საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ჩვენი საგანძური | 25 მაისი, 2013
ადაცემა მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის 95 წლისთავს.სტუმარი: პროფესორი ვახტანგ გურულიავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
„ქართული ცეკვის რაინდი - თენგიზ უთმელიძე 75“
ჩვენი საგანძური | 18 მაისი, 2013
თენგიზ უთმელიძე თავის ანსამბლში მიიწვიეს ლეგენდარულმა ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა. იგი წლების განმავლობაში ქ-ნ ნინო რამიშვილის პარტნიორი იყო ცეკვა „ქართულში“. ტარიელის დასამახსოვრებელი სახე შექმნა „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე აგებულ ქორეოგრაფიულ კომპოზიციაში „ქაჯეთის ციხის აღება“. თენგიზ უთმელიძის ცეკვა გამოირჩეოდა შესრულების მაღალი კულტურით, დახვეწილი არისტოკრატიზმით, ცეცხლოვანი ტემპერამენტით და სცენური მომხიბვლელობით. იგი ქართული ცეკვის ჭეშმარიტი რაინდი იყო.  ანსამბლში მუშაობის პარალელურად დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყოფილება.   შექმნა ანსამბლის უნიკალური ფოტომატიანე და არაერთი გამოფენის შემდეგ ცალკე წიგნად გამოსცა სათაურით „რომანტიკული ფოტომატიანე - სუხიშვილები“.   ანსამბლიდან წასვლის შემდეგ თენგიზ უთმელიძე წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირში, განათლებისა და კულტურის სამინისტროებში. იყო საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ქორეოგრაფიის განყოფილების გამგე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზას“ გენერალური დირექტორი და ა.შ. მისი უშუალო ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა პროფესიული დღესასწაული „ქართული ქორეოგრაფიის დღე“, რომელიც ყოველწლიურად 11 ივნისს აღინიშნება. სტუმრები: თენგიზ უთმელიძე, ფრიდონ სულაბერიძე, ლადო კახაძე, შოთა ჩაკვეტაძე. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ქართული იდეა (სტუდია „გუთანი“ და მის მიერ შექმნილი ფილმები)
ჩვენი საგანძური | 11 მაისი, 2013
გადაცემა ეძღვნება სრულიად ახალ მოვლენას საქართველოში - სტუდია „გუთანის“ გამოჩენას ფართო ასპარეზზე, რომელიც საკუთარი ძალებით და კეთილშობილ ადამიანთა დახმარებით ახერხებს უნიკალური ეროვნული დოკუმენტური ფილმების შექმნას, რომელთაც უკვე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო  არა მხოლოდ საქართველოში. სტუდია გუთანი დაარსდა 1996 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის  ლოცვა კურთხევით.  სტუდია ემსახურება  ქართული ფესვების გაცოცხლება-აღორძინებას. იკვლევს კულტურას, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, წეს–ჩვეულებებს,  ძირძველი ქართული სოფლებისა და ეკლესია–მონასტრების ცხოვრებას, ფოლკლორს,    უზრუნველყოფს ვიდეო პროდუქციის სახით მათ გავრცელებას.   სტუდიას განხორციელებული აქვს ცნობილი კინოპროექტები და გადაღებული აქვს შესანიშნავი  ფილმები, რომელთა შესახებ საუბრობენ ჩვენი სტუმრები. სტუმრები: სტუდიის დამფუძნებელი, პროექტის ავტორი, სცენარისტი და მთავარი რეჟისორი ლექსო გელაშვილი, მთავარი რედაქტორი – ზვიად სეხნიაშვილი და კონსულტანტი, კინორეჟისორი, პროფესორი გია ჭუბაბრია. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
სამშობლოსათვის თავდადებული - დიმიტრი ყიფიანი
ჩვენი საგანძური | 4 მაისი, 2013
