საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ სოფელ ღორეშაში
გამოქვეყნებულია: 2014-09-13, 21:19

23-24 აგვისტოს ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშაში ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი  „ოდეონი“, რომლის ინიციატორი და სულისჩამდგმელი გახლდათ ხარაგაულის რეზო  თაბუკაშვილის სახელობის ერთი მსახიობის ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი და მისი ხელმძღვანელი,  ჭეშმარიტი მამულიშვილი, ყველასთვის საყვარელი ქალბატონი იზა ვეფხვაძე. კონკურსში გამარჯვებულები გახდნენ 1.ირმა მალაციძე, 2.ლელა ცუცქირიძე, 3.ლევან ლორია. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ  ბ-ნი როსტომ ჩხეიძე, ლიტერატურულ ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ მთავარი რედაქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ აგრეთვე მწერალი, კრიტიკოსი, ლიტერატურულ პრემია „საბას“ ლაურეატი ელგუჯა თავბერიძე;  მწერალი და კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი,  პროფესორი ნინო ვახანია;  კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი,  პროფესორი ნანა კუცია, მწერალი, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი მაია ჯალიაშვილი  და  ივანე ჯაფარიძე, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, დავით აღმაშენებლისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატი,გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

კონკურსი „ოდეონი“ მთელი საქართველოს მასშტაბით, ღორეშაში, მემორიალური მუზეუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ ჩატარდა. ამჯერად კონკურსის თემა  იყო - „ნაპირი.“

37 კონკურსანტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა. დაწესებული იყო ფულადი პრემიები 500, 300 და 200 ლარი პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული კონკურსანტებისთვის.         ღორეშის მუზეუმის დირექტორმა პავლე ჯიბუტმა  პრემია 200-200 ლარით გაზარდა. ამიტომ პირველ ადგილზე გასულმა კონკურსანტმა მიიღო 700 ლარი, მეორე ადგილზე გასულმა – 500 ლარი, მესამე ადგილის მფლობელმა კი – 400 ლარი.         

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმის“ ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილისათვის დააწესა პრემია 50 ლარის ოდენობით.

„ოდეონის“ გამარჯვებულები ჟიურიმ  ორ კვირაში, 5 სექტემბერს გამოავლინა, მაგრამ მათი ვინაობა ჟიურის წევრებმაც ტელევიზიის ღია ეთერში ქ-ნი იზა ვეფხვაძისაგან გავიგეთ. როგორც ბ-მა როსტომ ჩხეიძემ იხუმრა: ღია ეთერში ლოტო ვითამაშეთ - ჟიურის თავმჯდომარე  გამარჯვებულების ნომრებს აცხადებდა, ქ-ნი იზა კი სახელს და გვარს ასახელებდა.

სტუმრები:იზა ვეფხვაძე, ირმა მალაციძე, ლელა ცუცქირიძე, ლევან ლორია.

ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე.



დატოვე კომენტარი
ჩვენი საგანძური
ჩვენი საგანძური, საგანძური სულიერი თუ მატერიალური. ის, რასაც ვხედავთ ან გადმოცემით ვიცით. ადამიანები, რომელთაც თავიანთი არსებობის დასტურად ისეთი განძი დაუტოვებიათ, რომელიც მსოფლიოს დღესაც ანცვიფრებს. მათზე, მათ მიერ შექმნილ, ნაანდერძევ, ხილულ თუ უხილავ საგანძურზე გიამბობთ ივანე ჯაფარიძე ყოველ შაბათს 14:00 საათზე ღია სტუდიაში.

სამშობლო მხოლოდ ლამაზი მთები როდია. ის მიწაა, წყალია, ჰაერია, სოფლები და ქალაქებია, მიწაზე მოფუსფუსე ხალხია, ლექსია, კოსმოსში აჭრილი სიმღერაა, ცეცხლოვანი ცეკვაა, ფიროსმანის ფუნჯით მოხატული ცის ქვეშ გაბნეული ციხე-ტაძრებია უჩინარ ხუროთა ნახელავ-ნაღვაწი და ჟამთა სიავით დარბეული - ყოველივე ეს ჩვენი საგანძურია.