საქართველოზე ფიქრში უმწიკვლოდ განვლილი გზა - უხუცესი ქართველი ემიგრანტი პეტრე ხვედელიძე 95 წლისაა
ჩვენი საგანძური | 22 ივნისი, 2013
ვაშინგტონში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს, უხუცეს ქართველ ემიგრანტს პეტრე ხვედელიძეს 25 ივნისს დაბადებიდან 95 წელი უსრულდება და ჩვენ, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები ვალდებულნიც კი ვართ ეს საიუბილეო თარიღი სათანადოდ აღვნიშნოთ, რადგან პეტრე ხვედელიძეს ერთი წამითაც არ უცხოვრია საქართველოსა და ჩვენზე ფიქრის გარეშე. ძალზე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ბ-ნი პეტრე თავის დაბადების დღეს აღნიშნავს ვაშინგტონის სამხედრო ჰოსპიტალში მძიმედ დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს აქ გადიან. ბ-ნი პეტრე ის პიროვნებაა, რომელიც თავისი ასაკის მიუხედავად, თითქმის ყოველდღე აკითხავს ჩვენს ჯარისკაცებს და მორალურად თუ ფსიქოლოგიურად ამხნევებს, რწმენას უნერგავს მათ. როგორც კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ბ-ნი ნიკო თოფურია აღნიშნავდა - „ბ-ნი პეტრე ხვედელიძე ბიბლიური კაციაო“ და თუ ბ-ნი პეტრეს ცხოვრებას თვალს გადავავლებთ, ეს სრული ჭეშმარიტებაა. დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ქართული ემიგრაციის სინდისს ბ-ნ პეტრე ხვედელიძეს.სტუმრები: სოფიკო ჯერვალიძე, რუსუდან კობახიძე, ია ბაგრატიონ-მუხრანელი, უშანგი ქადაგიშვილი, ქეთევან ქიქოძე, ხატია ცარციძე, სანდრო ქურხული, თიკო ფოცხვერაძე, ნინო ზივზივაძე, მარი რევიშვილი, ანა ხოხიაშვილი, სალომე კარსანიძე.ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა