საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
გადაცემა
ზაირა დავარაშვილი
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 5 ნოემბერი, 2017
5 ნოემბერს, კვირასაღამოს, 20 საათსა და 30 წუთზე " ჩვენი ქალაქის პატარა ამბების" სტუმარი თბილისის საპატიო მოქალაქე, ებრაელ ქალთა მსოფლიო ორგანიზაცია " ემენას" პროგრამების კოორდინატორი, შამპანურივით შუშხუნა და ცეცხლიანი ზაირა დავარაშვილი იქნება. მოისმინეთ მისი მონაყოლი საზოგადოებრივის რადიოტალღაზე Fm 102.4
წაკითხვა
გადაცემა
რიტა შავილოვა - ჩვენი მეგობარი იეზიდი
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 29 ოქტომბერი, 2017
ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს 29 ოქტომბერს "ჩვენი ქალაქის პატარა ამბებში". ოღონდ არც ის ჭრელი, ასფურცელა კაბა ეცვა, არც დიდი ქარვის მძივები ეკეთა და არც ოქროს ბურთები ყურში, ასე რომ გამოარჩევდა ქურთის ქალებს თბილისში. მხოლოდ გაცრეცილი ხალით შუბლზე მივხვდით, რომ ეს რიტა შავილოვაა - ჩვენი მეგობარი იეზიდი. 20 საათსა და 30 წუთზე მოიცალეთ და მოისმინეთ მისი ნაამბობი რადიოთი, Fm 102.4- ზე.
წაკითხვა
გადაცემა
თამარ მიქაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 22 ოქტომბერი, 2017
ჩვენმა მსმენელმა იცის, ამ ბოლო ხანს საქართველოს გამორჩეულ მამულიშვილთა შთამომავლებს ვეძებთ და "ჩვენი ქალაქის პატარა ამბებში" ვეპატიჟებით - სად არიან, როგორ ცხოვრობენ, რითი სულდგმულობენ? გვინდა გვიამბონ თავის თავზე, წინაპრებზე ოჯახში შენახული, თაობიდან თაობას გადმოცემული ისტორიები.ამჯერად მე-19 საუკუნის საზოგადო მოღვაწის, ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულის, დიმიტრი ყიფიანის შთამომავალი, ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი თამარ მიქაძე მივიწვიეთ.ავტორები: ფატი თევდორაშვილი და მანანა მახარაძე. 
წაკითხვა
გადაცემა
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 15 ოქტომბერი, 2017
წაკითხვა
გადაცემა
გოგი ბარნოვი
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 8 ოქტომბერი, 2017
გოგი ბარნოვი, გიორგი ბარნაველი, გოგლიკა, კინორეჟისორი, კინოოპერატორი. სწავლობდა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, ანუ ცნობილ "ვგიკში". ასეთი ცნობები ამოგვიყარა გუგლმა ჩვენს დღევანდელ სტუმარზე და ეს, დიდი ხნის წინანდელი ფოტოც მოაყოლა.დანარჩენს, უფრო დაწვრილებით, "ჩვენი ქალაქის პატარა ამბებში" მოგიყვებათ 8 ოქტომბერს, 20 საათსა და 30 წუთზე, რადიოტალღაზე Fm 102.4.ავტორები: მანანა მახარაძე, ფატი თევდორაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ლადო თევდორაძის გამოფენა
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 24 სექტემბერი, 2017
"ჩვენი ქალაქის პატარა ამბები" მხატვარ ლადო თევდორაძის გამოფენაზე გეპატიჟებათ. გამოფენა 27 სექტემბრამდე გრძელდება გალერეია "სფუმატოში". მოასწარით, ნახეთ! 24 სექტემბერს კი, 20 საათსა და 30 წუთზე, ჩვენი სტუმარი იქნება ბატონი ლადო და ბევრ საინტერესო ამბავს მოგვიყვება თავისი ცხოვრდბიდან. Fm 102.4. მანანა მახარაძე, ფატი თევდორაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
მედეა ქელბაქიანი
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 17 სექტემბერი, 2017
მუსიკოლოგი, წლების მიუხედავად მოხდენილი, ეშხიანი, კეკლუციც და იუმორით სავსე ქალბატონია ჩვენი გადაცემის სტუმარი. 17 სექტემბერს, კვირას, 20 საათსა და 30 წუთზე, "ჩვენი ქალაქის პატარა ამბები" მედეა ქელბაქიანს მასპინძლობს. ნამდვილად შეუძლია თქვას, ჩემი წლები ჩემი სიმდიდრეაო!
წაკითხვა
გადაცემა
ნანა ზურაბიშვილი
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 30 ივლისი, 2017
სტუმრად კვლავ ნანა ზურაბიშვილია- განათლებით ექიმი, სოსო ჩხაიძის სახელობის კინოფონდის თავმჯდომარე, კოფირაიტერი.როგორ დადიოდა ფილმის ქასტინგზე და როლის ნაცვლად რეჟისორ სოსო ჩხაიძის მეუღლის როლი მოირგო; რა მოსწერა როლანდ რეიგანმა პასუხად მის წერილზე და კიდევ ბევრი, ძალიან საინტერესო ამბავი ისევ და კვლავ სოსო ჩხაიძეზე და მის დაუმთავრებელ ფილმზე "შვიდკაცა".
