საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
ჩვენი საგანძური | 11 თებერვალი, 2012
თემა: ქალი ლეგენდა - ალექსანდრა ჯაფარიძე გადაცემაში საუბარია ქართული მთამსვლელობის ფუძემდებლის, ბეთლემის გამოქვაბულის აღმომჩენისა და პირველი მკვლევრის, მრავალი თაობის აღმზრდელის ალექსანდრა ჯაფარიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის , მისი პიროვნული თვისებებისა და ახალგაზრდებთან ურთიერთობის შესახებ. სტუმრები: ალექსანდრა ჯაფარიძის მოწაფეები - ოთარ ძიმისტარიშვილი. გია ჭუბაბრია, ლუიზა ნარიმანიშვილი წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 4 თებერვალი, 2012
თემა: ქართველი ემიგრანტები - გივი გაბლიანი ქართველი ემიგრანტი, ექიმი გივი გაბლიანი, ცნობილი ეთნოგრაფის ეგნატე გაბლიანისა და დამსახურებული პედაგოგის ვერა გაბლიანის შვილი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა და უცხოეთში დარჩა, რადგან იცოდა საბჭოთა კავშირში ჩამოსულს დახვრეტა ან გადასახლება არ ასცდებოდა. ომის დროს მან ათასობით ქართველი ტყვე დაიხსნა საკონცენტრაციო ბანაკებიდან და სიცოცხლე შეუნარჩუნა. მასზე ლეგენდები დადიოდა საქართველოში. ზოგისთვის იგი მოღალატე იყო, ზოგისთვის გმირი. სტუმრები: რუსუდან დაუშვილი, ჯუმბერ ჯიშკარიანი წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 28 იანვარი, 2012
თემა: უდიდესი ბუნებისმეტყველი და მოაროვნე, ქართული უნივერსიტეტისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დამაარსებელი - ალექსანდრე ჯანელიძე გადაცემაში საუბარია უდიდეს ქართველ ბუნებისმეტყველსა და მეცნიერზე, ქართული უნივერსიტეტისა და ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელზე, ქართულ ენაზე ფიზიკის პირველი სახელმძღვანელოსა და 26 წლის ასაკში შექმნილი უნიკალური წიგნის „ეროვნული შემოქმედება“ ავტორზე, ქართული გეოლოგიური სკოლის შემქმნელზე აკადემიკოს ალექსანდრე ჯანელიძეზე, რომელიც ენათმეცნიერების სხვადასხვა საკითხებზე ეპაექრებოდა თავის მეგობარს, ქართული ენათმეცნიერების ფუძემდებელს აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას და ამ კამათში დაბადებული ჭეშმარიტების ნაყოფია ის მდიდარი ლექსიკა, რაც ქართულს გააჩნია. სორბონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ალ. ჯანელიძე საქართველოში დაბრუნდა და მრავალი შემოთავაზების მიუხედავად არ დარჩა საფრანგეთში სამუშაოდ, რადგან იქ მიღებული განათლება სურდა თავისი ქვეყნის კეთილდღეობისათვის გამოეყენებინა. სტუმრები: ალ. ჯანელიძის მოწაფეები - ვახტანგ ანანიაშვილი და ვერნი ალფაიძე წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 21 იანვარი, 2012
თემა: ქართულ-ებრაული ძმობის მომღერალი - ჯემალ აჯიაშვილი. გადაცემაში მთარგმნელ, მეცნიერ, პოეტ ჯემალ აჯიაშვილთან ერთად ვიმოგზაურეთ დროსა და სივრცეში. თვალი გავადევნეთ მრავალმხრივი მოღვაწის მიერ სახელოვნად განვლილ გზას, მსმენელს უფრო ახლოს გავაცანით საქართველოს სახელმწიფო პრემიის, საბას, ივანე მაჩაბლისა და პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიების ლაურეატი, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის გენერალური დირექტორი და შევთავაზეთ მსოფლიო კლასიკიდან მისი თარგმანებისა და საკუთარი ლექსის ნიმუშები. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 14 იანვარი, 2012
თემა: ქართული თეატრის დღე - გახსენება. დღევანდელ გადაცემაში გავიხსენეთ თეატრის ის მოღვაწეები, რომელთა ხმები პროგრამა „ჩვენი საგანძურის“ მეშვეობით რადიოს ოქროს ფონდის საკუთრება გახდა. გავიხსენეთ თეატრმცოდნე ალექსანდრე შალუტაშვილი, საქართველოს სახალხო არტისტები მიხეილ ვაშაძე, ზურაბ ქაფიანიძე, სოფიკო ჭიაურელი, ტარიელ საყვარელიძე. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 7 იანვარი, 2012
თემა: საქართველო-იაპონიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები. გადაცემაში საუბარია საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ იმ ურთიერთობებზე, რომლის შესახებაც ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით. ასევე აღნიშნულია ახლახან გამოცემული წიგნის „შორსმყოფი ხლობელის“ ღირსებისა და მნიშვნელობის შესახებ, რომლის ავტორია საქართველო-იაპონიის ურთიერთობათა ასოციაციის პრეზიდენტი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი ბ-ნი კარლო ქველაძე. წიგნში თავმოყრილია ინფორმაცია განსხვავებული პროფესიის, ასაკისა და ინტერესების მქონე უამრავი პიროვნების შესახებ, რომელთაც იაპონელ ხალხთან მეგობრობა და იაპონიის სიყვარული აერთიანებთ. აი, სწორედ ამის შესახებ გვესაუბრებიან გადაცემაში ჩვენი სტუმრები. სტუმრები: საქართველო-იაპონიის ურთიერთობათა ასოციაციის პრეზიდენტი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი ბ-ნი კარლო ქველაძე და ცნობილი სპელეოლოგი და ჟურნალისტი ჯუმბერ ჯიშკარიანი. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 24 დეკემბერი, 2011
თემა: ქართული ესტრადის გზა სათავეებიდან დღევანდელობამდე გადაცემაში საუბარია ქართული ესტრადის მიერ განვლილ გზაზე ყეენობა-ბერიკაობიდან დღევანდელობამდე. გადაცემაში გაანალიზებულია ესტრადის თითქმის ყველა ჟანრი და მოტანილია ისეთი მასალები, რომლებიც დღემდე უცნობი იყო საზოგადოებისათვის. სტუმრები: ქართული ესტრადის ისტორიის მკვლევარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დავით სოლომნიშვილი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის თანამშრომელი და მგალობელი მარი ჩიტიაშვილი. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 17 დეკემბერი, 2011
თემა: „ვაჟასებური სუნთქვის პოეტი - ტარიელ ხარხელაური“ გადაცემაში საუბარია შესანიშნავი ქართველი პოეტის ტარიელ ხარხელაურის პოეზიაზე, მის გასაოცარ თავმდაბლობასა და პიროვნულ თვისებებზე. მისი ლექსები გამორჩეული გულწრფელობით ხასიათდება, სამშობლოს დიდი სიყვარულით, ადამიანური დარდითა და ტკივილითაა აღბეჭდილი, რაც დიდ ზემოქმედებას ახდენს მკითხველზე. სტუმრები: ექიმი ლადო კახაძე, პოეტები მარიამ წიკლაური, თემურ ჩალაბაშვილი, გიორგი მოსიაშვილი და ტარიელ ხარხელაური. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 10 დეკემბერი, 2011
თემა: ქართული მეღვინეობის დღევანდელი მდგომარეობა და ხელოვნურად შექმნილი ზოგიერთი პრობლემის შესახებ. გადაცემაში საუბარია ქართული მეღვინეობის დღევანდელ მდგომარეობაზე და ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანტიქართულ პუბლიკაციაზე. ისტორიულ ჭრილშია განხილული საქართველოში მეღვინეობის განვითარების ეტაპები და ქვევრის ქართულ წარმომავლობასთან დაკავშირებული საკითხები. სტუმრები: მეღვინეობისა და მევენახეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ რედაქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ ღლონტი; არქეოლოგი, პროფესორი იულონ გაგოშიძე; ეთნოლოგი, პროფესორი ლევან ფრუიძე და მეღვინე გიორგი ბარისაშვილი. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 3 დეკემბერი, 2011
