საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
გადაცემა
დიასპორული ინვესტიცია - ბიზნესმენი გიორგი სვანიძე
მიგრაციის მარშრუტები | 28 თებერვალი, 2017
„ეს არის დიასპორული ინვესტიცია, საქართველოდან წასულმა ჩვენმა თანამემამულემ განახორციელა ინვესტიცია და გააშენა ზეთისხილის ბაღები, ჯამში არის 200 ჰექტარზე მეტი. აქ კახეთის რეგიონში გაიხსნა გადამამუშავებელი საწარმო. მან დაასაქმა 100 ადამიანზე მეტი და უშვებს ორგანულ, ბიოლოგიურად სუფთა ზეთისხილის ზეთს და ასევე დაფასოებულ ზეთისხილს. იმედი მაქვს მსგავსი პროექტები კიდევ განხორციელდება" - განაცხადა საწარმოს გახსნისას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.სტუმარი: გიორგი სვანიძე - ბიზნესმენი.სატელეფონო ჩართვები: კონსტანტინე სურგულაძე - საქართველოს ელჩი ჰოლანდიაში; 
წაკითხვა
ანონსი
ისტორიული ქრონიკა - 1921წლის თებერვალი
მიგრაციის მარშრუტები | 23 თებერვალი, 2017
„არ არის ტყვია, რომელიც მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“ - ეს სიტყვები გენერალ გიორგი კვინიტაძეს ეკუთვნის, 1921 წლის ბრძოლების მთავარსარდალს; როგორ იწერება იმ პერიოდის საქართველოს ისტორია, რას ფიქრობენ ქართველი ისტორიკოსები. სტუმრები: ლევან ჯიქია - თსუ ისტორიის დოქტორი, მიხეილ ლაბაძე - საპატრიარქოს უნივერსიტეტი. ირაკლი ხვადაგიანი - საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
ქართულ - ებრაული ურთიერთობები
მიგრაციის მარშრუტები | 21 თებერვალი, 2017
„ქართველი ებრაელები და არა მხოლოდ ისინი, სიბერის ჟამს, ამქვეყნიური ყოფის დასასრულის მოახლოებას რომ იგრძნობდნენ, ისრაელს მიაშურებდნენ, ისრაელი, იერუსალიმის მიწა გახლდათ ნანატრი განსასვენებელი, თუ დაგივიწყო შენ, იერუშალაიმ, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმან - საუკუნეებია თან გვდევს იერემიას გოდების ეს უკვდავი ფიცი, მაგრამ დრომ ვერ გაახუნა.“ - ამბობს მწერალი გურამ ბათიაშვილი სტუმარი: მოშე ხაიმ(თემურ) მდინარაძე skype ჩართვა: ლილი ჯანაშვილი - მანაშეროვი, ნანა შაბათაშვილი - ისრაელიდანწამყვანი: ია მახარაძეავტორი: ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
მუდმივი კავშირი სამშობლოსთან
მიგრაციის მარშრუტები | 16 თებერვალი, 2017
საზღვრის გახსნამდეც თურქეთელი ქართველები თავიანთი ისტორიული სამშობლოსკენ მოისწრაფოდნენ; სურვილი - ნეტა როგორაა მემლექეთი,- ახლა ყოველდღიური ურთიერთობებითაა ასრულებული. სტუმარი: თეა თეთრაძე - ასოციაცია - "ქართველები საზღვრებს გარეთ" დამფუძნებელი. Skype ჩართვა თურქეთიდან: სალომე ბარამიძე, ორჰან ბერიძე, რეზი რამაზაშვილი.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
ქართველი იუნკერის გზა ემიგრაციაში
მიგრაციის მარშრუტები | 14 თებერვალი, 2017
გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტი, გერმანიასა და საფრანგეთში მოღვაწე ბატონი კარლო ინასარიძე ვანო ნანუაშვილის შესახებ გვიამბობს, იუნკერზე, რომელმაც ღირსებით განვლო ბრძოლისა და ცხოვრების გზა და სამშობლოდან შორს, ამერიკაში აღესრულა.სტუმარი: რუსუდან კობახიძე - თსუ ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელი. წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
