საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
მიგრაცია განვითარებისათვის
გამოქვეყნებულია: 2016-02-16, 18:10

სტუმრები: ირმა წერეთელი - გერმანიის ორგანიზაცია GIZ-ის უფროსი კონსულტანტი მიგრაციის და დიასპორის საკითხებში.
დავით ნიგურიანი - ორგანიზაცია ეთიკ ფინანსების დამფუძნებელი.
ნინო ბურდილაძე - კიოლნის ქართველ სტუდენტთა გაერთიანების ხელმძღვანელი.
საკითხები: მიმდინარე წლის 11-12 მარტს, ქ. ფრანკფურტში დაგეგმილია დიასპორის საერთაშორისო კონფერენცია და დასაქმების ფორუმი; მაინის ფრანკფურტში დაგეგმილი ღონისძიება არის ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ერთობლივი პროექტის – „საქართველოში ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისათვის განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის გზით“ ნაწილი.

დიასპორის საერთაშორისო კონფერენციასა და დასაქმების ფორუმზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ავსტრიიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, ჰოლანდიიდან და პოლონეთიდან.

დიასპორის კონფერენციას და დასაქმების ფორუმს დაესწრებიან ქართველი დამსაქმებლები სახელმწიფო სექტორებიდან, ტურიზმის, მომსახურებისა და ბიზნესის სხვა სფეროებიდან.
დიასპორის წევრებს ექნებათ საშუალება პირადად შეხვდნენ ქართველ დამსაქმებლებს სახელმწიფო თუ კერძო სექტორიდან, და მიიღონ ინფორმაცია არსებული ვაკანსიების და ბიზნესის დაწყების შესაძლებლობების შესახებ.

წამყვანი: ია მახარაძე.

დატოვე კომენტარი
მიგრაციის მარშრუტები
მიგრაციის გზები, რომელიც იწყება სამშობლოდან, ზოგჯერ კონკრეტული მისამართით, ხან კი უცხოეთში ხიფათისა და წვალების გზებად იქცევა. რა მნიშვნელობა აქვს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას საზოგადოებისთვის?

საქართველოს რადიო ამ გადაცემის საშუალებით იწყებს მსჯელობას მიგრაციის შესახებ ყველა იმ უწყებასთან თანამშრომლობით, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ. გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები და ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საზოგადოებრივი რადიო გახდება მათი შეხვედრის ადგილი.

ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 18:10 საათიდან პირდაპირ ეთერშია გადაცემა “მიგრაციის მარშრუტები” - თამამედროვე და ისტორიული ემიგრაციის საინტერესო ამბები, სასარგებლო რჩევები და კონსულტაციები.

საზოგადოებრივი რადიო – ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრის ადგილი.