საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
გადაცემა
პროფესიული განათლების საერთაშორისო გამოცდილება
მიგრაციის მარშრუტები | 2 ნოემბერი, 2017
სტუმრები:  კანადის დიასპორის წარმომადგენელი გიორგი ივანიშვილი: ივერი პაპიძე, გია მოსიაშვილი და მარი ვეკუა - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები.სატელეფონო ჩართვა: პროფესიული განათლების საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაში.წამყვანი: ია მახარაძე
წაკითხვა
გადაცემა
საქართველოს ევროპული მომავალი
მიგრაციის მარშრუტები | 31 ოქტომბერი, 2017
ქართველი ახალგაზრდების ევროპული განათლება საქართველოს მომავალია და ახალგაზრდობამ უნდა თქვას ამ საქმეში თავისი გამორჩეული სიტყვა. ახალი თაობა რთული გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ პრივილეგიაც აქვს – გაუმარტივოს საქართველოს გზა ევროპული ინტეგრაციისკენ, ევროპულ ოჯახში დაბრუნება ხანგრძლივი პროცესია და ამ პროცესში განსაკუთრებული წვლილი სწორედ დღევანდელმა დასავლური განათლებისა და გამოცდილების მქონე ახალგაზრდობამ უნდა შეიტანონ.სტუმრები: გიორგი ლომიძე - ყოფილი ახალგაზრდა ელჩი.თიკო დათიკაშვილი, თიკო ჯანაშვილი და სალომე მიქავა - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები.Skype ჩართვა: ნინ
წაკითხვა
გადაცემა
"ელადა"- გაზეთი ქართველი ემიგრანტებისთვის
მიგრაციის მარშრუტები | 26 ოქტომბერი, 2017
ამ გაზეთს თავისი ისტორია და თავგადასავალი აქვს, რატომ დაარქვეს "ელადა", რა მიზნით დაიწყეს გაზეთის გამოცემა 15 წლის წინ საბერძნეთში მცხოვრებმა ქალბატონებმა. სტუმრები: ანა ყურშავიშვილი - გაზეთის რედაქტორი, ნანა მიქაუტიძე - რედკოლეგიის წევრი წამყვანი: ია მახარაძე. ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
მოითხოვე ქართული
მიგრაციის მარშრუტები | 24 ოქტომბერი, 2017
დღეს თანამედროვე ემიგრაციის სახით ქართულ პროდუქციას ჰყავს 1 500 000 გულშემატკივარი, რომელთა ერთიანობა ქმნის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს, სადაც კარგად იციან რა არის "ქართული" და რაც მთავარია აქვთ მონატრება ყოველივე "ქართული"-ს. უცხოეთში, რაც მეტი ქვეყნის ობიექტში იქნება ქართული პროდუქტები წარმოდგენილი. თითოეული გაყიდული ერთეული პროდუქტით ფინანსდება ქართული ბიზნესიც, საქართველოს განვითარებაც და საქართველოს მოქალაქის მიერ შემოსავლის მიღებაც. ამას მოჰყავს ტურისტი. უცხოელი, რომელიც კარგ ქართულ ღვინოს, კერძებს დააგემოვნებს, ის მეტითაც დაინტერესდება, ინფორმაციას მიიღებს საქართველოს შესახებ, 500+ ვაზის ჯიშის შესახებ და ჩამოსვლაც მოუნდება.გადაცემის სტუმრები: ზაალ სარაჯიშვილი - დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პეზიდენტი;ირაკლი შაკიაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოითხოვე ქართული“- ს დირექტორი;ზვიად არაბიძე -
წაკითხვა
გადაცემა
ქალი ემიგრაციაში
მიგრაციის მარშრუტები | 19 ოქტომბერი, 2017
დღევანდელ გადაცემაში „ქალთა საბჭოს“ და უცხოეთში მცხოვრები ქალებატონების ერთობლივ სოციალურ პროეტებზე ვისაუბრებთ. ქალები საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად გაერთიანდნენ. ~გადაცემაში მონაწილეობენ საქართველოს ქალთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან გაბროაშვილი, აშშ-ში მცხოვრები მწერალი, პოეტი მაკა კვერენჩხილაძე და მუსიკოსი სოსო გიგაური.ტელეფონით ჩართვა: ქალთა საბჭოს თავჯომარე მზექალა შანიძე, ირლანდიიდან ჩაგვერთვება, ირლანდიის მოქალაქე, პოეტი გიული ჩქარეული.წამყვანი: ია მახარაძეპროექტის ავტორი: ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
