საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
გადაცემა
ჰენრიხ ნეიჰაუზი
კლასიკის საათი | 30 ივნისი, 2015
გადაცემის ავტორი და წამყვანი: ნესტან მესხი
წაკითხვა
გადაცემა
ბახის სამგლოვიარო მესა - "კლასიკის საათი" 13 ვნისის ტრაგედიას ეხმაურება
კლასიკის საათი | 23 ივნისი, 2015
'ჰერმან ჰესსე წერდა:  "მუსიკა ისტორიამდე დროიდან იყო მაგიის, გრძნეული ჯადოსნობის საშუალება, ერთერთი უძველესი და კანონიერი. რიტმში  ჩაბუდებული, ვთქვათ ტაშში, ტყის ჩეხვაში, ომის გამოცხადების ადრეულ სტადიაში დაფდაფების ცემით. მუსიკა იყო ძლიერი და გამოცდილი საშუალება ერთნაირად განეწყო ადამიანები, მიეცა ერთნაირი ტაქტი მათი სუნთქვისთვის, გულისცემისათვის და სულის მდგომარეობისათვის. შთაეგონებინა ლოცვა უზენაესი ძალების მიმართ. ტონუსს აძლევდა, უბიძგებდა, ცეკვის, შეჯიბრის, ომში წასვლისათვის და ტონუსს აძლევდა აგრეთვე მღვდელმსახურების დროსაც. და ეს საწყისი, სუფთა და ძლიერი ფენომენი, ცოცხლობს მუსიკაში უფრო ძლიერ ვიდრე ხელოვნების სხვა რომელიმე სახეობაში"
წაკითხვა
გადაცემა
პაბლო კაზალსი - მეორე გადაცემა
კლასიკის საათი | 2 ივნისი, 2015
გადაცემა გვამცნობს კაზალსის პედაგოგიურ მოღვაწეობას,ინტენსიურ საკონცერტო გამოსვლებს მთელ მსოფლიოში. პარალელურად იგი დაუცხრომელი მებრძოლი იყო მშვიდობისათვის. კაზალსმა იცოცხლა 93 წელი, ბოლომდე შეინარჩუნა ახალგაზრდული შემართება და შესრულების უზადო ხარისხი. გარდა სხვა უმნიშვნელოვანესიჯილდოებისა, ის გახლდათ ნობელის პრემიის ლაურეატი.მუსკოსი გარდაიცვალა 1997 წელს. დაკრძალული იყო პუერტო-რიკოს დედაქალაქ სან-ხუანში, ხოლო შემდეგ გადმოასვენეს თავის სამშობლოში, ესპანეთში, კატალონიაში, პატარა ქალაქ ელ-ვენდრელში.
წაკითხვა
გადაცემა
პაბლო კაზალსი - პირველი გადაცემა
კლასიკის საათი | 26 მაისი, 2015
გადაცემა ეძღვნება დიდი ესპანელი ჩელისტის, დირიჟორის და კომპოზიტორის პაბლო კაზალსის ცხოვრებას და შემოქმედებას.ალბერტ აინშტაინმა მას მიუძღვნა ფრიად მნიშვნელოვანი სიტყვები: "ჩემი აზრის დამატება სულაც არ არის საჭირო, რომ კაზალსი გვეღიარებინა უდიდეს ხელოვნად, მაგრამ მე მასში აღმაფრთოვანებს არა მარტო მყარი პოზიცია მისი ხალხის დამთრგუნველების წინააღმდეგ, არამედ მისი დამოკიდებულება შემგუებელ, მიტმასნილ ადამიანებთან, ვინც მზადაა თუნდაც ეშმაკს ემსახუროს, ოღონდ თვითონ იყოს თბილად"დიდი ფიზიკოსი არც ამ ფორმულაში შემცდარა! გადაცემაში მოთხრობილია მისი ბიოგრაფია, ახალგაზრდული წლები.
წაკითხვა
გადაცემა
იონას კაუფმანი - თანამედროვეობის უდიდესი ტენორი /გადაცემა 2/
კლასიკის საათი | 19 მაისი, 2015
იონას კაუფმანის შემოქმედება უმაღლეს საფეხურზე ადის ამერიკაში ფანტასტიური წარმატების შემდეგ. რაღაც პერიოდი, მკერდზე ლიმფური ჯირკვლების ოპერაციის გამო, გამოეთიშა საოპერო მოღვაწეობას. ახლა იგი შესანშნავ ფორმაშია - ფიზიკურად და ვოკალურად. 
