საზოგადოებრივი
104.5 FM
  • გომბორი-თბილისის საავტომობილო გზის უჯარმის მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან.  გორაკიდან მიწა და ქვა-ღორღი ცვივა, რომელიც საავტომობილო გზაზე იყრება.    უჯარმაში გამგებლის წარმომადგენელის დავით აბელაშვილის განცხადებით,  წვიმის შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე მსგავსი შემთხვევა ხშირია.       „ავალიანთ საყდრიდან უჯარმის ციხემდე საავტომობილო გზის მონაკვეთზე იყო მცირე შეფერხება, მისი გაწმენდა ხელით მოხერხდა და ამჟამად გზა თავისუფალია“, - განაცხადა აბელაშვილმა.      გომბორი-უჯარმის საავტომობილო გზაზე მეწყერული ქანები ორი კვირის წინაც ჩამოიშალა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •       სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ქალაქი ლაგოდეხი და მუნიციპალიტეტის სამი სოფელი ნინიგორი, გიორგეთი და აფენი დააზარალა.         ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში ელექტროენერგია ავარიულად გამოირთო.        ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის   გიორგი ბოკერიას   განცხადებით,  ზარალის რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.     გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში სეტყვის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში ბაღჩეული კულტურა და ვენახები დააზარალა.       სანიაღვრე არხებმა წყლის დიდი ნაკადი ვარ გაატარა. დატბორილია რამდნიმე საცხოვრებელი სახლი.      ზარალის ზუსტი ოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია და მას ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილი კომისია დაითვლის.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ერთი წუთის ინტერვალით ორი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.          მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4,7 მაგნიტუდას შეადგენდა.         ეპიცენტრი ლაგოდეხის ჩრდილო-დასავლეთით, 18 კილომეტრში, სოფელ ზემო ხეჩილთან დაფიქსირდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სტიქიის შედეგების დასათვლელად და სალიკვიდაციო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით საგანგებო შტაბი შეიქმნა.              ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  ინფორმაციით,   შტაბი, რომელიც ქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ამჟამად შტაბი ქალაქისთვის მიყენებული ზარალის პირველად მონაცემებზე მუშაობს, რომელიც საკმაოდ დიდია და მრავალ ინდივიდუალურ და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს და ქალაქის ინფრასტრუქტურას მოიცავს.       ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამოქმედდა ცხელი ხაზი. მოქალაქეებს 24 საათის მანძილზე შესაძლებლობა ექნებათ დარეკონ ნომრებზე: 595 22 08 26; 577 60 17 61; 574 77 74 77.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.         საავტომობილო გზების დეპარტამენტის  ინფორმაციით,    ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ძლიერმა ქარმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობაც შეაფერხა. გაუქმდა TURKISH AIRLIANES-ის ერთი რეისი თბილისი-სტამბოლის მიმართულებით. მგზავრები სავარაუდოდ, ხვალ გაფრინდებიან. თელ ავივიდან მომავალ თვთიმფრინავს კი ერევანში მოუწია დაჯდომა და თბილისში 3 საათის დაგვიანებით ჩამოფრინდა.      პრობლემები შეექმნათ უკრაინის ავიახაზების, Pegasus-ისა და Fly Dubai--ს თვითმფრინავებსაც, მათ ჰაერში რამდენიმე წრე დაარტყეს თბილისს და ამის შემდეგ მოახერხეს აეროპორტში დაჯდომა. აეროპორტის ინფორმაციით, სხვა რეისები განრიგის მიხედვით შესრულდა. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  დღეს ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდენლი მთელ საქართველოში, მათ შორის თბილისის გარეუბნებში, სადაც ქარის სიჩქარე 30 მეტრ წამამდე ავა. ჰაერის ტემპერატურა კი 11 გრადეუსამდე იქნება.      წვიმა და ქარია ნავარაუდევი დასავლეთ საქართველოშიც. მაღალმთიან რაინებში კი თოვლი. სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ტემპერატურა 8 გრადუსამდე დაეცეს.      შესაბამისი უწყებები უკვე ინფორმირებული არიან ამინდის გაუარესების შესახებ.გამოდარებას საქართველოში ხვალიდან ელოდებიან. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ძლიერი ქარის გამო, ”თურქიშ ეარლაინსმა” თბილისის მიმართულებით ავიარეისი გააუქმა.             თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურიის   ინფორმაციით, თურქეთიდან თბილისში რეისი 04:55 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო და 05:50 საათზე უნდა გაფრენილიყო, რაც ძლიერი ქარის გამო ვერ შესრულა.          