დიმიტრი ყიფიანის საფლავთან აკაკი წერეთელმა ბწყინვალე სიტყვა წარმოსთქვა და მას „მეორე დიმიტრი თავდადებული“ უწოდა. მასვე მიუძღვნა შესანიშნავი ლექსი „განთიადი“.სტუმრები: დიმიტრი ყიფიანის  მე-6 თაობის შთამომავალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარ მიქაძე და დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარი, პროფესორი თამაზ ჯოლოგუაწამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
„ვინ შეგვაყვარა სამშობლო ჩვენი“
ჩვენი საგანძური | 20 აპრილი, 2013
1941 წელს, თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის გახსნისთანავე შეიქმნა ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტი, რომლის ფუძემდებელი და ხელმძღვანელი გახლდათ შესანიშნავი პედაგოგი და აღმზრდელი, დიდებული ქალბატონი მზია ერისთავი. მისი ხელმძღვანელობით სხვადასხვა თაობის სკოლის მოსწავლეებმა ფეხით შემოიარეს საქართველოს თითქმის ყველა კუთხე და მძაფრად შეიგრძნეს რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის მიწა-წყალი. ამ ლაშქრობების დროს ყალიბდებოდა მოზარდის მსოფლმხედველობა და უნდა ითქვას, რომ სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტში აღზრდილი ბავშვები სამაგალითონი იყვნენ თავიანთ თაობაში. აქ ხდებოდა არა მარტო მათი ფიზიკური აღზრდა, არამედ ეს იყო კულტურისა და განათლების დიდი კერა, რომლის მსგავსი არ არსებობდა მაშინდელ სამყაროში.სტუმარი: სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტის აღზრდილი, ფიზიკოსი, პროფესორი ვახტანგ ტუსკიაწამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
მზია ხეთაგურის პოეზია
ჩვენი საგანძური | 13 აპრილი, 2013
მზია ხეთაგური იხსენებს ბავშვობას და საუბრობს პოეზიაზე, ლიტერატურაზე, კრიტიკაზე.სტუმარი: მზია ხეთაგურიწამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ამღერებული პოეზიის დედოფალი
ჩვენი საგანძური | 6 აპრილი, 2013
ქართული პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენლის თინათინ მღვდლიაშვილის ლექსებზე არაერთმა ქართველმა კომპოზიტორმა შექმნა უბრწყინვალესი სიმღერა, რომელთა შორის გამორჩეულია „ხმალი ავლესოთ ქართველებო“ (გოგი დოლიძის შესრულებით), „ჭრიჭინები” (ქართული ხმების შესრულებით). „ბიჭებო დიდგულა ბიჭებო” (მერაბ სეფაშვილის შესრულებით). „დავით მეფეს” (თემურ თათარაშვილის შესრულებით), „ქართველები შეარიგე მერაბ“ და სხვა.სტუმარი: თინათინ მღვდლიაშვილიწამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
მოგონებანი გარდასულ დღეთა
ჩვენი საგანძური | 23 მარტი, 2013
ვიხსენებთ მარჯანიშვილის თეატრის დიდებულ მსახიობებს, რომლებიც პირადი ურთიერთობითა და მაგალითით ზრდიდნენ თეატრის ახალგაზრდა მსახიობებს.სტუმრები: მსახიობები ამირან ბუაძე, გია ბურჯანაძე და ავთანდილ მიქაძე.წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
მონატრება - ეროსი მანჯგალაძე
ჩვენი საგანძური | 2 მარტი, 2013
ქართველი ხალხის უსაყვარლეს მსახიობს ეროსი მანჯგალაძეს იგონებენ მისი უახლოესი მეგობრები.სტუმრები: მსახიობები ჯემალ ღაღანიძე და სოსო ლაღიძე, რადიოთეატრის მთავარი რეჟისორი ზურაბ კანდელაკიწამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
დიდებული გრაფიკოსი გოგი წერეთელი
ჩვენი საგანძური | 23 თებერვალი, 2013
გოგი წერეთლის სახელთან მრავალი შესანიშნავი წიგნის გაფორმებაა დაკავშირებული. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული საქართველოში არ გამოცემულა რამდენადმე მნიშვნელოვანი პოეტური კრებული, ტომეულები თუ ალბომები, რომლის მხატვრობა გოგი წერეთელს არ ეკუთვნოდეს. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: პავლე ინგოროყვა, ლევან გოთუა, მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, ირაკლი აბაშიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ვახტანგ ჯავახაძე, რეზო ჭეიშვილი, ტარიელ ჭანტურია, გივი ალხაზიშვილი, ძმები კალანდიები, ნუგზარ შატაიძე, თედო ბექიშვილი და ა.შ. გოგი წერეთელი ღირსეული კაცი ჩუმად, უხმაუროდ და მოკრძალებით ცხოვრობს ჩვენს გვერდით და პარადოქსია, რომ მსოფლიოში აღიარებულ მხატვარს საქართველოში ჯერ პერსონალური გამოფენაც კი არ ჰქონია.სტუმრები:  მხატვრები გოგი წერეთელი, რადიშ თორდია, გივი თოიძე, ხელოვნებათმცოდნე დავით ანდრიაძეწამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
სიახლე ოზურგეთის ტოპონიმთან დაკავშირებით და მოსაზრებები „ვეფხისტყაოსნის“ სრულყოფილი ტექსტის შესახებ
ჩვენი საგანძური | 16 თებერვალი, 2013
სტუმარი საუბრობს ოზურგეთის ტოპონიმის ახლებური ინტერპრეტაციის შესახებ, რასაც არჩილ მეფის თხზულებას „გაბაასება რუსთველისა და თეიმურაზ პირველისა“ უკავშირებს. ასევე საუბარია „ვეფხისტყაოსნის“ სრული ტექსტის გამოქვეყნების პრობლემებზე.სტუმარი: პროფესორი მურმან თავდიშვილიწამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით - ქართველი ემიგრანტების რევაზ გაბაშვილისა და პეტრე ხვედელიძის მიმოწერა
ჩვენი საგანძური | 9 თებერვალი, 2013
გადაცემა მიეძღვნა შესანიშნავი ჟურნალისტისა და ისტორიკოსის, ამჟამად ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის ციცინო ჯერვალიძის მეორე წიგნის „პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით“ გამოცემას, რომელშიც ქართველი ემიგრანტების, საფრანგეთში აღსრულებული ეკატერინე გაბაშვილის ვაჟის რევაზ გაბაშვილისა და ვაშინგტონში მცხოვრები უხუცესი ემიგრანტის პეტრე ხვედელიძის მიმოწერა და მეგობრული ურთიერთობაა აღწერილი.  წიგნში გაცოცხლებულია პირველი თაობის ქართველ ემიგრანტთა აქამდე  უცნობი სახეები და იმდროინდელი ქართული ემიგრაციის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფურცლები, რაც ფასდაუდებელი განძია ჩვენი ქვეყნის ავბედითი ისტორიის მკვლევართათვის.სტუმრები: წიგნის რედაქტორი სოფიკო ჯერვალიძე, მწერალი, მეცნიერი, ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ რედაქტორი როსტომ ჩხეიძე, ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე.წამყვანი: ივანე ჯაფარიძე 
წაკითხვა
რომანტიკული ფოტომატიანე - სუხიშვილები
ჩვენი საგანძური | 2 თებერვალი, 2013
ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, ე.წ. „სუხიშვილების“ ანსამბლის ყოფილი მოცეკვავე, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, არაერთი წიგნის ავტორი და რედაქტორი თენგიზ უთმელიძე, რომელმაც შექმნა და შემოგვინახა ამ ანსამბლის ოქროს ხანის ისტორია, ახლახან გამოცემული წიგნი-ალბომის  „რომანტიკული ფოტომატიანე - სუხიშვილები“ საფუძველზე, ნოველების სახით საინტერესოდ იგონებს იმ დაუვიწყარი შეხვედრებისა და თავგადასავლების შესახებ, რაც ანსამბლს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს თავს გადახდენია.სტუმარი: თენგიზ უთმელიძეწამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
პიონერფილმი - მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მემატიანე
ჩვენი საგანძური | 26 იანვარი, 2013
