საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
“საქართველო უკრაინის დოკუმენტურ კინოში“
გამოქვეყნებულია: 2017-01-05, 18:10

კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო VI ფესტივალი „ოქროს თვალი“, რომელიც ბათუმში ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს მსახიობ ნიკოლას კეიჯის ძმამ, რეჟისორმა და პროდიუსერმა კრისტოფერ კოპოლამ და ლეგენდარული „ვარსკვლავების ომების“ სპეცეპექტების ოსტატმა ბრიუს ნიკოლსონმა. ფესტივალის ნომინანტები იყვნენ რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან, ირანიდან, სირიიდან, ეკვადორიდან. კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის "ოქროს თვალი" დამფუძნებელია ქართველი ბიზნესმენი, ზურაბ გეგენევა. ინოვაციური ფესტივალის მიზანია კინო და სატელევიზიო ოპერატორების შემოქმედებითი და პროფესიული განვითარებისათვის ხელის შეწყობა, მათი საქმიანობის პოპილარიზაცია და სტიმულირება, საუკეთესოთა გამოვლენა და წარმოჩენა. ფესტივალზე გადამღებ ჯგუფთან ერთად მიწვეული იყო ნინო ბაშარული. ეზეკი ინწკირველმა შემოქმედებითი ჯგუფი "ოქროს თვალით" დააჯილდოვა საუკეთესო გადაცემისთვის "ფერმა", რომლის წამყვანიც ნინო ბაშარულია. ფესტივალის ნომინანტები იყვნენ, რეჟისორები უკრაინიდან: ევგენი სკიფი და პაველ კილდაუ. ისინი დაჯილდოვდნენ საუკეთესო კინო ოპერატორის ნომინაციით ფილმისთვის “მოლოტოვის კოქტეილი“, რომლის ფაბულაც შექსპირისეული სიყვარულის ისტორიაა, მონტეკის და კაპულეტის მსგავსად, აქაც, მტრებს შორის სიყვარული ზეიმობს. ნინო განსაკუთრებით დაუახლოვდა უკრაინელ სტუმრებს, მისი თქმით: „უკრაინელებთან ბევრი საერთო სიხარული და ტკივილი გვაერთიანებს, მამა-შვილმა ევგენი სკიფმა და პაველ კილდაუმ გვიამბეს გადაღებების ამბები და მე მივხვდი რომ ეს ფილმი არის ფენომენი, რადგან მასში სრულიად უსასყიდლოდ მიიღეს მონაწილეობა მსახიობებმა, აკრობატებმა, ვიზაჟისტებმა,სტილისტებმა ,კომპოზიტორმა და მრავალმა სხვა ადამიანმა.მათთვის მთავარი იყო იდეა, იდეა ყოვლისშემძლე სიყვარულისა.ფილმის ყურებისას მე მხოლოდ ერთი კითხვა არ მასვენებდა,-„რატომ არის საჭირო ეს ომი, ნუთუ არ შეიძლება ვიცხოვროთ ყველამ მეგობრულად?“ ევგენი ამ ფილმში საკმაოდ საპასუხისმგებლო როლსაც ითავსებს. იმისათვის რომ მთავარი როლის შემსრულებელი დაეცვა შესაძლო საფრთხისგან მან მის მაგიერ ითამაშა როლი ერთ ეპიზოდში, სადაც მას ესვრიან კოქტეილს და ის იწვის და იწვის რეალურად, ეს სასიცოცხლო რისკის ტოლფასი იყო .ევგენი საოცრად გულისხმიერი და ჯანსაღი აზრის მქონე ადამიანია, ის ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში ედგა ამ ფილმის გადაღებების დროს, ძალიან თბილად იხსენიებს და არ იღლება მათი გამორჩეულობის და ღვაწლის შესახებ საუბრით. მეც მოხარული ვარ, რომ გავიცანი ეს არაჩვეულებრივი უკრაინელი მამა-შვილი და ვიმედოვნებ, რომ მათთან ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მეგობრობას“ ევგენი სკიფი და პაველ კილდაუ აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას და ქართველ ბერ-მონაზვნებზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას, აგრეთვე, ვგეგმავთ სიმღერის ჩაწერას“. გადაცემის სტუმრები: მომღერალი ნინო ბაშარული და ნინოს მუსიკალური პროექტების მენეჯერი სოფო გორგილაძე სკაიპით უკრაინიდან ჩაგვერთვებიან რეჟისორები: ევგენი სკიფი და პაველ კილდაუ.

წამყვანი: ია მახარაძე

დატოვე კომენტარი
მიგრაციის მარშრუტები
მიგრაციის გზები, რომელიც იწყება სამშობლოდან, ზოგჯერ კონკრეტული მისამართით, ხან კი უცხოეთში ხიფათისა და წვალების გზებად იქცევა. რა მნიშვნელობა აქვს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას საზოგადოებისთვის?

საქართველოს რადიო ამ გადაცემის საშუალებით იწყებს მსჯელობას მიგრაციის შესახებ ყველა იმ უწყებასთან თანამშრომლობით, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ. გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები და ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საზოგადოებრივი რადიო გახდება მათი შეხვედრის ადგილი.

ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 18:10 საათიდან პირდაპირ ეთერშია გადაცემა “მიგრაციის მარშრუტები” - თამამედროვე და ისტორიული ემიგრაციის საინტერესო ამბები, სასარგებლო რჩევები და კონსულტაციები.

საზოგადოებრივი რადიო – ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრის ადგილი.