საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
გამოქვეყნებულია: 2011-11-26, 14:22
თემა: „ვაჟკაცობისას ამბობენ“...

გადაცემაში საუბარია ქართული სულისა და ხასიათის ამოუცნობ სიღრმეებზე, ვაჟკაცობისა და გმირობის ისეთ ფენომენზე, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება. ახსნილია, როგორ ამბობდა ვაჟკაცობისას ქართველი კაცი, რა სავაჟკაცო და ზნეობრივ საქმეებს იქმოდა, რა იდეალებს ემსახურებოდა. საუბარია ქართველთა „სამამაცო ზნეობაზე“ და მოტანილია ქართულ ლიტერატურაში, ფოლკლორსა თუ საისტორიო მწერლობაში არსებული მაგალითები, რომელთა გაცნობა-გათვალისწინებამ შესაძლოა ისეთი მწვავე და გადაუჭრელი პრობლემებიც კი მოაგვაროს, როგორიც ჩვენს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტებია.
ქართველთა თუ მეზობელ ხალხთა ვაჟკაცური თვისებებიდან გამომდინარე, საუკუნოვანი გამოცდილებით, წინდახედულობითა და გონივრულობით ნიშანდებულ ხალხურ დიპლომატიას წონადი მისიის შესრულება შეუძლია საყოველთაო დაძაბულობის, გაუცხოებისა და გათიშულობის ფონზე. ასევე მოტანილია მეზობელი, ხშირად ჩვენთან მოსისხლე ხალხების ვაჟკაცობისა და ზნეობის მნიშვნელოვანი მაგალითები, რაც ბრწყინვალედ გაამხატვრულა თავის უკვდავ პოემაში „ალუდა ქეთელაური“ გენიალურმა ვაჟა-ფშაველამ.

სტუმრები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები, ფოლკლორისტი ამირან არაბული, ლიტერატურათმცოდნე გიორგი ალიბეგაშვილი, მწერალი და ფოლკლორისტი გიორგი ცოცანიძე, პოეტი ქეთევან შენგელია.

წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
დატოვე კომენტარი
ჩვენი საგანძური
ჩვენი საგანძური, საგანძური სულიერი თუ მატერიალური. ის, რასაც ვხედავთ ან გადმოცემით ვიცით. ადამიანები, რომელთაც თავიანთი არსებობის დასტურად ისეთი განძი დაუტოვებიათ, რომელიც მსოფლიოს დღესაც ანცვიფრებს. მათზე, მათ მიერ შექმნილ, ნაანდერძევ, ხილულ თუ უხილავ საგანძურზე გიამბობთ ივანე ჯაფარიძე ყოველ შაბათს 14:00 საათზე ღია სტუდიაში.

სამშობლო მხოლოდ ლამაზი მთები როდია. ის მიწაა, წყალია, ჰაერია, სოფლები და ქალაქებია, მიწაზე მოფუსფუსე ხალხია, ლექსია, კოსმოსში აჭრილი სიმღერაა, ცეცხლოვანი ცეკვაა, ფიროსმანის ფუნჯით მოხატული ცის ქვეშ გაბნეული ციხე-ტაძრებია უჩინარ ხუროთა ნახელავ-ნაღვაწი და ჟამთა სიავით დარბეული - ყოველივე ეს ჩვენი საგანძურია.