საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილისათვის მზადება
გამოქვეყნებულია: 2014-07-05, 14:00

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2014 წელი გამოცხადებულია ქართულ-ებრაული ურთიერთობისა და 26-საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლად. ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის საინფორმაციო მხარდამჭერი, სხვებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებელიც გახლავთ და მათ შორისაა ჩვენი საავტორო პროგრამა „ჩვენი საგანძური“.  ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობა და თანაცხოვრება წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენი ორი ერის საგანძურს, არამედ მსოფლიო საგანძურს, რადგან ამ ურთიერთობას ანალოგი არ გააჩნია დედამიწის ზურგზე. დასკვნითი საიუბილეო ზეიმი 20-23 ოქტომბერს გაიმართება თბილისში.               

სტუმრები: ჯამლეტ ხუხაშვილი – ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის 26-საუკუნოვანი იუბილის სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარე. გივი ღამბაშიძე - ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის პრეზიდენტი, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის დირექტორი. ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.


დატოვე კომენტარი
ჩვენი საგანძური
ჩვენი საგანძური, საგანძური სულიერი თუ მატერიალური. ის, რასაც ვხედავთ ან გადმოცემით ვიცით. ადამიანები, რომელთაც თავიანთი არსებობის დასტურად ისეთი განძი დაუტოვებიათ, რომელიც მსოფლიოს დღესაც ანცვიფრებს. მათზე, მათ მიერ შექმნილ, ნაანდერძევ, ხილულ თუ უხილავ საგანძურზე გიამბობთ ივანე ჯაფარიძე ყოველ შაბათს 14:00 საათზე ღია სტუდიაში.

სამშობლო მხოლოდ ლამაზი მთები როდია. ის მიწაა, წყალია, ჰაერია, სოფლები და ქალაქებია, მიწაზე მოფუსფუსე ხალხია, ლექსია, კოსმოსში აჭრილი სიმღერაა, ცეცხლოვანი ცეკვაა, ფიროსმანის ფუნჯით მოხატული ცის ქვეშ გაბნეული ციხე-ტაძრებია უჩინარ ხუროთა ნახელავ-ნაღვაწი და ჟამთა სიავით დარბეული - ყოველივე ეს ჩვენი საგანძურია.