ქართველები ირანში
მიგრაციის მარშრუტები | 9 თებერვალი, 2017
11 თებერვალს ირანი თავის ეროვნულ დღესასწაულს აღნიშავს.დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები ფერეიდნელი ქართველები იქნებიან. ალბათ, გაინტერესებთ, რა ხდება ფერეიდანში, როგორ ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეებიჩვენი სტუმრები ქართულ-ირანულ ურთიერთობებზეც გვიამბობენ, ქვეყანაზე, სადაც ცხოვრობენ და რომელსაც მეორე სამშობლოდ თვლიან;სტუმრები: ნიკა რამიშვილი, ერეკლე და არჩილ ონიკაშვილები, ალი ასლანიშვილიწამყვანი: ია მახარაძეავტორი: ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
ვიზალიბერალიზაცია - ახალგაზრდების მომავლის გზა
მიგრაციის მარშრუტები | 7 თებერვალი, 2017
როგორც ცნობილია, 2 თებერვალს ევროპარლამენტში, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხის კენჭისყრაზე 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას. ახლომომავალში ცნობილი გახდება გადაწყვეტილების ამოქმედების კონკრეტული თარიღი.სტუმარი: ქეთი კარბაია - ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები.Skype ჩართვა ბრიუსელიდან: ნინო შარაშიძე - 
წაკითხვა
გადაცემა
ჩვენი ბილიკები- ვებ გვერდი ემიგრანტებისთვის
მიგრაციის მარშრუტები | 2 თებერვალი, 2017
აქ ერთმანეთს შევხვდებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაფანტული, მშობლიურ ფესვებსა და მიწა-წყალს მოშორებული და სამშობლოში მცხოვრები საქართველოს შვილები, განურჩევლად ეროვნებისა თუ რელიგიისა. დადებითი ენერგიით გამსჭვალულ სივრცეში ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს ისტორიებს, შემოქმედებას, გამოცდილებას, ფიქრებს, ოცნებებს, წუხილსა თუ სიხარულს.სტუმარი: მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი.  Skype ჩართვა: ეკა მოსაშვილი -  აშშ. ლოს-ანჯელესიწამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
გზა გავლილი ღირსებით - ნინო ყაუხჩიშვილი
მიგრაციის მარშრუტები | 31 იანვარი, 2017
ნინო ყაუხჩიშვილი 1919 წლის 20 აგვისტოს ბერლინში, მიხეილ ყაუხჩიშვილის ოჯახში დაიბადა. ინჟინერი, ელექტრო-მექანიკოსი, ქიმიკოსი მიხეილ ყაუხჩიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ 1918 წელს გააგზავნა საქართველოს წარმომადგენლად შვედეთში, ხოლო 1919 წ. გადაიყვანეს გერმანიაში; 1921 წლის შემდეგ კი ოჯახი მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ქალბატონს, რომელსაც იტალიაში უფრო კარგად იცნობენ, ვიდრე სამშობლოში. სტუმრები: ნინო ყაუხჩიშვილის ოჯახის წევრები, საზოგადო მოღვაწეები - ლია ჯინორია, ფრანჩესკა მელცი, ნუნუ გელაძე, რუსუდან კობახიძე.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
გოგონა დუბაიდან
მიგრაციის მარშრუტები | 26 იანვარი, 2017