წაკითხვა
გადაცემა
იონას კაუფმანი - თანამედროვეობის უდიდესი ტენორი /გადაცემა 1/
კლასიკის საათი | 12 მაისი, 2015
იონას კაუფმანმა ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში გაიბრწყინა მსოფლიო საოპერო ცის კაბადონზე. ეს ის სახელია, ვისი სახელიც აფიშაზე, ნიშნავს ნებისმიერ მსოფლიო სცენაზე უდიდესს წარმატებას და ანშლაგს. ამ გადაცემაში გაგაცნობთ მომღერლის პირველ ნაბიჯებს ვოკალურ ხელოვნებაში, სანამ 2006 წელს ტრიუმფით არ დაიპყრო ამერიკა.
წაკითხვა
სვიატოსლავ რიხტერი - გადაცემა მესამე პირველი ეძღვნება 100 წლის იუბილეს გადაცემის ავტორი: თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნესტან მესხი
კლასიკის საათი | 5 მაისი, 2015
1960 წელს რიხტერის გამოსვლა ლონდონსა და ნიუ-იორკში ნამდვილი სენსაცია გახდა. მას შედეგად მრავალი ჩანაწერი მოჰყვა, რომელთაგან ბევრი დღემდე შესრულების ეტალონად ითვლება. იმავე წელს მუსიკოსს "გრემი" მიანიჭეს (ის პირველი საბჭოთა შემსრულებელი იყო, რომელსაც ეს ჯილდო ერგო) ბრამსის მეორე საფორტეპიანო კონცერტის შესრულებისთვის.1960-80-იან წლებში რიხტერი აგრძელებს აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, თითქმის 70 კონცერტით წელიწადში. მრავალს მოგზაურობს, თუმცა დიდ საკონცერტო დარბაზებს მცირე, კამერულ ოთახებს ამჯობინებს. სტუდიურ ჩანაწერებს პიანისტი თითქმის არ აკეთებდა, თუმცა შემონახულია მისი დიდი რაოდენობით "ცოცხალი" ჩანაწერი.რიხტერის დაფუძნებულია რამდენიმე სამუსიკო ფესტივალი, მათ შორის განთქმული "დეკემბრის საღამოები" პუშკინის მუზეუმში (1981 წლიდან), სადაც ის მსოფლიოს მრავალ წამყვან მუსიკოსებთან გამოდიოდა, მათ შორის მევიოლინე ოლეგ კაგანთან, ალტისტ 
წაკითხვა
სვიატოსლავ რიხტერი - გადაცემა მეორე ეძღვნება 100 წლის იუბილეს გადაცემის ავტორი: თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნესტან მესხი
კლასიკის საათი | 28 აპრილი, 2015
რიხტერი დაიბადა ჟიტომირში წარმოშობით გერმანელი პიანისტი და კომპოზიტორი თეოფილე რიხტერის ოჯახში. გაიზარდა ოდესაში. ძირითადად თვითნასწავლი იყო, თუმცა მამამისი მას დროდადრო მუსიკის გაკვეთილებს უტარებდა. ბავშვობიდანვე რიხტერი ოპერითა და კამერული მუსიკით იყო გატაცებული. 1930-32 წლებში რიხტერი პიანისტ-კონცერტმეისტერად მუშაობს ოდესის მეზღვაურთა სახლში, შემდეგ კი — ოდესის ფილარმონიაში. რიხტერის პირველი სოლო კონცერტი, შოპენის ნაწარმოებებით, 1934 წელს შედგა. მალე ის ოდესის საოპერო თეატრში აკომპანიატორის ადგილს იღებს.სამი წლის შემდეგ რიხტერი მოსკოვის კონსერვატორიაში ჩაირიცხა 
წაკითხვა
სვიატოსლავ რიხტერი - გადაცემა პირველი ეძღვნება 100 წლის იუბილეს გადაცემის ავტორი: თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნესტან მესხი
კლასიკის საათი | 21 აპრილი, 2015
 საყოველთაოდ აღიარებული, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი. განთქმული იყო ვირტუოზული ტექნიკითა და ვრცელი რეპერტუარით. საყოველთაოდ აღიარებული, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი. განთქმული იყო ვირტუოზული ტექნიკითა და ვრცელი რეპერტუარით.
