საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
გადაცემა
იგს ბოქსი
იგს ბოქსი | 18 დეკემბერი, 2016
წაკითხვა
გადაცემა
მრავალფეროვანი და საინტერესო თემები
იგს ბოქსი | 11 დეკემბერი, 2016
BOXრელიზში თეკო შავარდენიძე გაგაცნობთ სასარგებლო და საჭირო ინფორმაციას;FM ბლოგერს თამუნა მინდიაშვილი წარმოგიდგენთ და გიამბობთ ერთ-ერთ სერიალზე, რომელიც თინეიჯერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს;"სანიშნეში" ნინა ჭავჭანიძე მოგიყვებათ ადამიანებზე, რომლებსაც სამყაროს განსაკუთრებული აღქმა აქვთ, მათი გამოხატვის ფორმები კი არ ემორჩილება საყოველთაოდ გავრცელებულ კლიშეებსა და სტერეოტიპებს;
წაკითხვა
გადაცემა
იგს BOX-ი განაგრძობს დებიუტების სერიას
იგს ბოქსი | 4 დეკემბერი, 2016
იგს BOX-ი მოზარდებისათვის განაგრძობს დებიუტების სერიას და წარმოგიდგენთ გუნდის ახალ წევრს, თამთა ნადარაიას, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ რესპონდენტის სტატუსით სტუმრობდა გადაცემას. თამთა FM ბლოგერში მოგიყვებათ იმ ადამიანის შესახებ, ვისიც ყველას უსიტყვოდ ესმის;"ბოქსრელიზში" გიორგი გვალია გაგაცნობთ ცვლილებებს ეროვნული გამოცდების ფორმატში, გაცნობით პროგრამებს აბიტურიენებისათვის, გაგიზიარებენ ინფორმაციას წიგნის საახალწლო ფესტივალზე, ასევე Google-ის ახალ აპლიკაციაზე;"სანიშნეში" ქრისტინე სამხარაძე გიამბობთ ადამიანზე, რომლის სახელსაც უკავშირდება არაძალადობრივი პროტესტის ფენომენი; Flashback და მათე გულუა აშშ-ის ისტორიის იმ პერიოდს გადაავლებენ თვალს, რომელიც "დიდი დეპრესიის" სახელით არის ცნობილი;"ჰიტ პოინტის" წამყვანი მარიამ ცოტნიაშვილი სხვადასხვა დროის ჰიტებს მოგასმენინებთ და მათ შემსრულებლებზე გიამბობთ.
წაკითხვა
გადაცემა
დებიუტების დღე "იგს ბოქს"-ში
იგს ბოქსი | 27 ნოემბერი, 2016
გუნდის დიდი ხნის წევრი, ქრისტინე ჩხიკვაძე წამყვანის ამპლუაში და ყოფილი რესპონდენტი, რუსკა ბიბილური ავტორის სტატუსით.FM ბლოგერში ქრისტინე სამხარაძე აშშ-ის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტის შესახებ მოგიყვებათ;სანიშნეში რუსკა ბიბილური გიამბობთ ადამიანზე, რომლის სახელსაც უკავშირდება ბევრი ისეთი რამ, რის გარეშეც მოზარდებს, ასევე მათზე ბევრად უფროსებსაც თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნიათ;Flashback-ში მათე გულუასთან ერთად გადაავლებთ თვალს რიჩარდ ნიქსონის დროინდელი ამერიკის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს;ჰიტ პოინტის წამყვანი მარიამ მდივნიშვილი სხვადასხვა დროის ჰიტებს მოგასმენინებთ და მათ შემსრულებლებზე გიამბობთ.გადაცემის წამყვანები: გიორგი გვალია და ქრისტინე ჩხიკვაძე.
წაკითხვა
გადაცემა
იგს BOX კვირას, 20 ნოემბერს
იგს ბოქსი | 20 ნოემბერი, 2016
იგს BOX-ი მოზარდებისთვის, გადაცემის წამყვანებთან, თინა ხუნდაძესთან და გიორგი გვალისთან ერთად გთავაზობთ:BOX რელიზს სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციით ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში შეტანილი ცვლილებების, ონლაინ ექსკურსიების, ელექტრონული ლექსიკონებისა და სასკოლო კონკურსების შესახებ;"სანიშნეს", რომელიც ნინა ჭავჭანიძესთან ერთად გიამბობთ ადამიანზე, ვისი ცხოვრებაც გააზრებული გმირობის მაგალითია;FM ბლოგერს, თამუნა მინდიაშვილის შთაბეჭდილებებით თინეიჯერებში პოპულარული ერთ-ერთი სერიალის შესახებ;"სპორტფაილს" თინა ხუნდაძესთან ერთად, ჩვეულებრივი სპოტიე სახეობების ზოგიერთი უჩვეულო თავისებურების შესახებ;"ჰიტ პოინტს" მარიამ ცოტნიაშვილის მიერ შერჩეული სხვადასხვა დროის ჰიტებითა და შემსრულებლებით.
