საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
გადაცემა
„აბისალის თევზები“ ბაჩო კვირტიას რადიობლოგში
რადიობლოგერი | 5 მაისი, 2017
ვაგზლის მოედნის ღამის ცხოვრება და მისი ბინადარნი - რატომ უთმობენ საგანგებო ყურადღებას უცხოელი და მათ შორის რუსი ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ამ თემას, და რატომ არ ფიქრობს უსახლკაროთა ბედზე დედაქალაქის მერია და ხელისუფლება? რა ხდება ღამით ვაგზლის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე? ის, რაც იცით, და ის, რაც აქამდე არ იცოდით... 
წაკითხვა
გადაცემა
დანაგვიანება ფართო გაგებით – ბაჩო კვირტიას „რადიობლოგერში“
რადიობლოგერი | 28 აპრილი, 2017
დანაგვიანება ფართო გაგებით – პრობლემა საზოგადოებაში, ხალხის მასაში, ადამიანების შეგნებასა და გემოვნებაში. კიდევ ერთი ბალასტი, რომლისგანაც თანამედროვე ქართველი მოქალაქეები უნდა გათავისუფლდნენ,
წაკითხვა
გადაცემა
„იერიქონის საყვირი“
რადიობლოგერი | 21 აპრილი, 2017
ღამის მოულოდნელი ხმაური – ფეიერვერკები, მშენებლობის ხმა და ქალაქის ქუჩებში ავტომობილებისა და მოტოციკლების ჯოჯოხეთური სისწრაფით რბოლა - პრობლემა, რომელსაც ოდნავ მეტი კულტურა, მეტი პასუხისმგებლობა, ნაკლები ეგოიზმი და ნაკლები თავხედობა გადაჭრის... დღეს, საღამოს 9–ის ნახევარზე, „იერიქონის საყვირი“ – ბაჩო კვირტიას „რადიობლოგერში“!
წაკითხვა
გადაცემა
„ჩვენი ცხოვრების 9 აპრილი“ – ბაჩო კვირტიას „რადიობლოგერში
რადიობლოგერი | 14 აპრილი, 2017
ტკივილი, რომელიც უკვე 28 წელია არ განელებულა...ემოციები, რომლებსაც უკვე 28 წელია სიმძაფრე არ დაუკარგავს... ერთ–ერთი ნათელი მოგონება ერთ–ერთი ყველაზე დიდი ეროვნული ტრაგედიის შესახებ, რომელიც 28 წლის თავზეც აქტუალურია – ბლოგი–მოგონება, ბლოგი–შეკითხვა და ბლოგი–სინანული. 
წაკითხვა
გადაცემა
„ცხელი ზაფხულის ერთი დღე“ – ბაჩო კვირტიას „რადიობლოგერში“
რადიობლოგერი | 7 აპრილი, 2017
ზაფხულის ერთი ცხელი დღე, თბილისის რკინიგზის სადგურში - განწყობა, ემოციები და ფიქრი, სანამ მატარებელი ჩამოდგება. 
წაკითხვა
გადაცემა
„მზე, ჰაერი, მიწა და წყალი“ – ბაჩო კვირტიას რადიობლოგერში
რადიობლოგერი | 31 მარტი, 2017
როგორი მდგომარეობაა დღეს თბილისში ავტომანქანების რაოდენობის, მათი პარკირებისა და ტექნიკური გამართულობის კუთხით, ასევე ქალაქის მასიური განაშენიანების თვალსაზრისით... როგორ ირღვევა თბილისში მანქანების პარკირებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის წესები თუ სტანდარტები, რას კარგავენ თანამედროვე ადამიანები – ჩვენი თანამოქალაქეები ჩვენ გვერდით, და რას იღებენ სანაცვლოდ...  
წაკითხვა
გადაცემა
„(არა)საგაზაფხულო სონეტი“ – ბაჩო კვირტიას „რადიობლოგერში“
რადიობლოგერი | 24 მარტი, 2017
 სენტიმენტალიზმის, რომანტიკისა და სულიერების გარეშე დარჩენილი წელიწადის ულამაზესი დრო; გაზაფხული, რომელმაც პოეტურობა დაკარგა, და რომლისგანაც მხოლოდ პროზა დარჩა...წლევანდელი გაზაფხული და ამბები ჩვენ ირგვლივ; რეალიები, რომლებმაც ჩვენს ყოველდღიურობაში გაზაფხული განდევნა.
წაკითხვა
გადაცემა
„ერთი სამგზავრო მოგონება“ – ბაჩო კვირტიას „რადიობლოგერში“
რადიობლოგერი | 17 მარტი, 2017
ბავშვობის მოგონება, მატარებელი, გზა, უცნობი მომხიბლავი ქალბატონი და მოგვიანებით მისი ხელახალი აღმოჩენა სულ სხვა განზომილებაში... მგზავრობა მატარებლით, რომელიც არაჩვეულებრივმა თანამგზავრმა ამ ბლოგის ავტორისთვის დაუვიწყარი გახადა...
წაკითხვა
გადაცემა
„თანამედროვე ქართველი ქალის ამბავი“ – ბაჩო კვირტიას „რადიობლოგერში“
რადიობლოგერი | 10 მარტი, 2017
თანამედროვე ქართველი ქალი და საგნები თუ მოვლენები მის ირგვლივ –  შეფასებები, თვალსაზრისი, რომელსაც შესაძლოა დაეთანხმოთ ან გააპროტესტოთ. ბლოგი–შეფასება, ან ბლოგი–განწყობა – როგორც გენებოთ, რომელსაც მოულოდნელი დასასრული აქვს...
წაკითხვა
გადაცემა
„იმპროვიზაცია საცობის თემაზე“ – ბაჩო კვირტიას „რადიობლოგერში“.
რადიობლოგერი | 3 მარტი, 2017
რას წარმოადგენს ჩვენს რეალობაში ე.წ. საგზაო საცობი და რამდენად უარყოფითად მოქმედებს ეს მოვლენა ჩვენს განწყობასა და ქმედებებზე? რა საინტერესო ნიუანსები შეიძლება იპოვო საცობში და როგორ უნდა გაირთო თავი, თუ ხვდები, რომ ერთ ადგილზე ძალიან დიდხანს მოგიწევს დგომა... 
წაკითხვა
გადაცემა
„რა უნდა ვაკეთოთ საქართველოში?“ ბაჩო კვირტიას რადიობლოგში
რადიობლოგერი | 24 თებერვალი, 2017
რისი შესაძლებლობა აქვს ქართველ ან უცხოელ მოქალაქეს ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წამოწყებისას? რამდენად იოლია საქართველოში კერძო საქმიანობა და მოგების მიღება... ღირს თუ არა იფიქრო საკუთარი ბიზნესის შექმნაზე, ჯანსაღ კონკურენციასა და სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობაზე? თუ ეს ყველაფერი ილუზია და თავის მოტყუებაა, რომელიც შესაძლოა სანანებელიც კი გაგიხდეს... 
წაკითხვა
გადაცემა
„ველური კაპიტალიზმის ქართული ხიბლი“
რადიობლოგერი | 17 თებერვალი, 2017
დაცულია თუ არა დღეს ჩვენს ქვეყანაში შრომითი უფლებები და ის სტანდარტი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია ადაპტირებული და დანერგილია როგორ პირობებში და რის საფასურად მსახურობენ საქართველოში ადამიანები – როგორც კერძო კომპანიებში, ისე საჯარო სამსახურში ვინ უნდა დაიცვას მშრომელთა უფლებები? ვინ უნდა აწარმოოს მონიტორინგი და როდის უნდა დაინერგოს რეგულაციები, რომლებიც დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესებს დაიცავს როდემდე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ბედის ანაბარა მიტოვებული და დამოკიდებული კერძო კომპანიის მენეჯერის კეთილ ნებაზე?ავტორი: ბაჩო კვირტია.
წაკითხვა
გადაცემა
„შინაგანი ვიზალიბერალიზაცია“ – „რადიობლოგერში“!
რადიობლოგერი | 10 თებერვალი, 2017
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის სტატუსის მინიჭებით გამოწვეული ეიფორია და სიხარული, რომელიც საერთო–სახალხო ზეიმად იქცა...ამ ეიფორიის ფონზე, რაზე უნდა დაფიქრდეს თითოეული ჩვენგანი და რა უნდა გააკეთოს, სანამ ევროპაში გასამგზავრებელ ბილეთს შეიძენს...რიტორიკულ–დრამატული გადახვევა, რომელიც აუცილებელია თითოეულ ქართველს ახსოვდეს, და ის, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია, მაგრამ ახლა აუცილებლად უნდა გავაკეთოთ – როცა ევროპისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით! ავტორი: ბაჩო კვირტია.
წაკითხვა
გადაცემა
ცნება „ქართულის“ ირონიულ-სარკასტული კონტექსტები ჩვენს რეალობაში
რადიობლოგერი | 3 თებერვალი, 2017
„ქართული“ ქცევა, „ქართული“ აზროვნება და „ქართული“ ინსტინქტები – როგორც განუმეორებელი ფენომენი. „იცით, რას ნიშნავს ქართული?“ავტორი: ბაჩო კვირტია.
