებთან,ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებში, არის თუ არა საშიში ონოფილესი და ზიკა! სტუმარი: შოთა კვარაცხელია - საქართველოს მეთევზეთა ასოციაციის პრეზიდენტი.სატელეფონო ჩართვა: ნინო გუჯაბიძე - კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ხელმძღვანელი.სატელეფონო ჩართვა ფოთიდან: ალექსანდრე ხაბეიშვილი - კოლხეთის ეროვნული პარკის დირექტორი.
წაკითხვა