თემა: „ფშაური კაფია და ქალაქური გალექსებანი“ გადაცემა მიეძღვნა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ამ თემისადმი მიძღვნილი წიგნის წარდგენას, რომელიც ტელევიზიის თითქმის ყველა არხის საინფორმაციო გამოშვებაში გადიცა, მაგრამ საინფორმაციო გამოშვებებში არ ხერხდება ასეთი საღამოების შინაარსის დეტალური გაშუქება, რაც მსმენელისა და მაყურებლის ინტერესს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ გადავწყვიტეთ მსმენელისათვის შეგვეხვედრებინა წიგნის ავტორ-შემდგენლები და რედაქტორი. გადაცემაში ვისაუბრეთ ფშაური კაფიის რაობაზე, მის მნიშვნელობაზე ლიტერატურულ თუ ყოფით ცხოვრებაში, ქალაქურ გალექსებასა და ამ გალექსებების უცნობ ავტორებზე. სტუმრები: ავტორ-შემდგენლები ნანა კოტეტიშვილი და გიგი ხორნაული, რედაქტორი მზეო გოგოჭური. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 26 ნოემბერი, 2011
თემა: „ვაჟკაცობისას ამბობენ“... გადაცემაში საუბარია ქართული სულისა და ხასიათის ამოუცნობ სიღრმეებზე, ვაჟკაცობისა და გმირობის ისეთ ფენომენზე, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება. ახსნილია, როგორ ამბობდა ვაჟკაცობისას ქართველი კაცი, რა სავაჟკაცო და ზნეობრივ საქმეებს იქმოდა, რა იდეალებს ემსახურებოდა. საუბარია ქართველთა „სამამაცო ზნეობაზე“ და მოტანილია ქართულ ლიტერატურაში, ფოლკლორსა თუ საისტორიო მწერლობაში არსებული მაგალითები, რომელთა გაცნობა-გათვალისწინებამ შესაძლოა ისეთი მწვავე და გადაუჭრელი პრობლემებიც კი მოაგვაროს, როგორიც ჩვენს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტებია. ქართველთა თუ მეზობელ ხალხთა ვაჟკაცური თვისებებიდან გამომდინარე, საუკუნოვანი გამოცდილებით, წინდახედულობითა და გონივრულობით ნიშანდებულ ხალხურ დიპლომატიას წონადი მისიის შესრულება შეუძლია საყოველთაო დაძაბულობის, გაუცხოებისა და გათიშულობის ფონზე. ასევე მოტანილია მეზობელი, ხშირად ჩვენთან მოსისხლე ხალხების ვაჟკაცობისა და ზნეობის მნიშვნელოვანი მაგალითები, რაც ბრწყინვალედ გაამხატვრულა თავის უკვდავ პოემაში „ალუდა ქეთელაური“ გენიალურმა ვაჟა-ფშაველამ. სტუმრები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები, ფოლკლორისტი ამირან არაბული, ლიტერატურათმცოდნე გიორგი ალიბეგაშვილი, მწერალი და ფოლკლორისტი გიორგი ცოცანიძე, პოეტი ქეთევან შენგელია. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 19 ნოემბერი, 2011
თემა: ფერების მგოსანი - ნიკო ფიროსმანაშვილი. გადაცემა მიეძღვნა ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებას, მის ადგილსა და როლს მსოფლიო სახვითი ხელოვნების გალერეაში. იმ პრობლემებსა და მოსაზრებებს, რაც ხშირად ხდება ხოლმე განსხვავებული შეხედულებებისა და კამათის საგანი. დაისვა საკითხი თბილისში სპეციალურად ფიროსმანისთვის მუზეუმის აგების შესახებ, რასაც მსმენელებმაც დაუჭირეს მხარი. სტუმრები: რადიშ თორდია და გოგი წერეთელი - საქართველოს სახალხო მხატვრები; გიორგი ხოშტარია - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; ქეთევან შენგელია - ფილოლოგიის დოქტორი, პოეტი. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 12 ნოემბერი, 2011
თემა: „შენ, საქართველოს ჭირისუფალო, ბედნიერი ხარ, წვა შეგიძლია“. გადაცემა მიეძღვნა გამოჩენილ ქართველ პოეტს თემურ ჩალაბაშვილს, რომელსაც დღეს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა. აღინიშნა მისი ლექსების მნიშვნელობა მრავალსაუკუნოვან ქართულ პოეზიაში. პოეტმა წაიკითხა საკუთარი ლექსები, ხოლო სტუმრებმა თავიანთი ლექსები მიუძღვნეს იუბილარ პოეტს. სტუმრები: იუბილარი პოეტი თემურ ჩალაბაშვილი; ფილოსოფოსი, პროფესორი რევაზ ბალანჩივაძე; პოეტები ედუარდ უგულავა, გიორგი მოსიაშვილი და ჯარჯი შუქიაური. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 5 ნოემბერი, 2011
