საზოგადოებრივი
104.5 FM
  • ნატო ე.წ. ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ საჰაერო წვრთნას იწყებს. "ტელეგრაფის" ცნობით, სამხედრო სწავლება 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში 11 ქვეყნიდან 5 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის ბრიტანელი, ამერიკელი, გერმანელი და ფრანგი ჯარისკაცებიც.სწავლება ბულგარეთის, იტალიის, რუმინეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე ჩატარდება. სამხედრო წვრთნის მიზანს საჰაერო ძალების მზადყოფნის შემოწმება და ალიანსის ძალების დახვეწა წარმოადგენს.ნატო-მ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი სამხედრო სწავლება ჩაატარა ევროპის და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. პარალელურად, წვრთნებს მართავს რუსეთიც.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • 5 სამართალდამცველი და ორი სამოქალაქო პირი დაშავდა  სტამბულში პოლიცსიი განყოფილებასთან მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეტქება იმდენად ძლიერი იყო ,რომ სამ სართულიანი შენობა ჩამოინგრა , შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა.კიდევ ერთი ინციდენტი სტამბოლში შეერთებული შტატების  საკონსულოსთან  მოხდა , სადაც ორმა უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით  სროლის შედგეად არავინ დაშავებულა.   თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • "აზერბაიჯანთან შეიძლება იმეგობრო და იყო პარტნიორი" - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით ამ გზავნილის ადრესატი დასავლეთი იყო, რომელთანაც ურთიერთობა აზერბაიჯანს ბოლო პერიოდში ისე არ ეწყობა, როგორც ეს ბაქოს სურს     ილჰამ ალიევმა სახელმწიფო მოხელეებს, დეპუტატებსა და საზოგადო მოღვაწეებს მოუწოდა, შეწყვიტონ განცხადებების კეთება იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანის ევროპაში ინტეგრაცია უნდა მოხდეს.      "რა რანგში უნდათ აზერბაიჯანის მიღება იქ? როგორც მეორეხარისხოვანი წევრის, ასოცირებული წევრის თუ როგორც გვერდიდან მომაგრებული ქვეყნის. ასეთი ფორმატი ჩვენ არ გვინდა. თუკი დღეს, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ჩვენ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევდა, შესაძლოა არც შევსულიყავით ევროპის საბჭოში. რამდენჯერ შეიძლება აზერბაიჯანის შეურაცხყოფა? როდემდე შეიძლება გამოყენებული იყოს მცდელობები, რათა ჩვენ დაგვამცირონ? ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო. ჩვენ მშვენივრად ვიცხოვრებთ ევროპის საბჭოს გარეშე", - განაცხადა ალიევმა.       ადგილობრივი ანალიტიკოსების აზრით კი სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ მიახვედრა მსოფლიო, რომ ბაქოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა აზერბაიჯანის ნაციონალურ ინტერესებზეა აგებული და თუკი საჭირო გახდება, აზერბაიჯანი როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორი სხვა გაერთიანებებშიც შევა. 
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ნატო თურქეთის სამხედრო ოპერაციას სამხრეთის საზღვრის გასწვრივ წესრიგის აღდგენის მიზნით მხარს უჭერს.     ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.        "ნატო ძალიან ყურადღებით აკვირდება ვითარებას, ჩვენ ვრჩებით სოლიდარულები ჩვენი თურქი პარტნიორების მიმართ", - აღნიშნა სტოლტენბერგმა       ბრიუსელში გაიმართა  სამიტი, რომელზეც ნატო-ს წარმომადგენლებმა თურქეთის მიერ "ისლამური სახელმწიფოსა" და ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები განიხილეს.         ქურთები, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვიან, თურქეთს თავიანთი პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, თურქეთის ბრძოლა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სინამდვილეში ქურთების წინააღმდეგ ბრძოლაა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • თურქეთის სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქ სურუჯში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.       გავრცელებული ცნობით, არიან დაშავებულებიც, რომელთა რიცხვი 100-ს აჭარბებს. ადგილობრივი მთავრობა არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. ინციდენტი ქალაქის კულტურულ ცენტრთან ახლოს მდებარე კაფეში მოხდა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია.         ქალაქი სურუჯი სასაზღვრო რეგიონში სირიის ქალაქ ქობანისთან ახლოს მდებარეობს. ქობანიში ბოლო რამდენიმე თვეა ქურთ სამხედროებსა და "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებს შორის დაპირისპირება ინტენსიურად მიმდინარეობს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საბერძნეთში ბანკები სამკვირიანი შესვენების შემდეგ გაიხსნა.    "ბიბისის" ცნობით, ბანკებთან რიგებია. თუმცა, ბანკომატებიდან თანხის გატანაზე ლიმიტი კვლავ იმოქმედებს. კერძოდ, კვირის განმავლობაში თითოეულ მოქალაქეს მაქსიმუმ 420 ევროს ოდენობის გატანის შესაძლებლობა ექნება.         "კაპიტალზე კონტროლი და შეზღუდვები თანხის გატანაზე კვლავ იარსებებს, თუმცა, ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ ნორმალურ ცხოვრებაში დაგვაბრუნებს", - განაცხადა საბერძნეთის ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლუკა კატსელიმ.         