საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
ნოდარ ცერცვაძე, იგივე ოჩო 85 წლისაა
გამოქვეყნებულია: 2014-04-19, 12:46
გადაცემა ეძღვნება  სასიქადულო მამულიშვილს,  ქართული მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგ, არაერთი შესანიშნავ წიგნის ავტორს, ბუნებისმეტყველსა და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოში „ოჩოს“  მეტსახელით  ცნობილ  ნოდარ ცერცვაძეს, რომელსაც   დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა.

ნოდარ ცერცვაძე ქართული გეოლოგიური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელმაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ჰიდროგეოლოგიის შესწავლისა  და წინსვლა-განვითარების საქმეში. ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანია მისი სამწერლო  მოღვაწეობა. მან ორ წიგნად  გამოსცა ავტობიოგრაფიული  ჩანაწერები და მოგონებები სათაურით „ასე იყო“, „ასეც იყო“, მშვენიერი მოგონებები გურამ ასათიანზე, დაასრულა წიგნი თემიკო ჩირგაძეზე. შეადგინა კოლეგისა და  მშვენიერი პოეტის, უდროოდ წასული ჯანო გიორგაძის წიგნი  „სათოფურებით  ჩავხედე  წარსულს“,  რითაც უკვდავების ძეგლი დაუდგა ულამაზესი სულის რაინდ მეგობარს.

თავისი პირველი  წიგნის  წინათქმაში ნოდარ ცერცვაძე წერდა: „ჩემი თაობა ჩამოყალიბდა ისტორიის ერთ-ერთ  უმძიმეს და ძალიან საინტერესო პერიოდში.  მან თავისი ნიჭიერებით, გამბედაობით, ეროვნული სულისკვეთებითა და თავისუფლებისადმი  ტრფიალით  გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ქართული კულტურის ისტორიაში. მე ცხოვრება მომიხდა იმ ხალხთან, ვინც ამ თაობის ძირითად ბირთვს წარმოადგენდა. როდესაც ჩემი შვილიშვილები წამოიზარდნენ, შევამჩნიე, რომ ბევრი რამ ჩემი მონაყოლიდან  მათთვის საკვირველი, გაუგებარი და დაუჯერებელი იყო. ყოველივე ამან მიბიძგა ჩემი სამეგობროს ცხოვრების საინტერესო და სასაცილო ისტორიები გადამეტანა ქაღალდზე, რათა ნათელი გამხდარიყო რა გარემოში და როგორ ვცხოვრობდით, რა ინტერესები გაგვაჩნდა, რით ვსულდგმულობდით, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი. სურვილი გამიჩნდა შეძლებისდაგვარად  გამეცოცხლებინა ჩვენი თაობის ბევრი საინტერესო და კოლორიტული პიროვნება“.

 ნოდარ ცერცვაძემ მართლაც მოახერხა გაეცოცხლებინა თავისი სამეგობრო წრის წარმომადგენლები, რომელთა უმეტესობამ თავისი წარუშლელი კვალი დატოვა  საქართველოს ისტორიაში, ქართული კულტურისა თუ მეცნიერების სხვადასხვა დარგში.


სტუმრები:  ვაჟა ჟღენტი,  ვახტანგ ანანიაშვილი,  ილამაზ მიწიშვილი, გიორგი ოთხმეზური.

ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
დატოვე კომენტარი
ჩვენი საგანძური
ჩვენი საგანძური, საგანძური სულიერი თუ მატერიალური. ის, რასაც ვხედავთ ან გადმოცემით ვიცით. ადამიანები, რომელთაც თავიანთი არსებობის დასტურად ისეთი განძი დაუტოვებიათ, რომელიც მსოფლიოს დღესაც ანცვიფრებს. მათზე, მათ მიერ შექმნილ, ნაანდერძევ, ხილულ თუ უხილავ საგანძურზე გიამბობთ ივანე ჯაფარიძე ყოველ შაბათს 14:00 საათზე ღია სტუდიაში.

სამშობლო მხოლოდ ლამაზი მთები როდია. ის მიწაა, წყალია, ჰაერია, სოფლები და ქალაქებია, მიწაზე მოფუსფუსე ხალხია, ლექსია, კოსმოსში აჭრილი სიმღერაა, ცეცხლოვანი ცეკვაა, ფიროსმანის ფუნჯით მოხატული ცის ქვეშ გაბნეული ციხე-ტაძრებია უჩინარ ხუროთა ნახელავ-ნაღვაწი და ჟამთა სიავით დარბეული - ყოველივე ეს ჩვენი საგანძურია.