სხვა რეისები კი  განრიგის მიხედვით  განხორციელდა.       გუშინ ღამით საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. ძლიერმა ქარმა ძირითადად, რამდენიმე ადგილზე სარეკლამო ბანერები და ხეები მოგლიჯა, ასევე საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში წუხელ 200-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა.           საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს  ინფორმაციით,    დაშავებულები არ არიან.             გუშინ ღამით საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. ძლიერმა ქარმა ძირითადად, რამდენიმე ადგილზე სარეკლამო ბანერები და ხეები მოგლიჯა, ასევე საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ  ინფორმაციას   გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრი  ავრცელებს.           ცენტრის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, გუშინ საღამოს ქარის სიჩქარემ 32 მეტრი წამში შეადგინა. ნიორაძის თქმით, ძლიერი ქარი, ქვეყნის მასტაბით მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნდა, თუმცა, ქარის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის.         ”ქარის სიმძლავრე 32 მეტრი წამში დაფიქსირდა, რაც უკვე გრიგალის მნიშვნელობისაა. ქარი იქნება დღის საათებშიც, თუმცა მისი გაძლიერება მოსალოდნელი არ არის”, - განაცხადა გუშინ სვეტლანა ნიორაძემ.         საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  განცხადებით, დღის მეორე ნახევარში გამოძახებებმა იმატა. სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, ამ დროის მონაცემებით დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, საქართველოში, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ქარბუქი და თოვლის ზვავები.          გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმი.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან სოფლებში მდებარე 10 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი შეწყდა.     ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსის  კახაბერ ფარცვანიას  განცხადებით,   დიდთოვლობის გამო, სკოლაში ბავშვების ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა.         რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებს, ფარცვანიას ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ჩვეული რეჟიმით გრძელდება.            დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია  მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში.    დაბა ხულოში თოვლის საფარი 1 მეტრს აჭარბებს, დაბის მიმდებარე სოფლებში - 2 მეტრს, ხოლო ზემო სოფლებში 3 მეტრს აღწევს. აქედან გამომდინარე, ხულოს 6 საჯარო სკოლასა და 12 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.      შუახევის მუნიციპალიტეტში კი, უხვი ნალექის გამო, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია 21 საჯარო სკოლასა და 6 საბავშვო ბაღში.         
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ხელვაჩაურში, სოფელ ზედა განთიადში, დიდთოვლობის გამო საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი   გარდაიცვალა  და   5  დაშავდა.        სამაშველო სამსახურის  ინფორმაციით,    ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ამოყვანა ამ დრომდე მიმდინარეობს.       რაც შეეხება დაშავებულებს, მათგან ერთი ფეხმძიმე ქალია, რომელიც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით,   ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცოტა ხნის წინ მის მოსანახულებლად კლინიკაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მივიდა.       შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადები, ასევე ხელვაჩაურის გამგეობის წარმომადგენლები ამ დრომდე იმყოფებიან.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • დიდუბის რაიონის გამგებელი ვარაუდობს, რომ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი „ფართო მასშტაბის“ იქნება.        ირმა ზავრადაშვილის  განცხადებით,    სავარაუდოდ, ზარალის ანაზღაურება მხოლოდ გამგეობის ბიუჯეტიდან რთული იქნება.         "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ინფორმაციით,   ადგილზე მაშველთა 26 მანქანა მუშაობს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროსა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეების წინაშე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს.       ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად თბილისის მერმა განუცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.       დავით ნარმანია ხანძრისგან დაზარალებულ მოვაჭრეებს გაესაუბრა და „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია დაათვალიერა.        