საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
მანანა ჩიტიშვილის პოეზია
ჩვენი საგანძური | 8 ნოემბერი, 2014
მანანა ჩიტიშვილზე ჩვენგან უდროოდ წასული მშვენიერი პოეტი ბორენა ჯაჭვლიანი წერილში „მშვენიერია ფიქრი პოეტზე“, წერდა: „სადაც არ უნდა იყოს, ფიქრით ქსნის ხეობას დაატარებს. ფიქრშივე გაუყვება მთებს შორის ჩარჩენილ ბილიკს და უსათუოდ იმ ადგილს მიაღწევს, ცა უფრო მაღალი რომაა, მზე უფრო მცხუნვარე და თითქოს უფრო მეტ სითბოდ გადმოღვრილი. არის ამ სიყვარულში რაღაც იდუმალი, ბოლომდე უთქმელი, ფერებმიუგნებელი, ჯერაც ხელშეუხებელი. ასე მხოლოდ ის უყვართ, რასაც თუ ვისაც სულის ნაწილად ჩათვლიან. ამგვარი სიყვარულისთვის იბადებიან. იბადებიან ერთხელ და სამუდამოდ. მანანა ჩიტიშვილსაც საქართველოსა და ქართული სიტყვისადმი განსაკუთრებული სიყვარული გამოარჩევს. ეს სიყვარული ასაზრდოებს და შთააგონებს. მისი აღმაფრენაც ესაა. მფარველი ანგელოზივით თან დაჰყვება და არც ერთი სიტყვა არ დასცდენია ამ დიდი მადლის გარეშე. მშვენიერია ფიქრი ამ პოეტზე. როცა მასზე ფიქრობ, ყველგან პოეზიაა, რადგან ის და ლექსი თითქოსდა ერთია - ორივე მშვენიერია“. სტუმრები: მანანა ჩიტიშვილი, ილამაზ მიწიშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, ერეკლე საღლიანიავტორი და წამყვანი ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
გეორგ ბუხნერის თხზულებები და მისი მთარგმნელი
ჩვენი საგანძური | 1 ნოემბერი, 2014
გერმანისტები საკმაოდ შრომატევად საქმიანობას ეწევიან, რათა გერმანულენოვანი ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწარმოებები ქართული მწერლობისა და ქართული კულტურის საგანძური გახადონ. ამ  თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია ბ-ნ ზურაბ აბაშიძის მიერ თარგმნილი დრამატურგის, პროზაიკოსის, პოეტის, პამფლეტისტის, მეცნიერ-ექსპერიმენტატორისა და ფილოსოფოსის გეორგ ბიუხნერის თხზულებანი.  გავეცნობით სიტყვაკაზმული მწერლობის ჯადოქრად სახელდებული შემოქმედის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომელსაც განგებამ მხოლოდ 23 წლის სიცოცხლე არგუნა.                            სტუმრები: ნაირა მაჭარაშვილი, ზურაბ აბაშიძე, დავით ბარბაქაძე.                              ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
გურამ შარაძის გახსენება
ჩვენი საგანძური | 25 ოქტომბერი, 2014
„ჩვენი საგანძურის“ დღევანდელ გადაცემაში ვიხსენებთ ცნობილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, პირველი თაობის ქართველ ემიგრანტთა მეოხსა და მოჭირნახულეს, მრავალი მამულიშვილური საქმის მოთავესა და განმახორციელებელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტს, პროფესორ გურამ შარაძეს, რომელიც 2007 წლის 20 მაისს, დღისით–მზისით ვერაგულად გამოასალმეს სიცოცხლეს თბილისის ცენტრში.   თვალი გადავავლოთ გურამ შარაძის განვლილი ცხოვრების გზას, რათა ნათლად წარმოვიდგინოთ თუ რა ასულდგმულებდა, რით  ცხოვრობდა მკლავმოუღლელი მეცნიერი. 1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქ. მახარაძის #3 საშუალო სკოლა და იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1963 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის სპეციალობით. 1966 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, ხოლო 1975 წელს გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1967 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1968-2007 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა მეცნიერი თანამშრომლისა და სწავლული მდივნის თანამდებობებიდან ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელობამდე. 1991–92 წლების მიჯნაზე იყო საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ხოლო 1994 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი. 1997 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. ამას გარდა, შარაძე იყო საქ. ლიტერატურათმცოდნეობის  აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის და რამდენიმე სხვა დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის, ჟურნალისტთა კავშირის და პარიზის ერო
