ვერდის რიგით მესამე ოპერა „ნაბუქოდონოსორი“, ანუ „ნაბუკო“; რიხარდ ვაგნერის ოპერა “ტანჰოიზერის“ ორი ფრაგმენტი
ჩვენ განვაგრძობთ ჯუზეპე ვერდისა და რიხარდ ვაგნერის მუსიკაზე საუბარს.საქმე ის გახლავთ, რომ 2013 წელს 200 წელი შესრულდება, 22 მაისს ვაგნერის, 10 ოქტომბერს კი ვერდის დაბადებიდან.გადაცემაში მოვისმენთ ნაბუქოდონოსორისა და აბიგაილის სცენას გუნდთან ერთად ოპერის მე-3 მოქმედებიდან. ტიტო გობის, ელენა სულიოტისის, ვენის ოპერის გუნდისა და ორკესტრის შესრულებით. დირიჟორი – ლამბერტო გარდელი.თქვენ აგრეთვე მოისმენთ რიხარდ ვაგნერის ოპერა “ტანჰოიზერის“ ორ ფრაგმენტს: საორკესტრო უვერტურას და ბახუსის სცენას ვენის ფილარმონიული ორკესტრის შესრულებით. დირიჟორი: გეორგ შოლტი.