წაკითხვა
სიყვარულის თემა მუსიკაში - გადაცემა მესამე გადაცემის ავტორი: თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნესტან მესხი, სტუმარი მუსიკისმცოდნე ნანა ქავთარაძე
კლასიკის საათი | 24 მარტი, 2015
წაკითხვა
სიყვარულის თემა მუსიკაში - გადაცემა მეორე გადაცემის ავტორი: თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნესტან მესხი, სტუმარი მუსიკისმცოდნე ნანა ქავთარაძე
კლასიკის საათი | 17 მარტი, 2015
წაკითხვა
სიყვარულის თემა მუსიკაში - გადაცემა პირველი გადაცემის ავტორი: თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნესტან მესხი, სტუმარი მუსიკისმცოდნე ნანა ქავთარაძე
კლასიკის საათი | 10 მარტი, 2015
წაკითხვა
ფრანც იოზეფ ჰაიდნი - პირველი გადაცემა გადაცემის ავტორი: თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნესტან მესხი
კლასიკის საათი | 3 მარტი, 2015
ჰაიდნის უაღრესად დემოკრატიული ხელოვნება დაკავშირებულია ხალხურ შემოქმედებასთან. მისი მუსიკა გამსჭვალულია ავსტრიული, სლავური, უნგრული ფოლკლორის რიტმებითა და ინტონაციებით, ხალხური იუმორით, ცხოველმყოფლობით. ცენტრალური ადგილი ჰაიდნის შემოქმედებაში უკავია სიმფონიებსა (100-ზე მეტი) და სიმებიან კვარტეტებს (83); ორივე ამ ჟანრში ჰაიდნის მოღვაწეობას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ზოგიერთი თავისი მხატვრული თვისებით, ფილოსოფიური გააზრებითა და კომპოზიციური ხერხებით (მოტივურ-თემატიკური დამუშავება) ჰაიდნმა შეამზადა ბეთჰოვენის შემოქმედება. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჰაიდნის შემოქმედებაში მის ორატორიებს "სამყაროს შექმნა" (1798) და "წელიწადის დრონი" (1801). ჰაიდნს ეკუთვნის 24 ოპერა, მრავალი საკრავიერი კონცერტი და ანსამბლი (200-მდე), 52 საფორტეპიანო სონატა, საკრავიერი პიესები და სხვა.
წაკითხვა
ფრანც იოზეფ ჰაიდნი - პირველი გადაცემა გადაცემის ავტორი: თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნესტან მესხი
კლასიკის საათი | 24 თებერვალი, 2015
1740-1749 ჰაიდნი ვენაში მღეროდა წმ. სტეფანეს ტაძრის გუნდში. აქვე სწავლობდა სხვადასხვა საკრავზე დაკვრას. ერთხანს იტალიელი კომპოზიტორისა და სიმღერის მასწავლებლის ნ. პორპორას აკომპანიატორი იყო. XVIII საუკუნის 50 წლებში ჰაიდნმა დაწერა ზინგშპილი "კოჭლი ეშმაკი" (დაიდგა 1752 ვენაში) და მთელი რიგი სხვა ნაწარმოებები, რომელთაც პირველად მოუპოვეს მას სახელი.1759-1761 ჰაიდნი გრაფ მორცინის კარის კაპელმაისტერი იყო. აქ შექმნა მან თავისი პირველი სიმფონიები. 1761-1790 მსახურობდა უნგრელი თავადების ესტერჰაზების კარზე, რომელთა ორკესტრისა და საშინაო თეატრისათვის დაწერა მრავალი სიმფონია (მათ შორის ცნობილი "გამოსათხოვარი", 1772) და ოპერა. ჰაიდნის შემოქმედებითი მოღვაწეობა აღმავლობას განიცდის XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში, როდესაც შექმნა საუკეთესო კვარტეტები (დაწყებული ოპუს 33-ით), 6 პარიზული (1785-
წაკითხვა
ამელიტა გალი-კურჩი გადაცემის ავტორი: თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნესტან მესხი
კლასიკის საათი | 17 თებერვალი, 2015
იტალიელი მომღერალი ქალი, კოლორატურული სოპრანო 1882 - 1963
წაკითხვა
ჯორჯ გერშვინი გადაცემა მეორე გადაცემის ავტორი: თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნესტან მესხი
კლასიკის საათი | 10 თებერვალი, 2015
