საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
პოეტი ბუნებისმეტყველი - ჯანო გიორგაძის გახსენება დაბადების 75 წლისთავზე.
ჩვენი საგანძური | 1 დეკემბერი, 2012
გავიხსენეთ ბუნებისმეტყველი და პოეტური სულის ულამაზესი ქართველი ვაჟკაცი ჯანო გიორგაძე, რომელიც სრულიად ახალგაზრდა 42 წლისა განერიდა ამ წუთისოფელს, ჩვენ კი დაგვიტოვა დიდი სევდა და საოცარი განძი თავისი უჭკნობი პოეზიის სახით.სტუმრები: ჯანო გიორგაძის მეგობრები, ჰიდროგეოლოგები ნოდარ ცერვაძე (ოჩო), ილამაზ მიწიშვილი, დავით ბერძენიშვილი.წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ქართული ლიტერატურის მშვენება - თამაზ ჩხენკელი - 85 პოეტი და მთარგმნელი
ჩვენი საგანძური | 24 ნოემბერი, 2012
გადაცემა მიეძღვნა ქართული კულტურის უთვალსაჩინოეს წარმომადგენელს, პოეტსა და მთარგმნელს თამაზ ჩხენკელს, რომლის დაბადების 85 წლისთავი აღინიშნება 26 ნოემბერს. ზუსტად ორი წლის წინათ წავიდა ჩვენგან ეს სასიქადულო მამულიშვილი. ჩვენ კი დაგვიტოვა სახსოვრად კეთილი მოგონებები და საკუთარი შემოქმედება.
წაკითხვა
შემოქმედთა ოჯახები პოეტ ფალიანთა ოჯახი - ლალი აბშილავა, მირან და ოთარ ფალიანები
ჩვენი საგანძური | 17 ნოემბერი, 2012
გადაცემის სტუმრები: პოეტი და მხატვარი, მამა მირან ფალიანი, მისი მეუღლე პოეტი ლალი აბშილავა და შვილი, პოეტი ოთარ ფალიანი. გადაცემის წინა დღეს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა მირან ფალიანისა და მისი მეუღლის ლალი აბშილავას ერთობლივი პოეტური კრებულის „მირანლალიანის“ წარდგენა,სადაც უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. გადაცემის სტუმრებმა ამ წიგნის შექმნაზეც ისაუბრეს და მსმენელს საკუთარი ლექსებიც გააცნეს.წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 10 ნოემბერი, 2012
თემა: მურმან ლებანიძე - 90 სტუმრები: გოგი წერეთელი, ელგუჯა ლებანიძე, ოთარ ფალიანი წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 3 ნოემბერი, 2012
თემა:საქართველოს მწერალთა კავშირის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი ისტორიები. სტუმარი: მწერალთა კავშირის ღვაწლმოსილი თანამშრომელი რევაზ კვერენჩხილაძე. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 27 ოქტომბერი, 2012
თემა: დიდებული პოეტი ემიგრანტები გიორგი ლოლუა და გიორგი გამყრელიძე. სტუმრები: ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე, პოეტი და მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რუსუდან ჭანტურიშვილი. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ქართული ემიგრაციის მუზეუმი დამფუძნებელი გურამ შარაძე
ჩვენი საგანძური | 20 ოქტომბერი, 2012
გადაცემაში საუბარია ქართული ემიგრაციის მუზეუმის მნიშვნელობასა და იმ ღვაწლზე, რომელიც მას ეკუთვნის პირველი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრთა და სხვა ქართველი ემიგრანტების საარქივო მასალების მოძიებასა და საქართველოში მათ ჩამოტანაში. აქ განსაკუთრებულია ამ მუზეუმის დამაარსებლის პროფესორ გურამ შარაძის ღვაწლი და დამსახურება.სტუმარი: მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძეწამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
პოეტი მაინც ერთი ლექსია ლაშა გახარია - 65
ჩვენი საგანძური | 13 ოქტომბერი, 2012
გადაცემა მიეძღვნა შესანიშნავი ქართველი პოეტისა და ჟურნალისტის ლაშა გახარიას ხსოვნას, რომელსაც წელს დაბადებიდან 65 წელი შეუსრულდა.სტუმრები: მეუღლე როზა ბერიკაშვილი, მეგობარი გოჩა ხუნდაძეწამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ფიქრის გორაზე ერთი სახლია ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი
ჩვენი საგანძური | 6 ოქტომბერი, 2012
გადაცემაში საუბარია ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის ოჯახზე. იმ უდიდეს ღვაწლსა და დამსახურებაზე, რაც ამ უდიდეს ხელოვანებს მიუძღვით ქართული თეატრისა და კინოს განვითარებაში.სტუმარი სოფიკო ჭიაურელიწამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 29 სექტემბერი, 2012
თემა: დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე სიო ჭანტურიშვილი სტუმრები: რუსუდან და თეიმურაზ ჭანტურიშვილები წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 30 ივნისი, 2012
თემა: უკვდავების თანაზიარი - ესმა ონიანი გადაცემა მიეძღვნა შესანიშნავი მხატვრისა და პოეტის ესმა ონიანის ხსოვნას, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართული კულტურის საგანძურში. მისი პოეზია თუ ფერწერული ტილოები სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. მისი გარდაცვალების შემდეგ გამოცემული ალბომი საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს არა მარტო ჩვენში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ. მალე მის დიდ შემოქმედებას ევროპაც გაიცნობს, რაც მისი უკვდავების კიდევ ერთი დასტური იქნება. სტუმრები: მხატვრის და - ირინე ონიანი; პროფესორი ნოდარ ნათაძე; ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ რედაქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი როსტომ ჩხეიძე; კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე კობა იმედაშვილი; პოეტი დავით ბარბაქაძე; მხატვარი გიორგი წერეთელი. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 23 ივნისი, 2012
თემა: ქართული კინოს მომავალი. გადაცემაში საუბარია ქართული კინოს აღორძინების იმ პერსპექტივაზე, რაც თიბისი ბანკის მიერ განხორციელებულმა ახალმა კინოპროექტმა „20 წელი/12 თვე“ გაჩინა. 12 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც ამ პროექტის ფარგლებში გამარჯვებული კინემატოგრაფისტები გადაიღებენ, წლის ბოლოს ერთ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმად შეიკვრება და მას მაყურებელი 17 დეკემბერს იხილავს. სტუმრები: პროექტის ავტორი ნინო ანჯაფარიძე, პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი, კინოეჟისორი ნანა ჯორჯაძე, პროდიუსერი პაატა გოძიაშვილი, სცენარისტი ელენე იაშვილი, რეჟისორები გია დიასამიძე და ლევან სიხარულიძე. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 19 მაისი, 2012
თემა: ქართული ცეკვის დედოფალი - ლატავრა ფოჩიანის გახსენება სტუმრები: ლატავრა ფოჩიანის პარტნიორები თენგიზ უთმელიძე, ფრიდონ სულაბერიძე, პოეტი ერეკლე საღლიანი წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 12 მაისი, 2012
თემა: ფიზიკოსი და ლირიკოსი - შეხვედრა დიდ მეცნიერთან სტუმარი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 5 მაისი, 2012
თემა: მთის მგოსანი - იაგორ კაზალიკაშვილი დაბადების 130 წლისთავთან დაკავშირებით გადაცემა მიეძღვნა ცნობილი მეგზურისა და პოეტის, ქართული ალპინიზმის ფუძემდებლის, კავკასიონის მწვერვალთა მესაიდუმლის იაგორ კაზალიკაშვილის ხსოვნას სტუმრები: იაგორ კაზალიკაშვილის შვილიშვილინინო კაზალიკაშვილი , მხატვარი და რეჟისორი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი ნოდარ სუმბაძე, მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 21 აპრილი, 2012
თემა: „სად წაიყვან სადაურსა“ - მოსკოვში ქართული ტაძრების, ქართველ დიდებულთა საფლავებისა და ქართული კვალის განადგურების შესახებ. სტუმარი: პროფესორი გივი ღამბაშიძე - საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის ძეგლების მკვლევარი, კავკასიის ფონდის" პრეზიდენტი, არქეოლოგი წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 17 მარტი, 2012
თემა: ანტიოქიის ქართული ძეგლების კვლევა ვახტანგ ჯობაძის ნაკვალევზე. საუბარია ახლახან ანტიოქიიდან დაბრუნებული მეცნიერების კვლევა-ძიების შედეგებზე და ვახტანგ ჯობაძის ღვაწლზე აქ და ტაო-კლარჯეთში ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით. სტუმრები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამილა მგალობლიშვილი და ვახტანგ ჯობაძის დისშვილი, მხატვარი ზურაბ ფოცხიშვილი . წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 10 მარტი, 2012
თემა: სამშობლოს სიყვარულისთვის წამებული რაინდი - ლევან გოთუა სტუმრები:მეუღლე - ციცო ალხაზიშვილი, და - თამარ გოთუა, ძმისშვილი - მაია გოთუა, სატელეფონო ჩართვა აშშ-დან - ჯუმბერ ჯიშკარიანი წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 3 მარტი, 2012
თემა: დედის დღე - გადაცემაში საუბარია მრავალშვილიანობის მნიშვნელობაზე საქართველოში სტუმრები: 5 შვილის დედა, ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი გუჩა კვარაცხელია; 6-6 შვილის დედები: ექიმი ლალი გეგეშიძე და კინოფილმების რეჟისორ-მონტაჟორი, მხატვარი, არასამთავრობო ორგანიზაცია დედათა გაერთიანება „ინანას“ თავმჯდომარე, მომღერალთა ანსამბლ „ინანას“ ხელმძღვანელი მარინე კოლხიდაშვილი, ანსამბლ „ინანას“ წევრები რუსუდან გახარია, თინათინ მიქელაძე, ლალი ფანჩვიძე. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 25 თებერვალი, 2012
თემა: 1921 წელს დამპყრობელი ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ მარო მაყაშვილის, ქართველ სტუდენტთა და იუნკერთა თავგანწირული ბრძოლა თბილისის მისადგომებთან. გადაცემაში გამოყენებულია ჟურნალისტ ნანა ღვინეფაძესთან საუბრის ჩანაწერი და პოეტ თამარ ერისთავის ლექსი „მარო მაყაშვილს - დედის დას ჩემსას“ პოეტის კითხვით. სტუმარი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა საითიძე. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.
წაკითხვა