ბანკების ხელახლა გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროზონის ლიდერებმა ათენისთვის 7 მილიარდი ევროს ოდენობის წინასწარი დახმარება გამოყვეს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • ნიგერიის ქალაქ გომბრეში ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.     "როიტერის" ცნობით, თავდასხმები სავარაუდოდ ისლამისტურმა მოძრაობა "ბოკო ჰარამმა" განახორციელა. თუმცა, პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ევაკუაციის პროცესში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები. არიან დაშავებულებიც. მათი რიცხვი 70-ს აღწევს. ნიგერიის პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარიმ "ბოკო ჰარამის" წინააღმდეგ ბრძოლა მთავრობის მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. ამ მიზნით, მან კვირის დასაწყისში თავდაცვის მინისტრი შეცვალა. რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება "ბოკო ჰარამი" ნიგერიის საკმაოდ დიდ ნაწილზე მოქმედებს. თუმცა, წლის დასაწყისში ქვეყნის არმიამ მეზობელი ჩადის, ნიგერისა და კამერუნის დახმარებით შეძლო მათი დიდი ტერიტორიიდან განდევნა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  "ბიბისის" ცნობით, როგორც მოსალოდნელია, ბუნდესტაგი აღნიშნული წინადადების რატიფიცირებას მოახდენს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი კონსერვატორი დეპუტატი ათენისათვის მორიგი ფინანსური დახმარების გადაცემის წინააღმდეგია.       გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოუწოდებს პარლამენტარებს, მხარი დაუჭირონ ინიციატივას, ვინაიდან ის "აბსოლუტურად დარწმუნებულია", რომ ეს ნაბიჯი კრიზისიდან გამოსვლას ხელს შეუწყობს.            საფრანგეთისა და ფინეთის პარლამენტებმა კი უკვე მოახდინეს ათენთან მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება.      პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთში ბანკები სამკვირიანი დასვენების შემდეგ, მუშაობას ორშაბათს განაახლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ევროზონის ლიდერებმა 7 მილიარდი ევროს დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღეს.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • პარიზის ჩრდილოეთით, Pრიმარკ-ის მაღაზიაში რამდენიმე შეიარაღებულ პირს დაახლოებით 10 ადამიანს ჰყავს მძევლად აყვანილი.     "ფრანს პრესის" ცნობით, მაღაზიაზე თავდასხმა ქალაქ ვილინიუ-ლა-გარენში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა.         "დღეს დილით ორი თუ სამი შეიარაღებული ადამიანი Pრიმარკ-ის მაღაზიაში შეიჭრა. ჩვენი აზრით, თავდამსხმელები მაღაზიაში გაძარცვის მიზნით შევარდნენ", - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.    ამ დროისთვის უცნობია, რა მოთხოვნები აქვთ თავდამსხმელებს. "ბიბისის" ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სპეცსამსახურები.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ავღანეთის აღმოსავლეთით, სამხედრო ბაზასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 33-ს მიაღწია.    "როიტერის" ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ექვსი ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია, 27 კი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთა შორის 12 ბავშვია.      ავტომობილის აფეთქების შედეგად დაჭრილია 23 ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საბერძნეთთან დაკავშირებით ევროზონის ლიდერებმა თითქმის 20-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებას მიაღწიეს.      ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლი მიშელზე დაყრდნობით ავრცელებს.       თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ შეთანხმებას მხარეებმა ერთსულოვნად მიაღწიეს.       "ევროსამიტმა ერთსულოვნად მიაღწია შეთანხმებას. ყველაფერი მზად არის საბერძნეთის დახმარების პროგრამისთვის სერიოზულ რეფორმებთან და ფინანსურ დახმარებასთან ერთად", - დაწერა დონალდ ტუსკმა "ტვიტერზე".     "როგორც ჩანს, გარიგება შედგა", - ასე გამოეხმაურა მიღწეულ შეთანხმებას კვიპროსის მთავრობის წარმომადგენელი "ტვიტერზე". "ბიბისის" ცნობით, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ბანკები ორშაბათამდე დაკეტილი იქნება. ორშაბათამდე იმოქმედებს ასევე ბანკომატებიდან თანხის გატანაზე 60 ევროს ოდენობის ლიმიტი. “ბიბისის” ცნობით, ამის მიზეზი ათენსა და საერთაშორისო კრედიტორებს შორის შეთანხმების მიუღწევლობა გახდა. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ბერძნულ ფინანსურ ინსტიტუტებს დახმარება შეუწყვიტა მანამ, ვიდრე საბერძნეთი ევროზონასთან შეთანხმებას არ მიაღწევს. ქვეყნის პრემიერი, ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ იგი გონივრული რეფორმების გეგმას ევროპელ ლიდერებს დღეს წარუდგენს. კვირას კი ევროკავშირის მორიგი სამიტი გაიმართება, რა დროსაც მხარეებმა საბოლოო შეთანხმების მიღწევა უნდა შეძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბერძნეთი ფულის გარეშე დარჩება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროზონის ისტორიაში ახლა ყველაზე მძიმე ეტაპია. საბერძნეთს კრედიტორებმა – ევროკომისიამ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა - ორი ფინანსური პაკეტის სახით 200 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. 