წაკითხვა
გადაცემა
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 23 ივლისი, 2017
წაკითხვა
გადაცემა
"მანჰეტენის დღიურების " ავტორი
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 16 ივლისი, 2017
თუ გინდათ, რომ გული მოგეცეთ და იმედიანად შეხედოთ მომავალ თაობას, თან ზუსტად გაიგოთ, ვინ არის "მანჰეტენის დღიურების " ავტორი, თან იხალისოთ და საინტერესო ისტორიებიც გაიგოთ, ჩართეთ რადიო 16 ივლისს, 20 საათსა და 30 წუთზე, საზოგადოებრივის ტალღაზე Fm 102.4 და "ჩვენი ქალაქის პატარა ამბებში" მოუსმინეთ ჟურნალისტს, სპორტულ კომენტატორს, საშკა კალმახელიძეს!
წაკითხვა
გადაცემა
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები - ტიციანი | 9 ივლისი, 2017
"ჩვენი ქალაქის პატარა ამბებში" ტიციანის ლექსებს ვკითხულობთ და მისი შვილიშვილი, ნინი ანდრიაძე, ტიციან ტაბიძის მუზეუმის მცველი, გვიყვება ამბებს მათი ოჯახის ისტორიიდან. ტაბიძეების ოჯახის საგის მესამე ნაწილში, 9 ივლისს, ქალბატონი ნინი პირადი ცხოვრების შესახებაც დაგვპირდა, რომ მოგვიყვებოდა. მოგვიყვა კიდეც, მაგრამ ისევ ნიტა, ისევ ტიციანი, პასტერნაკი, ნეიჰაუზი, პერედელკინო და სულ ცოტა საკუთარ თავზეც მოგვითხრო. გადადეთ ყველაფერი, მოიცალეთ და 20 საათსა და 30 წუთზე ჩართეთ რადიო Fm 102.4-ზე.
წაკითხვა
გადაცემა
ნინი ანდრიაძე - ტიციან ტაბიძის შვილიშვილი, პოეტის მუზეუმის მცველი (ll გადაცემა)
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 2 ივლისი, 2017
აი, უკვე მეორე კვირასაღამოა ტიციანის ლექსებს ვკითხულობთ და ტიციან ტაბიძეს ვიგონებთ. ნიტას მარგალიტის მძივები, ნიტას სიყვარული, ნიტა და სტანისლავ ნეიჰაუზი, ნიტა და პერედელკინო, ტორტი ნიტასთვის და ნიტა და ბორის პასტერნაკი და ყველაფერი ეს ერთი ადამიანის ცხოვრებაში- ნინო ანდრიაძე დედაზე, ტანიტაზე, ნიტა ტაბიძეზე გვიყვება ამბებს.გადაცემის ავტორები: ფატი თევდორაშვილი, მანანა მახარაძე.
წაკითხვა
გადაცემა
ნინი ანდრიაძე - ტიციან ტაბიძის შვილიშვილი, პოეტის მუზეუმის მცველი
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 25 ივნისი, 2017
როცა საოცარ მოგონებათა ნისლში ხარ გახვეული, თვალწინ ბუმბერაზი ადამიანების ლანდები ლიცლიცებს, ალბათ, გიჭირს მიწაზე ფეხის დადგმა და სხვა სამყაროში ცხოვრობ. ნინი ანდრიაძე, ტიციან ტაბიძის შვილიშვილი, პოეტის მუზეუმის მცველი, იწყებს თავისი ამბების თხრობას "ჩვენი ქალაქის პაყარა ამბებში".ავტორები: ფატი თევდორაშვილი და მანანა მახარაძე. 
წაკითხვა
გადაცემა
ნონა კუპრეიშვილი - ვისაც ლიტერატურა ძლიერ გიყვართ, ვისაც ფიქრისთვის გცალიათ (ll გადაცემა)
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 18 ივნისი, 2017
ზღვის ხმასაც გაიგონებთ და ფიქრისთვისაც მოიცლით ...გადაცემის ავტორები: მანანა მახარაძე და ფატი თევდორაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ნონა კუპრეიშვილი - ვისაც ლიტერატურა ძლიერ გიყვართ, ვისაც ფიქრისთვის გცალიათ
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 11 ივნისი, 2017
ლიტერატორი ნონა კუპრეიშვილი გაგიტაცებთ თავის სამყაროში და ზღვიდან მობერილი სიო თქვენც გაგიღვიძებთ თავისუფლების ჟინს.ავტორები: ფატი თევდორაშვილი და მანანა მახარაძე.
წაკითხვა
გადაცემა
ვაჟა ჟღენტი - მეღვინე და ყოფილი კალათბურთელი
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 4 ივნისი, 2017
კაცი "ნახოდკა", რუსები როგორც იტყვიან
წაკითხვა
გადაცემა
ჯონი ჯანაშიას თბილისური ამბები
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 21 მაისი, 2017
მოისმინეთ ექიმისა და შოუმენის ჯონი ჯანაშიას თბილისური ამბები. წამყვანი: მანანა მახარაძეგადაცემის ავტორები: ფატი თევდორაძე და მანანა მახარაძე
წაკითხვა
გადაცემა
ჯონი ჯანაშია
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 14 მაისი, 2017
კიდევ სამი კვირასაღამო ექიმისა და შოუმენის მოგონებათა ნავში გიწვევთ საზოგადოებრივი რადიოს ტალღაზე სანანაოდ!ავტორები: ფატი თევდორაშვილი, მანანა მახარაძე. 
წაკითხვა
გადაცემა
იტალიურ - ქართული ისტორია
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 7 მაისი, 2017
სტუმარი: გულნარა მიქანაძე - სვანიძე 14 წელია იტალიაში ცხოვრობს და საქართველოზე ოცნებობსავტორი: მანანა მახარაძე
წაკითხვა
გადაცემა
თეიმურაზ ჟურულის ცხოვრებისეული ამბები
ჩვენი ქალაქის პატარა ამბები | 30 აპრილი, 2017
ავტორები: ფატი თევდორაშვილი და მანანა მახარაძე.
წაკითხვა