საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და გამოხატვის თავისუფლება
გამოქვეყნებულია: 2016-02-11, 16:10


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2 თებერვალს განიხილა პარლამენტის წევრის, იოსებ ჯაჭვლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. წარმოდგენილი კანონპროექტი ქვეყანაში არსებული რელიგიების და მათი მიმდევრების შეურაცხყოფისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითხოვს. ვინ ადგენს, რა ჩაითვლება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად? როგორ უნდა დავიცვათ ზღვარი ისეთ უმნიშვნელოვანეს უფლებებს შორის, როგორიცაა რელიგიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება - ამ თემებზე ისაუბრეს გადაცემის, „უფლება და თავისუფლება“, სტუმრებმა - გედევან ფოფხაძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ (ტელ. ჩართვა); ეკა ფოფხაძემ, საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანმა; ეკა ჭითანავამ, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორმა; გიორგი გოცირიძემ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა.

წამყვანი : მედეა იმერლიშვილი
დატოვე კომენტარი
უფლება და თავისუფლება
საზოგადოების ნებისმიერ წევრს, ნებისმიერ ასაკში აქვს თავისი უფლებები, რომლებსაც ცოდნა და დაცვა სჭირდება. საზოგადოებრივი რადიო 1 ყოველ ხუთშაბათს ექსპერტებთან ერთად გაგაცნობთ თქვენს უფლებებს:
- რა სახის უფლებები გვაქვს (სიცოცხლის, შრომის, დასვენების, სამართლის, არჩევანის, ...)?
- რას გულისხმობს ჩვენი თითოეული უფლება?
- რომელი დოკუმენტებით რეგულირდება ეს საკითხები?
- რა უფლებები აქვთ ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ...?
- ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები და მათი სამოქალაქო ინტეგრაცია.
გადაცემის მიზანია თქვენი ინფორმირება. ვერავინ წაგვართმევს ჩვენს უფლებებს, თუკი თავად არ ვიტყვით უარს მათზე.
დაიცავით თქვენი უფლებები. დარეკეთ გადაცემის მსვლელობისას 40-91-92 და 40-92-92.