საზოგადოებრივი
104.5 FM
  •  გზებსა და ელექტროსისტემაში არსებული სიტუაციით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, რომელმაც ნოდარ ჯავახიშვილს მინისტრებისთვის ინფორმაციის გაცნობა სთხოვა.       როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, გარკვეულ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ჭირდა გადაადგილება, ვინაიდან კონტრაქტორების მხრიდან 1-2 იანვარს ხალხის გამოყვანა რთული აღმოჩნდა და იყო ტექნიკის პრობლემაც.         მისი ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო კობი-გუდაურის მონაკვეთი ისედაც დაკეტილი იყო და ახლა მლეთადანაც დაიკეტა გზა, რასაც ჯერჯერობით არაფერი ეშველება.     ჯავახიშვილი იმედოვნებს, რომ ზვავსაშიშროება მოიხსნება და გზის გახსნა შესაძლებელი გახდება. მისი თქმით, სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მიმართულებით პრაქტიკულად სამივე გზა დაკეტილი იყო. ახლა გახსნილია ორი: ნინოწმინდა-სომხეთი და ახალქალაქი-კარწახი, მაგრამ ქარბუქის გამო სამუშაოები ვერ მიმდინარეობს ფარავანი-ნინოწმინდის მიმართულებით.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით,   დიაკონაშვილი მთიდან წამოსულ მცირე ზვავში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. ზვავის ჩამოწოლის დროს დიაკონაშვილი თხილამურებით სრიალებდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •   ქვეყნის მასშტაბით 111 საყრდენი პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც თოვლმწმენდი ტექნიკაა მობილიზებული.     ვაზიანი-გომბორისა და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზებზე მოძრაობა თავისუფალია.      აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა.   რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოხსნილია ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი.       თოვლისა და ლიპყინულის გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები შენარჩუნებულია მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის, ტყიბული-ამბროლაურისა და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზებზე.      გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს .      დიდთოვლობის, ქარბუქისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.         შეზღუდვებია წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. გაწმენდითი სამუშაოების განახლება ძლიერი ქარისა და თოვლის გამო ვერ ხერხდება. მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია რიკოთის უღელტეხილზე. მოსრიალების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობა ნებადართულია გომბორის ურელტეხილზე. კობი-გუდაურის მიმართულებით კი გზა თავისუფალია, თუმცა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია სპეცტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • უამინდობის გამო "ვიზეარის" მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად თბილისის აეროპორტი მიიღებს დიდთოვლობის და უამინდობის გამო კომპანია "ვიზეარის" მგზავრები ბუდაპეშტსა და ვარშავაში ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრებიან.       ამის შესახებ   ინფორმაციას  დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი  ავრცელებს.  მათი  ინფორმაციით, ასევე ქუთაისის ნაცვლად თბილისში ჩამოფრინდნენ აღნიშნული ქალაქებიდან მომავალი მგზავრებიც. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო რამდენიმე რეისი 4 იანვრის ღამითაც არ შესრულდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ღამის საათებში დაბლობსა და ბარში კვლავ მოსალოდნელია ყინვა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 9 გრადუსამდე, ხოლო თბილისში -7 გრადუსამდე.         გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 იანვრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.       დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 7-8 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დღისით აიწევს +15, +17 გრადუსამდე.      რაც შეეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ყინვა შესუსტდება, ღამით მოსალოდნელია -2, +3 გრადუსი , დღისით +6, +11 გრადუსი.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში დღეს ქარბუქია მოსალოდნელი.       გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის  ინფორმაციით,    დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს იწვიმებს, ზოგან ძლიერად, იქროლებს დასავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე 17-22 მეტრი წამში იქნება. დღეს იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, მაღალმიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ქარბუქი.       დღეს თბილისში დროგამოშვებით იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე 20-25 მეტრი წამში იქნება. ხვალ თბილისში ქარი შედარებით შესუსტდება და 17-22 მეტრი წამში იქნება. ხვალ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს ქარი 10-15 მეტრი წამში. ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 26 დეკემბერს საქართველოში უნალექო და შედარებით მზიანი ამინდია. ცვალებადი ამინდები 27 დეკემბრამდე გაგრძელდება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  შედეგად, ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით სატვირთო მანქანაა გაჩერებული.         როგორც ტრაილერის მძღოლები აცხადებენ, ადგილზე 4-5 დღეა დგანან და ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით ვერ მიდიან.       მათი  თქმით, მანქანები რუსეთში გასატანი მალფუჭებადი პროდუქტებით აქვთ დატვირთული.        საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი განმარტავენ, რომ მისამბმელიანი ავტომობილების გადაადგილება უსაფრთხოების გამოა შეზღუდული და მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი.      როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომრის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა განაცხადა, გზაზე გაჩერებული მძღოლები სავარაუდოდ ხვალ საღამოსთვის შეძლებენ გადაადგილებას.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წუხელ, საქართველოს ყველა მაღალმთიან რეგიონში კვლავ ძლიერი თოვა იყო.      მთელი ღამის განმავლობაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, გომბორის უღელტეხილზე, აჭარის მაღალმთიან რაიონებში და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზაზე.  შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ყველა აღნიშნულ მიმართულებაზე.          ამ დროისთვის, მოძრაობა შეზღუდულია მხოლოდ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე, სადაც ზვავსაშიშროება უკვე მოიხსნა.                აღნიშნულ მონაკვეთზე, დილიდან, ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარის პირობებში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. იმ შემთხვევაში, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, მოძრაობის გახსნა დღის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.     ამავე გზის მლეთა-გუდაურის და კობი–ლარსის მონაკვეთებზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.        დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია.         ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.         უწყების  ინფორმაციით,    ინტენსიური თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-დარიალის ხეობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.     "დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის დარიალის ხეობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება", - აცხადებენ უწყებაში. მათივე განმარტებით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ხვალ    მაღალმთაში ქარბუქია მოსალოდნელი.  გარემოს ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით,   16-19 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი. 16 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში - თოვლი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +9, +14 გრადუსი. 17 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. გაძლიერდება დასავლეთის ქარი, მაღალმთაში შესაძლებელია ქარბუქი. 18-19 ნოემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში +12,+17 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +7,+12 გრადუსი იქნება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" პირველადი მონაცემებით, სტიქიამ 200-ზე მეტი ელექტრობოძი დააზიანა.      როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოს რეგიონებში უამინდობის გამო გამოწვეული ენერგოშეზღუდვების შემცირების მიზნით სს "ენერგო-პრო ჯორჯია" საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.       მათი   ინფორმაციით, კომპანიის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება.       სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.   რთული მდგომარეობაა ჭიათურაში, სადაც "ენერგო-პრო ჯორჯიამ" სამუშაოების ოპერატიული წარმოებისთვის დამატებითი ტექნიკური ბრიგადები შეიყვანა. ადგილზე იმყოფება კომპანიის სათაო ოფისის ხელმძღვანელობა, რომელიც ზედამხედველობას უწევს სამუშაოების მიმდინარეობას.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • შემთხვევის დროს სახლში ოჯახის სამივე წევრი იმყოფებოდა, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურა თენიეშვილმა მოინახულა. ოჯახის სამივე წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.      ასევე, ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად სოფელ ჯიხანჯურში ქარმა საცხოვრებელს სახურავი გადახადა, რომლის დროსაც ოჯახის უფროსი დაზიანდა. დაშავებული ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარაში  წარმომადგენელის   ზვიად ჯაფარიძის  განცხადებით,    მაშველებმა გოდერძის უღელტეხილიდან შვიდ ავტომობილში მყოფი ყველა მგზავრის, დაახლოებით 30 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს.       მისი  ინფორმაციით, ღვარცოფი მოვარდა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, მახუნცეთში, სადაც სტიქიამ სამი სახლი დატბორა.     