საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
გურამ შარაძის გახსენება
გამოქვეყნებულია: 2014-10-25, 14:51
„ჩვენი საგანძურის“ დღევანდელ გადაცემაში ვიხსენებთ ცნობილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, პირველი თაობის ქართველ ემიგრანტთა მეოხსა და მოჭირნახულეს, მრავალი მამულიშვილური საქმის მოთავესა და განმახორციელებელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტს, პროფესორ გურამ შარაძეს, რომელიც 2007 წლის 20 მაისს, დღისით–მზისით ვერაგულად გამოასალმეს სიცოცხლეს თბილისის ცენტრში.  
 
თვალი გადავავლოთ გურამ შარაძის განვლილი ცხოვრების გზას, რათა ნათლად წარმოვიდგინოთ თუ რა ასულდგმულებდა, რით  ცხოვრობდა მკლავმოუღლელი მეცნიერი. 1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქ. მახარაძის #3 საშუალო სკოლა და იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1963 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის სპეციალობით. 1966 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, ხოლო 1975 წელს გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1967 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1968-2007 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა მეცნიერი თანამშრომლისა და სწავლული მდივნის თანამდებობებიდან ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელობამდე. 1991–92 წლების მიჯნაზე იყო საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ხოლო 1994 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი. 1997 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. ამას გარდა, შარაძე იყო საქ. ლიტერატურათმცოდნეობის  აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის და რამდენიმე სხვა დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის, ჟურნალისტთა კავშირის და პარიზის ეროვნული საბჭოს წევრი. გურამ შარაძე ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას: წლების მანძილზე იყო საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საზოგადოების პრეზიდენტი, ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, აგრეთვე, სრულიად საქართველოს ივანე მაჩაბლის სახელობის საზოგადოების თავმჯდომარე. 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებისა და პრეზიდენტ გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ, შარაძე იყო კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების კოლხური კოშკისა და არქივების დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ხოლო გროზნოდან 1992 წელს გამოგზავნილი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე გახდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ნდობით აღჭურვილი პირი. 1995 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ. ამასთან, პარლამენტში მუშაობის პერიოდში იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921 წ.წ.) სამთავრობო არქივის კომისიის თავმჯდომარე. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით 1996–1997 წლებში განხორციელდა პარიზიდან და ჰარვარდიდან ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნება. 1999 წელს მეორედ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ. 1999 წელს გურამ შარაძემ შექმნა ზეპარტიული ეროვნული მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა”, ხოლო 2001 წელს მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება”. გურამ შარაძეს მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, ნიკო ბერძენიშვილისა და მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის წოდება. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით და უნგრეთის რესპუბლიკის ოქროს მედლით „უნგრეთის ინტერესების დაცვისათვის მთელ მსოფლიოში”. საქართველოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს  ათეულობით წიგნი  თუ გამოკვლევა ქართულ და უცხო ენებზე. მრავალფეროვანია მისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის სფეროც: ძველი ქართული მწერლობა და რუსთველოლოგია, ახალი ქართული მწერლობა, ქართული ემიგრანტული მწერლობა, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკა, კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობანი (ქართულ-უნგრული, ქართულ-ინგლისური, ქართულ-ფრანგული, ქართულ-რუსული), ბიბლიოგრაფია, რედაქტორულ-საგამომცემლო, პედაგოგიური (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სალექციო კურსი, ასპირანტების ხელმძღვანელობა), იყო მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი.

სტუმრები: რუსუდან კობახიძე, რუსუდან დაუშვილი

ავტორი და წამყვანი: ივანე ჯაფარიძე
დატოვე კომენტარი
ჩვენი საგანძური
ჩვენი საგანძური, საგანძური სულიერი თუ მატერიალური. ის, რასაც ვხედავთ ან გადმოცემით ვიცით. ადამიანები, რომელთაც თავიანთი არსებობის დასტურად ისეთი განძი დაუტოვებიათ, რომელიც მსოფლიოს დღესაც ანცვიფრებს. მათზე, მათ მიერ შექმნილ, ნაანდერძევ, ხილულ თუ უხილავ საგანძურზე გიამბობთ ივანე ჯაფარიძე ყოველ შაბათს 14:00 საათზე ღია სტუდიაში.

სამშობლო მხოლოდ ლამაზი მთები როდია. ის მიწაა, წყალია, ჰაერია, სოფლები და ქალაქებია, მიწაზე მოფუსფუსე ხალხია, ლექსია, კოსმოსში აჭრილი სიმღერაა, ცეცხლოვანი ცეკვაა, ფიროსმანის ფუნჯით მოხატული ცის ქვეშ გაბნეული ციხე-ტაძრებია უჩინარ ხუროთა ნახელავ-ნაღვაწი და ჟამთა სიავით დარბეული - ყოველივე ეს ჩვენი საგანძურია.