როგორც ნარმანიამ განაცხადა, ხანძრის მასშტაბი ძალიან დიდი იყო, თუმცა ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. მეხანძრეები ცალკეულ კერებზე მუშაობენ, რათა ხანძრის სრული ლიკვიდაცია მოხდეს.      მისი  თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანი დაზარალდა. გამოძიება დაადგენს ხანძრის შედეგად გამოწვეულ ზარალსაც.     დავით ნარმანიამ ასევე უპასუხა მოვაჭრეების პრეტენზიას, რომ ადგილზე სახანძრო ბრიგადა დაგვიანებით მივიდა და საკმარისი წყალი არ ჰქონდა.        „ქალაქის სამაშველო სამსახური ერთ-ერთი ოპერატიული სამსახურია. არ მგონია, რომ მსგავს რამესთან გვქონდეს საქმე“, - განაცხადა ნარმანიამ. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს.        ადგილზე 26 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. შემთხვევის გამო ათეულობით მოვაჭრე დაზარალდა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ. შეწყვეტილია სავაჭრო ცენტრის გარე პერიმეტრზე ვაჭრობაც. მოვაჭრეები დილიდან საკუთარი ნივთების ტერიტორიიდან გატანას ცდილობენ. სავაჭრო ცენტრთან სამართალდამცავები მუშაობენ. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, კულტურის სახლის შენობაში იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, ბიბლიოთეკა და რამდენიმე ოფისი იყო განთავსებული.        ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი 600 კვ.მ-მდე ფართზე გაჩნდა. დაიწვა კულტურის სახლის დარბაზი და სახურავი. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.       სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ჯანიკაშვილის განცხადებით, ადგილზე მობილიზებული იყო სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარლისა და საგარეჯოს სახანძრო ეკიპაჟები.         ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროსადენის დაზიანება გახდა. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.        გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.         დაწესებული რეჟიმის მიუხედევად, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.აღნიშნული რეჟიმის უზრუნველყოფა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.        ნაწილობრივი შეზრუდვებია დაწესებული  გზის დანარჩენ მონაკვეტებზეც.     
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • უახლოესი სამი დღის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. რაც შეეხება უშუალოდ ბათუმს, როგორც სინოპტიკოსი გიორგი ბაჯელიძე აცხადებს, ქალაქში ნალექი დღის განმავლობაში თოვლ-ჭყაპის სახით შენარჩუნდება. ხვალ კი დროგამოშვებით იწვიმებს.         ამ დროისათვის აჭარის მაღალმთიანეთში თოვს, ბათუმში კი წვიმს. სინოპტიკოსების   პროგნოზით,   ბათუმში არამდგრადი ამინდი 12 დეკემბრამდე შენარჩუნდება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული:      ხაშური-ახალციხე-ვალეს(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ50მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ძლიერი თოვლის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ27–კმ193 (ნატახტარი-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.       რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა და ლიპყინული) გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.         საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ მონკვეთზე, ლიპყინულის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.        ინტენსიური თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ70 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.          თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.თოვლისა და ლიპყინულის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორ
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
გომბორი-უჯარმის საავტომობილო გზაზე გორაკიდან მიწა და ქვა-ღორღი ცვივა
გამოქვეყნებულია: 2017-07-09 16:40:00
გომბორი-თბილისის საავტომობილო გზის უჯარმის მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან.  გორაკიდან მიწა და ქვა-ღორღი ცვივა, რომელიც საავტომობილო გზაზე იყრება.    უჯარმაში გამგებლის წარმომადგენელის დავით აბელაშვილის განცხადებით,  წვიმის შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე მსგავსი შემთხვევა ხშირია.       „ავალიანთ საყდრიდან უჯარმის ციხემდე საავტომობილო გზის მონაკვეთზე იყო მცირე შეფერხება, მისი გაწმენდა ხელით მოხერხდა და ამჟამად გზა თავისუფალია“, - განაცხადა აბელაშვილმა.      გომბორი-უჯარმის საავტომობილო გზაზე მეწყერული ქანები ორი კვირის წინაც ჩამოიშალა.
წაკითხვა
სეტყვამ ლაგოდეხში და გურჯაანში სასოფლო-სამეურნეო კულტურები დააზიანა
გამოქვეყნებულია: 2017-07-09 16:37:00
      სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ქალაქი ლაგოდეხი და მუნიციპალიტეტის სამი სოფელი ნინიგორი, გიორგეთი და აფენი დააზარალა.         ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში ელექტროენერგია ავარიულად გამოირთო.        ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის   გიორგი ბოკერიას   განცხადებით,  ზარალის რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.     გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში სეტყვის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში ბაღჩეული კულტურა და ვენახები დააზარალა.       სანიაღვრე არხებმა წყლის დიდი ნაკადი ვარ გაატარა. დატბორილია რამდნიმე საცხოვრებელი სახლი.      ზარალის ზუსტი ოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია და მას ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილი კომისია დაითვლის.
წაკითხვა
სასწრაფოდ
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გამოქვეყნებულია: 2017-05-03 11:02:00
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ერთი წუთის ინტერვალით ორი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.          მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4,7 მაგნიტუდას შეადგენდა.         ეპიცენტრი ლაგოდეხის ჩრდილო-დასავლეთით, 18 კილომეტრში, სოფელ ზემო ხეჩილთან დაფიქსირდა.
წაკითხვა
ოზურგეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 10:36:00
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სტიქიის შედეგების დასათვლელად და სალიკვიდაციო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით საგანგებო შტაბი შეიქმნა.              ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  ინფორმაციით,   შტაბი, რომელიც ქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ამჟამად შტაბი ქალაქისთვის მიყენებული ზარალის პირველად მონაცემებზე მუშაობს, რომელიც საკმაოდ დიდია და მრავალ ინდივიდუალურ და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს და ქალაქის ინფრასტრუქტურას მოიცავს.       ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამოქმედდა ცხელი ხაზი. მოქალაქეებს 24 საათის მანძილზე შესაძლებლობა ექნებათ დარეკონ ნომრებზე: 595 22 08 26; 577 60 17 61; 574 77 74 77.
წაკითხვა
გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 10:32:00
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.         საავტომობილო გზების დეპარტამენტის  ინფორმაციით,    ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.
წაკითხვა
ძლიერმა ქარმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეაფერხა
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 09:22:00
ძლიერმა ქარმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობაც შეაფერხა. გაუქმდა TURKISH AIRLIANES-ის ერთი რეისი თბილისი-სტამბოლის მიმართულებით. მგზავრები სავარაუდოდ, ხვალ გაფრინდებიან. თელ ავივიდან მომავალ თვთიმფრინავს კი ერევანში მოუწია დაჯდომა და თბილისში 3 საათის დაგვიანებით ჩამოფრინდა.      პრობლემები შეექმნათ უკრაინის ავიახაზების, Pegasus-ისა და Fly Dubai--ს თვითმფრინავებსაც, მათ ჰაერში რამდენიმე წრე დაარტყეს თბილისს და ამის შემდეგ მოახერხეს აეროპორტში დაჯდომა. აეროპორტის ინფორმაციით, სხვა რეისები განრიგის მიხედვით შესრულდა. 
წაკითხვა
დღეს ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდენლი
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 09:18:00
 დღეს ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდენლი მთელ საქართველოში, მათ შორის თბილისის გარეუბნებში, სადაც ქარის სიჩქარე 30 მეტრ წამამდე ავა. ჰაერის ტემპერატურა კი 11 გრადეუსამდე იქნება.      წვიმა და ქარია ნავარაუდევი დასავლეთ საქართველოშიც. მაღალმთიან რაინებში კი თოვლი. სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ტემპერატურა 8 გრადუსამდე დაეცეს.      შესაბამისი უწყებები უკვე ინფორმირებული არიან ამინდის გაუარესების შესახებ.გამოდარებას საქართველოში ხვალიდან ელოდებიან. 
წაკითხვა
თურქეთიდან თბილისის მიმართულებით წუხელ დაგეგმილი რეისი ვერ შესრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-21 11:25:00
ძლიერი ქარის გამო, ”თურქიშ ეარლაინსმა” თბილისის მიმართულებით ავიარეისი გააუქმა.             თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურიის   ინფორმაციით, თურქეთიდან თბილისში რეისი 04:55 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო და 05:50 საათზე უნდა გაფრენილიყო, რაც ძლიერი ქარის გამო ვერ შესრულა.          სხვა რეისები კი  განრიგის მიხედვით  განხორციელდა.       გუშინ ღამით საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. ძლიერმა ქარმა ძირითადად, რამდენიმე ადგილზე სარეკლამო ბანერები და ხეები მოგლიჯა, ასევე საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. 
წაკითხვა
200-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში
გამოქვეყნებულია: 2017-03-21 11:22:00
 ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში წუხელ 200-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა.           საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს  ინფორმაციით,    დაშავებულები არ არიან.             გუშინ ღამით საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. ძლიერმა ქარმა ძირითადად, რამდენიმე ადგილზე სარეკლამო ბანერები და ხეები მოგლიჯა, ასევე საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. 
წაკითხვა
საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია
გამოქვეყნებულია: 2017-03-21 11:21:00
 საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ  ინფორმაციას   გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრი  ავრცელებს.           ცენტრის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, გუშინ საღამოს ქარის სიჩქარემ 32 მეტრი წამში შეადგინა. ნიორაძის თქმით, ძლიერი ქარი, ქვეყნის მასტაბით მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნდა, თუმცა, ქარის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის.         ”ქარის სიმძლავრე 32 მეტრი წამში დაფიქსირდა, რაც უკვე გრიგალის მნიშვნელობისაა. ქარი იქნება დღის საათებშიც, თუმცა მისი გაძლიერება მოსალოდნელი არ არის”, - განაცხადა გუშინ სვეტლანა ნიორაძემ.         საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  განცხადებით, დღის მეორე ნახევარში გამოძახებებმა იმატა. სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, ამ დროის მონაცემებით დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. 
წაკითხვა
დასავლეთ საქართველოში ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი
გამოქვეყნებულია: 2017-03-20 14:29:00
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, საქართველოში, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ქარბუქი და თოვლის ზვავები.          გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმი.
წაკითხვა
დიდითოვლობა რეგიონებში
გამოქვეყნებულია: 2017-02-17 13:40:00
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან სოფლებში მდებარე 10 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი შეწყდა.     ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსის  კახაბერ ფარცვანიას  განცხადებით,   დიდთოვლობის გამო, სკოლაში ბავშვების ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა.         რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებს, ფარცვანიას ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ჩვეული რეჟიმით გრძელდება.            დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია  მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში.    დაბა ხულოში თოვლის საფარი 1 მეტრს აჭარბებს, დაბის მიმდებარე სოფლებში - 2 მეტრს, ხოლო ზემო სოფლებში 3 მეტრს აღწევს. აქედან გამომდინარე, ხულოს 6 საჯარო სკოლასა და 12 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.      შუახევის მუნიციპალიტეტში კი, უხვი ნალექის გამო, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია 21 საჯარო სკოლასა და 6 საბავშვო ბაღში.         
წაკითხვა
1 ადამიანი გარდაიცვალა ხელვაჩაურში სახლის ჩამონგრევის შედეგად
გამოქვეყნებულია: 2017-02-02 12:44:00
ხელვაჩაურში, სოფელ ზედა განთიადში, დიდთოვლობის გამო საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი   გარდაიცვალა  და   5  დაშავდა.        სამაშველო სამსახურის  ინფორმაციით,    ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ამოყვანა ამ დრომდე მიმდინარეობს.       რაც შეეხება დაშავებულებს, მათგან ერთი ფეხმძიმე ქალია, რომელიც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით,   ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცოტა ხნის წინ მის მოსანახულებლად კლინიკაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მივიდა.       შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადები, ასევე ხელვაჩაურის გამგეობის წარმომადგენლები ამ დრომდე იმყოფებიან.
წაკითხვა
დიდუბის გამგებელი:ზარალი გამგეობის მასშტაბებს აღემატება
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 10:44:00
დიდუბის რაიონის გამგებელი ვარაუდობს, რომ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი „ფართო მასშტაბის“ იქნება.        ირმა ზავრადაშვილის  განცხადებით,    სავარაუდოდ, ზარალის ანაზღაურება მხოლოდ გამგეობის ბიუჯეტიდან რთული იქნება.         "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ინფორმაციით,   ადგილზე მაშველთა 26 მანქანა მუშაობს.