თემა: „მაგიური მთიული - გოდერძი ჩოხელი“. გადაცემაში საუბარია ყველა თაობისათვის საყვარელ მწერალსა და კინორეჟისორზე გოდერძი ჩოხელზე, რომლის შემოქმედებაც თანდათანობით სცილდება საქართველოს ფარგლებს და გადის საერთაშორისო ასპარეზზე. ამის დასტური გახლდათ 2011 წლის 28-29 ოქტომბერს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარებული სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „გოდერძი ჩოხელი - შემოქმედება საზღვრების გარეშე“, რომლის ორგანიზატორები იყვნენ: საერთაშორისო ინკორპორაცია „ამირანი“ - ქართული კულტურის ცენტრი ნიუ-იორკში, გრიგოლ რობაქიძის სახელობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტები. სტუმრები: „საერთაშორისო ინკორპორაცია „ამირანის“ - ნიუ-იორკში ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოში ირმა სანაძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი მაია წიკლაური, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორები, ფილოლოგი გიორგი ალიბეგაშვილი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული, ფილოლოგიის დოქტორი, ფოლკლორისტი სოფიო ჯაფარიძე. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 22 ოქტომბერი, 2011
თემა: ცეკვა „ქართულის“ დიდოსტატი - ფრიდონ სულაბერიძე - 70. ფრიდონ სულაბერიძე ცეკვა „ქართულის“ უბადლო შემსრულებელი იყო. იგი ამჟამად ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელია. მან ქართულ ცეკვას შეუნარჩუნა ქართული ეროვნული ხასიათი, რაც ასე მოსწონთ მთელ მსოფლიოში. მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა მსოფლიოს 80-დე ქვეყანაში უდიდესი წარმატებით ჩაატარა გასტროლები და ქართულ ხალხურ ცეკვას უამრავი თაყვანისმცემელი შესძინა. სტუმრები : საქართველოს სახალხო არტისტები: ცნობილი მოცეკვავე, დიდი ნინო რამიშვილის პარტნიორი ცეკვა „ქართულში“, ჟურნალისტი და მახვილი ხედვის ფოტოდოკუმენტალისტი, წლების მანძილზე საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე თენგიზ უთმელიძე; საამაყო ტენორი, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი და ბათუმის საოპერო თეატრის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე ხომერიკი; თბილისის ოპერის თეატრის ყოფილი მომღერალი, მოცეკვავე, მწერალი და კომპოზიტორი, არაერთი სიმღერის ავტორი შოთა ჩაკვეტაძე. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 15 ოქტომბერი, 2011
თემა: შეხვედრა 2011 წლის „გალას“ პრემიის ლაურეატებთან სტუმრები: მწერლები: ნატო დავითაშვილი, მარიამ წიკლაური, ზაზა აბზიანიძე, მიხო მოსულიშვილი ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 1 ოქტომბერი, 2011
თემა; ფერწერის დიდოსტატი რადიშ თორდია - 75
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 24 სექტემბერი, 2011
თემა: ქართული დოკუმენტური კინო დღეს
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 17 სექტემბერი, 2011
თემა: კრწანისს ნაბრძოლი ხმალი და ბატის ფრთის კალამი იოანე ბატონიშვილისა
წაკითხვა
ჩვენი საგანძური | 10 სექტემბერი, 2011
თემა: მარადიულობაში დარჩენილი მზეჭაბუკი. გურამ თიკანაძე. სტუმრები: ნოდარ ცერცვაძე, გოგო ოჩიაური, თამაზ ბაქანიძე. წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.
წაკითხვა