საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
გადაცემა
ქართველები გერმანიაში
მიგრაციის მარშრუტები | 27 ივლისი, 2017
რუსეთის, ამერიკის, საბერძნეთის, თურქეთის შემდეგ გერმანიაა ის ქვეყანა, სადაც ქართველ ემიგრანტთა დიდი ნაწილი ცხოვრობს; არაოფიციალური მონაცემებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დაახლოებით, 50 000 ქართველია. ისინი, ძირითადად, ბერლინში, მიუნხენში, შტუტგარტსა და ჰამბურგში ცხოვრობენ. მათ უმრავლესობას სტუდენტები, მეცნიერები, “Au pair” პროგრამის მონაწილეები შეადგენენ.გერმანიაში ჩვენი თანამემამულეების მიერ დაარსებული დიასპორული ორგანიზაციების მიზანია იქ მცხოვრები ქართველების შეკავშირება, მომავალ თაობაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და ქართული კულტურის პოპულარიზაცია; ასევე, ქართველი ემიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა გერმანულ საზოგადოებაში. ჩვენი თანამემამულეები აქტიურად მონაწილეობენ გერმანიის კულტურულ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.გადცემაში მონაწილეობს მიუნხენის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ლერი დათაშვილი, კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტი მიხეილ სარჯველაძე, მომღერალი ნინო ბაშარული, რომელიც ახლა გერმანიაში თავის შემოქმედებას აცნობს ქართული დიასპორის წარმომადგენლებსწამყვანი: ია მახარაძეავტორი ნანა ლო
წაკითხვა
გადაცემა
ქართულ-ებრაული ურთიერთობები
მიგრაციის მარშრუტები | 25 ივლისი, 2017
ებრაელებსა და ქართველებს შორის პირადი კავშირები და ურთიერთობები მართლაც სამაგალითოა. ამ მხრივ, 2017 წელი განსაკუთრებულია, რადგანაც სწორედ წელს აღინიშნება ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებს, როგორც უკვე აღინიშნა, საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენს ერებს შორის არსებული ამ განსაკუთრებული მეგობრობით.- განაცხადა გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის პრემიერ-მინსიტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე .თავის მხრივ, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრიმა ბენიემინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საქართველოსა და ისრაელს ბუნებრივი ადამიანური ურთიერთსიმპათია აკავშირებთ. ნეთანიაჰუს განცხადებით, „ეს განპირობებულია როგორც ისრაელში მცხოვრებ ქართველთა წვლილით, ასევე საერთო სიმპათიებითა და ერთმანეთის კულტურის ღრმა პატივისცემით".გადაცემაში განვაგრძობთ საუბრებს ორი ხალხის მეგობრულ ურთიერთობებზესტუმრები: გივი ღამბაშიძე - დავით ბააზოვის სახელობის მუზეუმის დირექტორი. ნინო ყოლანდარია - დოკუმენტურ ფილმ ,,ორი სამშობლოს” სცენარის ავტორი და რეჟისორი. Skype ჩართვა ისრაელიდან: შალვა წიწუაშვილი და პაატა იოსებაშვილ.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
ქართველი სტუდენტები საქართველოს განვითარებისთვის
მიგრაციის მარშრუტები | 20 ივლისი, 2017
19 წლის ლიკა ტორიკაშვილი, პირველი ქართველია, ვინც დიდ ბრიტანეთში, UWC Atlantic College-ში 100%-იანი დაფინანსებით სწავლობს. მისი იდეა, რომელიც თავდაპირველად – თანატოლთა ჯგუფის, ხოლო შემდგომ – არასამთავრობო საქველმოქმედო ჰუმანიტარული ორგანიზაციის – „გაუფერადე სამყაროს“ ჩამოყალიბებას დაედო საფუძვლად, პოპულარული გახდა როგორც ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში და საერთაშორისო ახალგაზრდულ მოძრაობად იქცა. ლიკამ 9 თვე სამხრეთ აფრიკაში გაატარა. მარიამ საღარაძე - ლონდონში კედლის მხატვრობის კონსერვაციას სწავლობს. მარიამი სამაგისტრო პროგრამის დამთავრების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში აპირებს ამ ინოვაციის დანერგვას. ნინო შარაშიძე - ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების დაფუძნებელი. გაერთიანება ყველა იმ საკითხების მოგვარებაზე ზრუნავს, რაც ზოგადად ქართველ სტუდენტობას და ახალგაზრდობას ეხება, ეხმარება ქართველ სტუდენტებს უცხო გარემოსთან ადაპტაციაში, ერთმანეთთან დაკავშირებაში და ინფორმაციის გაცვლაში.სტუმრები: ლიკა ტორიკაშვილი, იანა მაისურაძე და მარიამ კომლაძე.