წაკითხვა
ნარმანია:ხანძარზე პასუხისმგებლობა ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 10:41:00
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროსა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეების წინაშე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს.       ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად თბილისის მერმა განუცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.       დავით ნარმანია ხანძრისგან დაზარალებულ მოვაჭრეებს გაესაუბრა და „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია დაათვალიერა.        როგორც ნარმანიამ განაცხადა, ხანძრის მასშტაბი ძალიან დიდი იყო, თუმცა ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. მეხანძრეები ცალკეულ კერებზე მუშაობენ, რათა ხანძრის სრული ლიკვიდაცია მოხდეს.      მისი  თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანი დაზარალდა. გამოძიება დაადგენს ხანძრის შედეგად გამოწვეულ ზარალსაც.     დავით ნარმანიამ ასევე უპასუხა მოვაჭრეების პრეტენზიას, რომ ადგილზე სახანძრო ბრიგადა დაგვიანებით მივიდა და საკმარისი წყალი არ ჰქონდა.        „ქალაქის სამაშველო სამსახური ერთ-ერთი ოპერატიული სამსახურია. არ მგონია, რომ მსგავს რამესთან გვქონდეს საქმე“, - განაცხადა ნარმანიამ. 
წაკითხვა
ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“
გამოქვეყნებულია: 2017-01-30 10:40:00
 სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს.        ადგილზე 26 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. შემთხვევის გამო ათეულობით მოვაჭრე დაზარალდა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ. შეწყვეტილია სავაჭრო ცენტრის გარე პერიმეტრზე ვაჭრობაც. მოვაჭრეები დილიდან საკუთარი ნივთების ტერიტორიიდან გატანას ცდილობენ. სავაჭრო ცენტრთან სამართალდამცავები მუშაობენ. 
წაკითხვა
სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა
გამოქვეყნებულია: 2016-12-19 14:52:00
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, კულტურის სახლის შენობაში იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, ბიბლიოთეკა და რამდენიმე ოფისი იყო განთავსებული.        ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი 600 კვ.მ-მდე ფართზე გაჩნდა. დაიწვა კულტურის სახლის დარბაზი და სახურავი. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.       სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ჯანიკაშვილის განცხადებით, ადგილზე მობილიზებული იყო სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარლისა და საგარეჯოს სახანძრო ეკიპაჟები.         ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროსადენის დაზიანება გახდა. 
წაკითხვა
მლეთა-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გამოქვეყნებულია: 2016-12-14 11:05:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.        გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.         დაწესებული რეჟიმის მიუხედევად, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.აღნიშნული რეჟიმის უზრუნველყოფა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.        ნაწილობრივი შეზრუდვებია დაწესებული  გზის დანარჩენ მონაკვეტებზეც.     
წაკითხვა
შავი ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი
გამოქვეყნებულია: 2016-12-08 13:57:00
უახლოესი სამი დღის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. რაც შეეხება უშუალოდ ბათუმს, როგორც სინოპტიკოსი გიორგი ბაჯელიძე აცხადებს, ქალაქში ნალექი დღის განმავლობაში თოვლ-ჭყაპის სახით შენარჩუნდება. ხვალ კი დროგამოშვებით იწვიმებს.         ამ დროისათვის აჭარის მაღალმთიანეთში თოვს, ბათუმში კი წვიმს. სინოპტიკოსების   პროგნოზით,   ბათუმში არამდგრადი ამინდი 12 დეკემბრამდე შენარჩუნდება.
წაკითხვა
თოვლისა და ლიპყინულის გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
გამოქვეყნებულია: 2016-12-08 10:50:00
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული:      ხაშური-ახალციხე-ვალეს(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ50მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ძლიერი თოვლის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ27–კმ193 (ნატახტარი-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.       რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა და ლიპყინული) გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.         საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ მონკვეთზე, ლიპყინულის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.        ინტენსიური თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ70 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.          თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.თოვლისა და ლიპყინულის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორ
წაკითხვა

უახლესი