გადაცემა ეძღვნება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მემატიანეს „პიონერფილმს“, რომელსაც ხელმძღვანელობს ღვაწლმოსილი პიროვნება, შესანიშნავი პედაგოგი და მოღვაწე გრიგოლ ჩიგოგიძე, იგი ყველა პიონერფილმელის მეგობარია და დღევანდელ თაობასაც ამ სულისკვეთებით ზრდის.სტუმრები: გრიგოლ ჩიგოგიძე, გია კერესელიძე, სალომე კენჭუაშვილი, ანი შურღაია, ნანა გარსევანიშვილი.წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჯუმბერ ხანთაძე - 80 საქართველოს მთიანეთის მოჭირნახულე - მეტალურგი, მწერალი, მოთხილამურე
ჩვენი საგანძური | 19 იანვარი, 2013
გადაცემა მიეძღვნა ქართული მეტალურგიული სკოლის შესანიშნავი წარმომადგენლის, მეცნიერისა და გამომგონებლის, არაერთი წიგნისა და უამრავი პუბლიკაციის ავტორის, საქართველოს მთის მოყვარულთა კავშირის ხელმძღვანელის, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, გიორგი ნიკოლაძისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, უზადო პიროვნების ჯუმბერ ხანთაძის 80 წლისთავს და მის მიერ ღირსეულად განვლილ ცხოვრების გზას.სტუმრები: ჯუმბერ ხანთაძე, გივი ქართველიშვილი, დომენტი გაბუნიაწამყვანი: ივანე ჯაფარიძე 
წაკითხვა
ნიკო ჯანაშია – 140
ჩვენი საგანძური | 5 იანვარი, 2013
გადაცემა ეძღვნება ქართულ-აფხაზური მეგობრული ურთიერთობის სიმბოლოს, ეთნოგრაფსა და ფოლკლორისტს, აფხაზეთში განათლების სისტემის ერთერთ ფუძემდებელსა და საზოგადო მოღვაწეს ნიკო ჯანაშიას.სტუმრები: რუსუდან ჯანაშია და ვახტანგ ჯაფარიძე.წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.
წაკითხვა
ფერწერაში გაჩენილი პოეზია.
ჩვენი საგანძური | 29 დეკემბერი, 2012
საახალწლო გადაცემა მიეძღვნა დიდებული ქართველი მხატვრის ჯემალ კუხალაშვილისა და მისი მეუღლის მარინე ცხვედიაშვილის პოეზიას, რომელიც ახლახან იხილა საზოგადოებამ ჯემალ კუხალაშვილის მიერ მხატვრულად გაფორმებული წიგნების სახით და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. საუბარია აგრეთვე ბ-ნი ჯემალის ფერწერულ ტილოებზე, რომელთა ნაწილი ინახება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში.სტუმრები: ჯემალ კუხალაშვილი, მარინე ცხვედიაშვილი, დავით ანდრიაძე.წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ტაო-კლარჯეთის ქართული კულტურის ძეგლები და მე-2 საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში
ჩვენი საგანძური | 22 დეკემბერი, 2012
გადაცემაში საუბარია ტაო-კლარჯეთის ქართული კულტურის ძეგლების მდგომარეობაზე, აქ არსებულ ვითარებასა და ბათუმში გამართული მე-2 საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე.გადაცემის სტუმარი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ქართული კულტურის დესპანი ლატვიაში - უშანგ სახლთხუციშვილის გახსენება
ჩვენი საგანძური | 15 დეკემბერი, 2012
გავიხსენეთ ცნობილი მეცნიერი ონომასტიკოსი, ლატვიელ კლასიკოსთა მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე უშანგ სახლთხუციშვილი.სტუმარი; ლეილა ქიტოშვილი-სახლთხუციშვილი.წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
„საქართველოს მთიანეთის სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლთა მეოხი და მოჭირნახულე ოჯახი“.
ჩვენი საგანძური | 8 დეკემბერი, 2012
თემა: „აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლები.სტუმრები:ეთნოგრაფი ივანე წიკლაური, არქეოლოგი ციცო ლომიძე, მხატვარი გიორგი წიკლაური და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ზედმიწევნით მცოდნე ერეკლე უგრელიძე. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა