საზოგადოებრივი
104.5 FM

კატეგორიები

PRIMETIME

პიკის საათიქალი და მამაკაცისაინფორმაციო გამოშვებასპორტული თოქ-შოუ ესტაფეტა

დილის ეთერი

სოფლის დილალია ძიძიგურის საავტორო გადაცემებიხაზის რადიოინტერმედიათეატრალური ანტრაქტითეატრალური ნოსტალგიააკადემიური სივრცე

დღის ეთერი

ჩვენი საქართველოოჯახის ექიმითქვენი უფლებებიშტრიხ-კოდიისევ განათლების საკითხებზეეკომეტრიფერმერის საათიმშობელთა სკოლაკოლექციაუფლება და თავისუფლებაღია სტუდიაჩვენი საგანძურიგანსხვავებული აზრიკლასიკის საათიმუსიკალური შეხვედრებიჩაკრულოვარიაციები მუსიკალურ თემაზერეტრომუსიკალური რადიოანშლაგიმხოლოდ ოპერაჩაი ორისთვის

საღამოს ეთერი

ჩვენი ქალაქის პატარა ამბებირადიობლოგერისაღამოს პიკის საათი თეატრალური შეხვედრებიმიგრაციის მარშრუტებითავისუფალი ლიტერატურაკინოფილმი უეკრანოდდო-რე-მიიყო და არა იყო რა

გვიანი ღამე

იგს ბოქსითამაზ ტყემალაძის ლიტერატურული საუბრებიორიენტირებიცხოვრება ხელოვნებაშიესტაფეტაუცნობი მუსიკა

პროექტები/სხვადასხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - სპორტული რიტმი საზოგადოებრივზე26 მაისი - ის რაც გვაერთიანებს !რადიოთეატრიამერიკის ხმა (ვაშინგტონიდან)პუბლიცისტური მემკვიდრეობააქცენტები ისტორიაშიისტორია ექსპონატებშიხელნაწერიფერთამეტყველებასიტყვა ქართული
გადაცემა
სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტები!
ფერმერის საათი | 5 ნოემბერი, 2017
რა მიიღო, როგორია შედეგი და რას უნდა ველოდეთ!რომელი პროექტებით დაფინანსდა საქართველოს აგარარული სექტორი, როგორია შედეგი, რომელი დარგის განვითარებისთვის მიიღებს ქვეყანა სამომავლოდ დახმარებას, რა პრობით, რამდენად ელასტიურია პირობები, როგორ დაიხარჯება.და მთავარი პრობლემა-ფაროსანა! რას გვთავაზობენ უცხოელი სპეციალისტები ბიოუსაფრთხოებისთვის!სტუმარი: დავით კირვალიძე - ამერიკული კომპანია CNFA-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და საქართველოს პრემიერის მრჩევლი სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში. აგრარულ მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი და წარმატებული ფერმერი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ბიოსატბორეები - გაკეთება და თევზის სახეობები
ფერმერის საათი | 29 ოქტომბერი, 2017
თევზი ადამიანის რაციონის შეუცვლელი პროდუქტია,სასარგებლოა მაშინ თუ ის ეკოლოგიურად საიმედოა-ორგანულია.როგორ უნდა მოეწყოს ბიოსატბორეები და რომელი სახეობის თევზი მოერგება ასეთი ტიპის სატბორეებს?სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა დაიწყო ბიოსატბორეების პროექტი ზუგდიდში. სტუმრები: რუსუდან ბარკალაია - სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის უფროსი, ელდარ კაშია - სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - იქტიოლოგი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ქვევრი, ხარისხი, ფასი, შერჩევა
ფერმერის საათი | 22 ოქტომბერი, 2017
საქართველოში, ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს. ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ასეთი აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისთვის და ხელს უწყობს ქართული ღვინის მსოფლიო პოპულარიზაციას.მთავარია ქვევრის ხარისხი, სწორად შერჩეული ადგილი,რეგიონის ნიადაგობრივ-კლიმატური თვისებურება და კიდევ....სატელეფონო ჩართვა: იაგო ბითარიშვილი - მეღვინე, მცირე და საოჯახო ღვინოების ფესტივალის კოორდინატორი.სტუმარი: გიორგი ბარისაშვლი - მეღვინეობა-მევენახეობის მკვლევარი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
დავუბრუნოთ რეგიონებს ქართული ხორბლის ჯიშები - სურსათის უსაფრთხოებისთვის!
ფერმერის საათი | 15 ოქტომბერი, 2017
შეიქმნა საქართველოს მეხორბლეთა გაერთიანება, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად გეგმავს ჩაერთოს ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების აღდგენა-დარაიონებაში.სტუმრები: ლალი მესხი - გაერთიანების დამფუძნებელი; ირაკლი რეხვიაშვილი - მეხორბლე სელექციონერი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი;ზაქარია ჭიკაძე - მეხორბლე სელექციონერი, საქართველოს პატენტრწმუნებული.ჩართვა: ცოტნე სამადაშვილი - საქართველოს მთავარი მეხორბლე.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
თბილისობა - 2017
ფერმერის საათი | 8 ოქტომბერი, 2017
სტუმრები: ანა მიქაძე-ჩხიკვაძე - მეყველე.მაია ბუჩაშვილი - მოყვარული ბიოფერმერი.თემურ ნინოშვილი - მეღვინე-მევენახე კარდენახიდან. სატელეფონო ჩართვები: თბილისობაზე ჩამოსული მეწარმეები და მეურნეები.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
კენკროვანები და მისი ,,მეგობრები" - გავაშენოთ შერეული ბაღები!
ფერმერის საათი | 1 ოქტომბერი, 2017
როგორ და სად უნდა გაშენდეს შერეული ბაღები, რომელი კულტურებს, "უყვართ" და "სძულთ" ერთმანეთი, რა უნდა გავითვალისწინოთ შერეული ბაღების გაშენებისას.და კიდევ ერთი კულტურა, ჯონჯოლი - ბაზარზე მოთხოვნა დიდია, ნაყოფისა და მცენარის სასარგებლო თვისებების გამო!სტუმარი: ლალი გოგინავა - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, აგრონომი.ჩართვა: გურამ დვალაძე - კენკროვენი მიმართულების ფერმერი ქედადან.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ცხვარი და მეცხვარეობა
ფერმერის საათი | 24 სექტემბერი, 2017
სულადობა და საძოვრები, მეცხვარე და დარაჯი, მატყლი და ხორცი,დაავადებები და მოვლა - შენახვა, ექსპორტ-რეექსპორტი,პრობლემები და პერსპექტივები.სტუმარი: უტა წიკლაური - ახალგაზრდა ფერმერი, მეცხვარე.სატელეფონო ჩართვა: ბექა გონაშვილი - მეცხვარეთა ასოციაცის თავმჯდომარე.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
მზესუმზირა - მოვლა, შენახვა,ხარისხი.
ფერმერის საათი | 17 სექტემბერი, 2017
რომელი რეგიონებისთვისაა კულტურა სტრატეგიული, როგორ შევარჩიოთ სათესლე მასალა და როგორ შევინახოთ! საიდან შემოგვაქვს ზეთი და მასალა "მაკნატუნებისთვის"სტუმარი: ირმა ირემაშვილი - ს.ს.ი.პ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეილი კულტურების კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტიგადაცემის ავტორი და წამყვანი: ბარბარე  ბენაშვილი 
წაკითხვა
გადაცემა
თხილი-დაავადებები, მავნებელი და სტრატეგია!
ფერმერის საათი | 10 სექტემბერი, 2017
თხილმა დაკარგა სტრატეგიული ფუნქცია,აზიური ფაროსანასგან მიყენებულმა ზარალმა 60 მილიონ ლარს გადააჭარბა, და არამარტო ეს მავნებელია ამის მიზეზი! როგორ შევინარჩუნოთ დარგის სტრატეგიული ფუნქცია!სტუმარი: თენგიზ კალანდაძე - სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ხორბალი,პური, ფერმერი-რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ქართული ხორბლის ჯიშებზე?
ფერმერის საათი | 3 სექტემბერი, 2017
ქართული ენდემური ახალციხის წითელი დოლის ხორბლის სათესლე მასალა უკვე გვაქვს! შეიძლება მისი მოყვანა! მოგებაც დიდია და მოთხოვნაც! პრეცენდენტი არსებობს! სტუმრები: ნოდარ ლატიბაშვილი და დავით იმედაშვილი ახალგაზრდა ფერმერები საგარეჯოს რაიონიდან.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტი ზამთრისთვის
ფერმერის საათი | 20 აგვისტო, 2017
თემა თქვენი, რადიომსმენელების თხოვნით შევარჩიეთ! იმედია, ადრე გაზაფხულიდან დაიწყეთ ოჯახური რეცეპტით მარაგის შენახვა, გავაგრძელოთ, გვიანი ზაფხულის ბოსტნეულისა და ხილის შენახვა! როგორ შევარჩიოთ და როგორ შევინახოთ.ჩვენ გირჩევთ, თქვენ გამოიყენეთ!სტუმარი: ეკატერინე კაციტაძე - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის, მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა - გადამუშავების სამსახურის თანამშრომელი.მალე რთველი დაიწყება! როგორ იმუშავებს ღვინის ეროვნული სააგენტოს შტაბი და რა პირობებში მოუწევთ ჩვენს მევენახეებს ყურძნის ჩაბარება! სატელეფონო ჩართვა:  გიორგი სამანიშვილი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
მეკამეჩეობა - დიდი შემოსავლის დიდი გარანტია! აღსადგენია!
ფერმერის საათი | 13 აგვისტო, 2017
“ალბანიიდან იბერიაში მიმავალი გზა უწყლო და უსწორმასწორო კამბეჩიანზე ძევს"ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით XVIII საუკუნის დასაწყისში კამეჩი გავრცელებული ყოფილა ქიზიყში, ქართლში, თიანეთში, დუშეთში, დიდოეთში, აფხაზეთსა და იმერეთში.კამეჩისგან მიღებული ყველა პროდუქტი გამოიყენება-ტყავი, შიგნეული, რქა და ჩლიქებიც კი! არ ავადდება, ხორცი არ შეიცავს მავნე ქოლესტერინს,კამეჩის რძის პროდუქტი,თითქმის ყველაფერი-შეუცვლელია და ძვირადღირებული! მოვლა ადვილია-სჭირდება მხოლოდ წყალი! დავიწყოთ აღდგენა-ეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომელზეც დიდი მოთხოვნაა ევროპის ბაზარზეც და საქართვლოშიც. რით უნდა...გავაგრძელოთ?!სტუმარი: გიული გოგოლი - აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი. სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტორი, პროფესორი გენეტიკოსი.სატელეფონო ჩართვა: ნელი გუგუჩია - ფერმერი ზუგდიდიდან.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ყველი - ამოყვანა,შენახვა,სარგებელი
ფერმერის საათი | 6 აგვისტო, 2017
როგორი ტექნოლოგიით ამოვიყვანოთ ზაფხულის ნაწველის ყველი,როგორ შევინახოთ, რა პირობებში. ახალი და ძველი ტექნოლოგიები, მოთხოვნა ყველის ბაზარზე და რძის ნაწარმის ბიზნესსეგმენტი ჩვენი ოჯახისთვის!სტუმარი: ანნა ჩხიკვაძე-მიქაძე - "ყველის სახლის" დამფუძნებელი.სატელეფონო ჩართვა: მერი მასურაშვილი - ახალციხიდან. ბიომეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" ფერმერი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
ფისტა-ნერგები, მოვლა მოყვანა, სტრატეგია
ფერმერის საათი | 30 ივლისი, 2017