წაკითხვა
გადაცემა
სასკოლო ოლიმპიადები, კონკურსები, გამოფენები, ახალი ელექტრონული ლექსიკონები
იგს ბოქსი | 13 ნოემბერი, 2016
BOX რელიზში სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციას სასკოლო ოლიმპიადების, კონკურსების, გამოფენების, ახალი ელექტრონული ლექსიკონების და სხვ. შესახებ;"სანიშნეს", რომელშიც ნინა ჭავჭანიძე მოგითხრობთ ადამიანზე, რომელმაც გამოთქმა "შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს" რეალობად აქცია;FM ბლოგერში კესო არჩვაძე გიამბობთ გოგონაზე, რომელსაც სწავლის სურვილი სიცოცხლის რისკის ფასად დაუჯდა, მაგრამ ამის მიუხედავად არ დანებდა, საქვეყნოდ გაითქვა სახელი და ახლა ცდილობს სხვა ბავშვების გხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ;ჰიტ პოინტის წამყვანები მარიამ ცოტნიაშვილი და მარიამ მდივნიშვილი ქართული საბავშო ევროვიზიის ისტორიას გადაავლებენ თვალს, გაიხსენებენ რამდენიმე საკონკურსო ნომერს და წარმოგიდგენენ წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის ქართველ მონაწილეს, მარიამ მამადაშვილს. გადაცემის წამყვანები: გიორგი გვალია და თინა ხუნდაძე.
წაკითხვა
გადაცემა
ჰელოვინი, მარტინ იდენი, ელოქტრონული მუსიკის მიმდინარეობა, კარაოკე და საინტერესო ამბები ინტერნეტიდან
იგს ბოქსი | 6 ნოემბერი, 2016
"ბოქსრელიზში" - საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია ინტერნეტიდან;აქტუალური "სანიშნე" გიორგი გვალიასთან ერთად მოგითხრობთ Halloween-ის შესახებ;ვირტუალურ კარაოკეში მოუსმენთ 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს, ხატია წურწუმიას, რომელიც თავის საყვარელ სიმღერას შეასრულებს;FM ბლოგერში ქრისტინე სამხარაძე მარტინ იდენის ისტორიას გიამბობთ;"ინტერნეტის ჭია" ნინა ჭავჭანიძესთან ერთად გაგაცნობთ საინტერესო და სახალისო ამბებს;"ჰიტ პოინტში" გიორგი გვალია ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ მიმდინარეობაზე გიამბობთ.
წაკითხვა
გადაცემა
პროექტის "ევროპული ენების დღის" გამარჯვებულები
იგს ბოქსი | 23 ოქტომბერი, 2016
იგს BOX-ი მოზარდებისათვის გაგაცნობთ გოეთეს ინსტიტუტის პროექტის "ევროპული ენების დღის" გამარჯვებულებს პირველი ექსპერიმენტული სკოლისა და მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თამთა ნადარაიასა და რუსკა ბიბილურს;გადაცემის წამყვანები ნინა ჭავჭანიძე და ნინი დავითაძე "ბოქსრელიზში" სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციებს გაგიზიარებენ;ექსპერიმენტულ ვირტუალურ კარაოკე კლუბში ნინი ესვანჯია თავის საყვარელ სიმღერას შეასრულებს. მასთან მოკლე ინტერვიუ გიორგი ნაზღაიძემ ჩაწერა;"სანიშნეში" გიორგი გვალია მოგიყვებათ ისეთი უჩვეულო მოვლენის შესახებ, როგორიცაა სინესთეზია;შედგება პრემიერა და დებიუტი: "ტექნობოქსში" ლუკა ბერია ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ გიამბობთ;
წაკითხვა
გადაცემა
იგს ბოქსი
იგს ბოქსი | 16 ოქტომბერი, 2016
წაკითხვა
გადაცემა
იგს ბოქსი
იგს ბოქსი | 18 სექტემბერი, 2016
წაკითხვა
გადაცემა
იგს ბოქსი
იგს ბოქსი | 28 აგვისტო, 2016
წაკითხვა
გადაცემა
ინტრვიუ უცხოელ თანატოლთან
იგს ბოქსი | 31 ივლისი, 2016
იგს BOX-მოზარდებისათვის გთავაზობთ ინტრვიუს უცხოელ თანატოლთან, ნიკოლ ადორნოსთან, რომელიც ლუქსემბურგში ცხოვრობს, იტალიის მოქალაქეა, საქართველოში არდადეგებზე ჩამოდის ხოლმე და მუსიკით არის გატაცებული. წამყვანები: გიორგი გვალია და მათე გულუა;FM ბლოგერში თამუნა მინდიაშვილი თავის სერიალის "ერთხელ ზღაპარში" შესახებ თავის შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ;ექსპერიმენტულ-ვირტუალურ კარაოკეში გადაცემის სტუმარი ნიკოლ ადორნო სიას "Elastic Heart"-ს შეასრულებს;"სპორტფაილში" ნინა ჭავჭანიძე რაგბის შესახებ გიამბობთ;"ჰიტ პოინტში" გიორგი ნაზღაიძე ერთ დროს პოპულარულ ჰიტს მოგასმენინებთ.
წაკითხვა
გადაცემა
ინტერვიუ "იგს ბოქსი"-ს წევრებთან მათე გულუასთან და მარიამ სუჯაშვილთან
იგს ბოქსი | 24 ივლისი, 2016
წამყვანები: გიორგი გვალია და გვანცა ქოჩორაშვილი.Flashback-ში მათე გულუა ვატერლოოს ბრძოლის შესახებ გიამბობთ."ხმოვან შეტყობინებაში" თავისი მოზარდობისდროინდელ გარემოზე ფილოლოგი თეონა ბექიშვილი მოგიყვებათ;"ინტერნეტის ჭიაში" სახალისო და და საინტერესო ინფორმაციებს ნინა ჭავჭანიძე გაგაცნობთ;ჰიტ პოინტში გიორგი ნაზღაიძე მოგასმენინებთ სხვადასხვა დროის მუსიკალურ ჰიტებს.
წაკითხვა
გადაცემა
ინტერვიუ "იგს ბოქსი"-ს წევრებთან ნინა ჭავჭანიძესთან და ნინი დავითაძესთან
იგს ბოქსი | 17 ივლისი, 2016
წამყვანები: გიორგი ნაზღაიძე და მარიამ სუჯაშვილი."სანიშნეში" ქრისტინე ჩხიკვაძე ოდრი ჰეპბერნის შესახებ გიამბობთ.მოისმენთ "ხმოვანი შეტყობინებას", რომელიც იგს BOX-ის მსმენელისათვის პროექტის ავტორმა მაია მაცხონაშვილმა დატოვა და მოგითხრობთ ლოზუნგების ქვეყანაზე, სადაც მან მოზარდობა გაატარა."ინტერნეტის ჭია", რომლის მასალებიც სპეციალურად იგს BOX-ის მსმენელისათვის ინტერნეტიდან ნინა ჭავჭანიძემ შეაგროვა.
წაკითხვა
გადაცემა
გამომგონებელი ლაშა თელია სტუმრად "იგს ბოქს"-ში
იგს ბოქსი | 10 ივლისი, 2016
წამყვანები: ნინა ჭავჭანიძე და გიორგი გვალია.FM ბლოგერში გვანცა ქოჩორაშვილი მზრუნველობამოკლებული ბავშვების პრობლემებისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე გიამბობთ."სანიშნეში" ქრისტინე სამხარაძე რაშმორის მემორიალის ისტორიას მოგიყვებათ."ხმოვან შეტყობინებაში" ხელოვნებათმცოდნე, მუზეუმმცოდნე სალომე ცისკარიშვილი გაგიზიარებთ თავის შთაბეჭდილებებს გარემოზე, რომელშიც მოზარდობისას ცხოვრობდა.ჰიტ პოინტში გიორგი ნაზღა
წაკითხვა
გადაცემა
საფეხბურთო კლუბის "საბურთალო"-ს ფეხბურთელები სტუმრად "იგს ბოქს"-ში
იგს ბოქსი | 3 ივლისი, 2016
სტუმრები: ლადო ძიძიგური, ბექა ქეცბაია და სანდრო ჭყონია - საფეხბურთო კლუბ "საბურთალო" -ს ფეხბურთელები.წამყვანები: მარიამ სუჯაშვილი და გიორგი გვალია. FM ბლოგერში გიორგი გვალია გვიამბობს იმის შესახებ, რატომ და როგორ გამოასწორა საკუთარი ხელწერა."სანიშნეში" იგს BOX-ის გუნდის ახალი წევრის, ვახტანგ სულაბერიძის დებიუტი შედგება: ის საგრადა ფამილიას ტაძრისა და ანტონიო გაუდის შესახებ მოგვითხრობს."ხმოვანი შეტყობინება", რომელიც უფრო
წაკითხვა
ანონსი
მხატვარი ხატია დავითიძე
იგს ბოქსი | 19 ივნისი, 2016