მარიამ ბახტურიძე დუბაიში დაიბადა და იქ გაატარა ბავშვობა, შემდეგ კოლეჯშიც იქ შევიდა და უმაღლეს სასწავლებელშიც - ამერიკული უნივერსიტეტში. რას ნიშნავს მისთვის დუბაი, რამდენად მშობლიურია იგი მისთვის და როგორ ხედავს თავის მომავალს. მისი ოჯახი 90-იან წლებში გაემგზავრა არაბეთის საემიროებში და ახლახანს დაბრუნდნენ საქართველოში.სტუმარი: მარიამ ბახტურიძეწამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
ამერიკული ღირებულებები
მიგრაციის მარშრუტები | 24 იანვარი, 2017
„ჩვენ ერთად შევძლებთ, რომ ამერიკა გახდეს ისევ ძლიერი! ჩვენ ამერიკას გავხდით ისევ მდიდარს! ჩვენ ამერიკას გავხდით ისევ ამაყს! ჩვენ ამერიკას გავხდით ისევ უსაფრთხოს! დიახ, ჩვენ ამერიკას გავხდით ისევ დიადს. დიდი მადლობა, ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დალოცოს ამერიკა!"-ასე დაამთავრა თავისი სიტყვა ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს აშშ ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა; რა არის ის, რის დაბრუნებასაც აპირებს პრეზიდენტი ტრამპი, ალბათ, დროთა განმავლობაში ცხადი გახდება, დღეს კი ჩვენ აშშ-ში მცხოვრებ ქართველებთან ერთად ამერიკელთა დღევანდელ განწყობასა და ამერიკულ ღირებულებებზე ვისაუბრებთ.სტუმარი:  თსუ ამერიკისმცოდნეობის მაგისტრი მარიამ ხატიაშვილიჩართვა აშშ ქალაქებიდან: მაია ქვარცხავა - 
წაკითხვა
გადაცემა
ეკლესია და სულიერება ემიგრაციაში
მიგრაციის მარშრუტები | 19 იანვარი, 2017
სტუმრები: დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე -  წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა ანტონი - პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარიწამყვანი: ია მახარაძე
წაკითხვა
გადაცემა
ქართველები ამერიკაში - მანუჩარ კაჭახიძე
მიგრაციის მარშრუტები | 17 იანვარი, 2017
ჟურნალი "მამული" 2003 წლიდან გამოდის და უკვე ათეულ წელზე მეტია, წარმოადგენს ერთადერთ ქართულ გამოცემას ამერიკის შეერთებულ შტატებში.ჟურნალი, საფოსტო გზავნილის სახით, მრავალი ემიგრანტის სახლის კარს აღებს, აგრეთვე, მისი პოვნა ადვილია თითქმის ყველა ქართულ დახლზე, ეკლესიებში, სადაც იგი უფასოდ ვრცელდება.სტუმარი: მანუჩარ კაჭახიძე - ჟურნალ"მამულის" დამფუძნებელი და რედაქტორი, საზოგადო მიღვაწე.ავტორი: ნანა ლომიძე.წამყვანი: ია მახარაძე.
წაკითხვა
გადაცემა
"...მივდივართ, რომ შვილები სამშობლოში დარჩნენ"
მიგრაციის მარშრუტები | 12 იანვარი, 2017
"მე ჩემს სამშობლოში იმიტომ კი არ მოვდივარ რომ ისევ წავიდე...  იმიტომ მივდივარ, რომ კვლავ უკან დავბრუნდე , სახლში .რადგანაც აქ კარგია, გემრიელია სახლში ყოფნა, მაგრამ ცოტაა ეს დრო, არ მყოფნის არასოდეს... უნდა წავიდე იმიტომ რომ ჩემი შვილები დარჩნენ სახლში, უნდა წავიდე იმიტომ რომ მალე დავბრუნდე ჩემთან აქ, ჩემს ქვეყანაში . ჩვენ, წამსვლელები ყოვეთვის დასაბრუნებლად მივდივართ სხვაგან, და კიდე იმიტომ მივდივართ, რომ შვილები სამშობლოში დარჩნენ" - ასე წერს პოეტი ნანა გოგოლაური ემიგრანტების გზებსა და მიზნებზე, რაც საკუთარ სამშობლოსა და სახლთან მუდმივ კავშირშია...ჯერ კი საახალწლოდ სამშობლოში ჩამოსული. სტუმრები: ნანა გოგოლაური - ემიგრანტი პოეტი და ჟუჟუნა შენგელია.
წაკითხვა
გადაცემა
შობა-ახალი წელი ემიგრაციაში
მიგრაციის მარშრუტები | 10 იანვარი, 2017
ჩვენი სტუმრები გაიხსენებენ ემიგრაციის იმ დღეებს, როდესაც ქართული ტრადიციების მიხედვით აღნიშნავდნენ შობა ახალი წლის დღეებს უცხოეთის მიწაზე; გაიხსენებენ, რადგან თვითონ ახლა სამშობლოში არიან და ალბათ, ემიგრაციაში ცხოვრება ამიერიდან აღარ მოუწევთ.სტუმრები: ნანა მიქაუტიძე - მწერალი, ფატი ცინცაძე - ბაგა-ბაღი „ყვავილების ქვეყანა“.სატელეფონო ჩართვა ათენიდან: თეა რეხვიაშვილი - ბერძნულ ქართული განათლებისა და კულტურის ცენტრ „არმაზის“ ხელმძღვანელი.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
“საქართველო უკრაინის დოკუმენტურ კინოში“
მიგრაციის მარშრუტები | 5 იანვარი, 2017
კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო VI ფესტივალი „ოქროს თვალი“, რომელიც ბათუმში ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს მსახიობ ნიკოლას კეიჯის ძმამ, რეჟისორმა და პროდიუსერმა კრისტოფერ კოპოლამ და ლეგენდარული „ვარსკვლავების ომების“ სპეცეპექტების ოსტატმა ბრიუს ნიკოლსონმა. ფესტივალის ნომინანტები იყვნენ რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან, ირანიდან, სირიიდან, ეკვადორიდან. კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის "ოქროს თვალი" დამფუძნებელია ქართველი ბიზნესმენი, ზურაბ გეგენევა. ინოვაციური ფესტივალის მიზანია კინო და სატელევიზიო ოპერატორების შემოქმედებითი და პროფესიული განვითარებისათვის ხელის შეწყობა, მათი საქმიანობის პოპილარიზაცია და სტიმულირება, საუკეთესოთა გამოვლენა და წარმოჩენა. ფესტივალზე გადამღებ ჯგუფთან ერთად მიწვეული იყო ნინო ბაშარული. ეზეკი ინწკირველმა შემოქმედებითი ჯგუფი "ოქროს თვალით" დააჯილდოვა საუკეთესო გადაცემისთვის "ფერმა", რომლის წამყვანიც ნინო ბაშარულია. ფესტივალის ნომინანტები იყვნენ, რეჟისორები უკრაინიდან: ევგენი სკიფი და პაველ კილდაუ. ისინი დაჯილდოვდნენ საუკეთესო კინო ოპერატორის ნომინაციით ფილმისთვის “მოლოტოვის კოქტეილი“, რომლის ფაბულაც შექსპირისეული სიყვარულის ისტორიაა, მონტეკის და კაპულეტის მსგავსად, აქაც, მტრებს შორის სიყვარული ზეიმობს. ნინო განსაკუთრებით დაუახლოვდა უკრაინელ სტუმრებს, მისი თქმით: „უკრაინელებთან ბევრი საერთო სიხარული და ტკივილი გვაერთიანებს, მამა-შვილმა ევგენი სკიფმა და პაველ კილდაუმ გვიამბეს გადაღებების ამბები და მე მივხვდი რომ ეს ფილმი არის ფენომენი, რადგან მასში სრულიად უსასყიდლოდ მიიღეს მონაწილეობა მსახიობებმა, აკრობატებმა, ვიზაჟისტებმა,სტილისტებმა ,კომპოზიტორმა და მრავალმა სხვა ადამიანმა.მათთვის მთავარი იყო იდეა, იდეა ყოვლისშემძლე სიყვარულისა.ფილმის ყურებისას მე მხოლოდ ერთი კი
წაკითხვა
გადაცემა
საზოგადოებრივ რადიოში გრძელდება შობა ახალი წლის დღეები
მიგრაციის მარშრუტები | 3 იანვარი, 2017
სტუმარი: ზაირა ჩოხელი -  ქალთა ტრიო“ მაგნოლიას“ წევრი.გადაცემაში მოუსმენთ ცნობილ ტენორს ვალერიანო გამგებელს ესპანეთიდან, ემიგრანტების შვილებს შვედეთიდან.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
შობა-ახალი წელი ქართულ ემიგრაციაში
მიგრაციის მარშრუტები | 29 დეკემბერი, 2016
მოვუსმინოთ მათ საახალწლო მილოცვებს და სურვილებსგადაცემაში მონაწილეობენ:გიორგი მიქაძე - აშშ-ში მოღვაწე ქართველი ჯაზ-პიანისტი.ფონდ "ქართული გალობის" მხარდაჭერით ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცე ShapeShifter Lab-ში პირველად განხორციელდა ნოვატორული პროექტი გიორგი მიქაძისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანი“-ს მონაწილეობით, სახელწოდებით “ვოისა“. პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია აშშ-ში მოღვაწე, წარმატებული პიანისტი, კომპოზიტორი, Yamaha-ს ჯაზ-არტისტი გიორგი მიქაძე, რომელმაც საკუთარი ვარსკვლაური ბენდისა და ანსამბლ „ბასიანისთვის“ სპეციალურად შექმნა რამდენიმე კომპოზიცია.
