საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
გადაცემა
აზარტული თამაშები და მასთან დაკავშირებული რეგულაციები
განსხვავებული აზრი | 17 მაისი, 2016
რამდენად პრობლემატურია აზარტული თამაშები, როგორც სოციალური ასევე ემოციური ასპექტით; აუცილებელია თუ არა ონლაინ-თამაშებზე მკაცრი რეგულაციების დაწესება; აქვს თუ არა ასეთი თამაშების წახალისებას ფისკალური და ეკონომიკური ეფექტი და რა რისკები უკავშირდება მას;სტუმრები: ზურა კუკულაძე - ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი; ჟურნალ " ბანკები და ფინანსების" რედაქტორი; გიორგი თოფურია - ა.ო " ქართული საქმის" დამფუძვნებელი; მარიკა არევაძე -"ახალგაზრდა ადვოკატების " წარმომადგენელი.
წაკითხვა
გადაცემა
განსხვავებული აზრი
განსხვავებული აზრი | 3 მაისი, 2016
წაკითხვა
გადაცემა
წინასაარჩევნო გამოკითხვები და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება
განსხვავებული აზრი | 26 აპრილი, 2016
სტუმრები: გივი ხაჭაპურიძე-"პი არ საკონსულტაციო ჯგუფის” დირექტორი; ლევან ჩიტაძე და მარიამ გოგოლაძე- სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის სოციოლოგები ; არჩილ კაიკაციშვილი-" ახალგაზრდა ადვოკატების" თავმჯდომარე.
წაკითხვა
გადაცემა
საარჩევნო სიები - ქართული არჩევნების აქილევსის ქუსლი
განსხვავებული აზრი | 19 აპრილი, 2016
საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საარჩევნო გარემოს და არჩევნების ლეგიტიმურობას; რატომ ვერ ხერხდება ამომრჩევლის ზუსტი რაოდენობის დაზუსტება; მორიგი არჩევნები და იგივე საარჩევნო სიები?! სიები, რომელიც ხელისუფლებას ხმების მანიპულაციის შესაძლებლობას აძლევს;მიმდინარეობს თუ არა მუშაობა ახალ საარჩევნო სიებზე; სტუმრები: მამუკა სამხარაძე-იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე; ვლადიმერ ბოჟაძე- სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორიწამყვანი: ხათუნა სვანიძე- იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტების კოორდინატორი.
წაკითხვა
გადაცემა
წიგნი და წიგნის მოვლის კულტურა
განსხვავებული აზრი | 12 აპრილი, 2016
რა ადგილი უჭირავს წიგნს ჩვენი მომავალი თაობის ცხოვრებაში, როგორ შეიძლება სკოლამ მოსწავლეს წიგნი შეაყვაროს და მისი მოვლის უნარ-ჩვევები შეასწავლოს; რას სთავაზობს სკოლებს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და როგორ აპირებს ის ამ პროცესში ჩართვას; სტუმრები: რევაზ კლდიაშვილი - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის უფროსი, ასმათ გვაზავა და თამარ დვალიშვილი - ამავე ლაბორატორიის მეცნიერ -თანამშრომლები, იზოლდა ჯიქიძე - ამავე ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი, ზაზა აბაშიძე - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, გია ქასრაშვილი - თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა სიმონეთის სკოლის დირექტორი(სატელეფონო ჩართვა)
წაკითხვა
გადაცემა
სადაო ქონება
განსხვავებული აზრი | 5 აპრილი, 2016
რა ბედი ეწია ნაციონალების ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას " ოცნების" ხელისუფლების პირობებში.მოხერხდა თუ არა ოთხი წლის მანძილზე არცთუ მცირე რაოდენობის სადაო ქონების კანონიერი მესაკუთრეებისთვის დაბრუნება; სტუმრები: რამაზ ახვლედიანი და ნუგზარ ჯაყელი- მოდავეები და არჩილ კაიკაციშვილი- ა.ო"ახალგაზრდა ადვოკატების" დამფუძვნებელი და თავმჯდომარე;
წაკითხვა
გადაცემა
ქალაქის განაშენიანება - ქალაქის იერსახე და უსაფრთხოება
განსხვავებული აზრი | 29 მარტი, 2016
სივრცითი დაგეგმარება და სამშენებლო პოლიტიკა; რა ნორმები მოქმედებს დღეს საქართველოში შენობა-ნაგებობების დაგეგმარებისა და მშენებლობისთვის.სტუმრები: საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შორენა ბუხრაშვილი; საკრებულოს ადამინის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, დიმიტრი ლორთიფანიძე - უფლებადამცველი.წამყვანი: ჟურნალისტი ეკა გულუა.