მაშველებმა 19 მოქალაქე  გამოიყვანეს,  მათგან 4 მცირეწლოვანია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.         საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის   ინფორმაციით,   ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებს მიუვალი ადგილი ართულებს, თუმცა ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მათი  ინფორმაციით, ვერტმფრენების დახმარება ჯერ საჭირო არ არის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, 1 ჰექტრამდე ფართობზეა გაჩენილი. ადგილზე მუშაობენ ადგილობრივი სახანძრო ბრიგადები. წუხელ მოხდა ასევე თბილისიდან დამატებითი ჯგუფების მობილიზება.        ხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაკრძალთან ახლოს, წინუბანი-აწყურის მონაკვეთთან სავარაუდოდ გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის გავრცელების სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • აზერბაიჯანში დღეს დილით მომხდარ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.        მიწისძვრის ეპიცენტრი შექის რეგიონში დაფიქსირდა. მისმა სიმძლავრემ აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, ეპიცენტრში 6 მაგნიტუდა შეადგინა.         ბიძგები თბილისის დროით 08.49 საათზე დაფიქსირდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ შეკიდან 29 კილომეტრის მოშორებით მოხდა.        როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ბიძგების სიმძლავრემ რიხტერის შკალით ეპიცენტრში კი - 7 ბალი, ხოლო ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში - 5-6 ბალი იყო.        მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა, განსაკუთრებით საგრძნობი კი კახეთის რეგიონში იყო.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  კახეთის გუბერნატორის    ირაკლი შიოლაშვილის  განცხადებით,   ამ დროისთვის გრძელდება  ინფორმაციის შეგროვება მუნიციპალიტეტებიდან, თუმცა არსებული ინფორმაციით, ბიძგებს კახეთის რეგიონში ნგრევა ან რაიმე დაზიანება არ მოჰყოლია. მისი  ინფორმაციით, კახეთში ბიძგები საგრძნობი იყო.     მიწისძვრის ბიძგების შედეგად  ინფორმაცია არ შესულა არც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.     სააგენტოს პრესსამსახურის  ინფორმაციით,    მიწისძვრის გამო გამოძახება არც თბილისში დაფიქსირებულა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრიდან 56 კილომეტრში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.      ამ დროისთვის არსებული ინფრომაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდა              იყო, ხოლო ეპიცენტრი – აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ბიძგები საქართველოში თბილისის დროით 8საათზე   და  50  ქუთზე    დაფიქსირდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • მინისტრმა  ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაათვალიერა.  ოთარ დანელიას განცხადებით,  სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია. კომისიის მუშაობაში ჩართულია სხვადასხვა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.მინისტრის თქმით, დაზიანებული ვენახების დიდი ნაწილი დაზღვეულია, შესაბამისად  მესაკუთრეებს  ზარალი აუნაზღაურდებათ. იმ მოსახლეობისთვის,  ვისაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზღვეული არ ჰქონდა, ამ ეტაპზე სამწუხაროდ, კომპენსაციების გაცემაზე საუბარი არ არის. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, მართალია სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან ჭურვების გაშვების მიუხედავად,  სტიქიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, მაგრამ ზარალი გაცილებით დიდი და მასშტაბური იქნებოდა აღნიშნული სისტემის არ არსებობის შემთხვევაში.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
ნოდარ ჯავახიშვილი საახალწლოდ გზებზე შექმნილი პრობლემების გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის
გამოქვეყნებულია: 2016-01-08 10:12:00
 გზებსა და ელექტროსისტემაში არსებული სიტუაციით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, რომელმაც ნოდარ ჯავახიშვილს მინისტრებისთვის ინფორმაციის გაცნობა სთხოვა.       როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, გარკვეულ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ჭირდა გადაადგილება, ვინაიდან კონტრაქტორების მხრიდან 1-2 იანვარს ხალხის გამოყვანა რთული აღმოჩნდა და იყო ტექნიკის პრობლემაც.         მისი ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო კობი-გუდაურის მონაკვეთი ისედაც დაკეტილი იყო და ახლა მლეთადანაც დაიკეტა გზა, რასაც ჯერჯერობით არაფერი ეშველება.     ჯავახიშვილი იმედოვნებს, რომ ზვავსაშიშროება მოიხსნება და გზის გახსნა შესაძლებელი გახდება. მისი თქმით, სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მიმართულებით პრაქტიკულად სამივე გზა დაკეტილი იყო. ახლა გახსნილია ორი: ნინოწმინდა-სომხეთი და ახალქალაქი-კარწახი, მაგრამ ქარბუქის გამო სამუშაოები ვერ მიმდინარეობს ფარავანი-ნინოწმინდის მიმართულებით.