წაკითხვა
გადაცემა
როგორ დაბრუნდა შინ გიორგი პაპაშვილი
მიგრაციის მარშრუტები | 18 ივლისი, 2017
1921 წელს, როცა წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა, გიორგი პაპაშვილი ჯარში მსახურობდა და მენშევიკებთან ერთად კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა. ორი წლის მანძილზე კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა, შემდეგ მოახერხა ვიზის შოვნა და ამერიკაში ჩასვლა. რამდენიმე ღამე სიმონ სიდამონ–ერისთავის ოჯახთან ერთად ნიუ–იორკში ნაქირავებ ბინაში გაათენა და შემდეგ გეზი კალიფორნიისაკენ აიღო. მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად, მზარეულად, ლითონჩამომსხმელ საამქროში. ერთხანს ჰოლივუდშიც მოღვაწეობდა... ამბის თხრობას გადაცემაში გავაგრძელებთ ჟურნალისტ რუსუდან წერეთელსა და თსუ ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელ რუსუდან კობახიძესთან ერთად.წამყვანი: ია მახარაძე ავტორი: ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
ქართული სიტყვა საზღვარგარეთ
მიგრაციის მარშრუტები | 13 ივლისი, 2017
დღეს გადაცემაში გაგაცნობთ ამერიკაში მცხოვრებ ქართველ მწერალს, 7 წიგნის ავტორს ირმა ბეგლარიშვილს, რომელიც 18 წელია შვილთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს.გადაცემაში მონაწილეობს ირმას ვაჟი პაპუნა ბეგლარიშვილი, რომელიც 14 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს. (სატელეფონო ჩართვა)სკაიპით ჩართვა: ჩიკაგოდან ჩაგვერთვება მწერალი - მაკა კარტაიზერი კვერენჩხილაძეწამყვანი : ია მახარაძე
წაკითხვა
გადაცემა
ლიტერატურული კონკურსი - ემიგრანტის წერილი
მიგრაციის მარშრუტები | 11 ივლისი, 2017
ლიტერატურული კონკურსი - ემიგრანტის წერილი უკვე მესამედ ჩატარდა. დღეს გადაცემაში ამ კონკურსის შესახებ გესაუბრებით. გაგაცნობთ პრიზიორებს, მსოფლიოს სხვადსხვა ქვყანაში მოღვაწე ქართველ მწერლებს. სტუმრები: რუსუდან გოგბერაშვილი - კონკურსის დამფუძნებელი. ზაურ ნაჭყებია - ჟიურის თავჯდომარე.Skype ჩართვა: იტალიიდან ჩაგვერთვება სალომე გოგოლაძე.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე. 
წაკითხვა
გადაცემა
ჯილდო დიასპორის წარმომადგენლებს
მიგრაციის მარშრუტები | 6 ივლისი, 2017
3 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი საზეიმო ცერემონია.საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტის და მეცნიერების პოპულარიზაციაში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარების მიზნით, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოავლინაგადაცემაში განვაგრძობთ დაჯილდოებულ თანამემამულეთა წარდგენას.სტუმრები: კობა შამუგია - უკრაინის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე.მარინა კოდუა - ზაზა ფაჩულიას დედა.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე. 
წაკითხვა
გადაცემა
ჯილდო დიასპორის წარმომადგენლებს
მიგრაციის მარშრუტები | 4 ივლისი, 2017
3 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი საზეიმო ცერემონია.საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტის და მეცნიერების პოპულარიზაციაში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარების მიზნით, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოავლინა; გადაცემა დაჯილდოებულ ემიგრანტებსა და საქართველოს უცხოელ მეგობრებს გაგაცნობთ.სატელეფონო ჩართვები: რატი ბრეგაძე - დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ბესო შამუგიაწამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე. 