კავშირი სამშობლოსთან
მიგრაციის მარშრუტები | 17 ოქტომბერი, 2017
გადაცემის სტუმარია მწერალი ქეთევან კრებსერი-წიქორიძე, რომელიც 25 წელია, შვეიცარიაში ცხოვრობს; რამდენიმე წლის წინ "ქართველთა თანადგომის საზოგადოება" დააფუძნა, რომელიც ხელს უწყობს საქართველო-შვეიცარიის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას; არის საერთაშორისო ქალთა ორგანიზაცია "ინერვილის" წევრი და მისი დამფუძნებელი საქართველოში; საქველმომედო პროექტების ორგანიზატორი; რამდენიმე წიგნის ავტორი.მონაწილეობენ მუსიკოსი კახა აბრახამია; მარტვილის სამედიცინო ცენტრ "მკურნალის" დირექტორი კახა კვესელავა.სტუდიაში: ქეთი კრებსერი-წიქორიძეწამყვანი: ია მახარაძე;ავტორი: ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
მიგრაციის მარშრუტები - ფერეიდნელები | 12 ოქტომბერი, 2017
დღეს გადაცემაში ფერეიდნიდან მწერლები და პოეტები გვსტუმრობენ.სტუმრები: ნუგზარ ლაჩინანი - ქართულ-სპარსული ლექსიკონის ავტორი; მანსურ ქალანი - ირანში მცხოვრები (ფერეიდნელი) ქართველი პოეტი, რუჰულა სეფიანი - ფერეიდუნშაჰრში ქართული ენის მასწავლებელი, სოსო მიქელანი - ისპაჰანში ქართული ენის მასწავლებელი, სპარსულენოვანთათვის ქართული ენის სახელმძღვანელოს ავტორი.გადაცემის წამყვანი: ია მახარაძეპროექტის ავტორი: ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
ფერეიდნელები ისტორიულ სამშობლოში
მიგრაციის მარშრუტები | 10 ოქტომბერი, 2017
ფერეიდნელ ქართველებზე ბევრს უთქვამს, რომ ისინი საუკუნეების წინ დაწერილი წიგნის გაცოცხლებულ პერსონაჟებს გვანან, რომლებსაც ჩვენამდე ძველი ქართული სილამაზე და სევდა მოაქვთ… ფერეიდნელ ახალგაზრდებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ მათ ისტორიულ სამშობლოში რომ დაბრუნდნენ, ისწავლონ და იმუშაონ. დღეს ფერეიდნელ ახალგაზრდებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ისტორიულ სამშობლოში ცხოვრობენ, მუშაობენ და სწავლობენ.სტუმარი: ნიკა რამიშვილი - ფერეიდნელი ქართველი სატელეფონო ჩართვა: ერეკლე ონიკაშვილი -  ფერეიდნელი ქართველიწამყვანი: ია მახარაძე.
წაკითხვა
გადაცემა
ნანა ღონღაძე გვიამბობს...
მიგრაციის მარშრუტები | 5 ოქტომბერი, 2017
ემიგრანტული ცხოვრების ეპიზოდები...ნანა ღონღაძე, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, ტელევიზიაში 70-იან წლებში მოვიდა, იყო იმ დროს საკავშირო ტელევიზიის სპეციალური კორესპონდენტი საქართველოში, საინფორმაციო პროგრამა „ვრემიაში“ აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა თემატიკის აქტუალურ მოვლენებს, არის საავტორო გადაცემების ავტორი; 90-იანი წლებიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში.სამშაბათს რადიომსმენელი ნანა ღონღაძის დოკუმენტურ ფილმ „თავადი დავითს“ გაეცნო, დღეს კი ნანა აშშ-დან მონაწილეობს ჩვენს გადაცემაში და ამ ფილმისა და მისი ცხოვრების სხვა ეპიზოდებზე გვიამბობს.სტუმარი: რუსუდან დაუშვილი - ემიგრაციის მკვლევარი, პროფესორი.წამყვანი: ია მახარაძე.
