საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
გადაცემა
წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისათვის
მიგრაციის მარშრუტები | 16 მაისი, 2017
უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, სათვისტომოებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირების უზრუნველსაყოფად და კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქართულ კულტურულ ცენტრებსა და სათვისტომოებში ქართული წიგნის კუთხეები შეიქმნება; ამ მიზნის განსახორციელებლად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. მას საფუძვლად სხვადასხვა ქვეყნის (პოლონეთი, თურქეთი, საბერძნეთი, უკრაინა, იტალია) ქართული ემიგრაციის თხოვნა დაედო.გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ორგანიზებით, ღონისძიება - „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისათვის“ გაიმართა.სტუმარი: თეონა მაჭარაშვილი - საია-ს პროექტის კოორდინატორი 
წაკითხვა
გადაცემა
ქართველი-შვედი მუსიკოსი - საბინა ჭანტურია
მიგრაციის მარშრუტები | 11 მაისი, 2017
კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი და მომღერალი საბინა ჭანტურია შვედეთშია დაბადებული და გაზრდილი. მისი მამა - რევაზ ჭანტურია სოხუმიდანაა, ხოლო დედა - კარინა ვამლინგი, შვედია. ეს ოჯახი სოხუმში შეიქმნა.... დღეს ქალბატონი კარინა და ბატონი რევაზი მალმოს უნივერსიტეტში ასწავლიან, პროფესორები არიან. რაც მთავარია, საბინას მუსიკალური ნიჭი სწორედ ქართული გენეტიკიდან გამოჰყვა. როგორც საბინა ამბობს: დიდ ბებიას ჰქონდა მუსიკალური ნიჭი – ფანდურზე უკრავდა, მღეროდა. მამაც მღერის, ეს ნიჭი სუფთა ქართული გენიდან მოდის. საბინა არაჩვეულებრივ მუსიკას წერს, როგორც შვედურ, ასევე ინგლისურ და უკვე ქართულ ენებზეც. შვედეთის მუსიკალურმა საგამომცემლო კომპანიამ “შვედეთის სიმღერებმა” 2016 წლის მაისში გამოსცა მისი უახლესი მუსიკალური ვიდეო, სიმღერაზე - “იტირე ჩემთვის” (Cry For Me). “იტირე ჩემთვის” ეთერში გავიდა, როგორც შვედურ, ასევე ქართულ და ამერიკულ რადიოარხებზე. 2014 წელს გამოვიდა საბინა ჭანტურიას სიმღერა “ობობის ქსელი” (Spiderweb), რომლის პროდიუსერი არის კევინ ჯერვისი (Kevin Jarvis). გამოიცა ამ სიმღერის ქართული ვერსიაც.სტუმარი: საბინა ჭანტურია - მუსიკოსი.Skype ჩართვა შვედეთიდან: რევაზ ჭანტურია - საბინა მამა.
წაკითხვა
გადაცემა
გლობალური მიდგომა მიგრაციისადმი და მისი გავლენა საქართველოს მიგრაციის პოლიტიკაზე
მიგრაციის მარშრუტები | 4 მაისი, 2017
პროექტი “მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში”(ENIGMMA), მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო და ივანეჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია „გაეროს პრინციპებზე დაფუძნებული გლობალური მიდგომა მიგრაციისადმი და მისი ზეგავლენა საქართველოს მიგრაციის პოლიტიკაზე“ ჩატარდება თბილისში, 2017 წლის 10-11 მაისს. კონფერენციის მიზანი და საბოლოო ამოცანა საქართველოში მიგრაციის შესახებ თანამედროვე აკადემიური მიგნებების ურთიერთგაცვლისა და მიგრაციის მართვის სფეროში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობა.კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აკადემიური სფეროდან: პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია, ეკონომიკა, ისტორია, სამართალი, ანთროპოლოგია, საჯარო მმართველობა, დემოგრაფია და სოციალური გეოგრაფია. კონფერენცია ორგანიზებული იქნება რამდენიმე თემატური პანელის სახით, შემდეგი საკითხების ირგვლივ: მიგრაცია და განვითარება, მიგრაციის ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენა და მატზე რეაგირება, მიგრანტთა ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომის უფლება, არალეგალური მიგრაცია დიასპრა და მისი კავშირი წარმოშობის ქვეყანასთან, მიგრანტთა მიმართ დამოკიდებულება, ინტეგრაცია და რეინტეგრაცია.
წაკითხვა
გადაცემა
შრომითი მიგრაცია და რეგულაცია
მიგრაციის მარშრუტები | 2 მაისი, 2017
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული საქართველოს მოსახლეობის შრომითი ემიგრაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დღემდე მწვავე პრობლემად რჩება; ეს არის მოსახლეობის გადაწყვეტილება უმეტესად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან საკუთარი ოჯახების გადარჩენის, მცირე შემოსავლის გაზრდის, უმუშევრობის გამო; შრომით მიგრაციას სხვა მიზეზებიც აქვს და ყოველივეს, მსოფლიო გამოცდილებით, არეგულირებს სახელმწიფოებრივი მიდგომა, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება, ერთობლივი პროექტები და სხვა რეგულაციები, რის შესახებაც ჩვენს სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ.სტუმრები სტუდიაში: ელზა ჯგერენაია - ჯანდაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი,  ნათია კვიციანი - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი  წამყვანი: ია მახარაძეავტორი: ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
ქართული სამზარეულო საზღვარგარეთ
მიგრაციის მარშრუტები | 27 აპრილი, 2017
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხში 35 ძეგლია. სულ ახლახან კი ქართულ ტრადიციულ სუფრას - პურობის კულტურას არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ანუ ქართული სუფრის ტრადიციები, თამადის ინსტიტუტი, სადღეგრძელოები უკვე კულტურული მემკვიდრეობაა, როგორც ქართული მრავალხმოვანება, ბერიკაობა, ცეკვა ფერხული, ქართული ქვევრი, ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული და სხვა ნიმუშები.როგორც ისტორიკოსები და ეთნოგრაფები ამბობენ, ქართული სუფრა ჩვენი სულიერი და კულტურული ტრადიციის მნიშვნელოვანი მონაპოვარი და დღესაც ქართველობის ერთ-ერთ ძლიერი საიდენტიფიკაციო ნიშანიასტუმარი: გურამ ბაღდოშვილი - პორტუგალიაში მოღვაწე შეფ-მზარეული.Skype ჩართვა: ნიუიორკიდან, მაია დვალაძე -  რესტორან „ოდა-ჰაუსის" დამფუძნებელი და შეფმზარეული, მაია ქვარცხავა
წაკითხვა
გადაცემა
მეშვიდე მოგზაურობა
მიგრაციის მარშრუტები | 25 აპრილი, 2017
გურამ პატარაიას დღიურიდან: 1979 წელი.15 მაისი. იმთავითვე ჩვენი მიზანი იყო სირია-იორდანიის ქართული ძეგლების გადაღება და რაც მთავარია, სანდერსის მიერ მითითებული XII საუკუნის ხელნაწერის მიკვლევა. ეს სანდერსია ამერიკელი მეცნიერი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი მონასტრის სხვენზე იპოვა ქართული ხელნაწერი და გადაიღო მისი თავფურცელი. დიარბექირში ერთი კვირა დავყავით. რამდენიმე მონასტერში ჩვენი კვლევა უშედეგო აღმოჩნდა..... - მივყვეთ ბატონი გურამის თხრობას დოკუმენტური ფილმის რადიოვერსიაში, სირიაში, მის ისტორიულ ადგილებში, გასული საუკუნის 70-იანი წლების დასასრულს, როდესაც ეს ქვეყანა, მისი უნიკალური კულტურული ძგლები ბარბაროსული ძალისგან ჯერ კიდევ ხელუხლებელი იყო.გურამ პატარაიას ფილმის „მეშვიდე მოგზაურობის“ აუდიოვერსიაავტორი: ნანა ლომიძეხმის რეჟისორი: ანა გეგენავა