წაკითხვა
გადაცემა
იმიტირებული სასამართლო პროცესები მოსწავლეთა მონაწილეობით
განსხვავებული აზრი | 22 მარტი, 2016
რა მნიშნველობა აქვს სასკოლო განათლების პროცესში კლასგარეშე აქტივობებს;რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბების სკოლის მერხიდან დაწყება; სკოლა და საზოგადოება.სტუმრები: ანა ხარაიშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკის დირექტორი;ალექსანდრე პაპიაშვილი - ევროკავშირის სამართლის მაგისტრი.მარიამ ლომიძე - სკოლა "ერუდუტის" სამოქალაქო განათლების პედაგოგი.მოსწავლეები - ანა გარუჩავა და ანი გორგაშელი.
წაკითხვა
გადაცემა
ქალის ფენომენი საქართველოში.
განსხვავებული აზრი | 8 მარტი, 2016
ქართველი ქალის როლი ქვეყანაში , რომელიც მთელი ისტორიის მანძილზე გადარჩენისთვის და საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის იბრძოდა; რა იყო მათი მთავარი საფიქრალი და დანიშნულება; ქალი ოჯახში და ქალი სახელმწიფოში; როგორ აძლიერებდნენ , ერთი შეხედვით, სუსტი სქესის, წარმომამადგენლები მუდმივად არასასურველი გარემოცვაში მყოფ ქვეყანას ; როგორ შვილებს უზრდიდნენ ქართველი დედები სამშობლოს და რამდენად დიდია ქართველი ქალის როლი მამულისა და რწმენის შენარჩუნებაში; ტრადიცია და თანამედროვეობა; რა როლს ასრულებენ ქალბატონები დღეს ქვეყანაში, რომელიც ისევ და ისევ“ ბრძოლის ველზეა “ .......სტუმრები: თემურ ქორიძე -ლიტერატორი თეონა დოლენჯაშვილი-მწერალინინო თომაძე- ისტორიკოსი.
წაკითხვა
გადაცემა
რადიომაუწყებლობა სკოლებში
განსხვავებული აზრი | 1 მარტი, 2016
სტუმრები: შოთა მალაზონია - თბილისის 60-ე საჯარო სკოლის დირექტორი.ეთო ხაბურძანია - 60-ე საჯარო სკოლის მოსწავლე; თვითმართველობის წევრი.გიორგი ჩხეიძე - 60-ე საჯარო სკოლის მოსწავლე; ამავე სკოლის რადიოს წამყვანი.
წაკითხვა
გადაცემა
ტრანსპორტი და პარკირება
განსხვავებული აზრი | 23 თებერვალი, 2016
პარკირების თანამედროვე სისტემები . რას გულისხმობს მრავალსართულიანი პარკინგ სისტემა და მისაღებია თუ არა ის დედაქალაქისთვის;სტუმრები: გოჩა ბაბუნაშვილი-საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე; თეიმურაზ შარვაძე-ივერია-მოტორსის დამფუძვნებელი;გიორგი ქიშმარია-ივერია-მოტორსის იურისტი; წამყვანი: ეკა გულუა-ჟურნალისტი
წაკითხვა
გადაცემა
სიყვარული და თანამედროვე ყოფა
განსხვავებული აზრი | 16 თებერვალი, 2016
სიყვარულის უნარი-გრძნობა , რომელიც არაფერს ემორჩილება თუ გრძნობა , რომელსაც დრომ აჯობა; აწუხებს თუ არა დღეს კაცობრიობას უსიყვარულობა და არის თუ არა ეს დღეს მთავარი დამაბრკოლებელი; ვახერხებთ თუ ვერა მოყვასის სიყვარულს;სად გადის ზღვარი ჭეშმარიტსა და მოჩვენებით გრძნობას შორის ;იქცა თუ არა ეგოიზმად უნარი , რომელიც თავგანწირვასთან ასოცირდებოდა; "თუ სიყვარული გვექნება , ყველაფერი იქნება" ,-ბრძანებს საქართველოს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში.სტუმრები: თემურ ქორიძე - ლიტერატორი; ბესო გვაზავა - დოქტორანტი; ლადო კახაძე - ექიმი.