წაკითხვა
გადაცემა
ქართველი “ფლამენკო“ და შვედი მომღერალი საბინა ჭანტურია
მიგრაციის მარშრუტები | 27 დეკემბერი, 2016
მომღერალი ნინო ბაშარული 2007 წელს ემიგრციაში წავიდა. მისი, როგორც მომღერლის შემოქმედებითი ბიოგრაფია დაიწყო ესპანეთში. ქ. მადრიდში სადაც გაიარა ცნობილი კომპოზიტორის რაკელ ვილარის მასტერკლასი, აქვე მონაწილეობა მიიღო ზაფხულის მუსიკალურ ფესტივალში. შეისწავლა ესპანური ენა , "ფლამენკო", პორტუგალიურ კულტურასა და "ფადუ". ნინო ბაშარული ეთნომუსიკის მიმდევარია, მის შემოქმედებას უკავშირდება სხვადასხვა ქვეყნის ეთნომუსიკაზე შესრულებული არაერთი შესანიშნავი კომპოზიცია. პორტუგალიური ფადო, ბრაზილიური ბოსანოვა, ინდური ფოლკი და აფრიკული იავნანა. შემოთავაზება ჰქონდა კინემატოგრაფიიდანაც, თუმცა უარი თქვა და სამშობლოს დაუბრუნდა. ნინო ბაშარული - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილეა.როგორი მოტივაციით და რა მიზეზით ბრუნდებიან საქართველოში უცხოეთში დღეს ძალიან წარმატებული მუსიკოსები.სტუმრები: ნინო ბაშარული და მისი მეგობარი - ნინოს მუსიკალური პროექტების მენეჯერი სოფო გორგილაძე.სკაიპით შვედეთიდან ჩაგვერთვება - 23 წლის მომღერალი, კომპოზიტორი საბინა ჭანტურია შვედეთშია დაბადებული და გაზრდილი. საბინა ევროვიზიის ეროვნული კონკურ
წაკითხვა
გადაცემა
ქართველი სტუდენტების წარმატება მოდელების საერთაშორისო კონკურსზე
მიგრაციის მარშრუტები | 22 დეკემბერი, 2016
ქართველი სტუდენტები მოდელების საერთაშორისო კონკურსზე - Best global model of the year - 2016 (“მსოფლიო საუკეთესო მოდელი“ - 2016) ტოპ ხუთეულსა და ათეულში მოხვდნენ. პორტუგალიაში, ქ. ლისაბონში კონკურსში მონაწილე 50 ქვეყნის წარმომადგენელს შორის საუკეთესო ხუთეულში 19 წლის ნინი გრძელიშვილი დასახელდა, ჟურნალ RECORD-ის სახედ აირჩიეს და ორი ნომინაციის მფლობელიც გახდა.სტამბოლში კონკურსში მონაწილე 50 ქვეყნის წარმომადგენელს შორის ირაკლი დათუკიშვილი ათეულში დასახელდა და ნომინაციით დაჯილდოვდა.გადაცემის სტუმრები: ნინი გრძელიშვილი და ირაკლი დათუკიშვილი - სტუდეტები, საერთაშორისო კონკურსზე - “მსოფლიო საუკეთესო მოდელი“ გამარჯვებული კონკურსანტები; კონკურსის ორგანიზატორი, ნაციონალური დირექტორი საქართველოში ეკა მგალობლიშვი
წაკითხვა