წაკითხვა
გადაცემა
საქართველოს ევროპულ მომავალი
მიგრაციის მარშრუტები | 29 ივნისი, 2017
საქართველოს მომავალი ევროპული გამოცდილების გაზიარებითთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მნიშვნელოვანი მისია იკისრეს - რაჭის რეგიონის სოფლებში „ევროპული ღირებულებები“ ჩაეტანათ და იქ მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ევროპულ მომავალზე ემსჯელათ. პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და რაჭაშიც და მის მიღმაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვადღეს ახალგაზრდები გადაცემაში ისაუბრებენ, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ევროპულ მომავალზე, ევროკავშირის შესახებსტუმრები: თსუ პროფესორი ნანა გუნცაძე, სტუდენტები: გიორგი ხიდეშელი, გუგა ბერძენიშვილი, ნინო გოზალიშვილი, გოჩა ლობჟანიძე,. ესსეების კონკურსში გამარჯვებული ბარბარე უთმელიძეწამყვანი: ნანა ლომოძე
წაკითხვა
გადაცემა
ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი აშშ-ში
მიგრაციის მარშრუტები | 27 ივნისი, 2017
ემიგრანტ შემოქმედთა საერთაშორისო ფესტივალზე თავიანთ ხელოვნება წარმოადგინა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა, რომლის სახელწოდებაა -„ფესვები“; ფესტივალი 24 ივნისს, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექს „ოქროს აკვანში“ დაიწყო, გუშინ კი დახურვის საზეიმო ცერემონიალი თსუ სააქტო დარბაზში გაიმართა; დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ფესტივალის ლაურეატი, აშშ-ში დაფუძნებული ქორეოგრაფიული ანსამბლ „ფესვების“ ხელმძღვანელი შორენა ბარბაქაძე, ია ხაჩიძე-ბაიარდი, ანსამბლის წევრებიწამყვანები: ია მახარაძე, ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
სტუდენტები და ემიგრაცია
მიგრაციის მარშრუტები | 22 ივნისი, 2017
რისთვის მიდიან ქართველი სტუდენტები საზღვარგარეთ?- რა ღირებულებები და შესაძლებლობებია საინტერესო იქ, მათთვის უცნობ გარემოში, რა მიზნები აქვთ ქართველ სტუდენტებს და როგორ ფიქრობენ მათ განხორციელებას, რა შეიძლება იქცეს სიძნელედ და რა იმედებს უკავშრებენ თავიანთ მომავალს - ამ საკითხებზე დღეს ვისაუბრებთ გადაცემაში ქართველ სტუდენტთა საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელ ნინო შარაშიძესა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად.სტუდენტები: გია მოსიაშვილი, გიორგი ჩოგოვაძე, ნიკა აბულაშვილი, დიმა ბუზალაძე, მარიამ ცხვარაძე, ლიკა სარალაშვილი - "სეუ" -ს სტუდენტები.Skyepe ჩართვა: ილია მირინაშვილი - ბრიუსელიდან. ლიკა ტორიკაშვილი - სამხრეთ აფრიკიდან.წამყვანი: ია მახარაძე. ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
ემიგრანტ შემოქმედთა საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში
მიგრაციის მარშრუტები | 20 ივნისი, 2017
ემიგრანტ შემოქმედთა საერთაშორისო ფესტივალი ემიგრანტ შემოქმედთა მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის საერთაშორისო ფონდის მიერაა ორგანიზებული. ფესტივალზე თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ ქორეოგრაფიული კოლექტივები ამერიკიდან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან; ემიგრანტი მუსიკოს- შემსრულებლები, მხატვრები, პოეტები; ადგილობრივი ეთნო კოლექტივები. ფესტივალზე ემიგრანტ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. ფესტივალის ფარგლებში განსაზღვრულია საერთაშორისო ემიგრანტული ლიტერატურული კონკურსის „ემიგრანტის წერილი-2017“-ის გამარჯვებული და საფესტივალო ლიტერატურული ნაწარმოებების წარდგენაფესტივალი 24 ივნისს, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში „ოქროს აკვანი“ დაიწყება; დახურვის საზეიმო ცერემონიალი კი თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში შედგება.სტუმრები: რუსუდან გოგბერაშვილი - ემიგრანტ შემოქმედთა მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარე.ანა კოლხიდაშვილი - ფესტივალის ორგანიზატორი.წამყვანი: ია მახარაძე. 