30 ივნისამდე ათენს სავალუტო ფონდისთვის 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი უნდა გადაეხადა, თუმცა, ვერ შეძლო, რასაც კრიზისის გამწვავება მოჰყვა. სერგეი ლავროვი დებორა ლი ჯეიმსის განცხადებას მტრობის ხელოვნური ატმოსფეროს შექმნის მცდელობად აფასებსთბილისი. 9 ივლისი. “ინტერპრესნიუსი“  - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მდივნის, დებორა ლი ჯეიმსის განცხადებას გამოეხმაურა. ლავროვის თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება, თითქოს რუსეთი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, “მტრობის ხელოვნურ ატმოსფეროს” ქმნის. ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება. “ვაშინგტონიდან მსგავს განცხადებებს ჩვენ უკვე შევეგუეთ. შევეგუეთ, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი და გაერთიანებული შტაბი, ასევე სამხედრო-საჰაერო ძალების მდივანი რეგულარულად აკეთებს მსგავს განცხადებებს”, - აღნიშნა ლავროვმა. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მდივანმა, დებორა ლი ჯეიმსმა “როიტერთან” ინტერვიუში რუსეთს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე უწოდა. მანვე აღნიშნა, რომ ამერიკული ავიაგამანადგურებლები რუსეთის მეზობელ და ნატო-ს წევრ ქვეყნებში პატრულირებას გააგრძელებენ.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ბანკები ორშაბათამდე დაკეტილი იქნება. ორშაბათამდე იმოქმედებს ასევე ბანკომატებიდან თანხის გატანაზე 60 ევროს ოდენობის ლიმიტი. “ბიბისის” ცნობით, ამის მიზეზი ათენსა და საერთაშორისო კრედიტორებს შორის შეთანხმების მიუღწევლობა გახდა. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ბერძნულ ფინანსურ ინსტიტუტებს დახმარება შეუწყვიტა მანამ, ვიდრე საბერძნეთი ევროზონასთან შეთანხმებას არ მიაღწევს. ქვეყნის პრემიერი, ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ იგი გონივრული რეფორმების გეგმას ევროპელ ლიდერებს დღეს წარუდგენს. კვირას კი ევროკავშირის მორიგი სამიტი გაიმართება, რა დროსაც მხარეებმა საბოლოო შეთანხმების მიღწევა უნდა შეძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბერძნეთი ფულის გარეშე დარჩება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროზონის ისტორიაში ახლა ყველაზე მძიმე ეტაპია. საბერძნეთს კრედიტორებმა – ევროკომისიამ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა - ორი ფინანსური პაკეტის სახით 200 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. 30 ივნისამდე ათენს სავალუტო ფონდისთვის 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი უნდა გადაეხადა, თუმცა, ვერ შეძლო, რასაც კრიზისის გამწვავება მოჰყვა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  ასე  მიმართა   ციპრასმა ევროპარლამენტს   სიტყვით გამოსვლისას.   ამის შესახებ  ინფორმაციას    "ბიბისი"   ავრცელებს.            საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი ევროკავშირს მოუწოდებს, თავიდან აიცილოს  ევროპის    დანაწევრება.      მისი   თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საბერძნეთს შეუძლია შეასრულოს ვალდებულებები საბერძნეთისა და ევროზონის ინტერესების შესაბამისად მომდევნო დღეებში.      ალექსის ციპრასმა გააკრიტიკა საბერძნეთისთვის გადაცემული წინა საკრედიტო პაკეტები, რამაც     ქვეყანა "მკაცრი ეკონომიკური ზომების ლაბორატორიად აქცია".       საბერძნეთის პრემიერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ევროზონისთვის წარსადგენ წინადადებაზე ათენმა იმუშავა, თუმცა, სამწუხაროდ, დეტალების წარდგენა ვერ შეძლო.       გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტი გაიმართა, რა დროსაც საბერძნეთის პრემიერს, ალექსის ციპრასს კრედიტორებისთვის ახალი წინადადება უნდა შეეთავაზებია. თუმცა, იგი ევროპელ ლიდერებთან წინადადების გარეშე მივიდა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საბერძნეთის პრემიერი ევროპელ ლიდერებს ახალი წინადადებით მიმართავს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი დღეს, ევროზონის საგანგებო სამიტზე ევროპელ ლიდერებს ახალი წინადადებით მიმართავს. "ბიბისის" ცნობით, ათენი გეგმავს ვალის 30%-ის ჩამოჭრა მოითხოვოს. თუმცა, გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ საბერძნეთისთვის ვალის უპირობო ჩამოწერა ევროს ვალუტას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. პარალელურად, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები აცხადებენ, რომ საბერძნეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების კარი კვლავ ღიაა.ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის თქმით, ათენი დღევანდელ სამიტზე ისეთი წინადადებით უნდა წარდგეს, ყურადღების მიქცევა რომ ღირდეს. დათანხმდებიან თუ არა ევროზონის ლიდერები ათენის მოთხოვნებს, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.ევროზონის სამიტში მონაწილეობას საბერძნეთის ახალი ფინანსთა მინისტრი, ევკლიდ ცაკალოტოსიც მიიღებს.