1924 წელს ჯაზ მუსიკოსმა და ჯაზ ბენდის ლიდერმა პოლ ვაითმენმა გადაწყვიტა სპეციალური კონცერტის ჩატარება და ყველასათვის იმის დამტკიცება, რომ ჯაზი საკმაოდ სეიოზული მუსიკაა. ჯორჯ გერშვინი კონცერტისთვის მუსიკის დაწერას დასთანხმდა, თუმცა დრო ძალიან ცოტა იყო, სულ რამდენიმე კვირა. გერშვინი თვით გადეშვა სამუშაოში და კონცერტისთვის შექმნა ისეთი ცნობილი კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკეტრისთვის როგორიცაა „Rhapsody of blue”. ფორტეპიანოს პარტიას თავად გერშვინი ასრულებდა. აუდიტორიაში ისხდენენ კლასიკური მსუსიკის გამოჩენილი წარმომადგენლები. კონცერტის დაწყებისთანავე ისინი მოინუსხენ თანამედროვე ამერიკული კულტურის ახალი ჟღერადობით. ამ ნაწარმოებმა კომპოზიტორს საყოველთაო აღიარება მოუტანა. უმალვე გაიყიდა ასი ათასობით ფირფიტა. გერშვინი კი თავად კმაყოფილი დარჩა იმით, რომ მან შეძლო დაემტკიცებინა, რომ ჯაზი ერთროულად შეიძლება იყოს სერიოზული მუსიკა და ამავე დროს პოპულარულიც. გერშვინის ქმნილებათა შორის აღსანიშნავაი „პორგი და ბესი“ რომლის პრემიერაც ბოსტონში, 1935 წელს შედგა. მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა წარმოდგენით, თუმცა კრიტიკოსებმა არ დაინდეს ხელოვანი. გერშვინი ამით არ დამუხრუჭდა. ის პირიქით თვლიდა, რომ მან ახალი მუსიკალური ფორმა შექმა- ოპერა, რომელიც პოპულარუ მუსიკაზე იყო აგებული. პორგი და ბესის სიმღერა „ Summertime” კი ერთ-ერთი ყველზე პოპულარული გახდა მოსფლიოში. ამ სიმღერას არსულებდნენ ისეთი გამოჩენილი მომღერლები, როგორებიც არიან ლუის არმსტრონგი, ელა ფიცჯერალდი, ბილი ჰილიდეი, მარია კალასი და სხვები. „პორგი და ბესის“ მსგავსად, გერშვინის ნაწარმოები „ამერიკელი პარიზში” კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოჰყვა, თუმცა იყო კრიტიკოსთა გარკვეული ნაწილი, რომლებმაც დადებითად შეაფასეს გერშვინის მუსიკა. მიუხედავად კრიტიკოსებს შორის აზრთა რადიკალური სხვაობისა, მსმენელმა მაინც პოზიტიურად მიიღო ის.
წაკითხვა
ჯორჯ გერშვინი გადაცემის ავტორი: თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნესტან მესხი
კლასიკის საათი | 3 თებერვალი, 2015
გერშვინი 18 წლის იყო როდესაც მისი პირველი კომპოზიცია გამოქვეყნდა. ამ ასაკიდან 20 წლის განმავლობაში ანუ სიკვდილის ბოლომდე მან კიდევ 500 ნაწარმოები შექმნა.ჯორჯ გერშვნის მუსიკის დიდი ნაწილი იქმნებოდა მუსიკალური სპექტაკლებისთვის ნიუ იორკში. თითქმის ყველა სიმღერა რასაც გერშვინი ქმნიდა მალევე უაღრესად პოპულარული ხდებოდა. ამ სიმღერებს ასრულებდნენ ყველგან და სხვადასხვა ინტერპრეტაციით, ჯაზიდან დაწყებული ქანთრის სტილით დამთავრებული.1937 წლიდან გერშვინი ლოს ანჟელესში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ მალევე შეუძლოდა გახდა. ამავე წელს ის თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. ჯოჯრ გერშვინი სულ რაღაც 39 წლის იყო. დღემდე გერშვინი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ კომპოზიტორად ითვლება. მისი სიმღერები და კომპოზიციები თანამედროვე მომღერლებსა და მუსიკოსებს შორის დღესაც ყველაზე პოპულარულია.
წაკითხვა
ნანა დიმიტრიადი გადაცემის ავტორი: თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნესტან მესხი
კლასიკის საათი | 13 იანვარი, 2015
ნესტან მესხის სიურპრიზი საზოგადოებრივი რადიოს მსმენელისთვის და თავად ნანა დიმიტრიადისთვის
წაკითხვა
გადაცემა
რუდოლფ ბინგი
კლასიკის საათი | 30 დეკემბერი, 2014
გადაცემის ავტორი და წამყვანი: ნესტან მესხი
წაკითხვა
რუდოლფ ბინგი - იმპრესარიო გადაცემის ავტორი: თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნესტან მესხი
კლასიკის საათი | 23 დეკემბერი, 2014
ავსტრიელი წარმოშობის საოპერო იმპრესარიო,იგი მუშაობდა გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. იყო ნიუიორკის მეტროპოლიტენ ოპერას იმპრესარიო 1950 - 1972 წლებში. 1971 წელს მას ინგლისის დედოფალმა ელისაბედ მეორემ რაინდის წოდება მიანიჭა.
წაკითხვა