წაკითხვა
გადაცემა
რადიაციული და ბირთვული პროდუქტები და მისი კონტროლი
განსხვავებული აზრი | 9 თებერვალი, 2016
როგორ კონტროლდება ორმაგი დანიშნულების პროდუქტის ექსპორტი საქართველოში; რა ვალდებულებები აქვს საქართველოს და რომელი სამთავრობო უწყება გასცემს ლიცენზიას მის შემოტანაზე; როგორ არეგულირებს ამ პროცესს კანონმდებლობა; როგორია რადიაციული და ბირთვული პროდუქტის კონტროლის ამერიკული და ევროპული სისტემა.სტუმრები: შორენა ლორთქიფანიძე და ირაკლი მჭედლიშვილი - "სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში" წარმომადგენლები;მარიამ ჭაბაშვილი - ფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი.გელა გელაძე - დაავადების კონტროლის ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამართველოს უფროსი.ლელა ბაქანიძე - აგრალური უნივერსიტეტის პროფესორი.
წაკითხვა
გადაცემა
ბულინგი სკოლებში
განსხვავებული აზრი | 2 თებერვალი, 2016
რატომ და რის გამო ჩაგრავენ თანამედროვე სკოლებში თანატოლები ერთმანეთს; რამდენად ღია და თვალშისაცემია ურთიერთდამოკიდებულების ეს მეთოდი სხვა ბავშვებისთვის , პედაგოგებისა თუ სკოლის ადმინისტრაციისთვის და როგორ რეაგირებენ ისინი ამაზე. ვინ ჩაგრავს და ვინ არის დაჩაგრული; რა გავლენას ახდენს ეს ყოველივე მოზარდის ფსიქიკაზე და ვინ არის პასუხისმგებელი შედეგზე;სტუმრები: თამარ კაპანაძე - პირველი გიმნაზიის დირექტორი.თამთა ნეკაშვილი - ამავე სკოლის ფსიქოლოგი.თამაზ ახობაძე - არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის წარმომადგენელი.გიორგი ბურჯანაძე - ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელი.
წაკითხვა
გადაცემა
ჩემი თაობის სათქმელი
განსხვავებული აზრი | 26 იანვარი, 2016
რამდენად ახერხებენ ახალგაზრდები მომავალი პროფესიის არჩევას? რამდენად ხშირად ერევიან ამ არჩევანში მშობლები? რომელი პროფესიები იზიდავს მათ? ეხმარება თუ არა სკოლა მოსწავლეებს მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში? ეს და სხვა თმები იყო გადაცემის დისკუსიის საგანი. რა აწუხებს ახალგაზრდობას? რამდენად ადვილად გასაგებია ამ თაობის ხმა და რა არის მათი სათქმელი?სტუმრები: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან შოშიაშვილი ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებს - დემეტრე ლომაძეს, ელენე კაპანაძეს და შორენა ღვაჭლიანს უმასპინძლა.