წამყვანები: თინა ხუნდაძე და გიორგი გვალია.FM ბლოგერში კესო არჩვაძე ანა ფრანკის დღიურის შესახებ მოგიყვებათ;"სანიშნეში" ნინი დავითაძე მსოფლიოში პოპულარული ერთ-ერთი ინდური ტრადიციული დღესასწაულის, ჰოლის შესახებ გიამბობთ.შემოგთავაზებთ ახალ რუბრიკას, "ხმოვანი შეტყობინება", ეს არის უფროსი თაობის ადამიანების მოგონებები გარემოზე, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, როცა მოზარდები იყვნენ;ჰიტ პოინტში გიორგი ნაზღაიძე წარმოგიდგენთ სხვადასხვა თაობის საყვარელ მუსიკალურ კომპოზიციებს.გადაცემის დასრულების შემდეგ FB გვერდზე ინტერნეტდუელი გაიმართება. პირველი სწორი პასუხის ავტორი National Geographic საქართველოს წამახალისებე
წაკითხვა
გადაცემა
დამწყები მოდელი თაკო ურიდია
იგს ბოქსი | 12 ივნისი, 2016
12 ივნისს იგს BOX-ში გაიცნობთ დამწყებ მოდელს, მე-10 საჯარო სკოლის მეათეკლასელს, თაკო ურიდიას. გადაცემის წამყვანებს, გიორგი გვალიას და ნინა ჭავჭანიძეს თაკო მოდელის კარიერისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე და სხვა აქტუალურ თემებზე ესაუბრება;FM ბლოგერში ნინა ჭავჭანიძე იმაზე გვიამბობს, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მოზარდებისთვის თავისუფალი დროის მუდმივ დეფიციტს;"სანიშნეში" მარიამ სუჯაშვილი ამერიკელი ჟურნალისტი ქალის, ნელი ბლაის ისტორიას მოგვიყვება;ჰიტ პოინტში გიორგი ნაზღაიძე სხვადასხვა თაობის მუსიკალურ ჰიტებს წარმოგვიდგენს
წაკითხვა
გადაცემა
რადიო 1-ის ყოფილ წამყვანი ანა რატიშვილი სტუმრად "იგს ბოქს"-ში
იგს ბოქსი | 5 ივნისი, 2016
სტუმარი: ანა რატიშვილი - რადიო1-ის გადაცემა  "ლიმონათი"-ის ყოფილი წამყვანი.FM ბლოგერში ქრისტინე სამხარაძე ერკიულ პუაროს მორიგ საქმესა და, ზოგადად, დეტექტივებისადმი თავის დამოკიდებულებაზე საუბრობდა."სანიშნე" და მისი ავტორი თეკო შავარდენიძე კრისტიან დიორის შესახებ მოგიყვათ.ჰიტ პოინტის წამყვანი გიორგი ნაზღაიძე სხვადასხვა თაობის საყვარელ ორ მუსიკალურ კომპოზიციას მოგასმენინათ.
წაკითხვა
გადაცემა
ფოლკლორული ანსამბლი " შავნაბადა"-ს წევრები
იგს ბოქსი | 29 მაისი, 2016
ფოლკლორული ანსამბლი  " შავნაბადა"-ს წევრები: ვახო სულაბერიძე, მათე კილასონია და სანდრო ბალიაშვილი. გადაცემის წამყვანები: მარიამ სუჯაშვილი და ნინა ჭავჭანიძეFM ბლოგერში თეო დემეტრაშვილი გიამბოთ, როგორ "აღმოაჩინა" სანდრო ახმეტელი,"სანიშნეში" ნინი დავითიძე ნაყინის ისტორიას მოგიყვებათ.Flashback-ში მათე გულუა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამნაწილიანი ციკლის მე-3 ეპიზოდში მოგითხროთ როგორ შეწყვიტა არსებობა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ.
წაკითხვა