საბერძნეთი დეფოლტის საფრთხის წინაშეა, ვინაიდან მას 331 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი მართებს საერთაშორისო კრედიტორებთან. ბანკები ქვეყნის მასშტაბით ხუთშაბათამდე კვლავ დაკეტილი რჩება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •  როგორც ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა გადადგომამდე განაცხადა, ბანკები ქვეყნის მასშტაბით ხვალიდან გაიხსნება.     საბერძნეთში ბანკები ზუსტად ერთი კვირის წინ დაიხურა, დაწესდა ბანკომატებიდან თანხის გატანის ლიმიტიც 60 ევროს ოდენობით.       აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მოსახლეობამ მასობრივად დაიწყო ბანკებიდან თანხის გატანა.      მიმდინარე კვირის განმავლობაში ევროპელი ლიდერების მსჯელობის მთავარი თემა საბერძნეთი იქნება. როგორც მოსალოდნელია, გაიმართება არაერთი საგანგებო შეხვედრა.     ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ის ევროკავშირის და ევროპის ცენტრალური ბანკის ლიდერებთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს.     საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები, ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი კი დღეს პარიზში შეხვედრას გამართავენ. გარდა ამისა, ხვალ იგეგმება ევროზონის ლიდერების შეხვედრა.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  •     ევროპა საბერძნეთს რეფერენდუმამადე კიდევ ერთხელ აფრთხილებს და შეახსენებს, რომ კრედიტორთა პირობებზე უარის თქმის შემთხვევაში, საბერძნეთი კრიზისს ვერ დაძლევს. საბერძნეთში რეფერენდუმის ჩატარებამდე ორი დღით ადრე მოსახლეობა აქციების გამართვას გეგმავს. "ბიბისის" ინფორმაციით, გაიმართება ორი განსხვავებული დემონსტრაცია. მოსახლეობის ნაწილი საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მხარდასაჭერად გამოვა, ნაწილი კი მის წინააღმდეგ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი მოსახლეობას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ კრედიტორების წინადადებას. ევროზონის ლიდერები ათენისგან გადასახადების გაზრდას და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯების შემცირებას ითხოვენ, რასაც ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, საბერძნეთს დამატებით 50 მილიარდი ევრო დასჭირდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში. საბერძნეთში რეფერენდუმი კვირას, 5 ივლისს გაიმართება.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
  • საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი, იანის ვარუფაკისი კრედიტორებს შანტაჟში ადანაშაულებს. მისი  თქმით, რეფერენდუმის დასრულების შემდეგ შეთანხმების მიღწევა მალევე მოხდება, რის შემდეგაც ბანკებიდან თანხების გამოტანის შეზღუდვები შესუსტდება.          საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა გუშინ კრედიტორებს წერილი გაუგზავნა და განაცხადა, რომ ის მზადაა ევროზონის პირობების უმრავლესობას დათანხმდეს.      თუმცა, ციპრასი ითხოვს, რომ კრედიტორების ორ პირობაში ცვლილებები შევიდეს.      კერძოდ, საბერძნეთს სურს, კუნძულებისთვის დღგ-ის შემცირებული რაოდენობა შენარჩუნდეს და საპენსიო ასაკის გაზრდა 67 წლამდე არა დაუყოვნებლივ, არამედ ოქტომბრიდან დაიწყოს. 5 ივლისს საბერძნეთში რეფერენდუმი გაიმართება, რა დროსაც მოსახლეობა გადაწყვეტს დაუჭირონ თუ არა მხარი საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას.
    News
    e
    ფოტო
    i
    ტექსტი
    დაამატე
    d
    f
    m
უცხოეთის ახალი ამბები
ნატო მასშტაბურ საჰაერო წვრთნას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2015-08-19 10:15:00
ნატო ე.წ. ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ საჰაერო წვრთნას იწყებს. "ტელეგრაფის" ცნობით, სამხედრო სწავლება 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში 11 ქვეყნიდან 5 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის ბრიტანელი, ამერიკელი, გერმანელი და ფრანგი ჯარისკაცებიც.სწავლება ბულგარეთის, იტალიის, რუმინეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე ჩატარდება. სამხედრო წვრთნის მიზანს საჰაერო ძალების მზადყოფნის შემოწმება და ალიანსის ძალების დახვეწა წარმოადგენს.ნატო-მ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი სამხედრო სწავლება ჩაატარა ევროპის და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. პარალელურად, წვრთნებს მართავს რუსეთიც.
წაკითხვა
5 სამართალდამცველი და ორი სამოქალაქო პირი დაშავდა სტამბულში პოლიცსიი განყოფილებასთან მომხდარი აფეთქების შედეგად
გამოქვეყნებულია: 2015-08-10 12:06:00
5 სამართალდამცველი და ორი სამოქალაქო პირი დაშავდა  სტამბულში პოლიცსიი განყოფილებასთან მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეტქება იმდენად ძლიერი იყო ,რომ სამ სართულიანი შენობა ჩამოინგრა , შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა.კიდევ ერთი ინციდენტი სტამბოლში შეერთებული შტატების  საკონსულოსთან  მოხდა , სადაც ორმა უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით  სროლის შედგეად არავინ დაშავებულა.   თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს.
წაკითხვა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან დიქტატის ენით საუბარი არ შეიძლება.
გამოქვეყნებულია: 2015-08-03 10:50:00
"აზერბაიჯანთან შეიძლება იმეგობრო და იყო პარტნიორი" - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით ამ გზავნილის ადრესატი დასავლეთი იყო, რომელთანაც ურთიერთობა აზერბაიჯანს ბოლო პერიოდში ისე არ ეწყობა, როგორც ეს ბაქოს სურს     ილჰამ ალიევმა სახელმწიფო მოხელეებს, დეპუტატებსა და საზოგადო მოღვაწეებს მოუწოდა, შეწყვიტონ განცხადებების კეთება იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანის ევროპაში ინტეგრაცია უნდა მოხდეს.      "რა რანგში უნდათ აზერბაიჯანის მიღება იქ? როგორც მეორეხარისხოვანი წევრის, ასოცირებული წევრის თუ როგორც გვერდიდან მომაგრებული ქვეყნის. ასეთი ფორმატი ჩვენ არ გვინდა. თუკი დღეს, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ჩვენ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევდა, შესაძლოა არც შევსულიყავით ევროპის საბჭოში. რამდენჯერ შეიძლება აზერბაიჯანის შეურაცხყოფა? როდემდე შეიძლება გამოყენებული იყოს მცდელობები, რათა ჩვენ დაგვამცირონ? ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო. ჩვენ მშვენივრად ვიცხოვრებთ ევროპის საბჭოს გარეშე", - განაცხადა ალიევმა.       ადგილობრივი ანალიტიკოსების აზრით კი სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ მიახვედრა მსოფლიო, რომ ბაქოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა აზერბაიჯანის ნაციონალურ ინტერესებზეა აგებული და თუკი საჭირო გახდება, აზერბაიჯანი როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორი სხვა გაერთიანებებშიც შევა. 
წაკითხვა
ნატო თურქეთის სამხედრო ოპერაციას მხარს უჭერს
გამოქვეყნებულია: 2015-07-28 15:34:00
 ნატო თურქეთის სამხედრო ოპერაციას სამხრეთის საზღვრის გასწვრივ წესრიგის აღდგენის მიზნით მხარს უჭერს.     ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.        "ნატო ძალიან ყურადღებით აკვირდება ვითარებას, ჩვენ ვრჩებით სოლიდარულები ჩვენი თურქი პარტნიორების მიმართ", - აღნიშნა სტოლტენბერგმა       ბრიუსელში გაიმართა  სამიტი, რომელზეც ნატო-ს წარმომადგენლებმა თურქეთის მიერ "ისლამური სახელმწიფოსა" და ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები განიხილეს.         ქურთები, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვიან, თურქეთს თავიანთი პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, თურქეთის ბრძოლა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სინამდვილეში ქურთების წინააღმდეგ ბრძოლაა.
წაკითხვა
სასწრაფოდ
30 ადამიანი დაიღუპა თურქეთში აფეთქების შედეგად
გამოქვეყნებულია: 2015-07-20 14:04:00
თურქეთის სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქ სურუჯში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.       გავრცელებული ცნობით, არიან დაშავებულებიც, რომელთა რიცხვი 100-ს აჭარბებს. ადგილობრივი მთავრობა არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. ინციდენტი ქალაქის კულტურულ ცენტრთან ახლოს მდებარე კაფეში მოხდა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია.         ქალაქი სურუჯი სასაზღვრო რეგიონში სირიის ქალაქ ქობანისთან ახლოს მდებარეობს. ქობანიში ბოლო რამდენიმე თვეა ქურთ სამხედროებსა და "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებს შორის დაპირისპირება ინტენსიურად მიმდინარეობს.
წაკითხვა
საბერძნეთში ბანკები გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2015-07-20 11:34:00
საბერძნეთში ბანკები სამკვირიანი შესვენების შემდეგ გაიხსნა.    "ბიბისის" ცნობით, ბანკებთან რიგებია. თუმცა, ბანკომატებიდან თანხის გატანაზე ლიმიტი კვლავ იმოქმედებს. კერძოდ, კვირის განმავლობაში თითოეულ მოქალაქეს მაქსიმუმ 420 ევროს ოდენობის გატანის შესაძლებლობა ექნება.         "კაპიტალზე კონტროლი და შეზღუდვები თანხის გატანაზე კვლავ იარსებებს, თუმცა, ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ ნორმალურ ცხოვრებაში დაგვაბრუნებს", - განაცხადა საბერძნეთის ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლუკა კატსელიმ.         ბანკების ხელახლა გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროზონის ლიდერებმა ათენისთვის 7 მილიარდი ევროს ოდენობის წინასწარი დახმარება გამოყვეს.
წაკითხვა
50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ნიგერიაში აფეთქებების შედეგად
გამოქვეყნებულია: 2015-07-17 12:07:00
ნიგერიის ქალაქ გომბრეში ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.     "როიტერის" ცნობით, თავდასხმები სავარაუდოდ ისლამისტურმა მოძრაობა "ბოკო ჰარამმა" განახორციელა. თუმცა, პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ევაკუაციის პროცესში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები. არიან დაშავებულებიც. მათი რიცხვი 70-ს აღწევს. ნიგერიის პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარიმ "ბოკო ჰარამის" წინააღმდეგ ბრძოლა მთავრობის მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. ამ მიზნით, მან კვირის დასაწყისში თავდაცვის მინისტრი შეცვალა. რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება "ბოკო ჰარამი" ნიგერიის საკმაოდ დიდ ნაწილზე მოქმედებს. თუმცა, წლის დასაწყისში ქვეყნის არმიამ მეზობელი ჩადის, ნიგერისა და კამერუნის დახმარებით შეძლო მათი დიდი ტერიტორიიდან განდევნა.
წაკითხვა
გერმანიის პარლამენტმა საბერძნეთისათვის 86 მლრდ ევროს ოდენობის დახმარების ინიციატივას კენჭი უნდა უყაროს
გამოქვეყნებულია: 2015-07-17 11:29:00
 "ბიბისის" ცნობით, როგორც მოსალოდნელია, ბუნდესტაგი აღნიშნული წინადადების რატიფიცირებას მოახდენს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი კონსერვატორი დეპუტატი ათენისათვის მორიგი ფინანსური დახმარების გადაცემის წინააღმდეგია.       გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოუწოდებს პარლამენტარებს, მხარი დაუჭირონ ინიციატივას, ვინაიდან ის "აბსოლუტურად დარწმუნებულია", რომ ეს ნაბიჯი კრიზისიდან გამოსვლას ხელს შეუწყობს.            საფრანგეთისა და ფინეთის პარლამენტებმა კი უკვე მოახდინეს ათენთან მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება.      პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთში ბანკები სამკვირიანი დასვენების შემდეგ, მუშაობას ორშაბათს განაახლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ევროზონის ლიდერებმა 7 მილიარდი ევროს დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღეს.
წაკითხვა
სასწრაფოდ
10 ადამიანი მძევლად აყვანეს პარიზის ახლოს შეიარაღებულმა პირებმა
გამოქვეყნებულია: 2015-07-13 12:25:00
პარიზის ჩრდილოეთით, Pრიმარკ-ის მაღაზიაში რამდენიმე შეიარაღებულ პირს დაახლოებით 10 ადამიანს ჰყავს მძევლად აყვანილი.     "ფრანს პრესის" ცნობით, მაღაზიაზე თავდასხმა ქალაქ ვილინიუ-ლა-გარენში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა.         "დღეს დილით ორი თუ სამი შეიარაღებული ადამიანი Pრიმარკ-ის მაღაზიაში შეიჭრა. ჩვენი აზრით, თავდამსხმელები მაღაზიაში გაძარცვის მიზნით შევარდნენ", - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.    ამ დროისთვის უცნობია, რა მოთხოვნები აქვთ თავდამსხმელებს. "ბიბისის" ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სპეცსამსახურები.
წაკითხვა
სასწრაფოდ
33 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში სამხედრო ბაზასთან აფეთქების შედეგად
გამოქვეყნებულია: 2015-07-13 12:15:00
 ავღანეთის აღმოსავლეთით, სამხედრო ბაზასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 33-ს მიაღწია.    "როიტერის" ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ექვსი ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია, 27 კი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთა შორის 12 ბავშვია.      ავტომობილის აფეთქების შედეგად დაჭრილია 23 ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
წაკითხვა
ევროზონის ლიდერებმა საბერძნეთთან შეთანხმებას მიაღწიეს
გამოქვეყნებულია: 2015-07-13 11:56:00
საბერძნეთთან დაკავშირებით ევროზონის ლიდერებმა თითქმის 20-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებას მიაღწიეს.      ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლი მიშელზე დაყრდნობით ავრცელებს.       თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ შეთანხმებას მხარეებმა ერთსულოვნად მიაღწიეს.       "ევროსამიტმა ერთსულოვნად მიაღწია შეთანხმებას. ყველაფერი მზად არის საბერძნეთის დახმარების პროგრამისთვის სერიოზულ რეფორმებთან და ფინანსურ დახმარებასთან ერთად", - დაწერა დონალდ ტუსკმა "ტვიტერზე".     "როგორც ჩანს, გარიგება შედგა", - ასე გამოეხმაურა მიღწეულ შეთანხმებას კვიპროსის მთავრობის წარმომადგენელი "ტვიტერზე". "ბიბისის" ცნობით, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
წაკითხვა
საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ბანკები ორშაბათამდე იქნება დაკეტილი
გამოქვეყნებულია: 2015-07-09 10:19:00
 საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ბანკები ორშაბათამდე დაკეტილი იქნება. ორშაბათამდე იმოქმედებს ასევე ბანკომატებიდან თანხის გატანაზე 60 ევროს ოდენობის ლიმიტი. “ბიბისის” ცნობით, ამის მიზეზი ათენსა და საერთაშორისო კრედიტორებს შორის შეთანხმების მიუღწევლობა გახდა. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ბერძნულ ფინანსურ ინსტიტუტებს დახმარება შეუწყვიტა მანამ, ვიდრე საბერძნეთი ევროზონასთან შეთანხმებას არ მიაღწევს. ქვეყნის პრემიერი, ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ იგი გონივრული რეფორმების გეგმას ევროპელ ლიდერებს დღეს წარუდგენს. კვირას კი ევროკავშირის მორიგი სამიტი გაიმართება, რა დროსაც მხარეებმა საბოლოო შეთანხმების მიღწევა უნდა შეძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბერძნეთი ფულის გარეშე დარჩება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროზონის ისტორიაში ახლა ყველაზე მძიმე ეტაპია. საბერძნეთს კრედიტორებმა – ევროკომისიამ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა - ორი ფინანსური პაკეტის სახით 200 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. 30 ივნისამდე ათენს სავალუტო ფონდისთვის 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი უნდა გადაეხადა, თუმცა, ვერ შეძლო, რასაც კრიზისის გამწვავება მოჰყვა. სერგეი ლავროვი დებორა ლი ჯეიმსის განცხადებას მტრობის ხელოვნური ატმოსფეროს შექმნის მცდელობად აფასებსთბილისი. 9 ივლისი. “ინტერპრესნიუსი“  - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მდივნის, დებორა ლი ჯეიმსის განცხადებას გამოეხმაურა. ლავროვის თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება, თითქოს რუსეთი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, “მტრობის ხელოვნურ ატმოსფეროს” ქმნის. ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება. “ვაშინგტონიდან მსგავს განცხადებებს ჩვენ უკვე შევეგუეთ. შევეგუეთ, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი და გაერთიანებული შტაბი, ასევე სამხედრო-საჰაერო ძალების მდივანი რეგულარულად აკეთებს მსგავს განცხადებებს”, - აღნიშნა ლავროვმა. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მდივანმა, დებორა ლი ჯეიმსმა “როიტერთან” ინტერვიუში რუსეთს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე უწოდა. მანვე აღნიშნა, რომ ამერიკული ავიაგამანადგურებლები რუსეთის მეზობელ და ნატო-ს წევრ ქვეყნებში პატრულირებას გააგრძელებენ.
წაკითხვა
საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ბანკები ორშაბათამდე იქნება დაკეტილი
გამოქვეყნებულია: 2015-07-09 10:17:00
საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ბანკები ორშაბათამდე დაკეტილი იქნება. ორშაბათამდე იმოქმედებს ასევე ბანკომატებიდან თანხის გატანაზე 60 ევროს ოდენობის ლიმიტი. “ბიბისის” ცნობით, ამის მიზეზი ათენსა და საერთაშორისო კრედიტორებს შორის შეთანხმების მიუღწევლობა გახდა. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ბერძნულ ფინანსურ ინსტიტუტებს დახმარება შეუწყვიტა მანამ, ვიდრე საბერძნეთი ევროზონასთან შეთანხმებას არ მიაღწევს. ქვეყნის პრემიერი, ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ იგი გონივრული რეფორმების გეგმას ევროპელ ლიდერებს დღეს წარუდგენს. კვირას კი ევროკავშირის მორიგი სამიტი გაიმართება, რა დროსაც მხარეებმა საბოლოო შეთანხმების მიღწევა უნდა შეძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბერძნეთი ფულის გარეშე დარჩება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროზონის ისტორიაში ახლა ყველაზე მძიმე ეტაპია. საბერძნეთს კრედიტორებმა – ევროკომისიამ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა - ორი ფინანსური პაკეტის სახით 200 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. 30 ივნისამდე ათენს სავალუტო ფონდისთვის 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი უნდა გადაეხადა, თუმცა, ვერ შეძლო, რასაც კრიზისის გამწვავება მოჰყვა.
წაკითხვა
"არ დავუშვათ ევროპის ორად გაყოფა"
გამოქვეყნებულია: 2015-07-08 12:35:00
 ასე  მიმართა   ციპრასმა ევროპარლამენტს   სიტყვით გამოსვლისას.   ამის შესახებ  ინფორმაციას    "ბიბისი"   ავრცელებს.            საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი ევროკავშირს მოუწოდებს, თავიდან აიცილოს  ევროპის    დანაწევრება.      მისი   თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საბერძნეთს შეუძლია შეასრულოს ვალდებულებები საბერძნეთისა და ევროზონის ინტერესების შესაბამისად მომდევნო დღეებში.      ალექსის ციპრასმა გააკრიტიკა საბერძნეთისთვის გადაცემული წინა საკრედიტო პაკეტები, რამაც     ქვეყანა "მკაცრი ეკონომიკური ზომების ლაბორატორიად აქცია".       საბერძნეთის პრემიერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ევროზონისთვის წარსადგენ წინადადებაზე ათენმა იმუშავა, თუმცა, სამწუხაროდ, დეტალების წარდგენა ვერ შეძლო.       გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტი გაიმართა, რა დროსაც საბერძნეთის პრემიერს, ალექსის ციპრასს კრედიტორებისთვის ახალი წინადადება უნდა შეეთავაზებია. თუმცა, იგი ევროპელ ლიდერებთან წინადადების გარეშე მივიდა.
წაკითხვა
საბერძნეთის პრემიერი ევროპელ ლიდერებს ახალი წინადადებით მიმართავს
გამოქვეყნებულია: 2015-07-07 11:12:00
საბერძნეთის პრემიერი ევროპელ ლიდერებს ახალი წინადადებით მიმართავს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი დღეს, ევროზონის საგანგებო სამიტზე ევროპელ ლიდერებს ახალი წინადადებით მიმართავს. "ბიბისის" ცნობით, ათენი გეგმავს ვალის 30%-ის ჩამოჭრა მოითხოვოს. თუმცა, გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ საბერძნეთისთვის ვალის უპირობო ჩამოწერა ევროს ვალუტას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. პარალელურად, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები აცხადებენ, რომ საბერძნეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების კარი კვლავ ღიაა.ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის თქმით, ათენი დღევანდელ სამიტზე ისეთი წინადადებით უნდა წარდგეს, ყურადღების მიქცევა რომ ღირდეს. დათანხმდებიან თუ არა ევროზონის ლიდერები ათენის მოთხოვნებს, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.ევროზონის სამიტში მონაწილეობას საბერძნეთის ახალი ფინანსთა მინისტრი, ევკლიდ ცაკალოტოსიც მიიღებს.საბერძნეთი დეფოლტის საფრთხის წინაშეა, ვინაიდან მას 331 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი მართებს საერთაშორისო კრედიტორებთან. ბანკები ქვეყნის მასშტაბით ხუთშაბათამდე კვლავ დაკეტილი რჩება.
წაკითხვა
საბერძნეთში ბანკები კვლავ დაკეტილია
გამოქვეყნებულია: 2015-07-06 11:25:00
 როგორც ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა გადადგომამდე განაცხადა, ბანკები ქვეყნის მასშტაბით ხვალიდან გაიხსნება.     საბერძნეთში ბანკები ზუსტად ერთი კვირის წინ დაიხურა, დაწესდა ბანკომატებიდან თანხის გატანის ლიმიტიც 60 ევროს ოდენობით.       აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მოსახლეობამ მასობრივად დაიწყო ბანკებიდან თანხის გატანა.      მიმდინარე კვირის განმავლობაში ევროპელი ლიდერების მსჯელობის მთავარი თემა საბერძნეთი იქნება. როგორც მოსალოდნელია, გაიმართება არაერთი საგანგებო შეხვედრა.     ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ის ევროკავშირის და ევროპის ცენტრალური ბანკის ლიდერებთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს.     საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები, ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი კი დღეს პარიზში შეხვედრას გამართავენ. გარდა ამისა, ხვალ იგეგმება ევროზონის ლიდერების შეხვედრა.
წაკითხვა
ევროპა საბერძნეთს რეფერენდუმამადე კიდევ ერთხელ აფრთხილებს
გამოქვეყნებულია: 2015-07-03 10:30:00
    ევროპა საბერძნეთს რეფერენდუმამადე კიდევ ერთხელ აფრთხილებს და შეახსენებს, რომ კრედიტორთა პირობებზე უარის თქმის შემთხვევაში, საბერძნეთი კრიზისს ვერ დაძლევს. საბერძნეთში რეფერენდუმის ჩატარებამდე ორი დღით ადრე მოსახლეობა აქციების გამართვას გეგმავს. "ბიბისის" ინფორმაციით, გაიმართება ორი განსხვავებული დემონსტრაცია. მოსახლეობის ნაწილი საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მხარდასაჭერად გამოვა, ნაწილი კი მის წინააღმდეგ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი მოსახლეობას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ კრედიტორების წინადადებას. ევროზონის ლიდერები ათენისგან გადასახადების გაზრდას და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯების შემცირებას ითხოვენ, რასაც ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, საბერძნეთს დამატებით 50 მილიარდი ევრო დასჭირდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში. საბერძნეთში რეფერენდუმი კვირას, 5 ივლისს გაიმართება.
წაკითხვა
ევროზონის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთში რეფერენდუმის ჩატარებამდე მოლაპარაკებების გამართვას გამორიცხავენ
გამოქვეყნებულია: 2015-07-02 11:40:00
საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი, იანის ვარუფაკისი კრედიტორებს შანტაჟში ადანაშაულებს. მისი  თქმით, რეფერენდუმის დასრულების შემდეგ შეთანხმების მიღწევა მალევე მოხდება, რის შემდეგაც ბანკებიდან თანხების გამოტანის შეზღუდვები შესუსტდება.          საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა გუშინ კრედიტორებს წერილი გაუგზავნა და განაცხადა, რომ ის მზადაა ევროზონის პირობების უმრავლესობას დათანხმდეს.      თუმცა, ციპრასი ითხოვს, რომ კრედიტორების ორ პირობაში ცვლილებები შევიდეს.      კერძოდ, საბერძნეთს სურს, კუნძულებისთვის დღგ-ის შემცირებული რაოდენობა შენარჩუნდეს და საპენსიო ასაკის გაზრდა 67 წლამდე არა დაუყოვნებლივ, არამედ ოქტომბრიდან დაიწყოს. 5 ივლისს საბერძნეთში რეფერენდუმი გაიმართება, რა დროსაც მოსახლეობა გადაწყვეტს დაუჭირონ თუ არა მხარი საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას.
წაკითხვა

უახლესი