წაკითხვა
გადაცემა
თავად დავით ჭავჭავაძის ემიგრაციის გზა
მიგრაციის მარშრუტები | 3 ოქტომბერი, 2017
გადაცემაში წარმოგიდგენთ, ჩვენი კოლეგის ნანა ღონღაძისახალ დოკუმნტურ ფილმს "თავადი დავითი", რომელიც წინანდალელი დიდგვაროვანი ჭავჭავაძეების ოჯახის შთამომავალს, ბატონ დავით ჭვავჭავაძეს ეძღვნება. მან მთელი თავისი ცხოვრება ამერიკის შეერთებულ შტატებში იცხოვრა და იმუშავა. "პირველად მე მას 2009 წელს, ხოლო მეორედ 2011-ში ვეწვიე. გული მწყდება, რომ უფრო ადრე ვერ მოვახერხე მისი ფირზე აღბეჭდვა, მიუხედავად იმისა რომ აქაც სულ ტელევიზიის სფეროში ვმუშაობდი"-წერს ფილმის ავტორი; გადაცემაში მონაწილეობს მწერალი თამაზ ნატროშვილი
წაკითხვა
გადაცემა
სამშობლოში და ემიგრაციაში - ვალერიანო გამგებელი
მიგრაციის მარშრუტები | 28 სექტემბერი, 2017
„ქართველები სამშობლოში და ემიგრაციაში“ ვრცელი თემაა და მრავალ საზოგადოებრივ დარგსა და სფეროს მოიცავს. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. უცხოეთში საკუთარ ქვეყანას წარმოადგენენ. ერთ-ერთი ასეთია საოპერო ხელოვნება.ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო ქართველი საოპერო მომღერლების საერთაშრისო ასპარეზზე გასვლა და დღეს უკვე მრავალი ვოკალისტი დამკვიდრდა ევროპისა თუ ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში და საკუათარი ნიჭი მსოფლიოს გააცნო. სტუმარი: ნუგზარ - ვალერიანო გამგებელი - მსოფლიოს წამყავნი საოპერო სცენების ვარსკვლავი, ესპანეთში მოღვაწე ქართველი საოპერო მომღერალი.სატელეფონო ჩართვა: მედეა ამირანაშვილი - საქართველოს სახალხო არტისტი, ქართველი საოპერო მომღერალი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი. 
წაკითხვა
გადაცემა
წიგნი გაყოფილ სულსა და ემიგრანტის გზებზე
მიგრაციის მარშრუტები | 26 სექტემბერი, 2017
"ბედნიერი ვარ და მსურს გაცნობოთ, რომ ჩემი მეოთხე წიგნი, ამჯერად ინგლისურად "გაყოფილი სული: თანამედროვე ემიგრანტის მემუარი" უკვე მზადაა და ის გაიყიდება უცხოეთის ნებისმიერ ქვეყანაში amazon- kindle da creatspace -ის საშუალებით. ამავე დროს, სულ მალე საქართველოში მისი პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი მემუარული ხასიათისაა და უცხოელ მკითხველს გააცნობს ემიგრანტული ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებს, ჩვენს სიხარულს, ტკივილს, რა გვენატრება და რატომ გვენატრება...სადაა საქართველო და როგორი იყო საბჭოთა კავშირის დროს ცხოვრება..ეს და მრავალი სხვა....ეს ის კითხვებია, 18 წლის მანძილზე ყოველ წამს რომ თან მსდევდა, მეკითხებოდნენ და აინტერესებდათ.....ჩემს პირად გამოცდილებებზე დაყრდნობით მე ყველა ამ კითხვას გავეცი პასუხი."მაკა დღეს ჩვენი გადცემის სტუმარია და რადიომსმენელთა კითხვებს უპასუხებსწამყვანი: ია მახარაძე
წაკითხვა
გადაცემა
ქართველ ებრაელთა თანამედროვე კავშირები
მიგრაციის მარშრუტები | 21 სექტემბერი, 2017
პაატა იოსებაშვილი ქართველი ებრაელი, დაბადებული და გაზრდილი ქუთაისში. ცხოვრობს ქ. ხაიფაში. იყო მთავარი არქიტექტორი ამ ქალაქის. დღეს კერძო არქიტექტურული ფირმა აქვს. არის ქველმოქმედი, უზომოდ შეყვარებული საქართველოზე, რაც მასთან საუბარში უფრო გამოიკვეთა. დღეს ბატონი პაატა გადაცემაში თავის მეგობრებთან ანსამბლ “ცისფერი ტრიოს“ წევრებთან ბატონ მალხაზ თავართქილაძესთან, დათო აბესაძესთან, თამაზ სეფერთელიძესთან, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის მეუღლე მანანა დანგაძესთან და პროფესორ ნანა ჯიქიასთან ერთად გვესტუმრა.გადაცემის სტუმრები: ქართველი ებრაელი ისრაელიდან, არქიტექტორი პაატა იოსებაშვილი, ანსამბლ “ცისფერი ტრიოს“ წევრები მალხაზ თავართქილაძე, დავით აბესაძე, თამაზ სეფერთელიძე, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის მეუღლე პოეტი მანანა დანგაძე და დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის რექტორი ნანა ჯიქიაწამყვანი: ია მახარაძეგადაცემის ავტორი: ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
ქართულ-ებრაული ურთიერთობები
მიგრაციის მარშრუტები | 19 სექტემბერი, 2017
"პოტენციალი ადამიანებს ძალიან დიდი აქვთ, მაგრამ ისინი ცოტათი ზარმაცები არიან. თუ რაიმეს მიღწევა გინდათ, უნდა იმუშაოთ… ციდან არაფერი არ ცვივა. ჩვენ ისრაელში ძალიან ბევრს ვმუშაობდით…“ - ეს ებრაელი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ისრაელის მე-9-ე პრეზიდენტის შიმონ პერესის სიტყვებია; დღეს გადაცემაში სწორედ ისრაელსა და მის ხალხზე, თანამედროვე ისრაელზე ვისაუბრებთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ შალვა წიწუაშვილსა (ისრაელი) და დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დირექტორ პროფ. გივი ღამბაშიძესთან ერთად.წამყვანი - ია მახარაძე; ავტორი - ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
დიასპორული საინვესტიციო პროექტები საქართველოში
მიგრაციის მარშრუტები | 14 სექტემბერი, 2017
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ იმ საკითხებზე ქართული დიასპორის რა პოტენციალია საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განხორცილებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის. დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია, ქართველ ემიგრანტებს საინვესტიციო პროექტს სთავაზობს. თუ დიასპორის წარმომადგენელი ნაწილობრივი თანადაბანდების სურვილს გამოთქვამს, ასოციაცია მას დაეხმარება კაპიტალის დანარჩენი ნაწილის სამთავრობო პროგრამების, და სხვა სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების მხარდაჭერით შეავსოს.სტუმრები: ზაალ სარაჯიშვილი -  დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტი სკაიპით ჩართვა: ნოდარ გიორგაძე - სლოვაკეთიდან ჩაგვერთვება ჩვენი თანამემამულე ბიზნესმენი წამყვანი: ია მახარაძე
წაკითხვა
გადაცემა
დიასპორული ინვესტიციები და პროფესიული განათლება
მიგრაციის მარშრუტები | 12 სექტემბერი, 2017
დიასპორული ინვესტიცია ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანია. დიასპორული ინვესტიცია სამი ტიპის საქმიანობებს აერთიანებს. პირველი ტიპის საქმიანობის მიზანია მიგრაციის დადებითი ეფექტის ათვისება, რაც მიგრაციას შეიძლება ჰქონდეს წარმოშობის და დანიშნულების ქვეყნებში განვითარების პროცესებზე. მეორე - ქართული დიასპორის მობილიზებას სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის, ინვესტიციების განხორციელების საშუალებით. საქმიანობათა მესამე ტიპი უკავშირდება ფულად გზავნილებს. სტუმარი: გიორგი ივანიშვილი - კანადაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე. სატელეფონო ჩართვა: ზაალ სარაჯიშვილი - დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტი. წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
თამარ მეფის ორდენის ისტორიიდან
მიგრაციის მარშრუტები | 7 სექტემბერი, 2017
საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის გიორგი მამულიას პირად არქივში ახლად აღმოჩენილი დოკუმენტი, რომელიც აღწერს როგორ მოხდა, რომ საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის მიერ 1915 წელს დაარსებული თამარ მეფის ორდენი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მყოფ ბაგრატიონთა დინასტიის ჩამომავალთა ორდენად გადაიქცა. ამჟამად, თამარ მეფის ორდენის დიდი მაგისტრი უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონია.სტუმარი: რუსუდან კობახიძე - თსუ-ის ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი. სატელეფონო ჩართვა: ოთარ ჯანელიძე - ისტორიკოსი.  Skype ჩართვა პარიზიდან: გიორგი მამულია - ისტორიკოსი.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე. 
