საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
მანანა ჩიტიშვილის პოეზია
გამოქვეყნებულია: 2014-11-08, 12:13
მანანა ჩიტიშვილზე ჩვენგან უდროოდ წასული მშვენიერი პოეტი ბორენა ჯაჭვლიანი წერილში „მშვენიერია ფიქრი პოეტზე“, წერდა: „სადაც არ უნდა იყოს, ფიქრით ქსნის ხეობას დაატარებს. ფიქრშივე გაუყვება მთებს შორის ჩარჩენილ ბილიკს და უსათუოდ იმ ადგილს მიაღწევს, ცა უფრო მაღალი რომაა, მზე უფრო მცხუნვარე და თითქოს უფრო მეტ სითბოდ გადმოღვრილი. არის ამ სიყვარულში რაღაც იდუმალი, ბოლომდე უთქმელი, ფერებმიუგნებელი, ჯერაც ხელშეუხებელი. ასე მხოლოდ ის უყვართ, რასაც თუ ვისაც სულის ნაწილად ჩათვლიან. ამგვარი სიყვარულისთვის იბადებიან. იბადებიან ერთხელ და სამუდამოდ. მანანა ჩიტიშვილსაც საქართველოსა და ქართული სიტყვისადმი განსაკუთრებული სიყვარული გამოარჩევს. ეს სიყვარული ასაზრდოებს და შთააგონებს. მისი აღმაფრენაც ესაა. მფარველი ანგელოზივით თან დაჰყვება და არც ერთი სიტყვა არ დასცდენია ამ დიდი მადლის გარეშე. მშვენიერია ფიქრი ამ პოეტზე. როცა მასზე ფიქრობ, ყველგან პოეზიაა, რადგან ის და ლექსი თითქოსდა ერთია - ორივე მშვენიერია“.

სტუმრები: მანანა ჩიტიშვილი, ილამაზ მიწიშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, ერეკლე საღლიანი

ავტორი და წამყვანი ივანე ჯაფარიძე


დატოვე კომენტარი
ჩვენი საგანძური
ჩვენი საგანძური, საგანძური სულიერი თუ მატერიალური. ის, რასაც ვხედავთ ან გადმოცემით ვიცით. ადამიანები, რომელთაც თავიანთი არსებობის დასტურად ისეთი განძი დაუტოვებიათ, რომელიც მსოფლიოს დღესაც ანცვიფრებს. მათზე, მათ მიერ შექმნილ, ნაანდერძევ, ხილულ თუ უხილავ საგანძურზე გიამბობთ ივანე ჯაფარიძე ყოველ შაბათს 14:00 საათზე ღია სტუდიაში.

სამშობლო მხოლოდ ლამაზი მთები როდია. ის მიწაა, წყალია, ჰაერია, სოფლები და ქალაქებია, მიწაზე მოფუსფუსე ხალხია, ლექსია, კოსმოსში აჭრილი სიმღერაა, ცეცხლოვანი ცეკვაა, ფიროსმანის ფუნჯით მოხატული ცის ქვეშ გაბნეული ციხე-ტაძრებია უჩინარ ხუროთა ნახელავ-ნაღვაწი და ჟამთა სიავით დარბეული - ყოველივე ეს ჩვენი საგანძურია.