ფისტა -ანუ საკმლის ხის ნაყოფი-მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე დიდია,ძვირია და მისი გამოყვანაც რთულია! მისი გამრავლება შეიძლება საქართველოშიც- ენდემური სახეობები იყო გავრცლებული, ამას მიუთითებს ვაშლოვანის ნაკრძალის კორომიც, სადაც შემორჩენილია მხოლოდ უნაყოფო სახეობა.როგორ გამოვიყვანოთ ნერგი, როგორ და სად უნდა გადავრგოთ, მოვუაროთ.ფისტა ე.წ."კაკლოვანების დედოფალი" წამყვანი და მომგებიანი კულტურაა ბევრი ქვეყნისთვის, დავიწყოთ ჩვენც!დარგვა შეიძლება გაზაფხულიდან შემოდგომამდე!სტუმარი: ოთარ ანგურიძე - საქართველოს ფისტას ასოციაციის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.სატელეფონო ჩართვა: კობა რამიშვილი - საცდელ-ექსპერიმენტალური აგროცენტრის "სანუგეშო" - ს ტექნიკური დირექტორიგადაცემის ავტორი და წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
თხილი ისევ დარჩება საექსპორტო კულტურად!
ფერმერის საათი | 23 ივლისი, 2017
რა ხდება თხილის წარმოებისა და ექსპორტის სექტორში?განგაშის მიზეზები და საფრთხის შემცველი პიარის შედეგები.სტუმრები: თენგიზ კალანდაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი, ნანა მიროტაძე - ესქსპერტი - აგრონომი, სოფლის მეურნ. მეცნ.დოქტორი.სატელეფონო ჩართვა: მამუკა ბერიაშვილი - თხილის ექსპორტიორი კომპანია Nut.ge-ს დამფუძნებელი და თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრი.გადაცემის წამყვანი და ავტორი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
მომთაბარე მესაქონლეობა -პრობლემები კოოპერატივების შექმნამდე უნდა მოგვარდეს!
ფერმერის საათი | 16 ივლისი, 2017
მომთაბარე მესაქონლეობა ტრადიციულ ი დარგია ქვეყნისთვის და პრიორიტეტად დარჩება.შენარჩუნებისა და განვითარებითვის შეიქმნება კოოპერატივები. მასიური პროცესის დაწყებამდე მოსაგვარებელია რამდენიმე პრობლემა.სტუმარი: გიორგი ხანიშვილი - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა
გადაცემა
სარეველები - არამარტო მავნებელი - სასარგებლოც...
ფერმერის საათი | 9 ივლისი, 2017
ნებისმიერ მცენარეს თავისი ადგილი და ფუნქციაა აქვს, მათ შორის სარეველებს -სწორედ ამ თვისებებით შეიძლება განისაზღვროს ნიადაგის შემადგენლობა, დაიგეგმოს რა და როგორ უნდა დაირგოს, დაითესოს. როგორ გამოვიყენოთ სარეველები ჩვენი მეურნეობის სასარგებლოდ და რატომ. ამით დავიცვათ მცენარეს, ნიადაგს და ადამიანს!სტუმარი: ინგა ბეშიროვი - ბოტანიკოსი წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
"სტარტაპ საქართველო"-ინოვაციური პროექტი მხოლოდ ახალგაზრდებისთვის!
ფერმერის საათი | 2 ივლისი, 2017
გაქვთ კარგი იდეა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ არ გაქვთ ფინანსები! იდეის ავტორს აღარ სჭირდება გირავნობა, მშობლების სახლის დაგირავება, ფულის ძებნა. მთავარია, გქონდეთ სწორი იდეა ."სტარტაპსაქართველო"უკვე მუშაობს-დაფინანსდა რამდენიმე ბიზნესიდეა!როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ პროგრამაში,როგორია სტრუქტურა?სტუმრები: გიორგი ლომიძე - "სტარტაპ საქართველოს" წარმომადგენელი, წითელი დოლის პურის კომპანია ,, მზეთამზის , დამფუძნებელი ირაკლი ჩავლეიშვილიჩართვა: ფერმერი დედოფლისწყაროდან ელიზბარ იმერლიშვილი
წაკითხვა
გადაცემა
მეფრინველეობა
ფერმერის საათი | 25 ივნისი, 2017
როგორ და რატომ უნდა შევინარჩუნოთ ადგილობრივი სახეობები, რომლებიც კერ კიდევ შემოგვრჩა შინაურ , გლეხურ მეურნეობებში, როგორ მოვუაროთ და როგორ დავიცვათ დაავადებებისგან. როგორი უნდა იყოს კვერცხი, სბუდარი,საკვები და საინექციო საშუალებები.როგორ და რა სახეობებით შეიძლება ჯიშობრივი ნიშან-თვისებების გადახალისებასტუმარი: კობა ნაცვალაძე - სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნ. თანამშრომელი. აგრარულ მეცნ.დოქტორი.წამყვანი: ბ.ბენაშვილი
წაკითხვა
გადაცემა
ზამთრის მარაგი-საიმედო, სასარგებლო და ეკონომიური!
ფერმერის საათი | 18 ივნისი, 2017
კომპოტი, მურაბა, ჩირი თუ? რომელი ხილის ან ბოსტნეულის მარაგი უნდა გავაკეთოთ, როგორ შევარჩიოთ და რატომ უნდა შევინახოთ ზამთრისთვის სეზონური პროდუქტი!სტუმარი: მერაბ ჟღენტი - აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.საქართველოს რამდენიმე რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა დაიწყო.ბევრმა მეფუტკრემ ვერ მოასწრო ფუტკრის გაყვანა, როგორ უნდა დავიცვათ ადგილზე დარჩენილი ოჯახები?სატელეფონო ჩართვა: ვახტანგ ღლონტი - მეფუტკრე, ბიომერნეობათა ასოციაცია "ელკანას" კონსულტანტი.წამყვანი: ბარბარე ბენაშვილი.
წაკითხვა