წაკითხვა
გადაცემა
დიასპორის ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში
მიგრაციის მარშრუტები | 15 ივნისი, 2017
საქართველოდან წასული ემიგრანტები ეკონომიკის განვითარების მიზნით მშობლიურ ქვეყანაში ინვესტიციების შემოტანას სოფლის მეურნეობაში გეგმავენ. აგრარული სფეროს მცირე ბიზნესის რა დარგებია დიასპორის წარმომადგენელებისთვის მიმზიდველი საქართველოში?ჩვენი საზოგადოება უფრო აცნობიერებს იმას, რომ მრავალი ქართველი, რომელიც გაემგზავრა საქართველოდან სხვა ქვეყნებში, ახლა ცდილობს, რომ თავის სამშობლოს დაუბრუნდეს და წვლილი შეიტანოს თავისი ქვეყნის განვითარებაში. ეს არ არიან მხოლოდ ცნობილი ადამინები. ისინი არიან პროფესიონალები სხვადასხვა დარგში. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, პოეტი ქალბატონი ლია ნარუაშვილი ამის კარგი მაგალითია, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა და ემიგრაციაში წლების მანძლიზე მოგროვილი ფული სოფლის მეურნეობაში დააბანდა.სტუმარი: ლია ნარუაშვილი - ჩვენი თანამემამულე, ემიგრაციიდან დაბრუნებული. სკაიპით ჩართვა - საბერძნეთიდან ჩაგვერტვება ნანი ჩანკოდაძე, რომელიც სამშობლოში აპირებს დაბრუნებას და სოფლის მეურნეობის სფეროში საკუთარი კაპიტალის ინვესტირებას.წამყვანი: ია მახარაძე.
წაკითხვა
გადაცემა
ემიგრანტები სამშობლოსთვის
მიგრაციის მარშრუტები | 13 ივნისი, 2017
ექვთიმე ისეთი ადამიანი იყო, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის უდიდესი მაგალითია ადამიანობის, სამშობლოს და მისი ისტორიის უანგარო სიყვარულისა და თავგანწირვის, ყველაზე დიდ ცდუნებაზე ამაღლების, რასაც ფულის დიდი სიყვარული და მომხვეჭველობა ჰქვია. „ექვთიმე“ - ასე ეწოდება ფილმს, რომელიც წმინდა ექვთიმე აღმსარებელს მიუძღვნეს უცხოეთში მოღვაწე ქართველმა რეჟისორებმა: ლოს-ანჟელესის კინო-სკოლის კურსდამთავრებულმა ნიკოლოზ ხომასურიძემ და გერმანიაში მოღვაწე ლაშა ონიანმა. სტუმრები: ლაშა ონიანი - გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორი,  მარეხ ტოგონიძე - ჰოლანდიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე.წამყვანი: ი
წაკითხვა
გადაცემა
სტუმრად სამშობლოში
მიგრაციის მარშრუტები | 6 ივნისი, 2017
მაისის ბოლოს დიასპორის დღეებში მონაწილე სტუმრები - ქართული დიასპორის წარმომადგენლები დროებით იყვნენ ჩამოსულნი საქართველოში და შემდეგ ისევ თავიანთ საქმეს დაუბრუნდნენ უცხოეთის ქვეყნებში; დღეს ზოგიერთ მათგანს მასპინძლობს ჩვენი გადაცემა და თვითონ გვეტყვიან, რას ნიშნავს მათთვის სამშობლოში ჩამოსვლასტუმრები: ირმა ჩორგოლაშვილი - აშშ, მადონა ზაქარაია - უკრაინა, ინა შპეტიშვილი - გერმანია.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
დიასპორული ინვესტიციები
მიგრაციის მარშრუტები | 1 ივნისი, 2017
დიასპორის მნიშვნელობა მრავალი ფაქტორით არის განპირობებული. მათ შორის მნიშვნელოვანია წვლილი ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში - ფულადი გზავნილებით, დიასპორული ინვესტიციებით, ქველმოქმედებითა და მიმღებ და წარმოშობის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების წახალისების გზით ღირებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. დიასპორული ინვესტიციების მოზიდვის ქართული დიასპორის ეკონომიკური შესაძლებლობების შესწავლისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მონაწილეობით ეფექტური საინვესტიციო მექანიზმების შემუშავების მიზნით ქართული დიასპორის პოტენციალი გამოკვლეულია სამი მიმართულებით ესენია: დიასპორების სამეწარმეო პოტენციალის შესწავლა დიასპორა როგორც ინვესტორიფინანსურ ბაზრებზე დადიასპორა როგორც ცოდნის გადაცემის წყარო. სტუმრები: ზაალ სარაჯიშვილი - დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტი. აჰმეთ კაჰრამანი - ქართველი ემიგრანტი თურქეთიდან.Skype ჩართვა საბერძნეთიდან: გიორგი ოკრიბელაშვილი - ბიზნესმენი. 
წაკითხვა
გადაცემა
დიასპორის ფორუმი - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“
მიგრაციის მარშრუტები | 30 მაისი, 2017
27-28 მაისს თბილისში დიასპორის ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიმართა. გადაცემაში ფორუმზე შესრულებული ჩანაწერების მიხედვით მოგითხრობთ ამ ღონისძიების, მისი მონაწილეების შესახებ.სტუმარი: მარეხ ტოგონიძე - ჰოლანდიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
ქართული დიასპორა სამშობლოსთან ერთად
მიგრაციის მარშრუტები | 25 მაისი, 2017
მოგონებები 26 მაისზე - რა ოცნებები და იმედები ჰქონდათ და როგორ აღნიშნავდნენ 26 მაისს გასულ საუკუნეში ისტორიულ ქართულ ემიგრაციაში,- გვიამბობენ ოთარ პატარიძე და ოთარ ზურაბიშვილი, რომელნიც ისევე როგორც მათი მამები, თვითონაც უძღვებოდნენ ქართულ სათვისტომოს საფრანგეთში; 27 მაისს აღინიშნება ქართული დიასპორის დღე; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გამართავს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“.ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას.გადაცემის სტუმარი, საგარეო საქეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი რატი ბრეგვაძე ფორუმის შესახებ გვესაუბრება.სტუდიაში: ნანა ლომიძე, ია მახარაძე
წაკითხვა
გადაცემა
ემიგრაციის ხმა საქართველოს რადიოში
მიგრაციის მარშრუტები | 23 მაისი, 2017
მაშინ, როდესაც, ოფიციალური სტატისტიკით უცხოეთში 600 000 ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, მნიშვნელოვანია ქვეყნის მიგრაციის პოლიტიკის რეგულაციები, რომ დაცული იქნას უცხოეთში მყოფთა უფლებები; მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი ამ თემაზე და მასზე რეაგირება, რაც სწორედ მედიის დახმარებით ხდება.სწორედ ჩვენთან, საზოგადოებრივ რადიოში ვხვდებით უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, გაწვდით ინფორმაციებს მათ შესახებ, ვისმენთ მათ პრობლემებს და ვეხმარებით გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებთან დასაკავშირებლად, ვიწვევთ ემიგრანტების შინ დარჩენილ ოჯახის წევრებს, უბრალოდ, ვსაუბრობთ, ვეცნობით ემიგრანტების შემოქმედებას, ვქმნით რადიოარქივს.რადიოს დღეს ამ შეხვედრების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ჩვენს კოლეგებთან, რადიო ამერიკის ხმის ჟურნალისტებთან ანა კალანდაძესა და მაია ქვარცხავასთან ერთდ, ათენიდან კულტურის ცენტრის „კავკასიის“ დამფუძნებელი ავთანდილ მიქაბერიძე მიიღებს მინაწილეობას გადაცემაში, იტალიიდან ლეგენდარული ფორე მოსულიშვილის ძმის შვილიშილი ნინო ჯაფარიძე, საფრანგეთიდან გიორგი მამულია გვეხმიანება რადიოს დღესთან დკავშირებითსტუდიაში - ია მახარაძე და ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
გურამ შარაძის ხსოვნა
მიგრაციის მარშრუტები | 18 მაისი, 2017
10 წლის წინ, საღამოს 20 საათსა და30 წუთზე, მელიქიშვილის გამზირზე, პისტოლეტიდან სამი გასროლით მოკლეს თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე გურამ შარაძე, რომელიც დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ შინ მიდიოდა....გურამ შარაძის დამსახურებასა და ღვაწლზე საუბარი შეხვედრებსა და საღამოებზე არასოდესაა სრულყოფილი, იმდენად მრავალფეროვანია მისი მოღვაწეობა; დღევანდელ გადაცემაშიც გვინდა რადიომსმენელს გავახსენოთ ადამიანი, რომლის მრწამსი სამშობლოს სამსახური იყო, ცხოვრების პრინციპი კი სიმართლის გზა; იქნებ სწორედ ამიტომ გახდა იგი არასასურველი იმ დროის მოღვაწეთათვის, ვინც გადაწყვიტა თავიდან მოეცილებინა. საზოგადოება დღემდე პასუხს ელოდება სტუმრები: რუსუდან კობახიძე - ქართული ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელი. გელა საითიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა