ჯანსაღი და სწორი კვება
ჯანსაღი და სწორი კვების პოპულარიზაციის მიზნით, კომპანია „ბიოფრეშის“ ორგანიზებით, შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ექიმები, დიეტოლოგები, ნუტრიციოლოგები, ბიოლოგები, მზარეულები, რესტორნების, ტურისტული კომპანიების, ფიტნესისა და სპორტის წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრები: რუსუდან კვარაცხელია - "ბიოფრეშის“ დირექტორი და ღონისძიების ორგანიზატორი, მარინა გიორგობიანი - ექიმი-ჰიგიენისტი,ეპიდემიოლოგი, ტოქსიკოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ცინო ნაცვლიშვილი - კვების ტექნოლოგი.წამყვანი: თამარ დადიანიძე.