წაკითხვა
გადაცემა
ფინანსური პირამიდები და თაღლითურად მოტყუებული მოქალაქეები
რადიობლოგერი | 27 იანვარი, 2017
კიდევ ერთი უმწვავესი პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო რამდენიმე თვეა არა მარტო განსჯის, არამედ უკიდურესი მღელვარების საგანი გახდა... ფინანსური პირამიდებისა და თაღლითური სქემების მიხედვით მოქმედი კომპანიების მიერ მოტყუებული და დაზარალებული მოქალაქეები – ვინ უნდა დაიცვას მათი უფლებები, და როგორ უნდა დაიბრუნონ ადამიანებმა საკუთარი ფული? რა უნდა გაეკეთებინა იმთავითვე ხელისუფლებას და რა უნდა გააკეთოს ახლა – როცა უკვე ძალიან გვიანაა...ავტორი: ბაჩო კვირტია.
წაკითხვა
გადაცემა
„სულელის მონოლოგი“
რადიობლოგერი | 20 იანვარი, 2017
მონოლოგი, როგორც პროტესტი, თუ მონოლოგი, როგორც ამაო საუბარი საკუთარ თავთან? უცვლელი ყოველდღიურობა ჩვენ ირგვლივ და მდარე მონოტონურობის განუმეორებელი ხიბლი, რომელსაც შინ, ქუჩაში, ტელევიზორში ვგრძნობთ და ვხედავთ... ავტორი: ბაჩო კვირტია.
წაკითხვა
გადაცემა
ძველით ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე – რატომ ყარყატი, და რატომ მომღიმარი?
რადიობლოგერი | 13 იანვარი, 2017
ახალი წელი ქართულ რეალობაში – როგორც გროტესკი, როგორც მომაბეზრებელი და გაცვეთილი ელემენტების მქონე დღესასწაული, და როგორც სიმბოლო, რომელსაც ამ ბლოგში ზედმეტად უჩვეულო სახელი ჰქვია.  როგორ ხედავს ამ ბლოგის ავტორი ქართულ საახალწლო დღესასწაულს, მის წინარე მზადებას და აღნიშვნის ფორმებს...ავტორი: ბაჩო კვირტია.
წაკითხვა
გადაცემა
„12 საახალწლო სურვილი“
რადიობლოგერი | 6 იანვარი, 2017
ეს ბლოგი მათთვისაა, ვისაც სჯერა, რომ საახალწლო სურვილები ხორციელდება...  რატომ შეარჩია უამრავი სურვილიდან ამ ბლოგის ავტორმა მხოლოდ 12, და რა სურვილებია ისინი? 12 სხვადასხვა ხასიათის, ემოციის, და რაც მთავარია – მეტ–ნაკლებად რეალური სურვილი, მისწრაფება, მიზანი და საჭიროება, რომელსაც ავტორი მსმენელებს გაუზიარებს... ავტორი: ბაჩო კვირტია.
წაკითხვა
გადაცემა
„5 წუთი ახალ წლამდე“
რადიობლოგერი | 30 დეკემბერი, 2016
რას შეიძლება ფიქრობდეს ადამიანი ახალ წლამდე სულ ცოტა ხნით ადრე? რა შეიძლება გაახსენდეს, ან რა ინატროს, ან ზოგადად – როგორი განწყობა დაეუფლოს? ის, რაზეც თქვენ ფიქრობთ და რაც გახსენდებათ ახალ წლამდე რამდენიმე წუთით ადრე, და ის, რაც ამ ბლოგის ავტორს ახსენდება ყოველი ახალი წლის დადგომამდე ზუსტად 5 წუთით ადრე...წინასაახალწლო ფიქრები, ემოციები და განწყობა ყველაზე ეიფორიულ და ემოციურ წუთებში.ავტორი: ბაჩო კვირტია.
წაკითხვა
გადაცემა
„ნუთუ ყველაფერი კარგადაა?“ – ბაჩო კვირტიას „რადიობლოგერში“.
რადიობლოგერი | 23 დეკემბერი, 2016
როგორ გავარკვიოთ, სად არის ობიექტური რეალობისა და ილუზიის ზღვარი ჩვენ გარშემო? როგორ ავირჩიოთ სწორად არგუმენტებსა და კონტრარგუმენტებს შორის, რომლებიც ჩვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსა და ადამიანთა ბედს ეხება... ის, რასაც სწორად, გონივრულად და სამართლიანად უნდა ვაფასებდეთ – ჩვენს ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც. 
წაკითხვა