წაკითხვა
გადაცემა
საარჩევნო გარემო და მოახლოვებული არჩევნები
განსხვავებული აზრი | 12 იანვარი, 2016
 ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ცვლილებები პოზიტიურია, თუმცა არასაკმარისი,- განაცხადეს საზოგადოებრივი რადიოს ეთერში არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა; როგორც " განსხვავებული აზრის" სტუმრებმა აღნიშნეს, საარჩევნო კანონით შემოთავაზებული მოდელი, რომელიც ოლქების გაფართოებას და მაჟორიტარებისთვის 50% ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს, მომავალ არჩევნებზე ამომრჩევლის დაბნევას გამოიწვევს და მას ოლქთან იდენტიფიცირებაში შეუშლის ხელს; მათი აზრით , ხელისუფლებას საარჩვენო კოდექსზე მუშაობის პროცესი უფრო გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა წარემართა; გადაცემის სტუმართა პოზიციით, მომავალში ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა შემუშავდეს, რომელიც ქვეყანაში არსებულ რეალობას მოერგება; ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ დარჩენილ პერიოდში არსებული ხარვეზების გამოსწორება მოხერხდება და საქართველოში სამართლიანი არჩევნების იდეა საბოლოოდ არ დაიკარგება; " ხალხი აუცილებლად უნდა მივიდეს  არჩევნებზე და თავად მართოს პროცესები",- განაცხადა გადაცემის მოწვეულმა წამყვანმა არჩილ კაიკაციშვილმა;სტუმრები: ელენე ფილეევა - კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ლელა ტალიაური
წაკითხვა
გადაცემა
ქართული მართლმსაჯულება და სამართლიანი სასამართლო
განსხვავებული აზრი | 29 დეკემბერი, 2015
რა ხდება "ოცნების" ხელისუფლების მმართველობის პირველი ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე სასამართლო ხელისუფლებაში; იმსახურებს თუ არა მოსამართლის მანტიას სტრასბურგისთვის გამაოგნებელ სამართლზე ხელმომწერი მოსამართლე; მორალი თუ კანონი- რას ითხოვს საზოგადოება და სად არის სამართალი; სად არის პრობლემა, რა უშლის ხელს სამართლიანი სასამართლოს შექმნას საქართველოში და საით იხრება სასწორი; სტუმრები: არჩილ ჩოფიკაშვილი - კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი.  ნაზი ჯანეზაშვილი - საქართველოს მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელი დირექტორი. სატელეფონი ჩართვით: ლია მიხაშავრია - ადვოკატი.
წაკითხვა
გადაცემა
ქართული ეკლესია გუშინ და დღეს
განსხვავებული აზრი | 22 დეკემბერი, 2015
საქართველოში მცხოვრები მონიფიზიტები და სომხეთის ეპარქიასა და ქართულ ეკლესიას შორის არსებული სადაო ეკლესიები; რომელი 442 ეკლესიის გადაცემას ითხოვს სომხური ეპარქიის ხელმძღვანელი სომხური ეპარქიის საკუთრებაში და არის თუ არა ამ ჩამონათვალში ქართული წარმომავლობის ეკლესიები; როგორია მეცნიერული კვლევის შედეგები და ქართველ მეცნიერთა არგუმენტები.სტუმრები: ქეთევან შოშიაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ბონდო არველაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
წაკითხვა
გადაცემა
შეწყალების ქართული მოდელი
განსხვავებული აზრი | 15 დეკემბერი, 2015
პატიმრების შეწყალება - ჰუმანური აქტი თუ კორუფციული გარიგების შედეგი. როგორ და რატომ იწყალებენ საქართველოში? რატომ ჩნდება კითხვები საზოგადოებაში?  არის თუ არა შესაცვლელი დღეს მოქმედი მოდელი?სტუმრები: არჩილ კაიკაციშვილი - იურისტი; ა.ო " ახალგაზრდა ადვოკატების"  ხელმძღვანელი. ლაშა გიორგაძე - "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი".ლევან გოგიჩაიშვილი - "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი".
წაკითხვა
გადაცემა
მარჯვენა საჭე და მოძრაობის უსაფრთხოება
განსხვავებული აზრი | 8 დეკემბერი, 2015
ფერხებს თუ არა საგზაო მოძრაობას მარჯვენასაჭიანი ავტომობილები; არის თუ არა მარჯვენა საჭე საგზაო წესების ხშირი დარღვევის მიზეზი და რამდენად მისაღებია მოსალოდნელი შეზღუდვები; რა შედეგს მოიტანს ეს და სხვა ახალი საგზაო რეგულაციები და გახდება თუ არა საქართველოს გზებზე ავტომობილებით და ფეხით გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო;სტუმრები: შალვა ოგბაიძე-საკრებულოს დეპუტატი; საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ; ეკა ლალიაშვილი- "ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისათვის" წარმომადგენელი; შალვა ბუაჩიძე- ჟურნალ " ავტობილდის" ჟურნალისტი;
წაკითხვა