საზოგადოებრივი
104.5 FM
  • საქართველოში კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს ცალკეულ რაიონებში იწვიმებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, 6 და 7 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ხვალ და ზეგ დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით +15 +20 გრადუსი, ღამით +4 +9 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოში 6 და 7 მაისს ტემპერატურა დღისით +15 +20 გრადუსი, ღამით +4 +9 გრადუსი იქნება.დედაქალაქში ხვალ და ზეგ ტემპერატურა დღისით +20, ღამე +9 გრადუსი იქნება.სინოპტიკოსები 8 მაისს საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, 9 მაისიდან კი ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია ესტუმრა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის ჯგუფის უფროსს დევიდ კლარკსა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკ ვილკესს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრის ერთ-ერთ თემას უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხი წარმოადგენდა. საუბრისას აღნიშნულ პროცესში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე  რეორგანიზაციის, რესურსების მართვის, თავდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და შეიარაღებულ ძალებში კვების საკითხებს დაუთმო. მან, ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამხედრო განათლების საკითხებში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სწავლებაში მონაწილე ამერიკული ტექნიკა საქართველოშია. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებისთვის  განკუთვნილი ამერიკული სამხედრო ტექნიკა ბათუმის პორტში გემით უკვე შემოვიდა. 14 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სწავლებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა ეშელონებით დღეს ვაზიანში ჩამოვა. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“ 11 მაისს ვაზიანში ოფიციალურად გაიხსნება. სწავლება საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს წევრობის ორი მოსამართლის კანდიდატურას განიხილავენ.  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე მზია თოდუასა და ეკატერინე გასიტაშვილის კანდიდატურები წარადგინა. კომიტეტს კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე გააცნობს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის შემდეგ კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. რის შემდეგადაც საკითხი კენჭსაყრელად სესიაზე გავა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • მმართველი გუნდი პრეზიდენტისაგან მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისათვის წარდგენას დღეს ელოდება. უმრავლესობაში მინისტრთა კაბინეტისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურების დაჩაქრებით დასრულების აუცილებლობაზე საუბრობენ. ,,ქართულ ოცნებაში” იმედოვნებენ, რომ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებენ. პროცესის სწრაფად დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს თავდაცვის ახლად დანიშნული მინისტრიც. თინათინ ხიდაშელის განცვხადებით, იბიარდის ღონისძიებისათვის მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადების საკითხი დასრულებული უნდა იყოს, რათა პროცესმა ღონისძიებაზე  მთავრობის წევრების დასწრება არ შეაფერხოს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • არასდროს გამიმარტივებია დიალოგი საზოგადოებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „არტარეას“ ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა „პოლიტარტში“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ისეთი ტიპის პრეზიდენტი, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება არ გააჩნია, რეალურად ყოველდღიურ პრობლემატიკას ვერ გადაწყვეტს და ამავე დროს რომელიღაცა პოლიტიკური ჯგუფის იდეების გამხმოვანებელი არ არის, თავიდან რთული აღსაქმელი იყო, ამას დასჭირდა დრო.„მაგრამ არასდროს არ გამიმარტივებია დიალოგი საზოგადოებასთან, ყოველთვის, რაც არის რთული, ვამბობ გულწრფელად, ვამბობ რთულად და ყოველთვის ესმით, და ახლა ბევრად უფრო მეტად ესმით“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას - რისი აღქმა გაუჭირდა აუდიტორიას ყველაზე მეტად: „თავიდან რთული იყო ამ დიალოგის დაყენება. რასაც მე ვსაუბრობდი, რომ იცით, ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგი არ არის კონკრეტული პარტიის. რა თქმა უნდა, მე კოალიციის მხარდაჭერილი კანდიდატი ვიყავი, მაგრამ თავიდანვე ითქვა, რომ პრეზიდენტი არ არის პარტიული ფიგურა და მისი პოლიტიკური დღის წესრიგი არის კონსტიტუციისა და საზოგადოების ინტერესების დაცვა და არა რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის დღის წერიგის დაფუძნება. ეს იყო თავიდან რთული, რადგან ყველა მიჩვეული იყო, რომ პრეზიდენტი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის არა უბრალოდ წევრი, არამედ ლიდერი იყო ხოლმე. ამ ვითარებაში თავიდან რთული იყო ამის გატანა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3258 ლარი გახდა ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3258 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3258 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3214 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0044 ლარი შეადგინა.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6128 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5809 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0319 ლარი შეადგინა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •      მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას პარლამენტი 8 მაისის სხდომაზე გამოუცხადებს, რომელიც 13.00 საათზე ჩაინიშნა.რიგგარეშე სხდომის 8 მაისისთვის დანიშვნის თხოვნით პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს. 8 მაისის სხდომაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის ნდობის საკითხის დასმამდე პარლამენტი ორი დეპუტატის თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.