საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
გადაცემა
ქართული ენისა და სიმღერების შენსწავლელი კურსი ფერეიდნელებისთვის
მიგრაციის მარშრუტები | 20 დეკემბერი, 2016
ფერეიდნელები ოთხი საუკუნეა ირანის მიწაზე ცხოვრობენ და ირანელებად ითვლებიან, მაგრამ ისინი წამითაც არ ივიწყებენ იმას, რომ ქართველები არიან, რომ მათი ისტორიული სამშობლო საქართველოა. როგორც აღმოჩნდა, ქართველებმა ენაც შეინარჩუნეს, ადათ-წესებიც და საუკუნეების განმავლობაში იგივენაირ მეურნეობას მისდევდნენ, როგორც მათი წინაპრები. მათ საშუალება მიეცათ საქართველოში პროექტის "ქართველი ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელი ქართველებისთვის"ფარგლებში ჩამოსულიყვნენ და ქართულ ენა და სიმღერა უკეთესად შეესწავლათ.რას ნიშნავს ფერეიდნელი ქართველებითსთვის სამშობლო, ქართული ენა და სიმღერა ამ და სხვა.  სტუმრები: ზვიად ტომარაძე - პროექტის ავტორი, ფერეიდნელი ქართველები ერეკლე ონიკაშვილი და ნიკა რამიშვი
წაკითხვა
გადაცემა
ქართველები ამერიკაში - ზაირა ჩოხელი
მიგრაციის მარშრუტები | 15 დეკემბერი, 2016
ქალბატონი ზაირა ჩოხელი, თითქმის 20 წელია, აშშ-ში ცხოვრობს. ქალბატონი ზაირა ქართველ ემიგრანტებსა და უცხოელ მსმენელთა შორის პოპულარული ქალთა ვოკალური ტრიო "მაგნოლიას" დამფუძნებელია. სტუმარი: ზაირა ჩოხელი.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
დაბრუნებული ემიგრანტების კავშირები ემიგრაციასთან
მიგრაციის მარშრუტები | 13 დეკემბერი, 2016
დღეისთვის კვლავ აქტუალურია ემიგრაცია და ემიგრანტების ცხოვრება. წასულების პირველი კატეგორია იმ პროფესიონალებისგან შედგება, რომლებიც უცხოეთში სპეციალობით მუშაობენ და საკუთარი ხელფასით მთელი ოჯახის საზღვარგარეთ ცხოვრებას უზრუნველყოფენ. მეორე კატეგორიას შეადგენენ ის ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ. იმის გამო, რომ მათი ოჯახის წევრები საქართველოში რჩებიან, სწავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები, სამშობლოში ბრუნდებიან.მესამე კატეგორია ეკონომიკური მიგრანტები არიან.. ის იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც უცხოეთში ფულის მოსაგროვებლად მიდიან. ასეთი ადამიანები საზღვარგარეთ მძიმე ფიზიკურ შრომას ეწევიან, გონებრივი შესაძლებლობებისა და უნარების მიუხედავად. თითოეული მათგანი ამბობს, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა ამისთვის საჭირო დროს ელოდებიან.დღეს როგორია ტენდენცია, ვინ და რატომ მიდის საზღვარგარეთ?სტუმრები: დაბრუნებული ემიგრანტები:  გელა კაციტაძე - პოეტი, ფილოლოგი; სოფო გორგილაძე -
წაკითხვა
გადაცემა
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ნატურალიზაციით
მიგრაციის მარშრუტები | 8 დეკემბერი, 2016
ზოგადად, როგორ ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი, რა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას ითხოვენ ქართველი ემიგრანტები სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შესანარჩუნელად.სტუმრები: ია ბიგანიშვილი - გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიარტის პროექტის მენეჯერი „მოქალაქეობის არმქონეობის შემცირება საქართველოში“.სოსო გიორგაძე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსი. Skype ჩართვა პარიზიდან: ნატა დარჩიაშვილი - ტაპია საფრანგეთის მოქალაქე.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
უკანონო მიგრაცია საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში -ახალგაზრდების თვალსაზრისი
მიგრაციის მარშრუტები | 6 დეკემბერი, 2016
ბოლო 20 წელია, საქართველო უკანონო მიგრანტთა წარმოშობის ქვეყნად ითვლება; რა არის ამის მიზეზი და როგორი შედეგები გვაქვს - ეს საკითხები არაერთხელ დასმულა ჩვენს გადაცემაში, დღეს კი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები გაუზიარებენ თავიანთ თვალსაზრისს რადიომსმენელებს უკანონო მიგრაციის საფრთხეებსა და შედეგებზე.სტუმრები: ანი კაკუშაძე - iom - პროექტის უფროსი ასისტენტი, თათია ლომთაძე, ლიკა ერისთავი, ანა ჩაჩუა - კონკურსანტებიავტორი: ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა და შესაბამისი დოკუმენტები
მიგრაციის მარშრუტები | 1 დეკემბერი, 2016
სტუმრები: ია ბიგანიშვილი - გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიარტის პროექტის მენეჯერი „მოქალაქეობის არმქონეობის შემცირება საქართველოში“; თამუნა აკობია - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.წამყვანი: ია მახარაძე
წაკითხვა
გადაცემა
ემიგრაციის მოტივები მხატვრის შემოქმედებაში
მიგრაციის მარშრუტები | 29 ნოემბერი, 2016
სამი მხატვარი ქალბატონი - ემიგრაცია მათ ცხოვრებასა და შემოქმედებაში; უცხოეთიდან დანახული სამშობლო და შორეული ფიქრები...თანამემამულეებთან შეხვედრები და ყოველდღიურობის ფერები უცხოეთში სტუდიაში: ირმა ქვლივიძე, ბაია სიხარულიძე,თეა ხელაშვილი, ნინო ბაჯელიძე წამყვანი:ია მახარაძე ავტორი: ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
ემიგრაციის თემა ქართულ კინოში
მიგრაციის მარშრუტები | 24 ნოემბერი, 2016
გადაცემის სტუმრები: კინორეჟისორები რამაზ ბლუაშვილი და ზაზა ნანობაშვილი სკაიპით საფრანგეთიდან ჩაგვერთვება ჩვენი თანამემამულე,  კინოპროდიუსერი ნატა დარჩიაშვილი-ტაპია.წამყვანი: ია მახარაძე
წაკითხვა
გადაცემა
ემიგრაციის თემა მასმედიაში
მიგრაციის მარშრუტები | 22 ნოემბერი, 2016
არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს მოქალაქეების დაახლოებით მილიონზე მეტი ემიგრაციაშია; როგორ ეხმაურება ქართული მედია ჩვენი საზოგადოების ამ ნაწილს, სად, რომელ ქვეყნებშია გაბნეული ქართული დიასპორა და რა კავშირები აქვთ მათ სამშობლოსთან, რა ღონისძიებები ტარდება ქვეყანაში უკანონო მიგრაციის პრევენციისათვის?! სტუმრები:  თეონა გოგნიაშვილი, ნინო ცხოიძე - ჟურნალისტები, ანა კაკუშაძე -  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის ასისტენტი წამყვანი: ნანა ლომიძე 
წაკითხვა
გადაცემა
მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი და სტატუსის დადგენის პროცედურა საქართველოში
მიგრაციის მარშრუტები | 17 ნოემბერი, 2016
ევროკავშირთან დაახლოების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მიგრაციული პროცესების სწორი და გააზრებული მართვა, რაც სათანადო საქართველოს მოქალაქეობის ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ანალიზის მეშვეობით უნდა განხორციელდეს.შექმნილი ვითარების მოსაწესრიგებლად უპირველეს საჭიროებას წარმოადგენს საქართველოში მოქალაქეობის არმოქნე პირის სტატუსის დადგენა. საქართველო შეუერთდა მოქალაქეობის არმქონეობის პრობლემის დასრულების გლობალურ კამპანიას და ამჟამად აქტიურად აგრძელებს მუშაობას მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების სახელმწიფო სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. აღნიშნულ გეგმაში განსაზღვრული იქნება ის ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში მოქალაქეობის არმქონეობის პრობლემის წარმოშობის თავიდან აცილებას და ამგვარი სტატუსის მქონე პირთა შემცირებას.გადაცემის სტუმრები: ია ბიგანიშვილი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის "მოქალაქეობის არქონის შემთხვევების შემცირება საქართველოში" მენეჯერი და თეა კვირიკაშვილი - სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეგიონალური წარმომადგენლობის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებშიწამყვანი: ია მახარაძეავტორი: ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
ქართული დიასპორა – დღევანდელობა და გამოწვევები
მიგრაციის მარშრუტები | 15 ნოემბერი, 2016
17 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავს მოიყრიან ქართველი ისტორიული ემიგრანტების შთამომავლები და ახალი ემიგრაციის წარმომადგენლები, - ისინი, ვისთვისაც სულერთი არ არის, როგორ ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები უცხოეთის ცის ქვეშ, ვინ იცავს მათ უფლებებს, რას ფიქრობენ თავიანთ ყოველდღიურობასა და სამშობლოში დარჩენილი ოჯახების მომავალზე, რა ურთიერთობებია მსოფლიოს ქვეყნებში გაბნეულ ქართულ დიასპორაშიკონფერენციის მიზანია ქართული დიასპორის პოტენციალის წარმოჩენა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ჩართვა ქვეყნის განვითარების პროცესში.სტუმარი: დიასპორის საკითებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – თამარ გამილაღდიშვილიწამყვანი: ია მახარაძეავტორი: ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
აშშ პრეზიდენტის არჩევნები და ქართული ამერიკა
მიგრაციის მარშრუტები | 10 ნოემბერი, 2016
აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, საარჩევნო მარათონის ტემპები ნელდება, ხალხი კი კვლავ აგრძელებს დებატებს, განსჯას, პროგნოზებს...რაც ბუნებრივია, რადგან ამერიკის მომავალი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მსოფლიო პოლიტიკის მსვლელობას; მათ შორისაა ჩვენი ქვეყანაც.skype ჩართვა:  აშშ-ში მცხოვრები ქართველები - ასოციაცია "თვისტომის" დამფუძნებელი ნიკა ჩხეიძე, ჩიკაგოში მცხოვრები მაკა კვერენჩხილაძე სტუმარი:  ილია ზუკაკიშვილი - ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი წამყვანი: ია მახარაძე ავტორი: ნანა ლომიძე
წაკითხვა
გადაცემა
ემიგრაციის გზა-მოლოდინი და რეალობა
მიგრაციის მარშრუტები | 8 ნოემბერი, 2016
რა სირთულეები ხვდება ადამიანს ემიგრაციის გზებზე, ვინ ეხმარება მას თავისი უფლებების დასაცავად, რა გადაწყვეტილებებს ღებულობენ უმეტესად ადამიანები უცხოეთში, როგორია ნებაყოფლობით დაბრუნებულთა რეალური მდგომარეობა სამშობლოში. სატელეფონო ჩართვა გორიდან: ია თინიკაშვილი - გაზეთ "გორის მაცნე"-ს რედაქტორი.გვანცა დოლუაშვილი - რადიო ,,მოზაიკის" დამფუძნებელი; ლელა ლობჟანიძე - ტელეკომპანია ,,თრიალეთი“-ს საინფორმაციო სამსახურის უფროსი.მანანა ამონაშვილი - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გორის ოფისის კოორდინატორი. სტუმარი: ციური ანთიძე - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ მობილურობის ცენტრის კოორდინატორი. წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
მოქალაქეობის განსაზღვრის ახალი რეგულაცია - სიახლე კანონმდებლობაში
მიგრაციის მარშრუტები | 3 ნოემბერი, 2016
ვინ არის მოქალაქე და ვინ არის მოქალაქეობის არმქონე პირი? რას ნიშნავს მოქალაქეობის არქონა საერთაშორისო ენით, როგორ უნდა დაიზღვიოს ადამიანმა თავი მოქალაქეობის არმქონეობა რომ აირიდოს, რა პრობლემებია დოკუმენტაციასთან მიმართებაში - ამ საკითხებთან დაკავშირებით ითხოვენ ინფორმაციასა დ დახმარებას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანები.გადაცემა აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებასა და დახმარებას ითვალისწინებს. მოგაწვდით ინფორმაციას თუ კონკრეტულად რა სახის სამართლებრივ დახმარებას გთავაზობთ დოკუმენტებთან და მოქალაქეობის არქონასთან დაკავშირებული პრობლემის მქონე პირებს.სტუმარი: სოსო გიორგაძე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსი.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
ინფორმირებული მიგრაცია
მიგრაციის მარშრუტები | 1 ნოემბერი, 2016
პრაქტიკული რჩევები და სანდო ინფორმაცია მიგრაციული პროცესების შესახებ. ობიექტური ინფორმაცია კონკრეტულ ქვეყნებში მცხოვრები ემიგრანტებსათვის; ემიგრანტთა უფლებებისა და არალეგალური მიგრაციის მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების შესახებ...  Skype ჩართვა ქუთაისიდან: ქეთი ბერძენიშვილი - რადიო ძველი ქალაქის პროგრამების დირექტორი. ირინა მაკარიძე - "ახალი გაზეთის" რედაქტორი. ნუგზარ კოხრეიძე - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის
წაკითხვა
გადაცემა
საპენსიო რეფორმა და ემიგრანტები
მიგრაციის მარშრუტები | 27 ოქტომბერი, 2016