წაკითხვა
სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა ბაკურიანში, მცირე ზვავის ჩამოწოლის შედეგად
გამოქვეყნებულია: 2016-01-06 09:27:00
 შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით,   დიაკონაშვილი მთიდან წამოსულ მცირე ზვავში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. ზვავის ჩამოწოლის დროს დიაკონაშვილი თხილამურებით სრიალებდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წაკითხვა
საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები შემცირდა
გამოქვეყნებულია: 2016-01-06 08:26:00
  ქვეყნის მასშტაბით 111 საყრდენი პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც თოვლმწმენდი ტექნიკაა მობილიზებული.     ვაზიანი-გომბორისა და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზებზე მოძრაობა თავისუფალია.      აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა.   რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოხსნილია ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი.       თოვლისა და ლიპყინულის გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები შენარჩუნებულია მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის, ტყიბული-ამბროლაურისა და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზებზე.      გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
წაკითხვა
შეზღუდვებია გზებზე
გამოქვეყნებულია: 2016-01-05 10:41:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს .      დიდთოვლობის, ქარბუქისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.         შეზღუდვებია წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. გაწმენდითი სამუშაოების განახლება ძლიერი ქარისა და თოვლის გამო ვერ ხერხდება. მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია რიკოთის უღელტეხილზე. მოსრიალების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობა ნებადართულია გომბორის ურელტეხილზე. კობი-გუდაურის მიმართულებით კი გზა თავისუფალია, თუმცა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია სპეცტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 
წაკითხვა
"ვიზეარის" მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად თბილისის აეროპორტი მიიღებს
გამოქვეყნებულია: 2016-01-05 10:21:00
უამინდობის გამო "ვიზეარის" მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად თბილისის აეროპორტი მიიღებს დიდთოვლობის და უამინდობის გამო კომპანია "ვიზეარის" მგზავრები ბუდაპეშტსა და ვარშავაში ქუთაისის აეროპორტის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრებიან.       ამის შესახებ   ინფორმაციას  დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი  ავრცელებს.  მათი  ინფორმაციით, ასევე ქუთაისის ნაცვლად თბილისში ჩამოფრინდნენ აღნიშნული ქალაქებიდან მომავალი მგზავრებიც. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო რამდენიმე რეისი 4 იანვრის ღამითაც არ შესრულდა.
წაკითხვა
საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს ნალექი შენარჩუნდება, უმეტესად თოვლის სახით
გამოქვეყნებულია: 2016-01-05 10:11:00
ღამის საათებში დაბლობსა და ბარში კვლავ მოსალოდნელია ყინვა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 9 გრადუსამდე, ხოლო თბილისში -7 გრადუსამდე.         გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 იანვრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.       დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 7-8 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დღისით აიწევს +15, +17 გრადუსამდე.      რაც შეეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ყინვა შესუსტდება, ღამით მოსალოდნელია -2, +3 გრადუსი , დღისით +6, +11 გრადუსი.
წაკითხვა
ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ
გამოქვეყნებულია: 2015-12-23 12:08:00
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში დღეს ქარბუქია მოსალოდნელი.       გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის  ინფორმაციით,    დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს იწვიმებს, ზოგან ძლიერად, იქროლებს დასავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე 17-22 მეტრი წამში იქნება. დღეს იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, მაღალმიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ქარბუქი.       დღეს თბილისში დროგამოშვებით იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე 20-25 მეტრი წამში იქნება. ხვალ თბილისში ქარი შედარებით შესუსტდება და 17-22 მეტრი წამში იქნება. ხვალ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს ქარი 10-15 მეტრი წამში. ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 26 დეკემბერს საქართველოში უნალექო და შედარებით მზიანი ამინდია. ცვალებადი ამინდები 27 დეკემბრამდე გაგრძელდება.
წაკითხვა
უამინდობის გამო ჟინვალიდან გუდაური-კობის მიმართულებით სატვირთო მანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ
გამოქვეყნებულია: 2015-12-07 10:19:00
 შედეგად, ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით სატვირთო მანქანაა გაჩერებული.         როგორც ტრაილერის მძღოლები აცხადებენ, ადგილზე 4-5 დღეა დგანან და ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით ვერ მიდიან.       მათი  თქმით, მანქანები რუსეთში გასატანი მალფუჭებადი პროდუქტებით აქვთ დატვირთული.        საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი განმარტავენ, რომ მისამბმელიანი ავტომობილების გადაადგილება უსაფრთხოების გამოა შეზღუდული და მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი.      როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომრის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა განაცხადა, გზაზე გაჩერებული მძღოლები სავარაუდოდ ხვალ საღამოსთვის შეძლებენ გადაადგილებას.
წაკითხვა
კობი-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოიხსნა
გამოქვეყნებულია: 2015-12-04 14:40:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წუხელ, საქართველოს ყველა მაღალმთიან რეგიონში კვლავ ძლიერი თოვა იყო.      მთელი ღამის განმავლობაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, გომბორის უღელტეხილზე, აჭარის მაღალმთიან რაიონებში და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზაზე.  შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ყველა აღნიშნულ მიმართულებაზე.          ამ დროისთვის, მოძრაობა შეზღუდულია მხოლოდ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე, სადაც ზვავსაშიშროება უკვე მოიხსნა.                აღნიშნულ მონაკვეთზე, დილიდან, ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარის პირობებში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. იმ შემთხვევაში, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, მოძრაობის გახსნა დღის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.     ამავე გზის მლეთა-გუდაურის და კობი–ლარსის მონაკვეთებზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.        დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია.         ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.
წაკითხვა
მლეთა-დარიალის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა შეიზღუდა
გამოქვეყნებულია: 2015-12-03 10:24:00
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.         უწყების  ინფორმაციით,    ინტენსიური თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-დარიალის ხეობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.     "დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის დარიალის ხეობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება", - აცხადებენ უწყებაში. მათივე განმარტებით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წაკითხვა
ხვალ საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი
გამოქვეყნებულია: 2015-11-16 12:52:00
ხვალ    მაღალმთაში ქარბუქია მოსალოდნელი.  გარემოს ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით,   16-19 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი. 16 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში - თოვლი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +9, +14 გრადუსი. 17 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. გაძლიერდება დასავლეთის ქარი, მაღალმთაში შესაძლებელია ქარბუქი. 18-19 ნოემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში +12,+17 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +7,+12 გრადუსი იქნება.
წაკითხვა
სტიქიის შედეგად რეგიონებში 200-ზე მეტი ელექტრობოძია დაზიანებული
გამოქვეყნებულია: 2015-11-13 14:29:00
კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" პირველადი მონაცემებით, სტიქიამ 200-ზე მეტი ელექტრობოძი დააზიანა.      როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოს რეგიონებში უამინდობის გამო გამოწვეული ენერგოშეზღუდვების შემცირების მიზნით სს "ენერგო-პრო ჯორჯია" საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.       მათი   ინფორმაციით, კომპანიის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება.       სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.   რთული მდგომარეობაა ჭიათურაში, სადაც "ენერგო-პრო ჯორჯიამ" სამუშაოების ოპერატიული წარმოებისთვის დამატებითი ტექნიკური ბრიგადები შეიყვანა. ადგილზე იმყოფება კომპანიის სათაო ოფისის ხელმძღვანელობა, რომელიც ზედამხედველობას უწევს სამუშაოების მიმდინარეობას.
წაკითხვა
ჩაქვში ძლიერმა წვიმამ და ქარმა სურმანიძეების საცხოვრებელი სახლი დაანგრია
გამოქვეყნებულია: 2015-11-12 10:00:00
შემთხვევის დროს სახლში ოჯახის სამივე წევრი იმყოფებოდა, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურა თენიეშვილმა მოინახულა. ოჯახის სამივე წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.      ასევე, ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად სოფელ ჯიხანჯურში ქარმა საცხოვრებელს სახურავი გადახადა, რომლის დროსაც ოჯახის უფროსი დაზიანდა. დაშავებული ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს.
წაკითხვა
გოდერძის უღელტეხილიდან მაშველებმა 7 ავტომობილი გამოიყვანეს
გამოქვეყნებულია: 2015-11-12 09:54:00
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარაში  წარმომადგენელის   ზვიად ჯაფარიძის  განცხადებით,    მაშველებმა გოდერძის უღელტეხილიდან შვიდ ავტომობილში მყოფი ყველა მგზავრის, დაახლოებით 30 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს.       მისი  ინფორმაციით, ღვარცოფი მოვარდა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, მახუნცეთში, სადაც სტიქიამ სამი სახლი დატბორა.     მაშველებმა 19 მოქალაქე  გამოიყვანეს,  მათგან 4 მცირეწლოვანია.
წაკითხვა
ხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკში
გამოქვეყნებულია: 2015-09-08 12:54:00
 ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.         საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის   ინფორმაციით,   ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებს მიუვალი ადგილი ართულებს, თუმცა ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მათი  ინფორმაციით, ვერტმფრენების დახმარება ჯერ საჭირო არ არის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, 1 ჰექტრამდე ფართობზეა გაჩენილი. ადგილზე მუშაობენ ადგილობრივი სახანძრო ბრიგადები. წუხელ მოხდა ასევე თბილისიდან დამატებითი ჯგუფების მობილიზება.        ხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაკრძალთან ახლოს, წინუბანი-აწყურის მონაკვეთთან სავარაუდოდ გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის გავრცელების სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
წაკითხვა
აზერბაიჯანში მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია
გამოქვეყნებულია: 2015-09-04 10:12:00
აზერბაიჯანში დღეს დილით მომხდარ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.        მიწისძვრის ეპიცენტრი შექის რეგიონში დაფიქსირდა. მისმა სიმძლავრემ აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, ეპიცენტრში 6 მაგნიტუდა შეადგინა.         ბიძგები თბილისის დროით 08.49 საათზე დაფიქსირდა.
წაკითხვა
აზერბაიჯანში 7 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა
გამოქვეყნებულია: 2015-09-04 10:07:00
აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ შეკიდან 29 კილომეტრის მოშორებით მოხდა.        როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ბიძგების სიმძლავრემ რიხტერის შკალით ეპიცენტრში კი - 7 ბალი, ხოლო ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში - 5-6 ბალი იყო.        მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა, განსაკუთრებით საგრძნობი კი კახეთის რეგიონში იყო.
წაკითხვა
მომხდარ მიწისძვრას, ამ დროის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე პრობლემები არ შეუქმნია
გამოქვეყნებულია: 2015-09-04 10:03:00
 კახეთის გუბერნატორის    ირაკლი შიოლაშვილის  განცხადებით,   ამ დროისთვის გრძელდება  ინფორმაციის შეგროვება მუნიციპალიტეტებიდან, თუმცა არსებული ინფორმაციით, ბიძგებს კახეთის რეგიონში ნგრევა ან რაიმე დაზიანება არ მოჰყოლია. მისი  ინფორმაციით, კახეთში ბიძგები საგრძნობი იყო.     მიწისძვრის ბიძგების შედეგად  ინფორმაცია არ შესულა არც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.     სააგენტოს პრესსამსახურის  ინფორმაციით,    მიწისძვრის გამო გამოძახება არც თბილისში დაფიქსირებულა.
წაკითხვა
მიწისძვრა საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრიდან 56 კილომეტრში
გამოქვეყნებულია: 2015-09-04 10:02:00
 საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრიდან 56 კილომეტრში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.      ამ დროისთვის არსებული ინფრომაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდა              იყო, ხოლო ეპიცენტრი – აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ბიძგები საქართველოში თბილისის დროით 8საათზე   და  50  ქუთზე    დაფიქსირდა.
წაკითხვა
სოფლის მეურნეობის მინისტრი, კახეთის რეგიონში, ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
გამოქვეყნებულია: 2015-08-23 08:07:00
მინისტრმა  ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაათვალიერა.  ოთარ დანელიას განცხადებით,  სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია. კომისიის მუშაობაში ჩართულია სხვადასხვა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.მინისტრის თქმით, დაზიანებული ვენახების დიდი ნაწილი დაზღვეულია, შესაბამისად  მესაკუთრეებს  ზარალი აუნაზღაურდებათ. იმ მოსახლეობისთვის,  ვისაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზღვეული არ ჰქონდა, ამ ეტაპზე სამწუხაროდ, კომპენსაციების გაცემაზე საუბარი არ არის. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, მართალია სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან ჭურვების გაშვების მიუხედავად,  სტიქიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, მაგრამ ზარალი გაცილებით დიდი და მასშტაბური იქნებოდა აღნიშნული სისტემის არ არსებობის შემთხვევაში.
წაკითხვა

უახლესი