წაკითხვა
გადაცემა
ქართველები იაპონიაში - ქართველი მუსიკოსი გიორგი ბაბუაძე
მიგრაციის მარშრუტები | 20 აპრილი, 2017
დირიჟორისა და მევილინეს წარმატებული კარიერა თბილისის კონსერვატორიაში დიაწყო. შემდეგ 90 - იანი წლებიდან ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრება დამოღვაწეობა იაპონიაში განაგრძო. გიორგი ბაბუაძე ოსაკას სიმფონიურ და კანზაის ფილარმონიულ ორკესტრებთან თანამშრომლობს, როგორც კონცერტმაისტერი და დირიჟორი. ასევე განაგრძობს აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას და მუშაობს ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის ვიოლინოს კლასის პედაგოგად. მას, როგორც სოლისტს, კამერული ანსამბლების შემსრულებელსა და დირიჟორს, ფართო რეპერტუარი აქვს. იგი მოიცავს ნაწარმოებებს, სოლო ვიოლინოს ნაწარმოებებიდან დაწყებული საოპერო ჟანრის ჩათვლით. გიორგი ბაბუაძეს კონცერტები გაუმართავს არაერთ ქვეყანაში: იაპონია, ლატვია, იაპონია, ფინეთი, საფრანგეთი, ინგლისი, სინგაპური, რუსეთი, უკრაინა, ესტონეთი, შვეიცარია, იტალია, გერმანია, აშშ.სტუმარი: გიორგი ბაბუაძე - იაპონიაში მოღვაწე დირიჟორი და მევიოლინე. წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
ანონსი
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ემიგრაციაში
მიგრაციის მარშრუტები | 18 აპრილი, 2017
გადცემაში გამოყენებულია ჩანაწერები რადიო „თავისუფლების“ არქივიდან, რომელიც გადმოგვცემს უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა სააღდგომო განწყობას; პარიზის წმინდა მეფე თამარის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა ანტონი გვიამბობს თანამედროვე ქართულ დიასპორაზესტუმარი - ემიგრაციის მკვლევარი რუსუდან კობახიძეწამყვანი - ია მახარაძეპროექტის ავტორი - ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
ისტორიკოსთა პოლონურ - ქართული კომისია
მიგრაციის მარშრუტები | 13 აპრილი, 2017
2017 წლის 27 მარტს ვარშავის უნივერსიტეტისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით პოტოცკების სასახლეში შედგა ისტორიკოსთა პოლონურ-ქართული კომისიის პირველი სხდომა და ინაუგურაცია. კომისია ჩამოყალიბდა 1917-1921 წლებში პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობების შესწავლის მიზნით. კვლევის შედეგად უნდა დაიდოს კონკრეტული შრომები. გარდა ამისა, ყურადღება დაეთმობა პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობებს 20-30-იან წლებშიც. კერძოდ, ქართველი ემიგრანტი ოფიცრების სამსახურის ისტორიას პოლონეთის არმიაში და უმჭიდროეს პოლიტიკურ ურთიერთობებს, რომლებიც აკავშირებდა პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურის მარშალ იუზეფ პილსუდსკის მთავრობას ქართულ ანტიბოლშევიკურ ორგანიზაციებთან ემიგრაციაში, ე.წ. პრომეთეისტული მოძრაობის ფარგლებში.პროექტი, რომლის მუშაობა პოლონეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავს ეძღვნება, 2021 წლამდე იმუშავებს და ქართულ-პოლონური ურთიერთობების ისტორიის სხვადასხვა ასპექტს გამოიკვლევს. მოამზადებს სპეციალურ მონოგრაფიას, მოაწყობს გამოფენებს, საერთაშორისო კონფერენციებს ვარშავასა და თბილიში.სტუმრები: ოთარ ჯანელიძე და მიშა ბახტაძე - ისტორიკოსთა პოლონურ-ქართული კომისიის წევრები, ისტორიკოსები.Skype ჩართვა ვარ
წაკითხვა
გადაცემა
ქალი ემიგრაციაში
მიგრაციის მარშრუტები | 11 აპრილი, 2017
ანდრეა და ზარნიგი პიერიდები პირველად არიან საქართველოში, ისინი პარასკევს ჩამოვიდნენ, წინასწარ არ გააფრთხილეს მათი მეგობარი ქართველი ქალი, რომელიც 12 წელი კვიპროსში ქალაქ ლევკოსიაში მათ ოჯახში ცხოვრობდა, უნდოდათ მოულოდნელი ყოფილიყო მათი სტუმრობა; სამწუხაროა ამ ამბის გაგრძელება, რადგან ქალბატონი დალი შინდელიშვილი, მათი მეგობარი და ოჯახის წევრი სწორედ იმ დღეს გარდაიცვალა. დალი ორი წლის წინ დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, რაღაც გამორჩა თავისი ჯანმრთელობაში. დღეს მას მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.სტუმარი: ლალი მიქაი.Skype ჩართვა: მარინა გელოვანი - ათენიდან. მარინა ჭუმბურიძე - იტალიიდან.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
ქართველები ბელორუსიაში
მიგრაციის მარშრუტები | 6 აპრილი, 2017
ბელორუსიის თითქმის ყველა რეგიონშია იქ მცხოვრებ ქართველთა საზოგოგადოება და ისინი იმ ქვეყანაში აქტიურად მოღვაწეობენ; წლების მანძილზე თავის ისტორიულ სამშობლოსთან ერთად მშვიდობის ხიდებს აშენებენ მეგობარ ხალხებს შორის; გასულ ზაფხულს ფესტივალი ჩატარდა, რომის სტუმრები საქართველოს ისტორიასა და კულტურას ეცნობოდნენ.სტუმარი: ქრისტინე ხაჩიძე - სტუდენტი ბელორუსიიდან.Skype ჩართვა: მარინე ყოლბაია - ქალაქ გომელიდან საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
საქართველოს ისტორია ემიგრანტების შვილებისათვის
მიგრაციის მარშრუტები | 4 აპრილი, 2017
ახალგაზრდა არ უნდა მოწყდეს თავის ფესვებს, არ დაკარგოს სულიერი ხედვა ჭეშმარიტი, მარადიული ფასეულობებისა, არ დაკარგოს თავისი თავი სამყაროში სულიერი ცხოვრების წყაროს მოკლებით - ესაა მთავარი მიზანი სასწავლო პროექტებისა, რაც უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის მზადდება საქართველოს განათლების სამინისტროს თუ არასამთავრობო ორგანიზაციების, უცხოეთში მოქმედი ქართული სკოლების მიერ.სტუმარი: მანანა შეყილაძე - ისტორიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაციის „განათლება და ახალი ტექნოლოგიები“ ხელმძღვანელი, საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და ეთნოგრაფიის დისტანციური სწავლების პროექტის თანაავტორი. წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
უვიზო მიმოსვლა და ახალგაზრდებიის განათლების შესაძლებლობები ევროპაში
მიგრაციის მარშრუტები | 30 მარტი, 2017
უვიზო მიმოსვლა ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სთავაზობს. სტუდენტებს შეუძლიათ თავისუფლად დაამყარონ კონტაქტები ევროპელ მეგობრებთან და კოლეგებთან. ასევე ეს არის საშუალება გაეცნონ და შეისწავლონ ევროკავშირის ინსტიტუტები და მათი მუშაობის თავისებურებანი. მიიღონ მონაწილეობა ევროპულ პროგრამებში, ჰქონდეთ წვდომა ევროპულ ფონდებთან. დღევანდელ გადაცემაში მოწვეულ სტუდენტებს შეუძლიათ პირადად დაუსვან კითხვები ბელგიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩს და ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების თავჯდომარეს ევროპაში უმაღლესი განათლებისა და სტაჟირების შესაძლებლობებზე. სტუმრები: ანრი გუგეშაშვილი - ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების წარმომადგენელი სტუდენტები: ირაკლი ტაბატაძე, ლევან კირკიტაძე, გვანცა გოგოლაძე, მარიამ გავრჯალაძე, მზია კევლიშვილი.Skype ჩართვა: ნინო შარაშიძე - ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების თავჯდომარე; იანა მაისურაძე - ბელგიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
გზა, გავლილი ღირსებით - ვახტანგ ჯობაძე
მიგრაციის მარშრუტები | 23 მარტი, 2017
ვახტანგ ჯობაძე - ხელოვნების ისტორიკოსი, არქეოლოგი, კალიფორნიის შტატის უნივერისტეტის პროფესორი - იყო ერთადერთი ქართველი, რომელმაც ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ პირველად იმოგზაურა ტაო-კლარჯეთსა და ანტიოქიაში. მან იქაური კულტურული მემკვიდრეობა და ძეგლები შეისწავლა. ქართული არქიტექტურის შესახებ უამრავი მონოგრაფია შექმნა, რომლებიც არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ენებზეც იბეჭდებოდა. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურაზე. მასვე ეკუთვნის კვიპროსზე ღალიის ქართული მონასტრის ნანგრევების აღმოჩენა.ვახტანგ ჯობაძის ხსოვნის საღამოა დღეს ჩვენს გადაცემაში - თებერვლის თვეში ამ ღვაწლმოსილი ადამიანის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა.სტუმრები: რუსუდან დაუშვილი - თსუ პროფესორი, ზურაბ ფოცხიშვილი - მხატვარი, ვახტანგ ჯობაძის - დისშვილი 
წაკითხვა
გადაცემა
ექსპოზიცია თემაზე - "აფხაზეთი, დღეს"
მიგრაციის მარშრუტები | 21 მარტი, 2017
გამოფენა, რომელსაც ნიდრელანდების სამეფო მასპინძლობს და აფხაზეთიდან დევნილი, სხვადსხვა თაობის, 25 ქართველი მხატვრის ნამუშევრებს აერთიანებს ექსპოზიცია საერთო თემაზე - ახაზეთი, დღეს.სტუმრები : დალი უბილავა-დე გრააფი.- ფესტივალ „იბერიის“ დირექტორი, მხატვრები - გიზო/ალექსანდრე ხუბუა, მერაბ ეფაძე, ოდიკ კეკუა, მერაბ ფიფია და ეკატერინე ხარჩავა
წაკითხვა
გადაცემა
წავედი, რომ დავბრუნდე - ქალი ემიგრაციაში
მიგრაციის მარშრუტები | 16 მარტი, 2017
მარტის დასაწყისში დავიწყეთ და აგერ მერამდენე გადაცემაა, მხოლოდ ჩვენს ძვირფას ქალბატონებზე გესაუბრებით, მათზე, ვინც ერთ დღეს უცხო ქვეყანაში წასვლა გადაწყვიტეს... რატომ და რისთვის მხოლოდ მან იცოდა, ოჯახი დაამშვიდა - ყველაფერი კარგად იქნებაო და...წავიდა. შემდეგ გავლილმა ორათეულმა წელმა დაანახა სისწორე იმ გადაწყვეტილების, მაშინ რომ მიიღო, იმ მძიმე დღეებში... ბევრს არ გავაგრძელებთ და ემიგრანტ ქალბატონებს გაგაცნობთ, მათ, რომელნიც დღეს სამშობლოში ჯილდოს მისაღებად მოიწვიეს...წარმატებული ემიგრანტი ქალბატონებისტუდიაში: ზოია სულხანიშვილი საბერძნეთიდან; ესპანეთში მცხოვრები მარინა წიქორიძე და მაია გუბელაძე - ქუთაისიდან ჩაერთვებიან გადაცემაშიწამყვანი - ია მახარაძეავტორი - ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
ქართული რადიო იერუსალიმში
მიგრაციის მარშრუტები | 14 მარტი, 2017
სტუმრები: სესილი ბინიაშვილი - ქართველი-ებრაელი ისრაელიდან, ირმა შიოლაშვილი - გერმანიიდანწამყვანი: ია მახარაძეავტორი: ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
წარმატებული ემიგრანტი ქალები
მიგრაციის მარშრუტები | 9 მარტი, 2017
11-13 მარტს თბილისში წარმატებული ემიგრანტი ქალებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. იდეის ავტორია ყოფილი ემიგრანტი ინა ასანიძე, რომელიც 2012 წელს დაბრუნდა საქართველოში.წინასწარი შერჩევის შედეგად, საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 12 ქართველი ემიგრანტი ქალი ჩამოვიდა. მათ რეკომენდაციას უწევენ ქართული დიასპორები, სათვისტომოები, საქართველოში და უცხოეთში მოქმედი ორგანიზაციები. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო არა მხოლოდ წარმატება საკუთარ საქმინაობაში, არამედ, მათ მიერ გაკეთებული არაერთი ქართული საქმე უცხოეთში.წარმატებულ ემიგრანტ ქალთა შორის გახლავთ ჩვენი რესპოდენტები: აშშ - მაკა კვერენჩხილაძე, ცუცა კაპანაძე, საბერძნეთიდან - დარეჯან ღამბაშიძე, ესპანეთიდან - მარინა წიქორიიძე და მაია გუბელაძე, რომელთა შესახებ გადაცემები რამდენიმე ხნის წინ მოვმაზადეთ.დღეს წარმატებული ემიგრანტი ქალები ჩვენი გადაცემის სტუმრები და მონაწილეები არიან.ტელეფონით ჩართვა: ინა ასანიძე - პროექტის “წარმატებული ემიგრანტი ქალების“ იდეის ავტორი და ორგანიზატორი და წარმატებული ემიგრანტი ქალები ესპანეთიდან - მარინა წიქორიიძე და მაია გუბელაძე.წამყვანი: ია მახარაძე
წაკითხვა
გადაცემა
მარტი ქალთა თვეა
მიგრაციის მარშრუტები | 7 მარტი, 2017
ემიგრანტი ქალები სამშობლოში და საზღვარგარეთ - როგორია მათი საგაზაფხულო განწყობა, რაზე ფიქრობენ და რა სურთ გაგვიზიარონ?- დღეს გადაცემაში მოვუსმენთ ქალბატონებს, რომელთა ცხოვრებისა და შემოქმედების მთავარი თემა ოჯახის, სამშობლოს თანამემამულეთა სიყვარულია. სტუმრები: რუსუდან გოგბერაშვილი, ნანა მიქაუტიძეჩართვა სკაიპით: გიული ჩქარეული - ირლანდიიდან, მარინა ჭუმბურიძე - იტალიიდანწამყვანი: ია მახარაძეავტორი: ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
პოეზიის საღამო - სამშობლოს სურნელი
მიგრაციის მარშრუტები | 2 მარტი, 2017
დღეს უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ქალთა პოეზიის საღამოზე გიწვევთ. მათ პოეზიაში გაზაფხულის, სიყვარულის, სილამაზის განცდას ხანდახან სევდაც გაჰყვება და ყველაფერი ამ ლამაზი ქალბატონების ცხოვრების თავგადასავალზე გვიამბობს.სტუდიაში: ბელა ჩეკურიშვილი - გერმანიიდან სკაიპით ჩართვა: მაკა კვერენჩხილაძე - ა.შ.შ, ხათუნა შავგულიძე - დიდი ბრიტანეთი, ირმა ბეგლარიშვილი - ა.შ.შ.წამყვანი: ია მახარაძეავტორი: ნანა ლომიძე
წაკითხვა