წაკითხვა
ანით, სისხლით და ჰოეთი ქართველი პოეტი
ჩვენი საგანძური | 28 სექტემბერი, 2014
პოეტური კრებულის წინასიტყვაობაში პოეტი ლაშა ნადარეიშვილი წერს: „ლევან ფანჩვიძე ხან ნიკალასავით ხატავს ქართულ ზეცას და ხან წიწამურთან ახვედრებს გულს ათასი ჯურის ბერბიჭაშვილების ნასროლ ტყვიას; მტერთაგან ვერმოკლული მღვდელი თევდორეს ერთგულებით ურევს გზას ყიზილბაშებს, რათა გალაკტიონივით გამოაღოს ფანჯარა და სამშობლოს უერთგულეს ჯარისკაცთა სავანეში პოეზიის ქარაფებიდან გადაეშვას! ლევან ფანჩვიძე, ანით, სისხლით და ჰოეთი ქართველი პოეტია - იგი ცოცხლობს გალაქტიკათა მუსიკით და სატევარივით მოქნეული ქართული სიტყვით; მოთმინებით დარაჯობს უფლის სავანეს და შემდეგ ფიცხი ხევსურივით ეშვება მთიდან საქართველოსათვის დაწყებული დიდი ომის მოსაგებად!სტუმარი; ლევან ფანჩვიძეავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ემირ ბურჯანაძესთან გამოთხოვება
ჩვენი საგანძური | 20 სექტემბერი, 2014
გარდაიცვალა ცნობილი მხატვარი, გრაფიკოსი და ჰერალდიკოსი, თბილისის გერბისა და სხვა სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკის ავტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე ემირ ბურჯანაძე. ქართულმა კულტურამ და ხელოვნებამ უდიდესი დანაკლისი განიცადა, მხატვართა დიდი საძმოდან წავიდა დიდებული შემოქმედი, ჭეშმარიტად ქართველი ვაჟკაცი, რომლის ნიჭიერება თავიდანვე მრავალი მიმართულებით განვითარდა და უბრწყინვალესი ნიმუშებით გაამდიდრა ქართული სახვითი ხელოვნების არც თუ ღარიბი გალერეა.წავიდა ჩვენგან რაინდული თვისებების მქონე, სამშობლოსა და თავის ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული პატრიოტი ხელოვანი, რომლის ხსოვნას დავიწყება არ უწერია და თაობიდან თაობას გადაეცემა  ღირსეული მამულიშვილობის მაგალითად.ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ სოფელ ღორეშაში
ჩვენი საგანძური | 13 სექტემბერი, 2014
23-24 აგვისტოს ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშაში ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი  „ოდეონი“, რომლის ინიციატორი და სულისჩამდგმელი გახლდათ ხარაგაულის რეზო  თაბუკაშვილის სახელობის ერთი მსახიობის ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი და მისი ხელმძღვანელი,  ჭეშმარიტი მამულიშვილი, ყველასთვის საყვარელი ქალბატონი იზა ვეფხვაძე. კონკურსში გამარჯვებულები გახდნენ 1.ირმა მალაციძე, 2.ლელა ცუცქირიძე, 3.ლევან ლორია. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ  ბ-ნი როსტომ ჩხეიძე, ლიტერატურულ ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ მთავარი რედაქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ აგრეთვე მწერალი, კრიტიკოსი, ლიტერატურულ პრემია „საბას“ ლაურეატი ელგუჯა თავბერიძე;  მწერალი და კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი,  პროფესორი ნინო ვახანია;  კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი,  პროფესორი ნანა კუცია, მწერალი, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი მაია ჯალიაშვილი  და  ივანე ჯაფარიძე, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, დავით აღმაშენებლისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატი,გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. კონკურსი „ოდეონი“ მთელი საქართველოს მასშტაბით, ღორეშაში, მემორიალური მუზეუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ ჩატარდა. ამჯერად კონკურსის თემა  იყო - „ნაპირი.“ 37 კონკურსანტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა. დაწესებული იყო ფულადი პრემიები 500, 300 და 200 ლარი პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული კონკურსანტებისთვის.         ღორეშის მუზეუმის დირექტორმა პავლე ჯიბუტმა  პრემია 200-200 ლარით გაზარდა. ამიტომ პირველ ადგილზე გასულმა კონკურსანტმა მიიღო 700 ლარი, მეორე ადგილზე გასულმა – 500 ლარი, მესამე ადგილის მფლობელმა კი – 400 ლარი.  &
წაკითხვა
„გოდება იერემიასი“ - ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობისა და თანაცხოვრების საიუბილეოდ
ჩვენი საგანძური | 12 ივლისი, 2014
რადიომსმენელს არაერთი გადაცემა შევთავაზეთ ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვან თანაცხოვრებასა და ურთიერთობებზე, რასაც ჩვენი მსმენელის დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ქართველ ხალხში და საერთოდ, საქართველოში ძალიან დიდია ჩვენს გვერდით მცხოვრები ებრაელების მონატრება, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი ალიის შემდეგ დაუბრუნდა აღთქმულ მიწას. დღეს ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის, ჟურნალისტის, ლიტერატორის, ქართულ-ებრაული კულტურების მკვლევრის ბატონ ირაკლი (ისაკ) კრიხელის მიერ ხუთ ელეგიად წარმოდგენილ ნაშრომს „გოდება იერემიასი“ გთავაზობთ, რომელსაც ბ-ნ ირაკლისთან ერთად კითხულობენ ხარაგაულის რევაზ თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი ქ-ნი იზა ვეფხვაძე,პოეტები ერეკლე საღლიანი, გიორგი მელუა და სევარიონ ნადირაძე.    სტუმრები: ზაირა დავარაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის 26-საუკუნოვანი იუბილის აღმნიშვნელი სამთავრობო კომისიის წევრი, იზა ვეფხვაძე, ირაკლი (ისაკ) კრიხელი.       ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილისათვის მზადება
ჩვენი საგანძური | 5 ივლისი, 2014
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2014 წელი გამოცხადებულია ქართულ-ებრაული ურთიერთობისა და 26-საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლად. ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის საინფორმაციო მხარდამჭერი, სხვებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებელიც გახლავთ და მათ შორისაა ჩვენი საავტორო პროგრამა „ჩვენი საგანძური“.  ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობა და თანაცხოვრება წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენი ორი ერის საგანძურს, არამედ მსოფლიო საგანძურს, რადგან ამ ურთიერთობას ანალოგი არ გააჩნია დედამიწის ზურგზე. დასკვნითი საიუბილეო ზეიმი 20-23 ოქტომბერს გაიმართება თბილისში.               სტუმრები: ჯამლეტ ხუხაშვილი – ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის 26-საუკუნოვანი იუბილის სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარე. გივი ღამბაშიძე - ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის პრეზიდენტი, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის დირექტორი. ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.
წაკითხვა
პაოლო იაშვილის გახსენება
ჩვენი საგანძური | 28 ივნისი, 2014
გადაცემა ეძღვნება ცნობილი ქართველი პოეტის, მთარგმნელის, ესეისტის, ცისფერყანწელთა  პოეტური ორდენის ერთ-ერთი დამაარსებლის პაოლო იაშვილის ხსოვნას. პაოლო იაშვილის მთელი შემოქმედება და მისი ცხოვრების მრავალი ასპექტი ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს ეროვნულ საგანძურს. შეიძლება ითქვას, მისი სიკვდილიც კი ვაჟკაცობის, რაინდობისა და გმირობის მაგალითად დარჩა მომავალ თაობებს. სტუმრები: ბაო მოდებაძე, ზეინაბ ლომჯარია, რევაზ კვერენჩხილაძე. ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე                                                
წაკითხვა
მეხსიერებით შემონახული საგანძური - ნუგზარ ელიოზიშვილი
ჩვენი საგანძური | 21 ივნისი, 2014
საუბარია ცხინვალის ძველ ამბებსა და ელიოზიშვილთა გვარის ცხინვალში ცხოვრება-მოღვაწეობაზე.სტუმარი: ნუგზარ ელიოზიშვილიავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
სამშობლოსა და ლექსზე მლოცველი - პოეტი ნოდარ ჯალაღონია 80 წლისაა.
ჩვენი საგანძური | 14 ივნისი, 2014
გადაცემა ეძღვნება ღირსეულ მამულიშვილს, ცნობილ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ბ-ნ ნოდარ ჯალაღონიას, რომელსაც დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. ბ-ნი ნოდარის მთელმა ცხოვრებამ სამშობლოზე ფიქრსა და დარდში გაიარა. სამშობლოს სიყვარულისთვის მის თავზე მრავალმა ქარტეხილმა გადაიარა, მაგრამ როგორც მებრძოლსა და რაინდს შეეფერება, ყოველივეს გაუძლო და ჩვენი ქვეყნის ავბედითი მოვლენების ისტორია მის მართალ და გულწრფელ ლექსებში, მის დიდებულ პოეზიაში, წერილებსა თუ ნარკვევებში აისახა. სტუმრები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები ეთერ მგალობლიშვილი, მანანა ტაბიძე, სოსო სიგუა და მურმან თავდიშვილი.ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
მეუფე-პოეტი - მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი „ჩვენი საგანძურის“ სტუმარი
ჩვენი საგანძური | 7 ივნისი, 2014
გადაცემა    ეძღვნება ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილს, მარაბდელ მიტროპოლიტს, მეუფე თადეოზს. რადიომსმენელს გავაცანით იგი, როგორც  მშვენიერების მეხოტბე, სიკეთისა და სიყვარულის მქადაგებელი მოძღვარი და გულწრფელი,  მართალი პოეტი. სტუმრები: მეუფე თადეოზი, საქართველოს რადიოს ყოფილი დიქტორი თამაზ ჭყონია, პოეტი ტარიელ ხარხელაური და სამების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ფარეშიშვილი.     ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე      
წაკითხვა
„ლევილის საქართველო“
ჩვენი საგანძური | 31 მაისი, 2014
26 მაისს  - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ემიგრაციის მუზეუმში შევიკრიბეთ, სადაც აღინიშნა ეს მნიშვნელოვანი თარიღი და პატივი მივაგეთ იმ ღირსეულ ადამიანთა ხსოვნას, რომელთაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამ შეკრებას ესწრებოდა საფრანგეთიდან ჩამობრძანებული საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთიანი ფრთის ყოფილი თავმჯდომარის ელისე პატარიძის ვაჟი,საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ყოფილი თავმჯდომარე, საფრანგეთში პირველი ქართული ვებ-გვერდის  Samshoblo.org-ის დამაარსებელი, საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქე ბ-ნი ოთარ პატარიძე და რახან ბ-ნი ოთარი თბილისში მოვიხელთეთ, ბუნებრივია, იგი სტუდიაში მოვიწვიეთ. სტუმრები: ოთარ პატარიძე, პროფესორები ოთარ ჯანელიძე და პაატა სურგულაძე. ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ილტოსპირელის ნახევარსაუკუნოვანი იუბილე
ჩვენი საგანძური | 24 მაისი, 2014
გადაცემა ეძღვნება შესანიშნავ პოეტს, მწერალს, ლიტერატორს, კაფიის ოსტატს, თავისი ქვეყნის ღირსეულ შვილს მიხეილ ღანიშაშვილს, რომელსაც დღეს ნახევარსაუკუნოვანი იუბილე აქვს. ამ გადაცემით გვსურს მივეფეროთ, სიყვარული და პატივისცემა გამოვხატოთ მეგობრისა და პოეტის მიმართ.                                            სტუმრები: მიხეილ ღანიშაშვილი, ტრისტან მახაური, სევარიონ  ნადირაძე.ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ტყვიით განგმირული პოეტი ქალი
ჩვენი საგანძური | 17 მაისი, 2014
   20 წლის წინათ აფხაზეთში დატრიალებულმა ძმათამკვლელმა ომმა მრავალი უბედურება მოუტანა საქართველოს. ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ ომმა და მათ შორის განსაკუთრებით შემზარავი იყო უმშვენიერესი პოეტი ქალბატონის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის დახვრეტა. ბარბაროსობაა, რომ ტყვია ესროლეს პოეტს, ჰუმანისტს, სიყვარულისა და სიკეთის მქადაგებელ ქალს, ეს იყო არაადამიანურობის, ველურობის გამოვლენის უმაღლესი საფეხური. სტუმრები: აზა ჯღამაძე, იზო ცარციძე, მაია ტყემალაძე, დარეჯან ხვედელიძე, თეკლა გოცაძე.  ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე                      
წაკითხვა
დიდი ბუნებისმეტყველები - ჩვენი მასწავლებლები
ჩვენი საგანძური | 10 მაისი, 2014
ვიხსენებთ მეცნიერ-ბუნებისმეტყველებს ალექსანდრე ჯანელიძეს, ივანე კახაძეს, პეტრე გამყრელიძეს, მედეა უზნაძეს, ქეთევან (კიწი) ნუცუბიძეს და სხვებს, რომელთაც თვალსაჩინო კვალი დატოვეს ქართული გეოლოგიური სკოლის შექმნა-ჩამოყალიბებაში და არაერთი გამორჩეული მკვლევარი აზიარეს დიდ მეცნიერებას. ჩვენ, გადაცემის სტუმრები და მასპინძელიც, ამ დიდებული პიროვნებების აღზრდილები ვართ და ვცდილობთ არასოდეს დავივიწყოთ მათი სახელები. სტუმრები: გეოლოგები, მეცნიერებათა დოქტორები ვახტანგ ანანიაშვილი, ნოდარ ცერცვაძე, პროფესორი ვერნი ალფაიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი მიხეილ კაკაბაძე.ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჯემალ მელქაძესთან დამშვიდობება
ჩვენი საგანძური | 3 მაისი, 2014
მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი, მსახიობი და რეჟისორი, მხატვრული კითხვის ოსტატი, საქართველოს რადიოს ყოფილი დიქტორი ჯემალ მელქაძე. ჯემალ მელქაძის ცხოვრების დიდმა ნაწილმა  ჩვენს თვალწინ გაიარა. მან წესიერი კაცის ცხოვრებით იცხოვრა და ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან, ჩვენ კი დაგვიტოვა სამუდამო ტკივილი, რომ აღარ გვექნება მასთან შეხვედრისა და მეგობრული ურთიერთობის შესაძლებლობა. ამ გადაცემით გვსურს ჩვენი სიყვარული გამოვხატოთ და პატივი მივაგოთ ჩვენი მეგობრის ხსოვნას.              სტუმრები: ზურაბ კანდელაკი, თამაზ ჭყონია და ხათუნა ბაქრაძე.            ავტორი და წამყვანი:  ივანე ჯაფარიძე     
წაკითხვა
ნოდარ ცერცვაძე, იგივე ოჩო 85 წლისაა
ჩვენი საგანძური | 19 აპრილი, 2014
გადაცემა ეძღვნება  სასიქადულო მამულიშვილს,  ქართული მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენელს, არაერთი შესანიშნავი წიგნის ავტორს, ბუნებისმეტყველსა და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოში „ოჩოს“  მეტსახელით  ცნობილ  ნოდარ ცერცვაძეს, რომელსაც   დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა.ნოდარ ცერცვაძე ქართული გეოლოგიური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელმაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ჰიდროგეოლოგიის შესწავლისა  და წინსვლა-განვითარების საქმეში. ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანია მისი სამწერლო  მოღვაწეობა. მან ორ წიგნად  გამოსცა ავტობიოგრაფიული  ჩანაწერები და მოგონებები სათაურით „ასე იყო“, „ასეც იყო“, მშვენიერი მოგონებები გურამ ასათიანზე, დაასრულა წიგნი თემიკო ჩირგაძეზე. შეადგინა კოლეგისა და  მშვენიერი პოეტის, უდროოდ წასული ჯანო გიორგაძის წიგნი  „სათოფურებით  ჩავხედე  წარსულს“,  რითაც უკვდავების ძეგლი დაუდგა ულამაზესი სულის რაინდ მეგობარს. თავისი პირველი  წიგნის  წინათქმაში ნოდარ ცერცვაძე წერდა: „ჩემი თაობა ჩამოყალიბდა
წაკითხვა
ზურაბ ანჯაფარიძის გახსენება
ჩვენი საგანძური | 12 აპრილი, 2014
ვიხსენებთ ქართული საოპერო ხელოვნების უბრწყინვალეს წარმომადგენელს, შესანიშნავ ტენორს, ქართველი ხალხის უსაყვარლეს მომღერალს ზურაბ ანჯაფარიძეს. სტუმრები: ზურაბ ანჯაფარიძის მეუღლე ქ-ნი მარინე მაჭავარიანი, შვილი - ზურაბ ანჯაფარიძე (უმცროსი), ბავშვობის მეგობარი ბ-ნი ნიკო ხატიაშვილი, პარტნიორი და უმცროსი მეგობარი, მომღერალი ელდარ გეწაძე.გადაცემის ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე 
წაკითხვა
საქართველოს დაცული ტერიტორიები
ჩვენი საგანძური | 29 მარტი, 2014
გადაცემა ეძღვნება ჩვენი ულამაზესი ქვეყნის საგანძურს - საქართველოს  ბუნებას, რომლის გადასარჩენად და წარმოსაჩენად იღვწის საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში შემავალი სხვადასხვა სტრუქტურები, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა. სწორედ ამ სააგენტოს საქმიანობაზეა საუბარი გადაცემაში.  სტუმრები: დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბ-ნი რატი ჯაფარიძე და ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი ბ-ნი  გიორგი დვალაშვილი.     ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე        
წაკითხვა