საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
სვიატოსლავ რიხტერი - გადაცემა მეორე ეძღვნება 100 წლის იუბილეს გადაცემის ავტორი: თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნესტან მესხი
გამოქვეყნებულია: 2015-04-28, 13:10

რიხტერი დაიბადა ჟიტომირში წარმოშობით გერმანელი პიანისტი და კომპოზიტორი თეოფილე რიხტერის ოჯახში. გაიზარდა ოდესაში. ძირითადად თვითნასწავლი იყო, თუმცა მამამისი მას დროდადრო მუსიკის გაკვეთილებს უტარებდა. ბავშვობიდანვე რიხტერი ოპერითა და კამერული მუსიკით იყო გატაცებული. 1930-32 წლებში რიხტერი პიანისტ-კონცერტმეისტერად მუშაობს ოდესის მეზღვაურთა სახლში, შემდეგ კი — ოდესის ფილარმონიაში. რიხტერის პირველი სოლო კონცერტი, შოპენის ნაწარმოებებით, 1934 წელს შედგა. მალე ის ოდესის საოპერო თეატრში აკომპანიატორის ადგილს იღებს.

სამი წლის შემდეგ რიხტერი მოსკოვის კონსერვატორიაში ჩაირიცხა ფორტეპიანოს კლასში ჰენრიხ ნეიჰაუზთან, თუმცა შემოდგომაზევე გაირიცხა, ზოგადი საგნების შესწავლაზე უარის თქმის გამო, და ისევ ოდესაში დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, ნეიჰაუზის მოთხოვნით რიხტერი ისევ აღადგინეს კონსერვატორიაში და მოსკოვში დააბრუნეს. პიანისტის მოსკოვის დებიუტი 1940 წლის 26 ნოემბერს შედგა კონსერვატორიის მცირე დარბაზში, საბჭოთა კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულებით. ხოლო ერთ თვეში რიხტერი პირველად გამოდის ორკესტრთან ერთად.

ომის პერიოდში რიხტერი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა, გასტროლებით საბჭოთა კავშირის მრავალ ქალაქში, მათ შორის ბლოკადაში მყოფ ლენინგრადშიც. აქ მან პირველად შეასრულა სერგეი პროკოფიევის მეშვიდე საფორტეპიანო სონატა.

დატოვე კომენტარი
კლასიკის საათი
სამშაბათს, პირველიდან ორამდე, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში "კლასიკის საათია".

საარქივო ჩანაწერები, თანამედროვე ინტერპრეტაცია, ქართული მუსიკა და ქართველი მუსიკოს–შემსრულებლები, საინტერესო დეტალი ბიოგრაფიიდან. მათთვის, ვისაც კლასიკური მუსიკა უყვარს. ნესტან მესხის "კლასიკის საათი". FM 102,4.