რა გავლენას მოახდენს საპენსიო რეფორმა არალეგალ ემიგრანტებზე, რომლებიც არიან საპენსიო ასაკში და ცხოვრობენ ან მუშაობენ საზღვარგარეთ. წლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულები მიიღებენ თუ არა დიფერენცირებულ პენსიას? არიან ისეთი ემიგრანტებიც, რომლებიც ლეგალურად მუშაობენ და იხდიან იმ ქვეყნებში ადგილობრივ შენატანს, როგორ შეიძლება იქ ნამუშევარი წლები მათი დაბრუნების შემდეგ, აქ გადმოვიტანოთ.სტუმარი: რუსუდან გოგბერაშვილი - საბერძნეთიდან დაბრუნებული ემიგრანტი.Skype ჩართვა ათენიდან: მარინა გელოვანიტელეფონით ჩართვა: გოჩა ალექსანდრია - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
გზა ევროპისკენ
მიგრაციის მარშრუტები | 25 ოქტომბერი, 2016
რას ნიშნავს, რომ საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანაა, თავშესაფრის სისტემის არსი, მიზანი და მოთხოვნები, სავიზო პროცედურები ჯერ კიდევ ძალაშია, რას გულისხმობს უვიზო რეჟიმი და მიგრაციის კანონიერი მარშუტები, სწავლა საზღვარგარეთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებული მცდარი მოლოდინის შეცვლას რეალობით.ამ თემაზე დღეს ბათუმელ ჟურნალისტებთან ერთად მოვამზადეთ გადაცემა; მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბათუმის საინფორმაციო ცენტრში გავეცნობით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის აქტუალურ საკითხებს მიგრაციის პროცესებთან დაკავშირებით.skype ჩართვა აჭარიდან: თამილა დოლიძე - აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჯაბა ანანიძე - გაზეთ “ბათუმელების“ ჟურნალისტი. 
წაკითხვა
გადაცემა
ჟურნალი ქართველი ემიგრანტებისათვის
მიგრაციის მარშრუტები | 20 ოქტომბერი, 2016
ელექტრონული გამოცემა „დიასპორული ჟურნალი“, ეთმობა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, დიასპორულ ორგანიზაციებს, საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს და, რაც მთავარია, ჩვენს მომავალ თაობას - ბავშვებს და ახალგაზრდებს, ვის თვალსაწიერშიც გვსურს მოხვდეს ეს „ონლაინ ჟურნალი“- დიდი იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში, ის თქვენი და ჩვენი საერთო გამოცემა გახდება - ასე განსაზღვრეს ჟურნალის მიზანი და დანიშნულება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, სადაც განხორციელდა კიდეც მისი 5 ნომრის გამოცემა.სტუმარი: თამარ კობახიძე - ჟურნალისტი.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა
გადაცემა
უსაფრთხო მიგრაცია
მიგრაციის მარშრუტები | 18 ოქტომბერი, 2016
რას ნიშნავს, რომ საქართველო არის უსაფრთხო მიგრაციის ქვეყანა, რა მნიშვნელობა აქვს ამ მოვლენებთან დაკავშირებით პოტენციური მიგრანტების ინფორმირებას; ამ თემაზე დღეს თელაველ ჟურნალისტებთან ერთად მოვამზადეთ გადაცემა; მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თელავის საინფორმაციო ცენტრში გავეცნობით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის აქტუალურ საკითხებს მიგრაციის პროცესებთან დაკავშირებით.სატელეფონო ჩართვა კახეთიდან: მაკა ლეონოვი - თელავის მიგრაციის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი. გაზეთ „კახეთის ხმის“ ჟურნალისტები.სტუმარი: ანა კაკუშაძე - IOM-ის წარმომადგენელი.
წაკითხვა
გადაცემა
ახალგაზრდების განათლება და დასაქმება ემიგრაციაში
მიგრაციის მარშრუტები | 13 ოქტომბერი, 2016
როგორია ქართველი ახალგაზრდების არჩევანი მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე, რას აძლევენ ისინი უპირატესობას, რა ღირებულებები ხდება ამ დროს ანგარიშგასაწევი? როგორია მათი შინ და საზღვარგარეთ დაწყებული ცხოვრების გზა. სტუდიაში: მარიამ გოჩაშვილი - თსუ და ჯიპას მიგრაციის მართვის პროგრამის მაგისტრი.Skype ჩართვა სტამბულიდან: სოფო წკრიალაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თურქეთში. ჰოლანდიიდან: თათა ღვინიანიძე - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ჰოლანდიაში.წამყვანი: ია მახარაძე.ავტორი: ნანა ლომიძე.
წაკითხვა