სწორუპოვარი მოღვაწე და მამულიშვილი – ლადო აღნიაშვილის 155 წლისთავი
ჩვენი საგანძური | 11 აპრილი, 2015
გადაცემა ეძღვნება
გამოჩენილ ქართველ პედაგოგს, ლექსიკოგრაფს, ეთნოგრაფს, ფოლკლორისტს, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს, ქართული ხალხური სიმღერების ეთნოგრაფიული გუნდის, ე.წ. ,,ქართული ხოროს” შემქმნელს ლადო აღნიაშვილს. დაიბადა 1860 წელის 23 იანვარს თელავის მაზრის სოფელ შილდაში (ყვარლის რაიონი). მშობლები: მამა – სოფელ შილდის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი და ბლაღოჩინი დიმიტრი აღნიაშვილი, დედა ეკატერინე
აღნიაშვილი. დიმიტრი აღნიაშვილს მრავალშვილიანი ოჯახი ჰყავდა – 9 შვილი: რომანი, ილია, ლადო, ნიკოლოზი, ნუშო, ნინო, ვანო, ანა, ქეთევანი. სამწუხაროდ, საზოგადო საქმეებით გატაცებულ ლადო აღნიაშვილს ოჯახი არ შეუქმნია. ლადო აღნიაშვილის ბავშვობა და ყრმობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ოჯახურ წეს-ჩვეულებებთან. მის მშობლიურ სოფელ შილდასთან, მის სახელოვან ტრადიციებთან. აქაურები იყვნენ დედას ლევანა (აბასაშვილი), მერი შილდელი, ლადო აღნიაშვილი. 1868 წელს იგი შევიდა სოფელ შილდის #1 სასოფლო სასწავლებელში, რომელიც იმ წელს მისი მამის ინიციატივით გაიხსნა. 1872 წელს დაამთავრა
დაწყებითი სკოლა. 1872-77
წლებში სწავლობდა თელავის სასულიერო სემინარიაში. 1877-81 წლებში გორის სამასწავლებლო სემინარიაში. 1881 წელს დაინიშნა ქართული და რუსული ენების პირველ მასწავლებლად ტფილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში (ინსპექტორი – ნიკო ლომოური). 1883-93 წლებში მუშაობდა ტფილისის ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში. ლადო აღნიაშვილის პირველი ლექსიკოლოგიური მცდელობები უკავშირდება რუსული ენის სახელმძღვანელოს და რუსულ-ქართული უბის ლექსიკონის გამოცემას. 1883 წელს გამოსცა სახელმძღვანელო ,,პირველი
ნაბიჯი
რუსული
ენის
შესწავლაში
დაწყებითი
ქართული
სკოლებისათვის”. 1887 წელს გამოიცა ლადო აღნიაშვილის რუსულ-ქართული (,,ნამცეცა”) უბის ლექსიკონი. ამავე წელს ლ. აღნიაშვილის ინიციატივით საძირკველი ჩაეყარა ,,ქართველთა წიგნების გამომცემელ ამხანაგობას”. განსაკუთრებულია მისი წვლილი ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიაში. შეადგინა და გამოაქვეყნა ქართული ხალხური ზღაპრების კრებული, რომელიც საფუძვლად დაედო მარჯორი უორდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილ „ქართულ ხალხურ ზ
წაკითხვა