დღეს კი პარლამენტში დაგეგმილია რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომები, რომლის ფარგლებშიც კომიტეტის წევრები შესაბამისი პროფილის მინისტრებს მოუსმენენ.დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას შეხვდება უმცირესობა, უმრავლესობა, ასევე ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები".პრეზიდენტმა კონსტიტუციის 81-ე პრიმა მუხლის შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობა სამთავრობო პროგრამასთან ერთად პარლამენტს გუშინ წარუდგინა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საპარლამენტო კომიტეტებში დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მოუსმენენ პარლამენტი დღეს კომიტეტებისა და უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში, მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენებს დაუთმობს. ყველა შეხვედრა ქუთაისში გაიმართება.13:00 საათზე დანიშნულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვისა და უშიშროების, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც მოუსმენენ - იუსტიციის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, თავდაცვის, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრებს, ასევე სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.15:00 საათზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის, საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. აღნიშნულ კომიტეტებში მოუსმენენ ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, ასევე ენერგეტიკის მინისტრებს.ასევე, 15:00 საათზე ჩატარდება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც დეპუტატების შეკითხვებს საგარეო საქმეთა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა მინისტრები უპასუხებენ.15:00 საათზე განათლებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანდაცვის კომიტეტები შესაბამისი პროფილის მინისტრებს მოუსმენენ.გარდა ამისა, 17:00 საათზე მთავრობის განახლებული შემადგენლობა უმცირესობას შეხვდება, 19:00 საათზე შეხვედრა დაგეგმილია ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებთან", ხოლო 20:00 საათზე უმრავლესობასთან.22:00 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას პარლამენტი 8 მაისის სხდომაზე გამოუცხადებს, რომელიც 13:00 საათისთვის დაინიშნა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში რეზო ჩხეიძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.     როგორც პატრიარქმა განაცხადა, დღეს მშობლიურ მიწას უნდა მიაბარონ დიდი მამულიშვილი.     „ბატონი რეზოს ცხოვრება იყო სავსე განსაცდელებით და აი, დამთავრდა განსაცდელი და იგი წარსდგა წინაშე ღვთისა. ბატონი რეზო თითქოს ემზადებოდა ამ დღისთვის და იცოდა, რომ ეს დღე მალე იქნებოდა, გრძნობდა ამას. ჩვენ ბევრი შეხვედრა  და საუბარი გვქონდა და მთავარი, რაც ახასიათებდა მას, ეს იყო სიკეთე, სიყვარული. იგი იყო სამშობლოსადმი თავდადებული და აი, დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ დაუმკვიდროს  მის სულს სადაც მართალნი განისვენებენ“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.     სამების საკათედრო ტაძარში რეზო ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდი ამ დრომდე გრძელდება. სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი გია ვოლსკის განცხადებით, ძალოვანი სტრუქტურების მინისტრებთან შეხვედრაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი დემარში მოაწყო. ვოლსკის თქმით, შეხვედრაზე მინისტრებმა კონკრეტულ შეკითხვებს გასცეს პასუხი, თუმცა მათთან რამდენიმე კითხვა მაინც დარჩა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 20 წუთი დაუთმო იმას, რომ შეკითხვების დასმის დრო გაეზარდათ. ეს მორიგი დე მარში იყო მათი მხრიდან. ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე კითხვა მინისტრებთან, თუმცა უმრავლესობის ფორმატში შევხდებით მათ და კონკრეტულ პასუხებსაც მივიღებთ“, - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ძალოვანი მინისტრების საკომიტეტო მოსმენა დღეს   დატოვეს.  პროტესტის მიზეზი ის გახდა, რომ მათ კითხვის დასმითვის მხოლოდ ორი წუთი მიეცათ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიხსნება, რომლის დღის წესრიგის მთავარი თემა მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხია. რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტის განკარგულებით არის მოწვეული.       ხვალინდელ სხდომაზე ახალი შემადგენლობის მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის ნდობის საკითხის დასმამდე პარლამენტი ორი დეპუტატის - თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.    კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პარლამენტი ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, სავიზო რეჟიმის გამარტივებაა, რომლის თაობაზეც მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე რიგის სამიტის წინ ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს ერთობრივი წერილით მიმართავენ. ერთობლივი წერილის თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, წერილში, რომელსაც პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივად აწერენ ხელს, საუბარია რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდონებზე, ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულებასა და შეუქცევადობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წერილში ასევე აღნიშნულია ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ფონზე, როდესაც რუსეთი  უხეშად არღვევს მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამით ეწინააღმდეგება სუვერენული ერების თავისუფალ არჩევანს. საქართველოს ლიდერები მიმართავენ ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს, რომ რიგის სამიტმა უნდა აჩვენოს, რომ ევროკავშირი ერთგულია მისი ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების.  
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3294 ლარი გახდა ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3294 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3294 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3258 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6439 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6128 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0311 ლარი შეადგინა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
საქართველოში კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
გამოქვეყნებულია: 2015-05-05 11:49:00
საქართველოში კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს ცალკეულ რაიონებში იწვიმებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, 6 და 7 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ხვალ და ზეგ დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით +15 +20 გრადუსი, ღამით +4 +9 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოში 6 და 7 მაისს ტემპერატურა დღისით +15 +20 გრადუსი, ღამით +4 +9 გრადუსი იქნება.დედაქალაქში ხვალ და ზეგ ტემპერატურა დღისით +20, ღამე +9 გრადუსი იქნება.სინოპტიკოსები 8 მაისს საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, 9 მაისიდან კი ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია ესტუმრა
გამოქვეყნებულია: 2015-05-06 07:53:00
თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია ესტუმრა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის ჯგუფის უფროსს დევიდ კლარკსა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკ ვილკესს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრის ერთ-ერთ თემას უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხი წარმოადგენდა. საუბრისას აღნიშნულ პროცესში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე  რეორგანიზაციის, რესურსების მართვის, თავდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და შეიარაღებულ ძალებში კვების საკითხებს დაუთმო. მან, ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამხედრო განათლების საკითხებში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
წაკითხვა
სწავლებაში მონაწილე ამერიკული ტექნიკა საქართველოშია.
გამოქვეყნებულია: 2015-05-06 07:55:00
სწავლებაში მონაწილე ამერიკული ტექნიკა საქართველოშია. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებისთვის  განკუთვნილი ამერიკული სამხედრო ტექნიკა ბათუმის პორტში გემით უკვე შემოვიდა. 14 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სწავლებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა ეშელონებით დღეს ვაზიანში ჩამოვა. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“ 11 მაისს ვაზიანში ოფიციალურად გაიხსნება. სწავლება საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.
წაკითხვა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს წევრობის ორი მოსამართლის კანდიდატურას განიხილავენ
გამოქვეყნებულია: 2015-05-06 08:06:00
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს წევრობის ორი მოსამართლის კანდიდატურას განიხილავენ.  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე მზია თოდუასა და ეკატერინე გასიტაშვილის კანდიდატურები წარადგინა. კომიტეტს კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე გააცნობს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის შემდეგ კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. რის შემდეგადაც საკითხი კენჭსაყრელად სესიაზე გავა.
წაკითხვა
მმართველი გუნდი პრეზიდენტისაგან მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისათვის წარდგენას დღეს ელოდება
გამოქვეყნებულია: 2015-05-06 08:08:00
მმართველი გუნდი პრეზიდენტისაგან მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისათვის წარდგენას დღეს ელოდება. უმრავლესობაში მინისტრთა კაბინეტისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურების დაჩაქრებით დასრულების აუცილებლობაზე საუბრობენ. ,,ქართულ ოცნებაში” იმედოვნებენ, რომ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებენ. პროცესის სწრაფად დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს თავდაცვის ახლად დანიშნული მინისტრიც. თინათინ ხიდაშელის განცვხადებით, იბიარდის ღონისძიებისათვის მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადების საკითხი დასრულებული უნდა იყოს, რათა პროცესმა ღონისძიებაზე  მთავრობის წევრების დასწრება არ შეაფერხოს.
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - ისეთი ტიპის პრეზიდენტი, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება არ გააჩნია, თავიდან რთული აღსაქმელი იყო
გამოქვეყნებულია: 2015-05-07 10:11:00
არასდროს გამიმარტივებია დიალოგი საზოგადოებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „არტარეას“ ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა „პოლიტარტში“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ისეთი ტიპის პრეზიდენტი, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება არ გააჩნია, რეალურად ყოველდღიურ პრობლემატიკას ვერ გადაწყვეტს და ამავე დროს რომელიღაცა პოლიტიკური ჯგუფის იდეების გამხმოვანებელი არ არის, თავიდან რთული აღსაქმელი იყო, ამას დასჭირდა დრო.„მაგრამ არასდროს არ გამიმარტივებია დიალოგი საზოგადოებასთან, ყოველთვის, რაც არის რთული, ვამბობ გულწრფელად, ვამბობ რთულად და ყოველთვის ესმით, და ახლა ბევრად უფრო მეტად ესმით“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას - რისი აღქმა გაუჭირდა აუდიტორიას ყველაზე მეტად: „თავიდან რთული იყო ამ დიალოგის დაყენება. რასაც მე ვსაუბრობდი, რომ იცით, ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგი არ არის კონკრეტული პარტიის. რა თქმა უნდა, მე კოალიციის მხარდაჭერილი კანდიდატი ვიყავი, მაგრამ თავიდანვე ითქვა, რომ პრეზიდენტი არ არის პარტიული ფიგურა და მისი პოლიტიკური დღის წესრიგი არის კონსტიტუციისა და საზოგადოების ინტერესების დაცვა და არა რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის დღის წერიგის დაფუძნება. ეს იყო თავიდან რთული, რადგან ყველა მიჩვეული იყო, რომ პრეზიდენტი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის არა უბრალოდ წევრი, არამედ ლიდერი იყო ხოლმე. ამ ვითარებაში თავიდან რთული იყო ამის გატანა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
წაკითხვა
ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3258 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2015-05-07 10:14:00
ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3258 ლარი გახდა ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3258 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3258 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3214 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0044 ლარი შეადგინა.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6128 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5809 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0319 ლარი შეადგინა.
წაკითხვა
მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტი 8 მაისის სხდომაზე გამოუცხადებს
გამოქვეყნებულია: 2015-05-07 10:19:00
     მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას პარლამენტი 8 მაისის სხდომაზე გამოუცხადებს, რომელიც 13.00 საათზე ჩაინიშნა.რიგგარეშე სხდომის 8 მაისისთვის დანიშვნის თხოვნით პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს. 8 მაისის სხდომაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის ნდობის საკითხის დასმამდე პარლამენტი ორი დეპუტატის თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.დღეს კი პარლამენტში დაგეგმილია რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომები, რომლის ფარგლებშიც კომიტეტის წევრები შესაბამისი პროფილის მინისტრებს მოუსმენენ.დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას შეხვდება უმცირესობა, უმრავლესობა, ასევე ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები".პრეზიდენტმა კონსტიტუციის 81-ე პრიმა მუხლის შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობა სამთავრობო პროგრამასთან ერთად პარლამენტს გუშინ წარუდგინა.
წაკითხვა
საპარლამენტო კომიტეტებში დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მოუსმენენ
გამოქვეყნებულია: 2015-05-07 10:21:00
საპარლამენტო კომიტეტებში დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მოუსმენენ პარლამენტი დღეს კომიტეტებისა და უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში, მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენებს დაუთმობს. ყველა შეხვედრა ქუთაისში გაიმართება.13:00 საათზე დანიშნულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვისა და უშიშროების, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც მოუსმენენ - იუსტიციის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, თავდაცვის, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრებს, ასევე სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.15:00 საათზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის, საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. აღნიშნულ კომიტეტებში მოუსმენენ ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, ასევე ენერგეტიკის მინისტრებს.ასევე, 15:00 საათზე ჩატარდება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც დეპუტატების შეკითხვებს საგარეო საქმეთა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა მინისტრები უპასუხებენ.15:00 საათზე განათლებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანდაცვის კომიტეტები შესაბამისი პროფილის მინისტრებს მოუსმენენ.გარდა ამისა, 17:00 საათზე მთავრობის განახლებული შემადგენლობა უმცირესობას შეხვდება, 19:00 საათზე შეხვედრა დაგეგმილია ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებთან", ხოლო 20:00 საათზე უმრავლესობასთან.22:00 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას პარლამენტი 8 მაისის სხდომაზე გამოუცხადებს, რომელიც 13:00 საათისთვის დაინიშნა.
წაკითხვა
პატრიარქმა რეზო ჩხეიძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა
გამოქვეყნებულია: 2015-05-07 15:32:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში რეზო ჩხეიძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.     როგორც პატრიარქმა განაცხადა, დღეს მშობლიურ მიწას უნდა მიაბარონ დიდი მამულიშვილი.     „ბატონი რეზოს ცხოვრება იყო სავსე განსაცდელებით და აი, დამთავრდა განსაცდელი და იგი წარსდგა წინაშე ღვთისა. ბატონი რეზო თითქოს ემზადებოდა ამ დღისთვის და იცოდა, რომ ეს დღე მალე იქნებოდა, გრძნობდა ამას. ჩვენ ბევრი შეხვედრა  და საუბარი გვქონდა და მთავარი, რაც ახასიათებდა მას, ეს იყო სიკეთე, სიყვარული. იგი იყო სამშობლოსადმი თავდადებული და აი, დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ დაუმკვიდროს  მის სულს სადაც მართალნი განისვენებენ“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.     სამების საკათედრო ტაძარში რეზო ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდი ამ დრომდე გრძელდება. სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად.
წაკითხვა
გია ვოლსკი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი დემარში მოაწყო
გამოქვეყნებულია: 2015-05-07 15:33:00
 ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი გია ვოლსკის განცხადებით, ძალოვანი სტრუქტურების მინისტრებთან შეხვედრაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი დემარში მოაწყო. ვოლსკის თქმით, შეხვედრაზე მინისტრებმა კონკრეტულ შეკითხვებს გასცეს პასუხი, თუმცა მათთან რამდენიმე კითხვა მაინც დარჩა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 20 წუთი დაუთმო იმას, რომ შეკითხვების დასმის დრო გაეზარდათ. ეს მორიგი დე მარში იყო მათი მხრიდან. ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე კითხვა მინისტრებთან, თუმცა უმრავლესობის ფორმატში შევხდებით მათ და კონკრეტულ პასუხებსაც მივიღებთ“, - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ძალოვანი მინისტრების საკომიტეტო მოსმენა დღეს   დატოვეს.  პროტესტის მიზეზი ის გახდა, რომ მათ კითხვის დასმითვის მხოლოდ ორი წუთი მიეცათ.
წაკითხვა
პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებს
გამოქვეყნებულია: 2015-05-08 10:05:00
 პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიხსნება, რომლის დღის წესრიგის მთავარი თემა მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხია. რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტის განკარგულებით არის მოწვეული.       ხვალინდელ სხდომაზე ახალი შემადგენლობის მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის ნდობის საკითხის დასმამდე პარლამენტი ორი დეპუტატის - თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.    კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პარლამენტი ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, სავიზო რეჟიმის გამარტივებაა, რომლის თაობაზეც მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.
წაკითხვა
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერს, დონალდ ტუსკს და მარტინ შულცს ერთობრივი წერილით მიმართავენ
გამოქვეყნებულია: 2015-05-08 10:06:00
 საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე რიგის სამიტის წინ ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს ერთობრივი წერილით მიმართავენ. ერთობლივი წერილის თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, წერილში, რომელსაც პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივად აწერენ ხელს, საუბარია რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდონებზე, ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულებასა და შეუქცევადობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წერილში ასევე აღნიშნულია ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ფონზე, როდესაც რუსეთი  უხეშად არღვევს მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამით ეწინააღმდეგება სუვერენული ერების თავისუფალ არჩევანს. საქართველოს ლიდერები მიმართავენ ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს, რომ რიგის სამიტმა უნდა აჩვენოს, რომ ევროკავშირი ერთგულია მისი ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების.  
წაკითხვა
ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3294 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2015-05-08 10:08:00
 ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3294 ლარი გახდა ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3294 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3294 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3258 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6439 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6128 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0311 ლარი შეადგინა.
წაკითხვა

უახლესი