წაკითხვა
გადაცემა
ქართველ ემიგრანტთა შემოქმედება საზღვარგარეთ
მიგრაციის მარშრუტები | 5 სექტემბერი, 2017
დღევანდელი ჩვენი გადაცემის მიზანია ხელი შეუწყოს უცხოეთში მცხოვრები ქართველი მწერლების, პოეტებისა და მხატვრების გაცნობას. ასევე, იმ ავტორთა ნაწარმოებების წარმოჩენას, რომელთა მასალათა თემატიკა ასახავს მხატვრული ფორმით გადმოცემულ ქართული ემიგრაციის ყოფასა და პოლიტიკურ-სოციალურ პრობლემებს, სამშობლოს გარეთ მყოფი ადამიანის ფსიქოლოგიას, მის სულიერ ღირებულებებს და მისწარფებებს. ემიგრაციულ ყოველდღიურობას, თუ მხატვრული ფორმით გახსნილ განწყობა-მდგომარეობას.გადაცემის სტუმარია: რუსუდან გოგბერაშვილი - ემიგრანტ შემოქმედთა მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარესკაიპით ჩართვა:  აშშ-დან  მწერალი, პოეტი - ირმა ბეგლარიშვილი, იტალიიდან მწერალი - მარინა ჭუმბურიძეწამყვანი: ია მახარაძე
წაკითხვა
გადაცემა
უცხოეთში დაკარგული ქართველი ქალი
მიგრაციის მარშრუტები | 3 აგვისტო, 2017
როგორ მოხვდა ემიგრაციაში მცხოვრები მარიამ კერესელიძე ნაცისტური გერმანიის სპეცსამსახურებში? ქართველი მზვერავი ქალის საიდუმლოებებით მოცული ცხოვრების ისტორიაზე დღეს გიამბობთ.სტუმრები: მარიამ მარჯანიშვილი - ფილოლოგიის დოქტორი.ბესიკ გაფრინდაშვილი - ფილმ - "დაკარგული ქართველი ქალი"-ს რეჟისორი.გადაცემის ავტორი და წამყვანი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
გერმანიის ქართული სათვისტომო
მიგრაციის მარშრუტები | 1 აგვისტო, 2017
13 ივლისს მიუნხენში, გერმანიის ქართული სათვისტომოს ორგანიზებით რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წინააღდეგ მიმართული აქცია ჩატარდა. კარლსპლატცზე დროშებით და ტრანსპარანტებით გამოსული ქართველები ორი საათის განმავლობაში ახსენებდნენ გამვლელებს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი დღემდე ოკუპირებული აქვს რუსეთს და მის გაფართოებას ყოველდღიურად ცდილობს ხელოვნური საზღვრის შექმნით.ამ და სხვა ტიპის აქციებით სათვისტომო წლების განმავლობაში ცდილობს, მიიქციოს გერმანული საზოგადოების ყურადღება.ეს სათვისტომო 65 წლისაა; გადაცემაში გაგაცნობთ მისი დაფუძნების ისტორიას, თანამედროვე აქტუალურ პროექტებს და ადამიანებს, რომელნიც ხელმძღვანელობენ დღეს უკვე ძლიერ საქველმოქმედო-კულტურულ ორგანიზაციას;ინტერვიუ სათვისტომოს ხელმძღვანელ ლერი დათაშვილთან, ჟურნალისტ თიკო ჩითინაშვილთან; დამფუძნებელ ქრისტეფორე კირკიტაძესთან (ჩანაწერი არქივიდან)
წაკითხვა